როგორ შეუძლიათ ემიგრანტებს საქართველოს მოქალაქეობის დაბრუნება
ფოტო: იუსტიციის სახლი
2018 წლიდან საქართველოს მოქალაქეობის შესახებ ორგანულ კანონში შევიდა ცვლილებები, რომლებმაც საქართველოდან საზღვარგარეთ წასული მოქალაქეებისთვის, დიასპორის წარმომადგენლებისა და საქართველოს ყოფილი მოქალაქეებისთვის საქართველოს მოქალაქეობის მოპოვება/დაბრუნების პროცედურები გაამარტივა. ამის შესახებ imedinews-ს სერვისების განვითარების სააგენტოდან აცნობეს.
კერძოდ:
საქართველოს მოქალაქე ინარჩუნებს ქვეყნის მოქალაქეობას, თუ იგი სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვებამდე, საქართველოს სახელმწიფოდან მიიღებს თანხმობას საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაზე;
იმ პირს, ვინც უკვე არის სხვა ქვეყნის მოქალაქე, მაგრამ ჯერ არ შეჩერებია საქართველოს მოქალაქბის სტატუსი, შესაძლებლობა ეძლევა, 2019 წლის 15 აგვისტომდე მოითხოვოს საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნება;
პირს, რომელმაც სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღების შემდეგ დაკარგა საქართველოს მოქალაქეობა, 2020 წლის 31 დეკემბრამდე, უფლება აქვს, მიმართოს იუსტიციის სამინისტროს სერვისების განვითარების სააგენტოს მოქალაქეობის გამარტივებულ აღდგენასთან დაკავშირებით, რისი საშუალებაც აქამდე არ ჰქონდა. აღნიშნულმა პირმა ქართულ ენაში შესაბამისი ტესტი უნდა ჩააბაროს (უარის თქმის საფუძვლები მოწმდება).
ასევე, საკანონმდებლო ცვლილების თანახმად, პირს, სრულწლოვანების მიღწევის შემდეგ, უფლება აქვს, თავად აირჩიოს, რომელი ქვეყნის მოქალაქეობა სურს, კერძოდ:
არასრულწლოვანს, რომელმაც, საქართველოს მოქალაქეობასთან ერთად, სხვა ქვეყნის მოქალაქეობა დაბადებით მოიპოვა, საქართველოს მოქალაქეობა უნარჩუნდება 18 წლის ასაკის მიღწევამდე. ძველი კანონის თანახმად, მშობელი თავად ირჩევდა, რომელი ქვეყნის მოქალაქეობა უნდა შენარჩუნებოდა ბავშვს. ცვლილებების საფუძველზე კი, სრულწლოვანებამდე ბავშვს აქვს ორმაგი მოქალაქეობა, სრულწლოვანების მიღწევის შემდეგ, საშუალება ეძლევა, თვითონ აირჩიოს, რომელი ქვეყნის მოქალაქეობა სურს.
საქართველოს მოქალაქეობის აღდგენისა და შენარჩუნებისთვის მოქალაქემ განცხადებით უნდა მიმართოს საქართველოს პრეზიდენტს. შესაბამისი განაცხადის ფორმა ივსება და ბარდება: სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში, სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებში, საზოგადოებრივ ცენტრებსა და იუსტიციის სახლებში. საზღვარგარეთ მყოფ პირებს შეუძლიათ, მიმართონ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებს ან საკონსულო დაწესებულებებს.
ის, თუ რა დოკუმენტებია საჭირო მოქალაქეობის აღდგენის ან შენარჩუნების განაცხადისთვის და რა საფასურის გადახდა უწევს მოქალაქეს, იხილეთ ამ ბმულზე.
ყველა სიახლე
14 მაისი 2026, 01:08
სპორტი
ხვიჩა კვარაცხელია „პარი სენ-ჟერმენთან“ ერთად ზედიზედ მეორედ გახდა საფრანგეთის ჩემპიონი
„პარი სენ-ჟერმენმა“ სტუმრად „ლანსი“ ანგარიშით 2:0 დაამარცხა და გახდა საფრანგეთის ჩემპიონი ფეხბურთში.
14 მაისი 2026, 00:55
მსოფლიო
POLITICO: მარკ რუტემ მოკავშირეებს სთხოვა, მშპ-ის 0.25% უკრაინას გამოუყონ
ნატოს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ მოკავშირეებს სთხოვა, მშპ-ის 0.25% უკრაინას გამოუყონ. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა POLITICO ავრცელებს.
14 მაისი 2026, 00:25
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი: ეხამუშებათ რომ მედიამრავალფეროვნებაა საქართველოში, პოლიტმრავალფეროვნებაც არის, მაგრამ ამ პოლიტმრავალფეროვნების ხარისხი უკიდურესად დაბალია, პირდაპირ შეიძლება ითქვას, გაბანკროტებულია
„აქაც ძალიან მძიმედ აქვთ საქმე. მედიაზე ვილაპარაკეთ, ეხამუშებათ რომ მედიამრავალფეროვნებაა საქართველოში, პოლიტმრავალფეროვნებაც არის საქართველოში, მაგრამ ამ პოლიტმრავალფეროვნების ხარისხი უკიდურესად დაბალია. პირდაპირ შეიძლება ითქვას, გაბანკროტებულია“, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა.
14 მაისი 2026, 00:19
საზოგადოება
დეკანოზი ალექსანდრე გალდავა: სინდოშიც, სამღვდელოებაში განსხვავებული აზრებია, განსხვავებული ხედვებიც არის, ეს ცუდს არ მოასწავებს
სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი შიო III ძლიერი პიროვნებაა, ის კარგი ბერი იყო თავის დროზე, ძალიან სერიოზული და ბეჯითია, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” დეკანოზმა ალექსანდრე გალდავამ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ შიოს III-ზე საუბრისას. მისივე თქმით, ახალ პატრიარქს უყვარს გუნდური მუშაობის პრინციპი და ისმენს რჩევებს.
14 მაისი 2026, 00:07
საზოგადოება
დღეს თამარობაა
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდა თამარ მეფის (1166-1213 წწ.) ხსენების დღეს აღნიშნავს.
14 მაისი 2026, 00:02
პოლიტიკა
გიორგი ფუტკარაძე: სანქციები „იმედის“ წინააღმდეგ ერთ რამეს ამტკიცებს, ჩვენს კრიტიკულ კითხვებზე პასუხები არ არსებობს. როდესაც უსამართლობაზე პასუხებს ითხოვს ან კრიტიკულ რეპორტაჟებს ამზადებს, გარე აქტორები არხის შეზღუდვას იწყებენ
სანქციები „იმედის“ წინააღმდეგ ერთ რამეს ამტკიცებს, ჩვენს კრიტიკულ კითხვებზე პასუხები არ არსებობს, - განაცხადა გადაცემის, „იმედი LIVE“ წამყვანმა გიორგი ფუტკარაძემ.
13 მაისი 2026, 23:59
საზოგადოება
დეკანოზი ალექსანდრე გალდავა: ხელახალი მისიონერობა იწყება, სამყაროს სხვანაირი დანახვა, მიტანა ადამიანებამდე იმის, რაც ქრისტემ მოგვიტანა
ხელახალი მისიონერობა იწყება, სამყაროს სხვანაირი დანახვა, მიტანა ადამიანებამდე იმის, რაც ქრისტემ მოგვიტანა და რაც ჩვენთვის ასეთი ძვირფასია, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” დეკანოზმა ალექსანდრე გალდავამ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ შიოს III-ზე საუბრისას. მისივე თქმით, ახალ პატრიარქს ეპისკოპოსობის პერიოდში ნათქვამი აქვს, რომ ეკლესიის კარის ფართოდ გაღებაში სამღვდელოების ხალხში გასვლას გულისხმობს.
13 მაისი 2026, 23:55
საზოგადოება
დეკანოზი ალექსანდრე გალდავა: ილია მეორის წასვლა არის მისი საქმიანობის არა დასასრული, არამედ ახალი საქმიანობის დასაწყისი - უწმინდესი შიო მის გზას გააგრძელებს
უწმინდესი შიო არის ნამდვილად ღირსეული და ყველასთვის საყვარელი. ყველამ დავინახეთ, როგორი სითბოთია და სიყვარულით სარგებლობს ეს ადამიანი ხალხში, როგორი პოზიტიური განწყობაა მთელს ერში, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” დეკანოზმა ალექსანდრე გალდავამ. როგორც დეკანოზმა აღნიშნა, შიო მესამე ილია მეორის გზას გააგრძელებს.
13 მაისი 2026, 23:47
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი: ერთია გეოპოლიტიკური ფაქტორები, რომლებიც ჯიუტად თავის გზას იკვლევენ, მაგრამ პოლიტიკური მოთამაშეების პიროვნული ინტერესებიც არ გამოვრიცხოთ
სამხრეთ კავკასიის სამივე სახელმწიფოს გაცნობიერებული აქვს, რომ ჩვენი ერთიანობა იქნება განმაპირობებელი, ეს იციან და სჭირდებათ ეს გზა, მაგრამ პარალელურად მაინც აქვთ მცდელობა ისეთი ხელისუფლება მოიყვანონ საქართველოში, რომელიც უფრო მეტად გარე აქტორების ინტერესებს მოემსახურება, ვიდრე ქვეყნის ინტერესებს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა საქართველოსთან მიმართებით ევრობიუროკრატების დამოკიდებულებაზე საუბრისას. მისივე თქმით, ევროსტრუქტურები ხედავენ, რომ სომხეთი დამოუკიდებლად ვერ იქნება აზიისა და ევროპის გამაერთიანებელი.
13 მაისი 2026, 23:36
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი „დემოკრატიების ალიანსის" კვლევაზე: სასამართლოს ობიექტურობის, მდგრადობის კუთხით საქართველო ლიდერი სახელმწიფოა ყველა ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს შორის
ირაკლი ქადაგიშვილმა გადაცემაში „იმედი Live” დემოკრატიის აღქმის 2026 წლის ანგარიშზე ისაუბრა, რომლის თანახმადაც, საქართველო მთავრობის გამჭვირვალობით ევროპაში ლიდერია. საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ სასამართლოს ობიექტურობის, მდგრადობის კუთხით საქართველო ლიდერი სახელმწიფოა ყველა ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს შორის.
13 მაისი 2026, 23:32
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი მოლდოვაზე: საგარეო საქმეთა მინისტრი უნდა ჩავიდეს, ანუ რას გეუბნებიან, შენი ქვეყნის მინისტრი რომ ჩამოვა, მას საშუალება არ უნდა ჰქონდეს რა ილაპარაკა, მისი ქვეყნის მოქალაქეებმა მოისმინონ. ეს დემოკრატიაა?
საგარეო საქმეთა მინისტრი უნდა ჩავიდეს, ანუ რას გეუბნებიან, შენი ქვეყნის მინისტრი რომ ჩამოვა, მას საშუალება არ უნდა ჰქონდეს რა ილაპარაკა, მისი ქვეყნის მოქალაქეებმა მოისმინონ, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა მოლდოვის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. კერძოდ, მოლდოვამ სამ ქართულ მაუწყებელს აკრედიტაციაზე უარი განმარტების გარეშე უთხრა.
13 მაისი 2026, 23:28
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი: 577-კაციან საფრანგეთის ეროვნულ საბჭოში 68 დეპუტატი იღებს რაღაც განცხადებას და ამ განცხადებით უნდათ საქართველოს წინააღმდეგ შეაიარაღონ სალომე ზურაბიშვილი
„მათ, ამ პროცესში გარკვეული ეფექტი რომ მიღწეული ჰქონოდათ, აქ შედეგი დღეს სულ სხვა იქნებოდა - ხელისუფლება უნდა შეცვლილიყო, მაგრამ მათ ვერცერთ ჯერზე ვერ მოახერხეს რაიმე კონკრეტული შედეგისა და ეფექტის მიღწევა“, - აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.
13 მაისი 2026, 23:26
სპორტი
მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენ ყველა პირობა გვაქვს, რომ ქართული ფეხბურთი იყოს მაღალ დონეზე და დარწმუნებული ვარ, ჩვენი ფეხბურთი იქნება უძლიერესი და სისტემატურად მოხვდება ევროპაზეც და მსოფლიო ჩემპიონატზეც
მიხეილ ყაველაშვილი საზეიმო ღონისძიებაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრთან - ირაკლი კობახიძესთან, სპორტის მინისტრთან - შალვა გოგოლაძესთან, თბილისის მერთან - კახა კალაძესთან, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებსა და ვეტერან ფეხბურთელებთან ერთად იმყოფებოდა.
13 მაისი 2026, 23:25
მსოფლიო
ვენსი აცხადებს, რომ აშშ ირანთან მოლაპარაკებებში პროგრესს აღწევს
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა განაცხადა, რომ აშშ-ის წამყვანი მომლაპარაკებლები ირანთან სამშვიდობო მოლაპარაკებებში „პროგრესს აღწევენ“, მიუხედავად ბოლო კვირების განმავლობაში თეირანის მხრიდან მიღებული არაერთი არადამაკმაყოფილებელი პასუხისა.
13 მაისი 2026, 23:24
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი დამოუკიდებელ მედიაზე თავდასხმაზე: საბჭოთა პერიოდშიც საქართველოში იყო ბრძოლა სიტყვის თავისუფლებისთვის, იგივე რეჟიმშია ევროკავშირი, თავისუფალ სიტყვას ებრძვის
საბჭოთა პერიოდშიც საქართველოში იყო ბრძოლა სიტყვის თავისუფლებისთვის, მიუხედავად ყველაფერისა ჩვენ ვახერხებდით, პირადადაც ვიყავი ჩართული, თავისუფალი სიტყვის გავრცელებას. საბჭოთა კავშირი ამას ებრძოდა. დღეს რაც არ უნდა პარადოქსული იყოს, სამწუხაროდ იგივე რეჟიმშია ევროკავშირი გადასული - თავისუფალ სიტყვას ებრძვის, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა დამოუკიდებელ ქართულ მედიასაშუალებებთან დაკავშირებით მოლდოვისა და ევროპარლამენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე საუბრისას. მისივე თქმით, ევროკავშირში, როგორც საბჭოთა კავშირში, ბლოკავენ მედიას, რომელიც ერთიან იდეოლოგიურ ჩარჩოში არ ზის.
13 მაისი 2026, 22:15
პოლიტიკა
ცოტნე გეგეჭკორი: „იმედის“ წინააღმდეგ ევროპარლამენტის უპრეცედენტო სანქციის მიზეზი გახდა რასა იუკნევიჩიენესთან ინტერვიუს მცდელობისას მისთვის არაკომფორტული კითხვების დასმა. ეს ფაქტი პირდაპირ აშიშვლებს ევროპარლამენტის ორმაგ სტანდარტს
„იმედის“ წინააღმდეგ ევროპარლამენტის უპრეცედენტო სანქციის მიზეზი გახდა რასა იუკნევიჩიენესთან ინტერვიუს მცდელობისას მისთვის არაკომფორტული კითხვების დასმა. ეს ფაქტი პირდაპირ აშიშვლებს ევროპარლამენტის ორმაგ სტანდარტს, - წერს სოციალურ ქსელში ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „EURO ანატომიის“ წამყვანი ცოტნე გეგეჭკორი.
13 მაისი 2026, 22:08
პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ვეტერან „დინამოელებს“ ისტორიული გამარჯვების 45 წლის იუბილე მიულოცა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან, თბილისის მერ კახა კალაძესთან, სპორტის მინისტრ შალვა გოგოლაძესთან და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილთან ერთად, ვეტერან „დინამოელებს“ ისტორიული გამარჯვების 45 წლის იუბილე მიულოცა.
13 მაისი 2026, 21:59
პოლიტიკა
ცოტნე გეგეჭკორი: ევროპარლამენტის გადაწყვეტილება, რომლითაც „იმედს“ შენობაში მუშაობა აეკრძალა, არის დამოუკიდებელი მედიის დევნა ზუსტად იმ „ევროპული“ მეთოდებით, რომლებსაც რეალურად არაფერი აქვთ საერთო დემოკრატიულ ფასეულობებთან
ევროპარლამენტის გადაწყვეტილება, რომლითაც ტელეკომპანია „იმედს“ შენობაში მუშაობა აეკრძალა და აკრედიტაცია მთელი 1 წლით შეუჩერეს, არის დამოუკიდებელი მედიის დევნა ზუსტად იმ „ევროპული“ მეთოდებით, რომლებსაც რეალურად არაფერი აქვთ საერთო დემოკრატიულ ფასეულობებთან, - წერს სოციალურ ქსელში ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „EURO ანატომიის“ წამყვანი ცოტნე გეგეჭკორი.
13 მაისი 2026, 21:55
მსოფლიო
სლოვაკეთმა უკრაინასთან ყველა სასაზღვრო გამშვები პუნქტი დროებით ჩაკეტა
სლოვაკეთმა უკრაინასთან ყველა სასაზღვრო გამშვები პუნქტი დროებით ჩაკეტა. ამ გადაწყვეტილების მიზეზი ქალაქ უჟჰოროდსა და იმიერკარპატების რეგიონზე მოსალოდნელი ფართომასშტაბური იერიშებია.
13 მაისი 2026, 21:33
მსოფლიო
ისრაელის პრემიერის ოფისი: ბენიამინ ნეთანიაჰუ ირანთან ომის დროს არაბთა გაერთიანებულ საამიროებს საიდუმლოდ ეწვია
ისრაელის პრემიერ-მინისტრის აპარატის ინფორმაციით, ბენიამინ ნეთანიაჰუ ირანთან ომის დროს არაბთა გაერთიანებულ საამიროებს საიდუმლოდ ეწვია.


