imedi /  06 თებერვალი 2019, 12:36 / სანდო წყარო

პროკურატურა: სარალიძეს ნებისმიერ დროს შეუძლია პროკურორს შეხვდეს, თუ შეხვედრა საქმიანი იქნება

ზაზა სარალიძე

ზაზა სარალიძე

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკული ერთ-ერთი მოზარდის მამა ზაზა სარალიძე გენერალურ პროკურატურასთან საგამოძიებო უწყების წარმომადგენლებთან შეხვედრის მოთხოვნით მივიდა.

სარალიძეს ძირითადი კითხვები პროკურატურასთან ხორავას ქუჩის საქმეზე აქვს. იმ შემთხვევაში თუკი სარალიძე საგამოძიებო უწყებაში შევა ის თემრილან მაჩალიკაშვილის საქმით და რუსთაველის გამზირზე მომხდარ ინციდენტებზე გამოძიების მიმდინარეობითაც დაინტერესდება.

პროკურატურასთან სარალიძის მხარდასაჭერად მალხაზ მაჩალიკაშვილიც არის მისული. 

ზაზა სარალიძის მოთხოვნებთან დაკავშირებით განცხადება გენერალურმა პროკურატურამ გაავრცელა. უწყების ცნობით, ზაზა სარალიძეს შეუძლია, ნებისმიერ დროს შეხვდეს საქმის პროკურორს, თუ ეს შეხვედრა საქმიანი იქნება და მისი მხრიდან მორიგ აგრესიულ ქმედებას არ ექნება ადგილი.

"როგორც თავად აღნიშნავს, ზაზა სარალიძეს გენერალურ პროკურორთან შეხვედრა სურს სამ სხვადასხვა საქმესთან დაკავშირებით, აქედან ერთ-ერთში დაზარალებულია, მეორეში დაინტერესებული მხარე, მესამე საქმეზე კი ბრალდებული. სამივე საქმის პროკურორი მზად არის მასთან შესახვედრად, თუმცა როგორც წესი, ამ სახის შეხვედრები ზაზა სარალიძის მხრიდან აგრესიული ქმედებით სრულდება.

რაც შეეხება ზაზა სარალიძის შეხვედრას გენერალურ პროკურორთან, ეს შეხვედრა შედგა და მას გენერალური პროკურორის შალვა თადუმაძის მიერ განემარტა, რომ საქმეზე, გამონაკლისის გარეშე, პასუხისგებაში იქნება მიცემული ყველა პირი, ვის მიმართაც შეგროვდება ურთიერთშეჯერებული მტკიცებულებების ერთობლიობა.

აქვე შეგახსენებთ, რომ ქ. თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს შსს-ში, საქართველოს გენერალური პროკურატურა კი მასზე საპროცესო მხარდაჭერას ახორციელებს.

მეორე საქმე, რომელზეც ზაზა სარალიძეს სურს გენერალური პროკურორთან საუბარი, როგორც თავად აღნიშნავს, არის „კარვების საქმე“. ამ საქმეს იძიებს შსს-ს გენერალური ინსპექცია.

მესამე საქმეზე კი, სადაც ზაზა სარალიძე ბრალდებულია პოლიციელზე თავდასხმაში, სასამართლოში მიმდინარეობს განხილვა და მორიგი პროცესი ჩანიშნულია 8 თებერვალს. ზაზა სარალიძეს შეუძლია, ნებისმიერ დროს შეხვდეს საქმის პროკურორს, თუ ეს შეხვედრა იქნება ნაყოფიერი, საქმიანი და ზაზა სარალიძის მხრიდან მორიგ აგრესიულ ქმედებას არ ექნება ადგილი", - აცხადებენ გენერალურ პროკურატურაში.

2017 წლის 1 დეკემბერს თბილისის ცენტრში, ვერაზე ორი არასრულწლოვანი დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მეორე - მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში მოთავსებიდან მეორე დღეს, 2 დეკემბერს გარდაიცვალა.

ყველა სიახლე

30 სექტემბერი 2026, 12:47

მსოფლიო

მედია: დუბაი - თელ-ავივის რეისზე ერთმა პილოტმა მეორეს დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. ერთ-ერთი პილოტი თვითმფრინავის ჩამოგდებას ცდილობდა, თუმცა მგზავრებმა სიტუაციის განმუხტვა შეძლეს. ისრაელის ხელისუფლება მომხდარს ტერაქტად განიხილავს

ავიაკომპანია Fly Dubai-ს კუთვნილი თვითმფრინავის ბორტზე, რომელიც დუბაიდან თელ-ავივის მიმართულებით მიფრინავდა, ერთმა პილოტმა მეორეს დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. ინფორმაციას ისრაელის მე-12 არხის ჟურნალისტი ამიტ სეგალი ავრცელებს.

30 სექტემბერი 2026, 12:47

საზოგადოება

საარჩევნო ადმინისტრაცია 3 ოქტომბრის შუალედური არჩევნებისთვის აქტიურ მზადებას განაგრძობს

სამუშაოების ფარგლებში არჩევნებისთვის მომზადდა ხმის მიცემისა და ხმის დათვლის 8 ელექტრონული აპარატი, ამომრჩეველთა ვერიფიკაციის 9 აპარატი და 7 პლანშეტი, რომელთაგან 3 იმ უბნებისთვისაა განკუთვნილი, სადაც კენჭისყრა ტრადიციული მეთოდით გაიმართება.

30 სექტემბერი 2026, 12:36

რეგიონი

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან და უმრავლესობის წევრებთან შეხვედრა გამართა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს ცოტნე ანანიძეს და უმაღლესი საბჭოს უმრავლესობის წევრებს შეხვდა.

30 სექტემბერი 2026, 12:30

რეგიონი

არსენალის მთამდე მისასვლელი გზების მოსაწყობად საპროექტო სამუშაოებზე ტენდერი გამოცხადდა

პროექტის მთავარი მიზანია არსენალის მთის ტერიტორიასთან თბილისის არსებულ საგზაო ქსელთან ეფექტიანი და უსაფრთხო დაკავშირება და ტერიტორიასთან რამდენიმე მიმართულებიდან მისასვლელი საგზაო კავშირების შექმნა. პროექტმა ასევე ხელი უნდა შეუწყოს სატრანსპორტო ნაკადების უკეთ განაწილებასა და დედაქალაქის ცენტრალურ ნაწილში მოძრაობის განტვირთვას.

ბენიამინ ნეთანიაჰუ

30 სექტემბერი 2026, 12:27

მსოფლიო

ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისი: ნეთანიაჰუმ ავიაინციდენტის გამო კონსულტაციები გამართა და ვითარებას აკვირდება

ავიაკომპანია Fly Dubai-ს ბორტზე მომხდარი ინციდენტის გამო ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ შესაბამის პირებთან კონსულტაციები გამართა და ვითარებას აკვირდება. ინფორმაციას ნეთანიაჰუს ოფისი ავრცელებს.

დავით ჩიხელიძე

30 სექტემბერი 2026, 12:24

პოლიტიკა

დავით ჩიხელიძე: საფრანგეთმა, მოსწავლეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზის გამოყენებითა და მათი დაკავებით მსოფლიოს დემოკრატიის ახალი „სტანდარტი“ შესთავაზა - აღნიშნული მოვლენების შემდეგ, საფრანგეთის ხელისუფლება, საკუთარ თავს უფლებას აძლევს, საქართველოსკენ თითი გამოიშვიროს და დემოკრატიის შესახებ ლექციები გვიკითხოს

საფრანგეთში მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს პოლიციამ 440 ადამიანი დააკავა, საგულისხმოა, რომ მათი უმეტესობა არასრულწლოვანია. საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, დაკავებულთა დაახლოებით ორი მესამედი პოლიციის პატიმრობაში რჩება, - წერს ექსპერტი, დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.

30 სექტემბერი 2026, 12:11

ეკონომიკა

საქართველოს ეროვნული ბანკი 2026 წლის ფინანსური სტაბილურობის ანგარიშს აქვეყნებს, რომელიც ქვეყნის ფინანსური სისტემის მდგრადობის, არსებული მოწყვლადობებისა და პოტენციური რისკების კომპლექსურ შეფასებას მოიცავს

ანალიზი ძირითადად საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაზეა ორიენტირებული და ყურადღებას ამახვილებს როგორც ფინანსური სექტორის მდგომარეობაზე, ასევე ეკონომიკის იმ ძირითად ტენდენციებსა და ფაქტორებზე, რომლებიც ფინანსური სტაბილურობისთვის მნიშვნელოვანია.

30 სექტემბერი 2026, 12:11

საზოგადოება

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის მე-5 საერთაშორისო კონფერენცია თბილისში 19-20 ნოემბერს გაიმართება

ყოველწლიური კონფერენციის მიზანია საქართველოში კონკურენციის პოლიტიკის შემდგომი გაძლიერება, ამ სფეროში არსებულ მიღწევებსა და გამოწვევებზე კონსტრუქციული დიალოგის ხელშეწყობა და მომხმარებლის უფლებების დაცვის მექანიზმების გაუმჯობესება, საერთაშორისო და ადგილობრივი საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების გზით.

ბრედ პიტი
ზაჰარა მარლი ჯოლი

30 სექტემბერი 2026, 12:11

ტაბლოიდი

ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის ქალიშვილი ზაჰარა მათი მესამე შვილია, რომელმაც მამის გვარზე უარი ოფიციალურად თქვა

ორშაბათს, 28 სექტემბერს, გვარის შეცვლის შესახებ სასამართლო სხდომა გაიმართა, რის შემდეგაც 21 წლის ზაჰარა ახლა „ზაჰარა მარლი ჯოლი“ გახდა. ჟურნალ PEOPLE-ის მიერ მოპოვებული სასამართლო დოკუმენტების თანახმად, კალიფორნიის მოსამართლემ სახელის ცვლილება დაამტკიცა და წინააღმდეგობა არ დაფიქსირებულა. ზაჰარა ჯოლისა და პიტის შვილებიდან მესამეა, ვინც მამის გვარზე უარი ოფიციალურად განაცხადა.

30 სექტემბერი 2026, 12:04

მსოფლიო

მედია: დუბაიდან თელ-ავივისკენ მიმავალი თვითმფრინავის საუდის არაბეთში ავარიული დაშვების მიზეზი რუს და უკრაინელ პილოტებს შორის ჩხუბი გახდა

დუბაიდან თელ-ავივისკენ მიმავალი ავიაკომპანია Fly Dubai-ის კუთვნილი სამგზავრო თვითმფრინავის საუდის არაბეთში ავარიული დაშვების მიზეზი პილოტებს შორის ჩხუბი გახდა. ინფორმაციას DW ავრცელებს.

30 სექტემბერი 2026, 12:03

სამართალი

პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა

თბილისის პროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა.

30 სექტემბერი 2026, 12:02

საზოგადოება

რევაზ სოხაძემ საერთაშორისო საგზაო ფედერაციის ევროპის და ცენტრალური აზიის მეოთხე რეგიონული კონგრესი გახსნა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ თბილისში საერთაშორისო საგზაო ფედერაციის (IRF) ევროპის და ცენტრალური აზიის მეოთხე რეგიონული კონგრესი მისასალმებელი სიტყვით გახსნა. ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

30 სექტემბერი 2026, 11:55

მსოფლიო

BBC: საფრანგეთის სკოლებში მიმდინარე მოსწავლეების საპროტესტო აქციების გამო 400-ზე მეტი ადამიანი დააკავეს, რომელთა უმეტესობა არასრულწლოვანია

საფრანგეთში ქვეყნის მასშტაბით სკოლებში მიმდინარე მოსწავლეების საპროტესტო აქციების გამო 400-ზე მეტი ადამიანი დააკავეს, მათი უმეტესობა არასრულწლოვანია. ინფორმაციას BBC საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრზე ლორან ნიუნესზე დაყრდნობით ავრცელებს.

ლევან მახაშვილი

30 სექტემბერი 2026, 11:50

პოლიტიკა

ლევან მახაშვილი: როგორც ჩანს, ამერიკამაც გააცნობიერა, რომ GRECO არ ემსახურება მის ინტერესებს, ვფიქრობ დადგა დრო, საერთაშორისო ორგანიზაციებმა გადაიაზრონ საკუთარი როლი დღევანდელ საერთაშორისო ურთიერთობებში

როგორც ჩანს ამერიკამაც გააცნობიერა, რომ GRECO (ევროპის საბჭოს კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლ სახელმწიფოთა ჯგუფი) არ ემსახურება მის ინტერესებს, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა შეერთებული შტატების მიერ GRECO-ს დატოვების საკითხზე საუბრისას. მახაშვილის თქმით, დადგა დრო, საერთაშორისო ორგანიზაციებმა გადაიაზრონ საკუთარი როლი დღევანდელ საერთაშორისო ურთიერთობებში.

დავით ქართველიშვილი

30 სექტემბერი 2026, 11:44

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: საერთაშორისო უფლებადამცველმა საზოგადოებამ საია იმისთვისაც ხომ არ დააჯილდოვა - თუ რა რუსული საქმე გააკეთა მან წლების წინ, რისთვისაც „დამსახურებულმა“ ჯილდომ იგი მხოლოდ დღეს იპოვა?

საია-ს ანტიქართული და ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობის მამხილებელი პოსტი გამოაქვეყნა „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა სოციალურ ქსელში. როგორც ვრცელ პოსტშია აღნიშნული, ამის დასტური შესაძლოა ისიც იყოს, რომ აგვისტოს ომის შემდეგ ეთნიკურად ოსმა პირებმა საქართველოს წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოში ათასობით საჩივარი შეიტანეს და ამაში მათ იურიდიულ დახმარებას სწორედ საია უწევდა.

ზაალ ანჯაფარიძე

30 სექტემბერი 2026, 11:43

პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე: „ქართულმა ოცნებამ" და ბიძინა ივანიშვილმა, ვისაც ჩააცვეს-დაახურეს, აჭამეს-ასვეს, სწორედ ეს ადამიანები არიან გადაქცეული მათ ყველაზე დაუძინებელ მტრებად

სოციალურ ქსელებშიც და რეალურ ცხოვრებაშიც ვაკვირდები ადამიანებს, რომლებსაც "ქართულმა ოცნებამ" და ბიძინა ივანიშვილმა, რომ იტყვიან, ჩააცვეს-დაახურეს, აჭამეს-ასვეს, და დღეს სწორედ ეს ადამიანები არიან გადაქცეული მათ ყველაზე დაუძინებელ მტრებად,- წერს ანალიტიკოსი, ზაალ ანჯაფარიძე, სოციალურ ქსელში.

ზაალ ანჯაფარიძე

30 სექტემბერი 2026, 11:32

პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე „ნაცმოძრაობას“: მაინც რის აღნიშვნა გინდათ 1 ოქტომბერს? თქვენი ბელადის სრული ფიასკოსი, თუ როგორ მიატოვა სააკაშვილი 1 ოქტომბერს სულ მარტოდ, როგორც „მეფე ლირი“, მისმა პარტიამ და დასაკავებლად გაწირა?

მინდა ვკითხო „ნაცმოძრაობას“ - მაინც რის აღნიშვნა გინდათ 1 ოქტომბერს? თქვენი ბელადის სრული ფიასკოსი? როგორ შემოიპარა ქურდულად საქართველოში რევოლუციის მოსახდენად, როგორ გაფარჩაკდა და პირდაპირ ვირის აბანოში აღმოჩნდა, - ამის შესახებ ანალიტიკოსი, ზაალ ანჯაფარიძე, სოციალურ ქსელში წერს.

30 სექტემბერი 2026, 11:28

რეგიონი

კახეთში გადამუშავებული 121 000 ტონა ყურძნის 99,3% მაღალი და საშუალო ხარისხისაა

30 სექტემბრის მდგომარეობით, კახეთში გადამუშავებული 121 000 ტონა ყურძნიდან - 99,3% მაღალი და საშუალო ხარისხისაა და მხოლოდ 0,7%-ია უხარისხო და მკვახე. მაღალი და საშუალო ხარისხის 120 054 ტონა, ხოლო მკვახე და უხარისხო 946 ტონა ყურძენია.

ზვიად შალამბერიძე

30 სექტემბერი 2026, 11:25

პოლიტიკა

ზვიად შალამბერიძე: ბოლო პერიოდში ჩვენ თვალს ვადევნებთ იმას, რომ ევროსაბჭოსა და ევროკომისიაში აზრთა სხვადასხვაობა არის ქვეყნის ლიდერებს შორის და შესაბამისად გადაწყვეტილების მიღების ფორმის ცვლილებაც სწორედ ამაზე მეტყველებს

ბოლო პერიოდში ჩვენ თვალს ვადევნებთ იმას, რომ ევროსაბჭოსა და ევროკომისიაში აზრთა სხვადასხვაობა არის ქვეყნის ლიდერებს შორის და შესაბამისად ეს ნაბიჯიც სწორედ ამაზე მეტყველებს, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ზვიად შალამბერიძემ ევროკომისიის მიერ ევროკავშირის გადაწყვეტილების მიღების ფორმის ცვლილებაზე საუბრისას.

30 სექტემბერი 2026, 11:24

რეგიონი

სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ფაროსანასთან ბრძოლის მექანიკურ მეთოდებს აცნობს

სურსათის ეროვნული სააგენტოს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მართვის ცენტრის სპეციალისტები ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში „კარდაკარის“ პრინციპით ადგილობრივებს საკარმიდამო ტერიტორიაზე აზიური ფაროსანას საწინააღმდეგოდ მექანიკურ მეთოდებს აცნობენ.