imedi /  23 მაისი 2019, 22:00 / სანდო წყარო

იზორია საქართველოში ამერიკული ბაზების არსებობას მიესალმება

ლევან იზორია

ლევან იზორია

"პერსპექტივაში, ამერიკული ბაზების საქართველოში არსებობას ჩვენ მხოლოდ მივესალმებით,"- ამის შესახებ ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტით მყოფმა თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ განაცხადა. ინფორმაციას "ამერიკის ხმა" ავრცელებს.

ასევე ძალოვანმა მინისტრმა საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადების შეფასებისგან თავი შეიკავა. ლაპარაკია იმ განცხადებაზე, რომელიც ზურაბიშვილმა რამდენიმე კვირის წინ, “ამერიკის ხმის” ჟურნალისტთან გააკეთა.

"არ მგონია, საქართველოში ამერიკული ბაზის აშენება რეკომენდებული იყოს, - ეს ნაბიჯი რუსეთის მხრიდან შესაძლოა პროვოკაციად იქნეს აღქმული. ამასთან,  შესაძლოა ის ტერორისტული ორგანიზაციების გააქტიურების მიზეზი გახდეს", - თქვა მაშინ ზურაბიშვილმა.

ამ განცხადების გამო პრეზიდენტი ოპოზიციამ გააკრიტიკა. თუმცა ამავე ინტერვიუში ზურაბიშვილი იმასაც აღნიშნავს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს უპირველესი სტრატეგიული პარტნიორია.

პრეზიდენტის ამ განცხადებაზე კომენტარები გაკეთდა მმართველ გუნდშიც, სადაც თქვეს, რომ ამერიკული ბაზის მშენებლობაზე გუნდში საუბარი არ ყოფილა. 

ყველა სიახლე

14 ივლისი 2020, 16:43

პოლიტიკა

იურიდიულმა კომისიამ ფრიდონ ინჯიასა და გოჩა თევდორაძის უფლებამოსილების შეჩერების საკითხი განიხილა

დღეს თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის სხდომა გაიმართა. კომისიის თავმჯდომარემ ლევან ჟორჟოლიანმა ორი დეპუტატის: ვაჟა ოთარაშვილის და ზაზა მამალაძის უფლებამოსილების ცნობის საკითხები წარადგინა. ისინი საკრებულოს ყოფილი წევრების, ფრიდონ ინჯიასა და გოჩა თევდორაძის ადგილმონაცვლეებად დასახელდნენ.

14 ივლისი 2020, 16:43

ეკონომიკა

საქართველოში საწვავის უმსხვილესი იმპორტიორი რუსეთია

საქართველოში 2020 წლის ექვს თვეში ბენზინისა და დიზელის საწვავის ყველაზე დიდი მოცულობა 35.3% (176,0 ათასი ტონა) რუსეთიდან არის იმპორტირებული. ინფორმაციას ნავთობპროდუქტების კავშირი ავრცელებს.

აცტეკების სასახლე

14 ივლისი 2020, 16:38

კულტურა

მეხიკოში აცტეკების სასახლის ნარჩენები აღმოაჩინეს

მუშებმა ბაზალტის ფილებით მოპირკეთებული იატაკები იპოვეს. მოგვიანებით სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ ამ ქვით აცტეკი მმართველის აქსაიაუაკატლის სასახლის ღია სივრცეები იყო გაფორმებული. აცტეკების იმპერიის დაცემის შემდეგ კი სასახლეში ესპანელი კონკისკადორი ერნან კორტესი ცხოვრობდა.

მამუკა მდინარაძე

14 ივლისი 2020, 16:36

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე საგანგებო მდგომარეობაზე: ელემენტარული შეზღუდვები გვიწევს, არ ვითხოვთ ბომბებსა და მძიმე არტილერიას

ელემენტარული შეზღუდვები გვიწევს, რათა COVID-19-თან ბრძოლის ელემენტარული იარაღი გვქონდეს. არ ვითხოვთ ბომბებს და მძიმე არტილერიას, რაც საგანგებო მდგომარეობის დროს გამოიყენება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

ნინო ლომჯარია

14 ივლისი 2020, 16:35

საზოგადოება

ომბუდსმენი: გარკვეული კადრების გავრცელება გიორგი შაქარაშვილის ოჯახის ტრავმირებას იწვევს, ამიტომ გასათვალისწინებელია, ისე გავავრცელოთ ფაქტები, რომ ვიფიქროთ ოჯახის მდგომარეობაზე

ნინო ლომჯარია - გიორგი შაქარაშვილის ოჯახის განცხადებით, კადრების გავრცელება მათ ტრავმირებას იწვევს, ამიტომ გასათვალისწინებელია, ისე გავავრცელოთ ფაქტები, რომ ვიფიქროთ ოჯახის მდგომარეობაზე

14 ივლისი 2020, 16:34

ეკონომიკა

სალომე ზურაბიშვილმა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან შიდა ტურიზმის განვითარების საკითხებზე იმსჯელა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, დღეს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, ორბელიანების სასახლეში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, მარიამ ქვრივიშვილს შეხვდა.

როჟე ტორენი

14 ივლისი 2020, 16:31

მსოფლიო

კატალონიის პარლამენტის სპიკერის განცხადებით, მას ესპანეთის ხელისუფლება უთვალთვალებს

კატალონიის პარლამენტის თავმჯდომარე როჟე ტორენი აცხადებს, რომ მას ესპანეთის ხელისუფლების დავალებით უთვალთვალებენ. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა El Pais-ი ავრცელებს. „ამ საქმეს ბოლომდე მივიყვანთ, რათა ყველაფერი გავარკვიოთ. თვალთვალს ჩვენ პოლიტიკურ და სამართლებრივ ქმედებებს დავუპირისპირებთ“, - განაცხადა ტორენმა.

14 ივლისი 2020, 16:28

საზოგადოება

ლევან დავითაშვილი სამოქალაქო აქტივისტებს, „გავიგუდეს“ წარმომადგენლებს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი სამოქალაქო აქტივისტების „გავიგუდე“ წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე მთავრობის მიერ მოწონებული „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ ახალი კანონპროექტის შესახებ პარლამენტში განხილვის დაჩქარების საკითხი განიხილეს.

კელი დეგნანი მერაბ ტურავა

14 ივლისი 2020, 16:27

საზოგადოება

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, მერაბ ტურავამ კელი დეგნანს უმასპინძლა

დღეს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი ეწვია, რომელსაც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე მერაბ ტურავამ უმასპინძლა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ავრცელებს.

14 ივლისი 2020, 16:22

სამართალი

პროკურატურამ ქალისთვის ცეცხლის წაკიდების ფაქტზე გენდერული დისკრიმინაცია დაადგინა

პროკურატურამ ოჯახის წევრის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გენდერული დისკრიმინაცია დაადგინა, - ამის შესახებ განცხადებას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს „საქართველოს პროკურატურამ ოჯახის წევრის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე შ.გ.-ს ბრალდება დაუზუსტდა და დანაშაულის ჩადენის მოტივად გენდერული დისკრიმინაცია დაადგინა.

14 ივლისი 2020, 16:20

ტექნოლოგიები

დიდი ბრიტანეთი 5G ქსელებისთვის Huawei-ს აკრძალავს

დიდი ბრიტანეთის მობილურ პროვაიდერებს Huawei-ს 5G აღჭურვილობების შეძენას 31 დეკემბრიდან აუკრძალავს. ამასთან, 2027 წლიდან იგეგმება ყველა ჩინური ფირმის 5G აღჭურვილობების გამოყენების აკრძალვა.

ირაკლი კობახიძე

14 ივლისი 2020, 16:15

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ზურაბ ჭიაბერაშვილმა პირდაპირ მოგვიწოდა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისკენ, ოპოზიციას კარს მომდგარი არჩევნები აშინებს

„ზურაბ ჭიაბერაშვილმა პირდაპირ მოგვიწოდა ჩვენ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისკენ. ასეთი მოწოდებები ჩვენ გვესმოდა ორი თვის წინაც, ივნისში, როდესაც მისაღები იყო საკონსტიტუციო ცვლილებები, იქ ჩანდა, რომ ამ საბაბით მათ სურდათ საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდება და ახლაც მოგვიწოდებენ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისკენ, იმისთვის, რომ საქართველოში არ შედგეს არჩევნები“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის წევრმა, ირაკლი კობახიძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ კანონპროექტზე მსჯელობენ.

კორონავირუსი ბელგია

14 ივლისი 2020, 16:12

COVID19

ბოლო 4 თვის განმავლობაში პირველად ბელგიაში კორონავირუსით არავინ გარდაცვლილა

პირველად 10 მარტის შემდეგ ბელგიაში კორონავირუსით არავინ გარდაცვლილა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. 14 ივლისს კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი არ შეცვლილა და კვლავ 9 787-ს შეადგენს, საერთო ჯამში ვირუსი 62 781 ადამიანს დაუდგინდა. დღის განმავლობაში გარდაცვლილთა ყველაზე მაღალი მაჩვენებელი - 343 ლეტალური შემთხვევა 12 აპრილს დაფიქსირდა.

ბელარუსი კორონავირუსი

14 ივლისი 2020, 16:10

COVID19

ბელარუსში კორონავირუსი კიდევ 155 ადამიანს დაუდგინდა

ვირუსს კიდევ 6 ადამიანი ემსხვერპლა, პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში 474 პაციენტი გარდაიცვალა, 55 799 კი გამოჯანმრთელდა. 2 ივლისს ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა, რომ ქვეყანაში კორონავირუსი დაამარცხეს.

მიხეილ ყაველაშვილი

14 ივლისი 2020, 16:03

პოლიტიკა

მიხეილ ყაველაშვილი: არავითარი საშიშროება არ ემუქრება არც კონსტიტუციას და არც დემოკრატიას

პანდემია რომ იწყებოდა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა ბრიფინგი გამართა და თქვა, რომ პანდემიას საქართველო მსოფლიოში ყველაზე მოუმზადებელი ხვდება. ამ დროს ჩვენი ქვეყანა ხუთეულშია იმ ქვეყნებს შორის, ვინც ყველაზე კარგად გაართვა თავი პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლას. ასეთი აცდენა როგორ შეიძლება? - ამის შესახებ სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ ყაველაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მამუკა მდინარაძე

14 ივლისი 2020, 15:59

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: ვადის გადაწევის ერთადერთი მოტივაცია ისაა, რომ კოვიდის წინააღმდეგ ბრძოლა კვლავაც ეფექტიანად წარვმართოთ

ერთადერთი მოტივაცია ვადის გადაწევის ისაა, რომ სახელმწიფოს და მთავრობას ელემენტარული მექანიზმი გვქონდეს, როგორც აქამდე ეფექტიანად წარვმართეთ სწორი მენეჯმენტით პროცესი, რომლითაც მართლაც ვამაყობთ დღეს მთელი მსოფლიოს წინაშე, ასე გავაგრძელოთ, - ამის შესახებ განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ მამუკა მდინარაძემ „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტის განხილვისას.

ზურაბ ჭიაბერაშვილი

14 ივლისი 2020, 15:58

პოლიტიკა

ზურაბ ჭიაბერაშვილი დროებითი ღონისძიებების მოქმედების ვადის გახანგრძლივებაზე: ასეთი ბერკეტი საშიშია ნებისმიერი მთავრობის პირობებში

საქართველოს მთავრობისთვის საგანგებო მდგომარეობის გარეშე გარკვეული შეზღუდვების გატარების უფლების 2021 წლის იანვრამდე გახანგრძლივებაში საპარლამენტო ფრაქცია „დემოკრატიული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჭიაბერაშვილი საფრთხეებს ხედავს.

14 ივლისი 2020, 15:50

სამართალი

მოხმარებისთვის გამოუსადეგარი ოდენობის ნარკოტიკის უკანონო შეძენა/შენახვისთვის 5 წლით მსჯავრდებული პატიმრობიდან გათავისუფლდა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ განაჩენის გადასინჯვის თაობაზე საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის (GDI) შუამდგომლობა დააკმაყოფილა. სასამართლომ გააუქმა მსჯავრდებულისთვის სასჯელის სახედ და ზომად მისჯილი 5-წლიანი პატიმრობა და ის პენიტენციური დაწესებულებიდან გაათავისუფლა.

კახა კუჭავა

14 ივლისი 2020, 15:45

პოლიტიკა

ღია მმართველობის მუდმივმოქმედმა საპარლამენტო საბჭომ აჭარელ კოლეგებს გამოცდილება გაუზიარა

ღია მმართველობის მუდმივმოქმედმა საპარლამენტო საბჭომ (OGP) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ღია მმართველობის ახლად შექმნილი საბჭოს წევრებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა. შეხვედრის მიზანი ღია მმართველობის პარტნიორობაში საკანონმდებლო ორგანოების ჩართულობის შესახებ გამოცდილების გაზიარება იყო.

მიხეილ სააკაშვილი

14 ივლისი 2020, 15:41

პოლიტიკა

მიხეილ სააკაშვილი: გამარჯვებისთვის ვარ დაბადებული - ამ შემოდგომაზე საქართველოში გადამწყვეტი ნახტომისთვის ვემზადები

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასკომის ხელმძღვანელმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოსა და უკრაინასთან დაკავშირებით დიდი გეგმები აქვს.