ადვოკატი: გია თვალავაძის წინააღმდეგ საქმეში 150-მდე აუდიოჩანაწერია
გია თვალავაძე
სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსის, გია თვალვაძის ადვოკატს ლალი აფციაურს გამოძიების საქმის მასალები გადასცეს.
როგორც ადვოკატმა თქვა, "სააფთიაქო ნარკომანიის" საქმეში თვალავაძის წინააღმდეგ დაახლოებით 150 აუდიოჩანაწერია, თუმცა აფციაური დარწმუნებულია, რომ ამ აუდიოჩანაწერებიდან "არცერთი არ გამოდგება".
ადვოკატი ასევე ამბობს, რომ ამ აუდიოჩანაწერების ავთენტურობა დასადგენია.
"გია თვალავაძე თავს დამნაშავედ არ ცნობს და სხვა დაკავებულებიდან არავის იცნობს... ბრალში ასეთი რამ არის მითითებული, რომ როდესაც შემოდიოდა თურმე ცხელ ხაზზე ზარები, თვალავაძე არ ამოწმებდა", - თქვა ლალი აფციაურმა.
სუსის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსი გია თვალავაძე და უკანონო სამეწარმეო საქმიანობაში ჩართული 5 მოქალაქე დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ თბილისსა და გორში მდებარე 15 სააფთიაქო დაწესებულებაში უკონტროლოდ იყიდებოდა ფსიქოტროპული საშუალებები. სუსის ცნობით, გია თვალავაძე არ ახდენდა შესაბამის რეაგირებას „ცხელ ხაზზე“ შესულ შეტყობინებებზე, რომელიც ამ აფთიაქების მხრიდან ფსიქოტროპული წამლების უკანონოდ რეალიზაციას შეეხებოდა.
ყველა სიახლე
14 მაისი 2026, 09:54
კულტურა
ბოლნისის მუზეუმის საგამოფენო სივრცეში ბოლნისელი მხატვრის ნოდარ გოგებაშვილის პერსონალური გამოფენა გაიხსნა
ექსპოზიციაზე წარმოდგენილია მხატვრის ფერწერული ტილოები, ასევე თიხაში, ქვასა და ხეში გამოკვეთილი ნამუშევრები. განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს რიყის ქვაზე შესრულებული კომპოზიციები, რომლებიც ავტორის უნიკალურ მხატვრულ ხელწერას ასახავს.
14 მაისი 2026, 09:47
სპორტი
ბულგარეთში მიმდინარე 17-წლამდე მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატზე ქართველმა ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებმა სამი მედალი მოიპოვეს
მთავარი მწვრთნელის ხელმძღვანელობით, ნაკრების წევრების ანგარიშზე 1 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალია. ვიცე-ჩემპიონი რამაზ ბასილია გახდა, ბრინჯაოს მედლები ლუკა ბუიღლიშვილმა და საბა ტაკიძემ მოიპოვეს. ასპარეზობაში დღეს ქართველი გოგონები ჩაერთვებიან, ხვალიდან კი თავისუფალი სტილით ჭიდაობაში დაიწყება შეჯიბრება.
14 მაისი 2026, 09:34
ეკონომიკა
შოთა ბერკაშვილი: ჩვენ მივესალმებით ქსელების ინიციატივას, მათ გაითვალისწინეს რეკომენდაცია და შეიქმნა კალათა, რომელშიც დაახლოებით 15 კატეგორიის პროდუქტი შედის. აღნიშნულ პროდუქტებზე მომხმარებლებს ყოველდღიურად ექნებათ საუკეთესო ფასი
ეკონომიკური პოლიტიკის საპარლამენტოს კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილი მიესალმება სასურსათო ქსელების გადაწყვეტილებას, შეიქმნას კალათა, რომლის ფარგლებშიც დაახლოებით 15 კატეგორიის პროდუქტზე მომხმარებელს შემცირებულ ფასებს შესთავაზებენ.
14 მაისი 2026, 09:23
მსოფლიო
სი ძინპინი: ჩინეთისა და აშშ-ის თანამშრომლობა სარგებლის მომტანი იქნება, ხოლო კონფრონტაცია - წამგებიანი. ჩვენ უნდა ვიყოთ პარტნიორები და არა მეტოქეები
ჩინეთის ლიდერმა, სი ძინპინმა აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს განუცხადა, რომ ჩინეთისა და აშშ-ის თანამშრომლობა სარგებლის მომტანი იქნება, ხოლო კონფრონტაცია - წამგებიანი.
14 მაისი 2026, 09:19
კულტურა
კანის 79-ე საერთაშორისო კინოფესტივალის ბაზრობაზე საქართველოს ეროვნულ პავილიონში პირველი შეხვედრები გაიმართა
ერთი კვირის განმავლობაში ყველაზე გავლენიანი კინოფესტივალის ბაზრობაზე, საქართველოს დელეგაციის წევრებს, ქართველ რეჟისორებსა და პროდიუსერებს დაგეგმილი აქვთ ოფიციალური შეხვედრები მსოფლიო დონის პროდიუსერებთან და მსოფლიოს წამყვანი კინოინდუსტრიების წარმომადგენლებთან. მთავარი თემა - მომავალი თანამშრომლობა და ერთობლივი პროექტების განხორციელება იქნება. ბაზრობის ფარგლებში იგეგმება ქართული ფილმების წარდგენა უცხოელი პარტნიორებისთვის.
14 მაისი 2026, 09:07
რეგიონი
დღეს ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მორიგი შეხვედრა გაიმართება
მხარეები წინა შეხვედრიდან დღემდე გამყოფ ხაზთან მომხდარ ინციდენტებს,მათ შორის უკანონო ბორდერიზაციის ფაქტებს განიხილავენ. ქართული მხარე კიდევ ერთხელ მოითხოვს უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების უპირობო გათავისუფლებას. ასევე იმსჯელებენ თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვის საკითხზეც.
14 მაისი 2026, 09:03
საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი 14 მაისს საქართველოში
14 მაისს ქუთაისში მზიანი დღე იქნება, დღისით +30 და ღამით +18 გრადუსი იქნება. უნალექო ამინდს ელოდებიან ოზურგეთშიც. დღისით +29 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +18 გრადუსი იქნება. ბათუმშიც მშრალია დღე, დღისით ჰაერი +28 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +15 გრადუსი დაფიქსირდება.
14 მაისი 2026, 09:00
მსოფლიო
დონალდ ტრამპი სი ძინპინს: ჩემთვის პატივია ვიყო თქვენი მეგობარი, ხოლო ჩინეთსა და აშშ-ს შორის ურთიერთობები გახდება უკეთესი, ვიდრე ოდესმე
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, მისთვის დიდი პატივია ჩინეთის ლიდერის, სი ძინპინის მეგობარი იყოს.
14 მაისი 2026, 08:46
პოლიტიკა
ეკა სეფაშვილი ევროპარლამენტისა და მოლდოვის გადაწყვეტილებაზე: მათ არ აქვთ არავითარი ლეგიტიმური საფუძველი, მუშაობა აუკრძალონ ამ არხებს ნებისმიერ ევროპულ ინსტიტუციაში - ისინი პირდაპირ თავს ესხმიან დემოკრატიას
„ხალხის ძალის“ თავმჯდომარის მოადგილე ეკა სეფაშვილი ქართული თავისუფალი მედიის წინააღმდეგ ევროპარლამენტისა და მოლდოვის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს დემოკრატიაზე თავდასხმად აფასებს.
14 მაისი 2026, 08:38
პოლიტიკა
გიორგი გაბუნია ევროპარლამენტისა და მოლდოვის მხრიდან ქართულ თავისუფალ მედიაზე თავდასხმაზე: ეს არის არგუმენტებისგან და ყოველგვარი ლოგიკისგან დაცლილი გადაწყვეტილება, რომელიც მიმართულია თავისუფალი სიტყვის, თავისუფალი მედიის წინააღმდეგ
კულტურის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბუნია ქართული თავისუფალი მედიის წინააღმდეგ ევროპარლამენტისა და მოლდოვის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას აფასებს.
14 მაისი 2026, 08:28
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი ევროპარლამენტისა და მოლდოვის მხრიდან ქართულ თავისუფალ მედიაზე თავდასხმაზე: ევროპა მიდის უკან - საბჭოთა კავშირისაკენ. სამწუხაროდ, ეს რეალობა გვაქვს სიტყვის თავისუფლებასთან დაკავშირებით
უკან საბჭოთა კავშირში, - ასე აფასებენ მმართველი პარტიის წარმომადგენლები ევროპარლამენტისა და მოლდოვის ხელისუფლების მხრიდან ქართულ თავისუფალ მედიაზე მორიგ თავდასხმას. მათი თქმით, ევროპარლამენტსა და მოლდოვას ქართული მედიების წინააღმდეგ არანაირი სამართლებრივი არგუმენტი არ გააჩნია, შესაბამისად აღნიშნული ქმედება მხოლოდ დემოკრატიასა და სიტყვის თავისუფლებაზე თავდასხმად შეიძლება, შეფასდეს.
14 მაისი 2026, 08:04
პოლიტიკა
ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებში კანონის უზენაესობის მედეგობის შეფასება გამოქვეყნდა - საქართველოს უმაღლესი შესრულება აქვს
ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტის შედეგებით, უმაღლესი შესრულება აქვს საქართველოსა და მონტენეგროს. დანარჩენი კანდიდატი ქვეყნები ჩამორჩებიან საქართველოსა და მონტენეგროს. ქვეყნები შემდეგი ინდიკატორებით შეაფასეს: კორუფციის არარსებობა: კორუფციის კონტროლის უნარი; რეგულაციების აღსრულება: კანონების წარმატებით აღსრულების უნარი, ამ ნაწილში მონტენეგროსა და საქართველოს პროფილები ყველაზე მეტად ემთხვევა ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელს.
14 მაისი 2026, 08:00
პოლიტიკა
პარლამენტში დღეს „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე განხილვა გაგრძელდება
ცვლილების თანახმად, დაზუსტდება კანონის გარდამავალი დებულების შინაარსი და მკაფიოდ განისაზღვრება, რომ კრედიტების რაოდენობის ცვლილება ვრცელდება 2025 წლის 1 სექტემბრიდან ჩარიცხულ სტუდენტებზე, ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის შემთხვევაში.
14 მაისი 2026, 04:12
მსოფლიო
რუბიო: აშშ იმედოვნებს, რომ დაარწმუნებს ჩინეთს, ჰორმუზის სრუტის გახსნაში უფრო აქტიური როლი იკისროს
ამერიკის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებით, აშშ იმედოვნებს, რომ შეძლებს ჩინეთის დაყოლიებას იმაზე, რომ მან უფრო „აქტიური როლი იკისროს“ ირანზე ზემოქმედებაში ჰორმუზის სრუტის გახსნის მიზნით.
14 მაისი 2026, 04:06
მსოფლიო
რუბიო: ჩინეთი ერთდროულად წარმოადგენს ჩვენს უმთავრეს პოლიტიკურ გამოწვევას გეოპოლიტიკური თვალსაზრისით და ამავე დროს, ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვან ურთიერთობას
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ აშშ-ის ოფიციალური პირები შეეცდებიან დაარწმუნონ ჩინეთი, უფრო „აქტიური როლი“ იკისროს ირანის კონფლიქტის მოგვარებაში.
14 მაისი 2026, 03:45
მსოფლიო
The New York Times-ის სარედაქციო საბჭოს სტატია: ირანთან ომი კიდევ უფრო აძლიერებს ამერიკაში დემოკრატიის რღვევის პროცესს
პრეზიდენტ ტრამპის ომი ირანთან ყველაზე მნიშვნელოვანი სამხედრო მოქმედებაა ამერიკის ისტორიაში, რომელიც პრეზიდენტმა კონგრესის ყოველგვარი თანხმობის გარეშე წამოიწყო, - ნათქვამია გაზეთ The New York Times-ის სარედაქციო საბჭოს სტატიაში სათაურით „ირანთან ომი კიდევ უფრო აძლიერებს ამერიკაში დემოკრატიის რღვევის პროცესს“.
14 მაისი 2026, 03:17
მსოფლიო
აშშ-ის ენერგეტიკის მდივნის განცხადებით, ირანი ბირთვული იარაღის შექმნასთან „შემაძრწუნებლად ახლოსაა“
აშშ-ის ენერგეტიკის მდივანმა, კრის რაითმა კანონმდებლებს განუცხადა, რომ ირანი ბირთვული იარაღის შექმნასთან „შემაძრწუნებლად ახლოსაა“. მისი თქმით, ქვეყანას მხოლოდ რამდენიმე კვირა აშორებს ერთი ტონა ურანის იარაღისთვის საჭირო დონემდე გამდიდრებამდე.
14 მაისი 2026, 02:48
მსოფლიო
Euronews: მადიარი ფონ დერ ლაიენს წერილს გაუგზავნის, რომელშიც ჩამოაყალიბებს თავისი მთავრობის პოზიციას ევროკავშირის დაფინანსებასთან დაკავშირებულ პოლიტიკურად რთულ პირობებზე
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, პეტერ მადიარი ხუთშაბათს ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს წერილს გაუგზავნის, რომელშიც ჩამოაყალიბებს თავისი მთავრობის პოზიციას ევროკავშირის დაფინანსებასთან დაკავშირებულ პოლიტიკურად რთულ პირობებზე. ინფორმაციას ამის შესახებ Euronews-ი ავრცელებს.
14 მაისი 2026, 02:37
მსოფლიო
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ნეთანიაჰუს ვიზიტს გმობს
ირანის ხელისუფლების განცხადებით, ის ქვეყნები, რომლებიც ისრაელთან ერთად თეირანის წინააღმდეგ საომარ მოქმედებებში მონაწილეობენ, „უგუნურ რისკზე“ მიდიან. აღნიშნული განცხადება ისრაელის მთავრობის იმ განცხადებას მოჰყვა, რომლის მიხედვითაც, პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ომის დროს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საიდუმლო ვიზიტი გამართა.
14 მაისი 2026, 01:08
სპორტი
ხვიჩა კვარაცხელია „პარი სენ-ჟერმენთან“ ერთად ზედიზედ მეორედ გახდა საფრანგეთის ჩემპიონი
„პარი სენ-ჟერმენმა“ სტუმრად „ლანსი“ ანგარიშით 2:0 დაამარცხა და გახდა საფრანგეთის ჩემპიონი ფეხბურთში.


