Imedi /  06 ნოემბერი 2018, 13:17 / სანდო წყარო

ლაშა თორდიას ადვოკატები ფარცხალაძისთვის წარდგენილი ბრალდების გადაკვალიფიცირებას მოითხოვენ

ლაშა თორდია

ლაშა თორდია

ადამიანის უფლებათა ცენტრი, რომელიც ყოფილი გენერალური აუდიტორის, ლაშა თორდიას ინტერესებს იცავს, ფარცხალაძისთვის წარდგენილი ბრალდების გადაკვალიფიცირებას მოითხოვს.

ადამიანის უფლებათა ცენტრი აპროტესტებს, რომ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ორგანიზაციას მიუღებლად მიაჩნია, რადგან ეს მუხლი არ ითვალისწინებს სამსახურებრივი მოვალეობის გამო ჩადენილ დანაშაულს.

ადვოკატების თქმით, საქმის გამოძიება უნდა მიმდინარეობდეს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით, რაც გულისხმობს სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენელზე თავდასხმას მისი საქმიანობის გათვალისწინებით.

„ასევე, მნიშვნელოვანია, რომ თავდასხმის შემდეგ ლაშა თორდიას აღენიშნებოდა სხეულის სერიოზული დაზიანებები, მათ შორის - ქალა-ტვინის დახურული ტრავმა. ამის მიუხედავად, მას დღემდე არა აქვს დაზარალებულის სტატუსი. ფაქტს, რომ გენერალურ აუდიტორს აღენიშნებოდა ფიზიკური დაზიანებები, ადასტურებს ოთარ ფარცხალაძის ადვოკატიც, რომელიც მედიასთან საუბარში აცხადებს, რომ თითქოსდა შემთხვევის დროს ე. წ. პროპორციული ძალის გამოყენება გახდა საჭირო „მყისიერი განეიტრალებისთვის“. პროპორციულ ძალაზე საუბარი სრულიად უადგილოა, რადგან ინციდენტისას ლაშა თორდიას გარდა, არავინ დაზარალებულა. იმის მიუხედავად, რომ ლაშა თორდიას ცემაში, ყოფილი მთავარი პროკურორის გარდა, ფინანსური პოლიციის მაღალჩინოსანი მიხეილ ჩოხელიც მონაწილეობდა, გამოძიება ამით პრაქტიკულად არ დაინტერესებულა", - ნათქვამია ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

როგორც დღეს გახდა ცნობილი, ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის აღკვეთის ღონისძიებად გირაო შეეფარდა.

2017 წლის 12 მაისს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელ ლაშა თორდიას და ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს შორის ინციდენტი მოხდა.

ლაშა თორდიას მტკიცებით, მას თავს ოთარ ფარცხალაძე და მისი თანმხლები რამდენიმე პირი დაესხნენ. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელი მომხდარს მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას უკავშირებს.

ოთარ ფარცხალაძე ქვეყნის მთავარ პროკურორად 2013 წლის 7 ნოემბერს დაინიშნა და იმავე წლის 30 დეკემბერს გადადგა. ის მთავარ პროკურატურას მხოლოდ 37 დღის განმავლობაში მართავდა და არც მანამდე და არც მერე პრესასთან საჯარო კომუნიკაციის ინტერესი არ გამოუჩენია.

ყველა სიახლე

კახა კალაძე

06 ივნისი 2023, 12:22

პოლიტიკა

კახა კალაძე: მეამაყება, რომ ყველანაირად მომზადებული ხვდება ჩვენი ქვეყანა ევროპის ჩემპიონატს

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ ირაკლი ქარსელაძესთან ერთად, დღეს, თბილისის მერი კახა კალაძე მიხეილ მესხის სახელობის განახლებულ სტადიონზე იმყოფებოდა. სტადიონი საქართველოში უეფას 21 წლამდელთა ნაკრებების ევროპის ჩემპიონატის ჩასატარებლად რეაბილიტირდა. სარეაბილიტაციო და სამშენებლო სამუშაოები UEFA-ს ჩართულობითა და მონიტორინგით მიმდინარეობდა.

ვოლოდიმირ ზელენსკი

06 ივნისი 2023, 12:21

მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკი: კახოვკაში კაშხლის განადგურება ადასტურებს, რომ რუსი ტერორისტები უნდა იყვნენ გაძევებული უკრაინული მიწიდან

ტერორისტები ვერ შეაჩერებენ უკრაინას ვერც წყლით, ვერც რაკეტებითა ან სხვა რამით, - ასე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის განადგურებას.

06 ივნისი 2023, 12:14

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი ქვეყანა მზადაა ჩემპიონატი უმაღლეს დონეზე, ღირსეულად ჩაატაროს

ვემზადებით ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებისთვის - 21-წლამდე ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატისთვის, ქვეყანა მზადაა ჩემპიონატი ღირსეულად ჩაატაროს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ქუთაისში, განახლებული სტადიონის გახსნაზე განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილი

06 ივნისი 2023, 11:54

პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი: საშინელი თავდასხმა სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, ,,ნოვა კახოვკას" კაშხალზე კიდევ ერთხელ აჩვენებს რუსეთის სასტიკ ტაქტიკას, კატეგორიულად ვგმობ რუსეთის მიერ ჩადენილ კიდევ ერთ მძიმე ომის დანაშაულს

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი კახოვკაში ჰიდროელექტროსადგურის აფეთქებას ეხმაურება. პრეზიდენტის განცხადებით, ეს შემთხვევა კიდევ ერთხელ აჩვენებს რუსეთის სასტიკ ტაქტიკას.

06 ივნისი 2023, 11:51

რეგიონი

გარემოს დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, რუსთავში ეკო აქცია გაიმართა

,,გარემოს დაცვის საერთაშორისო დღე რუსთავშიც აღვნიშნეთ. რუსთავის მერიის გუნდი, მაჟორიტარ დეპუტატთან და საკრებულოს წევრებთან ერთად, შევუერთდით ეკო აქციას, რომელიც ჩვენი ქალაქის გამწვანებას ემსახურება. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ,,აზოტის“ საწარმოს, რომელსაც დღეს ,,ინდორამა ჯგუფი“ ხელმძღვანელობს, ჩართულობისთვის და იმ სოციალური პასუხისმგებლობისთვის, რასაც რუსთავის მიმართ იჩენენ. მე გამიხარდება თუ კიდევ უფრო მეტი ბიზნესის წარმომადგენელი ჩაერთვება, რათა ყველამ ერთად მოვუაროთ და გავამწვანოთ ჩვენი ქალაქი“, - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

06 ივნისი 2023, 11:45

თავდაცვა

უნგრეთის თავდაცვის მინისტრი საქართველოს თავდაცვის მინისტრთან ერთად „დელტას“ ხელმძღვანელ პირებს შეხვდა

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, უნგრეთის თავდაცვის მინისტრი კრიშტოფ სალაი-ბობროვნიცკი, საქართველოს თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძესთან ერთად, სსსტც „დელტას“ ხელმძღვანელ პირებს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ნიკოლოზ სამხარაძე

06 ივნისი 2023, 11:45

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე: სლოვაკეთის, ჩეხეთისა და ავსტრიის პარლამენტის თავმჯდომარეების ვიზიტი ხელს შეუწყობს როგორც ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას თითოეულ ამ სახელმწიფოსთან, ასევე საქართველოს პროგრესს ევროკავშირში წევრობაზე

ევროკავშირის სამი ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარეების ვიზიტი ხელს შეუწყობს როგორც ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას თითოეულ ამ სახელმწიფოსთან და ასევე საქართველოს პროგრესს ევროკავშირში წევრობაზე, - ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ ზე საუბრისას განაცხადა.

06 ივნისი 2023, 11:36

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილმა მიხეილ მესხის სახელობის ახლად რეაბილიტირებული, უეფას უმაღლესი კატეგორიის სტადიონი დაათვალიერა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიხეილ მესხის სახელობის ახლად რეაბილიტირებული სტადიონი დაათვალიერა, რომელიც უეფას მე-4, უმაღლესი კატეგორიისაა, - ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ მთავრობის მეთაურს დეტალურად გააცნო გაწეული სამუშაოები.

ბექა დავითულიანი

06 ივნისი 2023, 11:30

პოლიტიკა

ბექა დავითულიანი: ელენე ხოშტარია აქტიურად არ დამინახავს, როგორც ჩანს ტრანზაქცია ახალი გაკეთებულია

„სოლიკო ვირსალაძე ნამდვილად იყო კარგი შემოქმედი, თუმცა ამდენი წლის მერე რუსეთი ასე პატიოსნად იხდიდეს თავის ჰონორარებს და ამდენს, ძალიან გასაკვირია. ვაშაძეს რუსებზე ჰქონდა ბინა მიქირავებული, ეს რუსეთის ბიუჯეტიდან ჰონორარს იღებს, როგორც თვითონ ეძახის, რატომ წევენ ამხელა პანიკას ამის პარალელურად რუსეთის ვიღაც მოქალაქე რომ ტურისტულად რესტორანში დაჯდება, ცოტა მორალური დილემა არის“, - აღნიშნა ბექა დავითულიანმა.

06 ივნისი 2023, 11:26

რეგიონი

სლოვაკეთის, ჩეხეთისა და ავსტრიის პარლამენტის თავმჯდომარეები საოკუპაციო ხაზთან ჩავიდნენ

სლოვაკეთის, ჩეხეთისა და ავსტრიის რესპუბლიკების პირველმა კანონმდებლებმა საკუთარი თვალით ნახეს ის მძიმე შედეგები, რომელიც 2008 წლის ომმა და განგრძობითმა ოკუპაციამ საქართველოს მოუტანა.

კახა კალაძე

06 ივნისი 2023, 11:23

პოლიტიკა

კახა კალაძე: ხოშტარია გამოირჩევა მოწოდებებით, თითქოს რუსული ბიზნესის შემოსვლა დამაზიანებელია ქვეყნის ევროპული მომავლისთვის, პარალელურად, რუსულ რუბლებს ურიცხავენ, ეს ორმაგი სტანდარტია

ელენე ხოშტარია გამოირჩევა მოწოდებებით, თითქოს რუსული ბიზნესის შემოსვლა დამაზიანებელია ქვეყნის ევროპული მომავლისთვის, პარალელურად, რუსულ რუბლებს ურიცხავენ, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

ბექა დავითულიანი

06 ივნისი 2023, 11:20

პოლიტიკა

ბექა დავითულიანი: ამერიკული ლობისტური კომპანიის დაქირავება ტელევიზიას რაში სჭირდება, თუ არა მისი მეპატრონის ინტერესების გატარება

ეს არის კლასიკური მაგალითი, თუ როგორ შეუძლია ერთ ოლიგარქიული ტიპის ბიზნესმენს გამოიყენოს ტელევიზია პირადი და პოლიტიკური მიზნებისთვის, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა დავითულიანმა „ქრონიკაში“ დავით კეზერაშვილზე საუბრისას განაცხადა.

კახა კალაძე

06 ივნისი 2023, 11:12

პოლიტიკა

კახა კალაძე: ჩვენ გვქონდა ომი, დავკარგეთ ტერიტორიები, გმირი ჯარისკაცები და რა მივიღეთ ამით - მხოლოდ და მხოლოდ შეშფოთება და აღშფოთება. ასე რომ, უნდა გავაცნობიეროთ უახლესი წარსული და გავატაროთ ჩვენი ქვეყნისა და ხალხის ინტერესები

ჩვენ გვქონდა ომი, დავკარგეთ ტერიტორიები, გმირი ჯარისკაცები და რა მივიღეთ ამით - მხოლოდ და მხოლოდ შეშფოთება და აღშფოთება. ასე რომ, უნდა გავაცნობიეროთ უახლესი წარსული და გავატაროთ ჩვენი ქვეყნისა და ხალხის ინტერესები, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

06 ივნისი 2023, 11:05

საზოგადოება

შემოსავლების სამსახური ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გადაცემებში გასულ დეზინფორმაციულ სიუჟეტებს განცხადებით ეხმიანება

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ეხმაურება 4 და 5 ივნისს, ტელეკომპანია ,,მთავარი არხის“ გადაცემებში: ,,Post Factum“-სა და ,,მთავარი 9-ზე“ გასულ დეზინფორმაციულ სიუჟეტებს, რომლებიც ეხებოდა ორმაგი დანიშნულების საქონლის ექსპორტ/იმპორტის კონტროლსა და ამ კუთხით, ჩვენი ქვეყნის მხრიდან საერთაშორისო სანქციების აღსრულების პროცესს, - ამის შესახებ აღნიშნულია შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

06 ივნისი 2023, 11:03

საზოგადოება

ოთარ შამუგია გარემოს დაცვის მსოფლიო დღისა და CENN-ის 25 წლის იუბილეს აღსანიშნავ ღონისძიებას დაესწრო

„ამ კანონპროექტების დამტკიცება კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება როგორც გარემოს დაცვის კუთხით, ასევე ჩვენი ევროპასთან ინტეგრაციის მიმართულებით. ამ ყველაფერში, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია საზოგადოების ჩართულობა. ჩვენ კარგი თანამშრომლობა გავქვს დღევანდელ ჩვენს მასპინძელთან - CENN-თან. CENN-ს, რომელიც ჩვენი დიდი ხნის პარტნიორია, საიუბილეო თარიღი აქვს, 25 წლის იუბილეს აღნიშნავს. მინდა მოგილოცოთ ორგანიზაციის ყველა თანამშრომელს. ჩვენი საერთო მიზანი ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაცია, ჩვენი ქვეყნის გაერთიანებაა ევროპულ ოჯახში“.

დავით ქართველიშვილი

06 ივნისი 2023, 11:02

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: გამოუცხადებელი ომი საქართველოს მოქმედი ხელისუფლებისადმი თავის ყველაზე სახიფათო ფაზაში შედის

ქართველიშვილი მიმოიხილავს ქვეყანაში ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს და აცხადებს, რომ მიმდინარე წლის ზაფხული ვერ იქნება „მკვდარი სეზონი“, ვინაიდან გარკვეული ძალები ქვეყნის „აყირავებისთვის“ ემზადებიან.

კახა კალაძე

06 ივნისი 2023, 11:00

საზოგადოება

კახა კალაძე: ცინცაძის ქუჩაზე მშენებლობის ნებართვა ინვესტორს სასამართლომ აღუდგინა

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მედიასთან კიდევ ერთხელ განმარტა ცინცაძის ქუჩის N58ა-ში მიმდინარე მშენებლობის დეტალები და განაცხადა, რომ მერიის მიერ გაუქმებული სამშენებლო ნებართვა სასამართლომ აღადგინა, შესაბამისად, მასზე რეაგირების შესაძლებლობა დღეს თბილისის მერიას არ აქვს.

კახა კალაძე

06 ივნისი 2023, 10:58

პოლიტიკა

კახა კალაძე: „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის განცხადებებიდან იკვეთება, რომ ძალიან აცდენილია რეალობას, ოპოზიცია თავად მიიღებს გადაწყვეტილებას, რა ფორმით გამოვა 2024 წლის არჩევნებზე

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი რეალობასაა აცდენილი, როდესაც აცხადებს, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების გასაღებს აღნიშნული პარტია ფლობს.

კახა კალაძე

06 ივნისი 2023, 10:56

პოლიტიკა

კახა კალაძე: ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს სიმართლეს - ყველაზე მთავარი არის ჩვენი ქვეყნისა და ხალხის ინტერესები

დედაქალაქის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ქვეყანამ უახლოეს წარსულში რთული პერიოდი გამოიარა და დღეს ქვეყნის ინტერესი მისი მშვიდობიანი განვითარებაა. ამის შესახებ მან შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ მედიას განუცხადა.

კახა კალაძე

06 ივნისი 2023, 10:56

პოლიტიკა

კახა კალაძე: დავით კეზერაშვილი ცდილობდა, როგორ შეელახა ქვეყნის რეპუტაცია, თუმცა საზოგადოება ყველაფერს კარგად ხედავს, ხვდება არსებულ რეალობას, იგივე ხდება ახლა

„კეზერაშვილი გამოვლენილია კონკრეტულ თაღლითობებში, ამაზე საერთაშორისო გამოძიებაც მიმდინარეობს. გარდა ამისა, „ბიბისის“ ჰქონდა ჟურნალისტური გამოძიება, რომლის მიხედვითაც, უამრავი გაუბედურებული ადამიანია და ამ ყველაფრის მთავარი შემოქმედი გახლდათ კეზერაშვილი“.