imedi /  03 იანვარი 2019, 13:24 / სანდო წყარო

თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლებს პროკურატურაში ექსპერტიზის დასკვნას გააცნობენ

მალხაზ მაჩალიკაშვილი

მალხაზ მაჩალიკაშვილი

თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლებს პროკურატურაში სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნას გააცნობენ. პროცესს მაჩალიკაშვილების ადვოკატი მარიამ კუბლაშვილიც დაესწრება. ინფორმაციას სააგენტო "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.

ადვოკატის თქმით, თუ კომპლექსური ექსპერტიზის დასკვნით არ დადგინდა, რომ სროლისას თემირლან მაჩალიკაშვილი იწვა, ეს გაყალბებული დასკვნა იქნება.

"ვიცით, რომ ერთმნიშვნელოვანი აზრია ჩვენს ექსპერტებსა და სამხარაულის ექსპერტებს შორის. თუ დაწერეს, რომ თემირლან მაჩალიკაშვილი სროლისას არ იწვა და რაღაც სხვა მდგომარეობაში იყო, ეს არის მნიშვნელოვანი გაყალბება, მაგრამ ამას ფიზიკურად ვერ დაწერენ. თუ დასკვნაში ეწერება, რომ თემირლანის მდგომარეობას ვერ წერენ, ეს იმას ნიშნავს, რომ კომპეტენცია არ არის და შეგნებულად თავს არიდებენ პასუხის დაწერას", - განაცხადა კუბლაშვილმა.

2017 წელს ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ანტიტერორისტული სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს ერთი ადამიანი -  შუაიფ ბორზიევი, ხოლო წინააღმდეგობის გაწევისას დაიღუპა სამი ადამიანი, მათ შორის ერთი აჰმედ ჩატაევია. 

ამ სპეცოპერაციიდან თითქმის 1 თვეში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მეორე სპეცოპერაცია ამჯერად პანკისის ხეობაში ჩაატარა, რა დროსაც 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი დაიჭრა, რამდენიმე პირი კი დააკავეს. თემირლან მაჩალიკაშვილი საავადმყოფოში 10 იანვარს გარდაიცვალა.  

სუსი აცხადებდა, რომ დეკემბრის სპეცოპერაციისას დაკავებული ადამიანები, 21-22 ნოემბრის სპეცოპერაციის დროს დახოცილ ჯგუფთან ერთად, საქართველოსა და თურქეთში ტერაქტებს გეგმავდნენ. ასევე იგეგმებოდა თავდასხმა საქართველოში მომუშავე დიპლომატიურ კორპუსებზე. მაშინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა აჰმედ ჩატაევსა და თემირლან მაჩალიკაშვილის კავშირზე მასალა გამოაქვეყნა,რომელშიც  ჩანს თუ როგორ გადაადგილდებიან თბილისში აჰმედ ჩატაევის დაჯგუფების წევრები შოაიფ ბორზიევი და ასლანბეგ სოლტახმატოვი თემირლან მაჩალიკაშვილთან ერთად. 

თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლებს და პანკისის უხუცესებს აჰმედ ჩატაევთან და ტერორისტებთან მაჩალიკაშვილის კავშირს არ სჯერათ. მათ არაერთხელ გამართეს საპროტესტო აქციები.

ყველა სიახლე

მიხეილ სარჯველაძე

16 ივნისი 2021, 11:24

პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე: რუსეთის ქმედებების უარყოფითი, ნეგატიური შეფასება არის ძალზედ მნიშვნელოვანი

„რუსეთის ქმედებების უარყოფითი, ნეგატიური შეფასება არის ძალზედ მნიშვნელოვანი. ეს შეიძლება აღმოჩნდეს მძლავრი ბერკეტი რუსეთის წინააღმდეგ, იმისთვის რომ ის იძულებული გახდეს ერთ მშვენიერ დღეს,(და სასურველია, რომ ეს მშვენიერი დღე რაც შეიძლება სწრაფად დადგეს), რომ რეალურად შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიის ოკუპაცია, ისევე როგორც სხვა ოკუპირებული ტერიტორიებისა და შესაბამისად, დამოუკიდებელი სახელმწიფოების სუვერენიტეტის ხელყოფაზე ხელი აიღოს“, - განაცხადა სარჯველაძემ.

ნინო წილოსანი

16 ივნისი 2021, 11:19

პოლიტიკა

ნინო წილოსანი: საერთაშორისო პარტნიორების თითოეული განცხადება ჩვენი ხელისუფლების სწორი საგარეო პოლიტიკის შედეგია

პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანი უცხოელი პარტნიორების მხრიდან საქართველოს მხარდამჭერ განცხადებებს ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს ხელისუფლების სწორი საგარეო პოლიტიკის შედეგია.

მაკა ბოჭორიშვილი

16 ივნისი 2021, 11:19

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი ბაიდენი-პუტინის შეხვედრაზე: მოლოდინია, რომ აშშ-ის პოლიტიკა იქნება მტკიცე რუსეთთან მიმართებით

რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ბაიდენისა და პუტინის პირველი შეხვედრა. ასევე მნიშვნელოვანია, თუ რა პოზიციებს დააფიქსირებს ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთთან მიმართებით, - ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა „ქრონიკას“ განუცხადა.

პაატა იმნაძე

16 ივნისი 2021, 11:19

COVID19

რა სიმპტომები ახასიათებს კორონავირუსის ინდურ შტამს - პაატა იმნაძის განმარტება

ინდური შტამი ძალიან სწრაფად ვრცელდება. მისი სიმპტომატიკაც ცოტათი განსხვავდება, მას უფრო მეტი სურდო შეიძლება ახასიათებდეს, ვიდრე სხვა შტამებს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ „იმედის დილაში“ განაცხადა. მისი თქმით, ინდური შტამი უფრო ჰგავს ჩვეულებრივ გაციებასა და გრიპისმაგვარ დაავადებებს

გიორგი ხელაშვილი

16 ივნისი 2021, 11:15

პოლიტიკა

გიორგი ხელაშვილი: საჭიროა საერთაშორისო თანამეგობრობა გადავიდეს იმაზე, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ ალაგდეს ის ზიანი, რაც რუსეთის ქმედებებმა მიაყენა საქართველოს

„უკვე საჭიროა საერთაშორისო თანამეგობრობა, გაერთიანებული დასავლეთი გადავიდეს იმაზე, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ ალაგდეს ის ზიანი, რაც რუსეთის ქმედებებმა მიაყენა ჩვენს რეგიონსა და პირველ რიგში საქართველოს. ისევე როგორც ნატოს შემთხვევაში, ამ სამიტიდან ორი რამ არის მოსალოდნელი: დასავლეთის ერთიანობის დემონსტრირება და ის, რომ რუსეთი მიხვდება, რომ წინააღმდეგობას ამ შემთხვევაში აზრი არ აქვს და მინიმუმ მოთოკავს თავის აგრესიულ ქმედებებს“, - განაცხადა ხელაშვილმა.

16 ივნისი 2021, 11:11

სამართალი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლონეთის რესპუბლიკის ეროვნული პოლიციის დელეგაცია ეწვია

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა პოლონეთის რესპუბლიკის ეროვნული პოლიციის დელეგაციას უმასპინძლა, რომელსაც პოლონეთის პოლიციის მთავარი კომენდანტის მოადგილე, გენერალ-მაიორი პაველ დობროჯეი ხელმძღვანელობს. შინაგან საქმეთა მინისტრთან შეხვედრას დელეგაციასთან ერთად ესწრებოდა საქართველოში პოლონეთის რესპუბლიკის ელჩი, მარიუშ მაშკევიჩი.

16 ივნისი 2021, 11:10

სამართალი

„ქურდული სამყაროს“ წევრობისა და „ქურდულ შეკრებაში“ მონაწილეობის ბრალდებით ქუთაისში 3 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურასთან ერთად, ქუთაისში ჩატარებული სპეციალური ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე 3 პირი - 1996 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი თ.ჩ., 1983 წელს დაბადებული ა.მ. და 1977 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი დ.ს. დააკავეს.

16 ივნისი 2021, 10:54

COVID19

კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევებიდან 470 თბილისში, 69 იმერეთში, 53 კი აჭარაში გამოვლინდა

„დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 811 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 470 შემთხვევა, აჭარა - 53, იმერეთი - 69, ქვემო ქართლი - 53, შიდა ქართლი - 39, გურია - 3, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 50, კახეთი - 38, მცხეთა-მთიანეთი - 24, სამცხე-ჯავახეთი - 6, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 6“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

16 ივნისი 2021, 10:53

COVID19

რამდენი ადამიანი აიცრა კოვიდვაქცინით საქართველოში

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 4569 ადამიანმა გაიკეთა. სულ ქვეყანაში 216 742 აცრა გაკეთდა.

16 ივნისი 2021, 10:52

COVID19

საქართველოში კორონავირუსის 811 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 356 179 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 341 775, გარდაიცვალა 5096 პაციენტი.

16 ივნისი 2021, 10:52

COVID19

ბოლო 24 საათში საქართველოში 13 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კიდევ 13 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.

16 ივნისი 2021, 10:43

ეკონომიკა

თიბისიმ მდგრადი განვითარების ანგარიში წარადგინა

„2020 გამოწვევით სავსე წელი იყო, როგორც საფინანსო, ისე ნებისმიერი სხვა სექტორისთვის. სირთულეების მიუხედავად, ჩვენ, როგორც კომპანიამ, პანდემიის დაწყების დღიდან არაერთი პროექტი და ინიციატივა განვახორციელეთ და არ შეგვიწყვიტავს ჩვენს მთავარ მისიაზე ზრუნვა - გავუმარტივოთ ადამიანებს ცხოვრება და ვიყოთ მომხმარებელზე ორიენტირებული კომპანია. მეამაყება, რომ დღეს მდგრადი განვითარების რეპორტს წარვადგენთ. როგორც წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი საქართველოში, ჩვენ წარმატებას არა მხოლოდ ფინანსური შედეგებით ვზომავთ, არამედ მნიშვნელოვან ყურადღებას ვუთმობთ საზოგადოებრივი კეთილდღეობის საკითხებს. გარემოზე პოზიტიური გავლენა და დაბალი ემისიის ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობა თიბისის სტრატეგიის მნიშვნელოვანი ნაწილია“, - ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისის გენერალური დირექტორი.

ამირან სალუქვაძე

16 ივნისი 2021, 10:29

ეკონომიკა

ამირან სალუქვაძე: აჩვენეთ ფსევდოოპოზიციას. სისულელეებზე ძიძგილაობას სჯობს ხალხს უკეთესი პროგრამები შესთავაზონ, თუ ამის შნო აქვთ

„კიდევ ერთი პატარა „ბუდკა“. 154-ე პოსტი. ქვეშეთი-კობის 23 კმ-ანი ახალი გზის მშენებლობა. ძალიან რთული პროექტია, 9 კმ-ანი სიგრძის გვირაბით, ხიდებით მთიან რელიეფში. ნახეთ ვიდეო, სულ 110 წამია. აჩვენეთ ფსევდოოპოზიციას. სისულელეებზე ძიძგილაობას სჯობს ხალხს უკეთესი პროგრამები შესთავაზონ, თუ ამის შნო აქვთ. იაფფასიანი კლოუნადები აღარაა საინტერესო. სანამ ხალხს უკეთესი არჩევანის შესაძლებლობას არ მისცემთ, იქნებით ოპოზიციაში. დანარჩენ „ბუდკებს", უფრო სწორად, ასობით საწარმოს, იხილავთ აქ“, - წერს სალუქვაძე.

პაატა იმნაძე

16 ივნისი 2021, 10:29

COVID19

პაატა იმნაძე: თუ ადამიანი ვაქცინირებულია, მაგრამ აუცრელების გარემოცვაშია, პირბადე აუცილებლად უნდა ეკეთოს

„როდესაც მე აცრილი ვარ, შეიძლება კორონა მაინც მქონდეს (ძალიან ნაკლებია ამის ალბათობა). მართალია აცრილი ნაკლებად გადამდებია, მაგრამ მაინც არის ალბათობა, რომ მან დააავადოს სხვა. ამიტომაც, თუ შენ ხარ აცრილების გარემოცვაში პრობლემა არ იქნება პირბადის მოხსნა, მაგრამ თუ არ ხარ აცრილების გარემოცვაში პირბადე უნდა გეკეთოს“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.

ნიკოლას უილიამსი

16 ივნისი 2021, 10:29

პოლიტიკა

ნიკოლას უილიამსი: როდესაც საქმე რუსეთს ეხება, მშვიდობა გარანტირებული ვერ იქნება, მაგრამ აშშ ეძებს სფეროებს, სადაც თანამშრომლობას შეიძლება ჰქონდეს პერსპექტივა

ევროპელ ლიდერთა ქსელის ექსპერტი, ერაყსა და ავღანეთში ოპერაციების ყოფილი ხელმძღვანელი ნიკოლას უილიამსი აცხადებს, რომ მშვიდობა გარანტირებული ვერ იქნება, როდესაც საქმე რუსეთს ეხება, მაგრამ აშშ ეძებს სფეროებს, როგორც ეს ბაიდენმა თქვა, სადაც თანამშრომლობას შეიძლება ჰქონდეს პერსპექტივა.

16 ივნისი 2021, 10:23

საზოგადოება

მიხეილ ჩხენკელმა მშვიდობის კორპუსის საქართველოს ოფისის დირექტორთან ახალი პროგრამები განიხილა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ამერიკის შეერთებული შტატების მშვიდობის კორპუსის საქართველოს ოფისის დირექტორთან ჯეფრი გოვეიასთან შეხვედრა გამართა, სადაც მხარეებმა თანამშრომლობის გაძლიერების საკითხები განიხილეს.

Spice GIrls

16 ივნისი 2021, 10:17

კულტურა

ბოლო 14 წლის განმავლობაში პირველად Spice Girls-ი ახალ სიმღერას გამოუშვებს

საუბარი 2007 წელს ჩაწერილ სიმღერაზეა, რომელიც აქამდე საჯაროდ არ გამოცემულა. კომპოზიცია Feed Your Love ჯგუფის წევრებმა Wannabe-ს თანაავტორებთან - რიჩარდ სტენარდთან და მეტ როვთან ერთად დაწერეს. სიმღერა ჯგუფის 2007 წლის ალბომისთვის Greates Hits ჩაიწერა, თუმცა საბოლოოდ მისი ტრეკ-ლისტიდან ამოღება გადაწყდა.

ბენ ჰოჯესი

16 ივნისი 2021, 10:16

პოლიტიკა

ბენ ჰოჯესი: ბაიდენმა პუტინს უნდა უთხრას, რომ მათ პატივი უნდა სცენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას

ბაიდენმა პუტინს უნდა უთხრას, რომ მათ პატივი უნდა სცენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას ,უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, შეწყვიტონ ჩვენს შიდა საქმეებში და განსაკუთრებით არჩევნებში ჩარევა, იმოქმედონ საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და პრინციპების დაცვით, - ამის შესახებ ევროპაში ამერიკის შეიარაღებული ძალების ყოფილმა მთავარსარდალმა, გენერალმა ბენ ჰოჯესმა „იმედინიუსთან“ საუბარში განაცხადა.

მაკა ბოჭორიშვილი

16 ივნისი 2021, 10:15

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი ნატოს სამიტზე: საქართველოსთან და უკრაინასთან თანამშრომლობა აქტიურად დგას ნატოს დღის წესრიგში

ძალიან მნიშვნელოვანია ნატოს ღია კარის პოლიტიკის აქტუალურობა. საქართველოსთან და უკრაინასთან თანამშრომლობა აქტიურად დგას ნატოს დღის წესრიგში, - ამის შესახებ ბრიუსელში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა „ქრონიკას“ განუცხადა.

16 ივნისი 2021, 10:09

საზოგადოება

როგორ ეხმარება საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა საპენსიო ასაკის პირებს

საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით, პენსიონერებს უფინანსდებათ: გეგმური ქირურგიული მომსახურება ანუ კარდიოქირურგია, ონკოქირურგია და სხვა სახის ქირურგიული ჩარევა. თითოეულ პაციენტზე წლიური ლიმიტი 15 ათასი ლარია და ამ ღირებულების ფარგლებში, სახელმწიფო დაფინანსება 90%-ს ანაზღაურებს.