imedi /  01 მაისი 2019, 13:38 / სანდო წყარო

ბოკერია: ზურაბიშვილის განცხადება ქვეყნისთვის საზიანოა

გიგა ბოკერია

გიგა ბოკერია

"ევროპული საქართველოს“ დეპუტატი გიგა ბოკერია აცხადებს, რომ ამერიკულ სამხედრო ბაზასთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადება ქვეყნისთვის საზიანო და მავნებელია.

"ამ ადამიანისთვის საქართველოს პრეზიდენტის სტატუსის ქონა არის პროვოკაცია საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ. სხვა სიტყვები არ მყოფნის, რომ ეს აღვწერო. სამწუხაროდ, ამერიკული ბაზების ან რომელიმე ჩვენი მოკავშირის, თავისუფალი ქვეყნის ბაზების განლაგების საკითხი დღეს არ დგას ჩვენს ქვეყანაში.

მაგრამ ჩვენ მივილტვით, რომ დაცული ვიყოთ ჩვენი მთავარი საფრთხისგან, რუსეთისგან. რატომ შეიძლება, რომ საქართველოს პრეზიდენტი იყოს ამის წინააღმდეგი. ან რატომ შეიძლება, რომ სუვერენული ქვეყნის პრეზიდენტი ამბობდეს, რომ პროვოკაციაა, ქვეყნის სუვერენიტეტი იყოს დაცული მტრისგან მოკავშირე ქვეყნის შეიარაღებული ძალების განლაგებით, თუ შანსი მოგვეცა და იმედი გვაქვს, რომ მოგვეცემა“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცესპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა თქვა, რომ ამერიკული სამხედრო ბაზის თემა დღის წესრიგში არ დგას.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ფიქრობს, რომ საქართველოში ამერიკული ბაზის აშენება რეკომენდებული არ არის. ამის შესახებ მან "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში განაცხადა. ზურაბიშვილის თქმით, საქართველოსა და აშშ-ს შორის სამხედრო თანამშრომლობა უნდა გაიზარდოს.

ყველა სიახლე

ნათია თურნავა

21 თებერვალი 2020, 14:23

ეკონომიკა

ნათია თურნავა: პირობას გაძლევთ, მომავალში კიდევ უფრო აქტიურად დავუდგებით გვერდში ინოვაციურ საქმიანობასა და ახალ ტექნოლოგიებს

ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან ერთად, აქტიურად ვაგრძელებთ მუშაობას საქართველოში სტარტაპ ეკოსისტემის კიდევ უფრო გასაძლიერებლად, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ ტექნოპარკში სსიპ ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს წლიური ანგარიშის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ვახტანგ გომელაური

21 თებერვალი 2020, 14:18

საქართველო

ვახტანგ გომელაური: ჩვენ ვმუშაობთ პარტნიორებთან ერთად, რომ გავაუმჯობესოთ და უფრო მეტი კონტროლი იყოს, რათა არ მოხდეს ასეთი კიბერშეტევა

„რაც უფრო ვითარდება ტექნოლოგიები. ჩვენ ვმუშაობთ პარტნიორებთან ერთად, რომ გავაუმჯობესოთ და უფრო მეტი კონტროლი იყოს, რათა არ მოხდეს ასეთი კიბერშეტევა. თუ მოხდება, მოხდეს იქვე ჩაკეტვა, ასე ვთქვათ, არ შემოვიდეს სივრცეში და არ დააზიანოს ესა თუ ის მიმართულება“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

როჯერ სტოუნი

21 თებერვალი 2020, 14:12

მსოფლიო

დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიის ყოფილ მრჩეველს სასამართლომ 40-თვიანი პატიმრობა მიუსაჯა

სასამართლომ როჯერ სტოუნი დამნაშავედ სცნო ცრუ ჩვენების მიცემაში, მოწმეებზე ზეწოლის განხორციელებაში და კონგრესის მიერ გამოძიების ჩატარების ხელის შეშლაში. ბრალდების ვერსიით, როჯერ სტოუნმა აშშ-ს კონგრესს დაუმალა, რომ 2016 წელს შეეცადა ჯულიან ასანჟისგან კომპრომატი მოეპოვებინა ჰილარი კლინტონის წინააღმდეგ.

21 თებერვალი 2020, 14:11

საქართველო

ბათუმში ე.წ. ოცნების ქალაქის მშენებლობას საფუძველი ოფიციალურად ჩაეყარა

ბათუმში ე.წ. ოცნების ქალაქის მშენებლობას საფუძველი ოფიციალურად ჩაეყარა, - უმსხვილესი სოციალური პროექტის, ახალი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობის დაწყებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ესწრებოდნენ. მასშტაბური სოციალური პროექტი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 38,7 მილიონი ლარია. მშენებლობა 17 თვეში დასრულდება.

ვახტანგ გომელაური

21 თებერვალი 2020, 14:07

საქართველო

ვახტანგ გომელაურს „დამხობის“ შესახებ ვანო მერაბიშვილის განცხადება არასერიოზულად მიაჩნია

ვანო მერაბიშვილის გუშინდელ განცხადებას, რომ ის „ქართულ ოცნებას“ ერთ წელიწადში დაასრულებს, ვახტანგ გომელაურმა არასერიოზული უწოდა. შინაგან საქმეთა მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ ვანო მერაბიშვილმა მოიხადა თავისი სასჯელი, რაც მიუსაჯა ქვეყნის დემოკრატიულმა სასამართლომ.

21 თებერვალი 2020, 13:56

საქართველო

არჩილ თალაკვაძე ნიდერლანდების სამეფოს ელჩს შეხვდა

არჩილ თალაკვაძემ მააიკე ვან კოლდამს ელჩის თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. პარლამენტის თავმჯდომარემ ელჩს მადლობა გადაუხადა ნიდერლანდების მხრიდან ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის.

ხანძარი

21 თებერვალი 2020, 13:50

ძალოვნები

თემქაზე ხანძარი ლოკალიზებულია

გლდანი-ნაძალადევის რაიონში ხანძარია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, თემქის დასახლებაში, მემატიანის მემორიალთან, ხეები და ბუჩქები იწვის. ადგილზე რამდენიმე სახანძრო ჯგუფი მუშაობს. ცეცხლი დაახლოებით, 3-4 ჰექტარზეა გავრცელებული.

სტივენ და მიკაელა სპილბერგი

21 თებერვალი 2020, 13:48

ტაბლოიდი

სტივენ სპილბერგის შვილი პორნომსახიობი გახდა

მისი თქმით, ის არ აპირებს, ვიდეოში პარტნიორთან სექსით დაკავდეს და ამიტომაც სოლო პორნო ვიდეოების ჩაწერა დაიწყო. მიკაელა სპილბერგი იმედოვნებს, რომ ახალი კარიერა მას დაეხმარება მშობლებისგან ფინანსურად დამოუკიდებელი გახდეს.

მამუკა მდინარაძე

21 თებერვალი 2020, 13:30

საქართველო

მამუკა მდინარაძე ოპოზიციაზე: ისინი შიგნიდან გვიტევენ, რუსები - გარედან და რეალურად რუსულ საქმეს აკეთებენ

მისი თქმით, პოლიტპატიმრობის მათი ფორმულა ასეთია: თუ დანაშაული ჩაიდინე 2003-2012 წლებში, იქნება ეს მკვლელობა, მკვლელობის შეკვეთა, 50 მილიონამდე თანხის გაფლანგვა თუ სხვა რამ, ყველა შემთხვევაში პოლიტპატიმარი ხარ და მთელმა მსოფლიომ ეს მოცემულობად უნდა მიიღოს.

გედევან ფოფხაძე

21 თებერვალი 2020, 13:25

საქართველო

გედევან ფოფხაძე: გაიწმინდოს პოლიტიკური სპექტრი ვანო მერაბიშვილის და მსგავსი ავანტიურისტი პოლიტიკოსებისგან

დამოუკიდებელი დეპუტატი, გედევან ფოფხაძე ვანო მერაბიშვილის გათავისუფლებაზე საუბრისას ამბობს, რომ ხელისუფლებას სამართლიანობის აღდგენა წლების წინ უნდა დაესრულებინა. ამის შესახებ დეპუტატმა მედიაცენტრ „მთავარის“ პრესკლუბში განაცხადა. ვანო მერაბიშვილმა სასჯელაღსრულების დაწესებულება 20 თებერვალს დატოვა.

ირაკლი სესიაშვილი

21 თებერვალი 2020, 13:16

საქართველო

ირაკლი სესიაშვილი: სახელმწიფო დგამს აუცილებელ ნაბიჯებს იმისთვის, რომ კიბერთავდასხმების ნეიტრალიზაცია შეძლოს

ირაკლი სესიაშვილი საგარეო უწყებაში გამართულ ბრიფინგს გამოეხმაურა, სადაც ცნობილი გახდა, რომ 2019 წლის 28 ოქტომბერს საქართველოში განხორციელებული ფართომასშტაბიანი კიბერშეტევა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს მიერ დაიგეგმა და განხორციელდა.

ლია კრიალაშვილი

21 თებერვალი 2020, 13:15

საქართველო

გია კრიალაშვილის და: ვანო მერაბიშვილმა ჩემი ძმის მკვლელობის დაკვეთისთვის სასჯელი უნდა მოიხადოს

გია კრიალაშვილის გარდაცვალების საქმეში ლია კრიალაშვილი უშუალოდ ვანო მერაბიშვილსა და მიხეილ სააკაშვილს სდებს ბრალს და ამბობს, რომ ვანო მერაბიშვილს საპყრობილე არ უნდა დაეტოვებინა. გარდაცვლილი პოლკოვნიკის და პროკურატურისგან სასწრაფო რეაგირებას და მთავარ პროკურორ ირაკლი შოთაძესთან შეხვედრას ითხოვს.

ვლადიმერ კონსტანტინიდი

21 თებერვალი 2020, 13:00

საქართველო

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საერთაშორისო თანამეგობრობას მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ვლადიმერ კონსტანტინიდმა განაცხადა, რომ ეს 20-მდე ქვეყანა იყო. პირველ რიგში, სტრატეგიული პარტნიორები – ამერიკის შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი, სხვა ქვეყნები, ანუ ძირითადად დასავლელი პარტნიორები, მთელი ცივილიზებული მსოფლიო და ეს გამოხმაურებები დღის განმავლობაში კიდევ გაგრძელდება“.

21 თებერვალი 2020, 12:59

საქართველო

მედიააკადემიაში მედიაწიგნიერებისა და ციფრული მოქალაქეობის საერთაშორისო ექსპერტის, ვიტორ ტომეს სემინარი ჩატარდა

კომუნიკაციების კომისიის ორგანიზებით, მედიააკადემიაში მედიაწიგნიერებისა და ციფრული მოქალაქეობის საერთაშორისო ექსპერტის, ვიტორ ტომეს სემინარი ჩატარდა. კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციით, სემინარს, რომელიც მედიაწიგნიერებისა და ციფრული მოქალაქეობის თანამედროვე გამოწვევებსა და როლს ეხებოდა, კომუნიკაციების კომისიის, მედიაკადემიის, განათლების სამინისტროსა და თავად მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

გიორგი გახარია

21 თებერვალი 2020, 12:57

საქართველო

გიორგი გახარია: საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ განხორციელებული კიბერთავდასხმა მიზნად ისახავდა ჩვენი სუვერენიტეტისთვის ძირის გამოთხრას

საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ ოქტომბერში განხორციელებული კიბერთავდასხმა მიზნად ისახავდა ჩვენი სუვერენიტეტისადმი ძირის გამოთხრას, - ასე ეხმაურება საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია საქართველოში გასული წლის ოქტომბერში განხორციელებულ კიბერშეტევას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ოფიციალურ გვერდზე.

გედევან ფოფხაძე

21 თებერვალი 2020, 12:55

საქართველო

გედევან ფოფხაძე: არჩევნების 100/50-ის პრინციპით ჩატარებასაც მივცემ ხმას

დამოუკიდებელი დეპუტატი გედევან ფოფხაძე მმართველ გუნდს მოუწოდებს, საარჩევნო კოდექსში ცვლილება მარტის პირველ რიცხვებში დაარეგისტრიროს. გედევან ფოფხაძემ მედიაცენტრ „მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ცვლილების ინიციატორი ხელისუფლება უნდა იყოს და „ქართულ ოცნებაზეა“ დამოკიდებული, ქვეყანა ესკალაციამდე მივა, თუ ნორმალურ არჩევნებს ჩაატარებს. მისივე თქმით, „პირველი ნაბიჯი „ქართულმა ოცნებამ“ უნდა გადადგას.

ჯეკპოტი

21 თებერვალი 2020, 12:54

ტაბლოიდი

ამერიკელმა ლატარიაში მილიონი ორჯერ მოიგო

აშშ-ის ქალაქ ბოსტონში მცხოვრებმა ქალმა 10 წლის განმავლობაში ლატარიაში მილიონი დოლარი ორჯერ მოიგო. თებერვალში ლინდი სვინიმ ადგილობრივ მაღაზიაში მომენტალური ლატარია იყიდა და 1 მილიონი დოლარის მფლობელი გახდა. ანალოგიური თანხა მან 10 წლის წინაც მოიგო.

21 თებერვალი 2020, 12:51

ძალოვნები

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენს სამხედროებს ღირსეული საცხოვრებელი პირობები ექნებათ

„მარტის ბოლომდე 60 ლოკაციაზე ვიქნებით შესული. ჯამში 250 ობიექტი იქნება სრულად გარემონტებული. ჩვენს სამხედროებს ღირსეული საცხოვრებელი პირობები ექნებათ და ყველა სამხედრო ბაზა ერთიანი, ნატოს სტანდარტით იქნება მოწყობილი“ - აცხადებს თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი.

21 თებერვალი 2020, 12:44

საქართველო

UNHCR-მა დევნილთა სააგენტოს ტექნიკა გადასცა

სააგენტოს დირექტორმა, ბესარიონ სიმონიშვილმა გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელს, კემლინ ფურლის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

ნიკა გვარამია

21 თებერვალი 2020, 12:38

ძალოვნები

ნიკა გვარამიას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მისი სასამართლო პროცესი გადაიდო

„დღევანდელი სასამართლო გადაიდო იმის გამო, რომ ნიკა გვარამიამ ვერ შეძლო მასზე დასწრება. სასამართლომ ჩანიშნა მომდევნო სხდომების გრაფიკი და საქმის განხილვა გაგრძელდება უკვე მომდევნო კვირას“,- განაცხადა გვარამიას ადვოკატმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა.