imedi /  25 მარტი 2019, 11:27 / სანდო წყარო

„ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ არჩევნებში კანდიდატები წარადგინა

ქართული ოცნება

პარტიამ "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო"  შუალედურ არჩევნებში საკუთარი კანდიდატები წარდგინა. კანდიდატები ირაკლი ღარიბაშვილმა დაასახელა.

ზუგდიდში მერობის კანდიდატი გიორგი შენგელია იქნება, მარნეულში ზაურ დარგალი, ზესტაფონში გიორგი გოგლიჩიძე, ჭიათურაში გივი მოდებაძე, ხულოში ვახტანგ ბერიძე.

რაც შეეხება თბილისის მთაწმინდის ოლქს, აქ კენჭს "ქართული ოცნებიდან" ლადო კახაძე იყრის. 

"რეგიონების განვითარებას ჩვენ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ. მე მინდა აღვნიშნო, რომ მუნიციპალიტეტების წინსვლას და მოსახლეობის სათანადო მომსახურებით უზრუნველყოფას ესაჭიროება კვალიფიციური კადრები და სწორედ ამ პრინციპით და აქედან გამომდინარე ჩვენ შევარჩიეთ მერობის კანდიდატები. ჩვენ დღეს წარმოგიდგენთ ადამიანებს, რომლებიც ჩვენ გვჯერა კეთილსინდისიერად და პროფესიონალიზმით მოემსახურებიან ჩვენს მოსახლეობას. ჩვენ ვართ დარწმუნებული ვართ, რომ ამ ადამიანებს საუკეთესოდ ესმით ზუგდიდის, ზესტაფონის, ჭიათურის, ხულოს და მარნეულის საჭიროებები და შესწევთ უნარი, წარმატებით იზრუნონ ადგილობრივ მოსახლეობაზე, ქალაქისა და სოფლის განვითარებაზე

„ქართული ოცნება“ ზუგდიდის  მერობის კანდიდატად წარადგენს ბატონ გიორგი შენგელიას. მას აქვს როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორში მუშაობის გამოცდილება. უკანასკნელ პერიოდში, ბატონი გიორგი ზუგდიდის მერის პირველი მოადგილის პოზიციას იკავებდა და ჩვენ დარწმუნებული ვართ, მისი მერობის პირობებში, ჩვენი საამაყო ქალაქი, ზუგდიდი განვითარების ახალ იმპულსს შეიძენს;

მარნეულში მე მინდა წარმოგიდგინოთ ბატონი ზაურ დარგალის კანდიდატურა. ბატონი ზაური არის გამორჩეული ახალგაზრდა. იგი არის დიდი ხანია აქტიურად არის ჩართული ჩვენი პოლიტიკური გუნდის საქმიანობაში. მას დღემდე უკავია ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილის თანამდებობა. ზაურს აქვს ქვემო ქართლში წარმატებული მუშაობის ძალიან დიდი გამოცდილება, ის არის ნათელი სახე, ეთნიკურად აზერბაიჯანელი, ჩვენი სამშობლოს საამაყო შვილი.  გვჯერა, მარნეულის მუნიციპალიტეტის საქმიანობას ის ასეთივე წარმატებით გაუძღვება;

ზესტაფონში ჩვენი კანდიდატი იქნება გიორგი გოგლიჩიძე. ბატონი გიორგი წლების მანძილზე აქტიურად იყო ჩართული პოლიტიკაში, იგი პრინციპულად უპირისპირდებოდა ნაცმოძრაობის არადემოკრატიულ რეჟიმს. გიორგიმ კარგად იცის, რა სჭირდება ზესტაფონს, რა გამოწვევები და პოტენციალი აქვს ამ  მუნიციპალიტეტს და ვართ დარწმუნებული, რომ მასთან ერთად, ზესტაფონის წინაშე არსებულ პრობლემებს სწრაფად გადავჭრით;

ჭიათურაში ჩვენი კანდიდატი იქნება გივი მოდებაძე. ბატონმა გივიმ ასევე კარგად იცის ჭიათურის გამოწვევები და პოტენციალი. დარწმუნებული ვართ, ის იქნება ძალიან წარმატებული მერი, რომელიც უზრუნველყოფს შემდგომში ამ მუნიციპალიტეტის განვითარებას;

ხულოში მერობის კანდიდატი იქნება ბატონი ვახტანგ ბერიძე. ბატონი ვახტანგი ზედმიწევნით კარგად იცნობს ხულოს. ის დღემდე, ბოლო დრომდე ამ მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე და მერის მოვალეობის შემსრულებელი იყო. ამ მხარეს აქვს უდიდესი კულტურული, ეკონომიკური თუ ტურისტული პოტენციალი  და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ჩვენი გუნდის კოორდინირებული მუშაობით, ამ პოტენციალს მაქსიმალურად გამოვიყენებთ;

და ბოლოს, თბილისში, მთაწმინდის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარ დეპუტატად გვსურს წარმოგიდგინოთ საკუთარი საქმის პროფესიონალი, ჩვენი ქალაქის, ქვეყნის, ადამიანის მოყვარული, ყველასთვის კარგად ცნობილი პიროვნება - ლადო კახაძე. ბატონი ლადოსთვის თბილისზე ზრუნვა უცხო არ არის და ის ჩვენს გუნდს ძალიან პოზიტიურ ენერგიას შემატებს და გააძლიერებს ჩვენს გუნდს.

ჩვენ ვართ დარწმუნებულნი, რომ ამომრჩევლის მხარდაჭერით, “ქართული ოცნების” მიერ წარდგენილი ყველა კანდიდატი დამაჯერებლად გაიმარჯვებს, რაც მათ მისცემს შესაძლებლობას, იზრუნონ თავიანთ ქალაქებსა და სოფლებზე, მოსახლეობისთვის ცხოვრების უკეთესი პირობების შექმნაზე", -განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

შუალედური არჩევნები 19 მაისს ჩატარდება.

ყველა სიახლე

თაკო ჩარკვიანი

28 აგვისტო 2026, 22:46

პოლიტიკა

თაკო ჩარკვიანი ჩერგოლეიშვილზე: ეს ფეიკ „ოპო“-ბოკერიას ცოლი, თავად გაზპრომს რომ ბიზნესი მიჰყიდა და პირდაპირ პუტინის „მაყუთით гулян-კობს“, ბედავს და ახალგაზრდებს ამუნათებს- მთელი ცხოვრება გაჰკივიან დასავლეთი გვინდაო და მუდამ რუსულ საქმეს აკეთებენ

ჩერგოლეიშვილი, ახალგაზრდებს ამუნათებს - შეწყალებაზე რომ დათანხმდენენ, ეს ოცნებას გაუხარდებაო, ანუ თავად “ეს „გაზპრომს რომ ბიზნესი მიჰყიდა და პირდაპირ პუტინის „მაყუთით гулян-კობს”, ეს „საბოტაჟნიკი“ ცოლ-ქმარი, - წერს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში. ჩარკვიანი ჩერგოლეიშილი-ბოკერიაზე ამბობს, რომ სინამდვილეში ისინი მუდამ რუსულ საქმეს აკეთებენ.

ეთერ ლიპარტელიანი

28 აგვისტო 2026, 22:37

სპორტი

ეთერ ლიპარტელიანი ლოზანის „გრანდ სლემის“ გამარჯვებულია

ეთერ ლიპარტელიანი ლოზანის „გრანდ სლემის“ გამარჯვებულია. ლიპარტელიანმა ლოზანის „გრანდ სლემის“ ფინალში ფრანგი სარა ლეონი სისიკე დაამარცხა.

28 აგვისტო 2026, 22:32

სპორტი

საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ნაკრებმა მონტენეგრო დაამარცხა

ოთარ ქორქიასა და ნოდარ ჯორჯიკიას სახელობის თბილისის სპორტის სასახლეში, საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ნაკრებმა 2027 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე შესარჩევი ეტაპის პირველ მატჩში მონტენეგროს ნაკრებს უმასპინძლა. ეროვნულმა ნაკრებმა მეტოქე ანგარიშით 101:74 დაამარცხა.

ვოლოდიმირ ზელენსკი

28 აგვისტო 2026, 21:58

მსოფლიო

დღეში 1 000 დრონის გაშვება რუსეთის მიმართულებით - ზელენსკიმ შორ მანძილზე მოქმედი იერიშების გაზრდის ამოცანა დაასახელა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უმაღლესი მთავარსარდლის შტაბის სხდომა გამართა. ამის შესახებ ქვეყნის პირველმა პირმა ტრადიციულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

კირილო ბუდანოვი

28 აგვისტო 2026, 21:42

მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი: ჩვენ ახლა ომს ვერ შევაჩერებთ - არა იმიტომ, რომ არ გვინდა, არამედ უბრალოდ იმიტომ, რომ ეს არარეალისტურია

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა, კირილო ბუდანოვმა განაცხადა, რომ ამჟამად გამყოფი ხაზის გასწვრივ ომის შეწყვეტა შეუძლებელია, ხოლო რუსეთთან მოლაპარაკებები, ძირითადად, ტყვეების გაცვლის საკითხებს ეხება.

კირილო ბუდანოვი

28 აგვისტო 2026, 21:35

მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი: ომის დროს არჩევნების ჩატარება სერიოზულ საფრთხეს შეიცავს

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელს, კირილო ბუდანოვს მიაჩნია, რომ უკრაინაში არსებული მიმდინარე პოლიტიკური სიტუაცია დაძაბულობას წარმოადგენს, თუმცა ჯერ არა კრიზისს - მან მოუწოდა საზოგადოებას, არ დაუშვან შიდა განხეთქილება და არჩევნები ომისშემდგომ პერიოდამდე გადადონ.

გვიდო კროზეტო მიხაილო ფედოროვი

28 აგვისტო 2026, 21:18

მსოფლიო

მიხაილო ფედოროვმა განაცხადა, რომ დათანხმდა იტალიის თავდაცვის მინისტრის, გვიდო კროზეტოს შეთავაზებას, გახდეს მისი მრჩეველი

უკრაინის ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა, მიხაილო ფედოროვმა განაცხადა, რომ დათანხმდა იტალიის თავდაცვის მინისტრის, გვიდო კროზეტოს შეთავაზებას, გახდეს მისი მრჩეველი.

28 აგვისტო 2026, 21:13

კულტურა

ენტონი ჰოპკინსის პირველი კლასიკური მუსიკალური ალბომი „ცხოვრება სიზმარია“, - მუსიკა, რომელსაც მსახიობი 60 წელზე მეტია, ფარულად ქმნიდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ოსკაროსანმა მსახიობმა სერ ენტონი ჰოპკინსმა, 88 წლის ასაკში თავისი პირველი კლასიკური მუსიკალური ალბომი გამოსცა. „ცხოვრება სიზმარია“ - ამ სახელწოდების ალბომში მსახიობი მსმენელს უზიარებს მუსიკას, რომელსაც 60 წელზე მეტია ფარულად ქმნიდა.

28 აგვისტო 2026, 21:11

სამართალი

პოლიციამ თბილისში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე

გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისში, უცხო ქვეყნის ორ მოქალაქეს შორის წარმოიშვა კონფლიქტი, რა დროსაც ერთ-ერთმა მათგანმა, მეორეს ცივი იარაღის, ასევე, ბლაგვი საგნის გამოყენებით დაზიანებები მიაყენა და მიიმალა. დაჭრილი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

კირილო ბუდანოვი

28 აგვისტო 2026, 21:09

მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი: სამწუხაროდ, მობილიზაციის პროცესი ისეთი უნდა მივიღოთ, როგორიც არის - სხვა არჩევანი უბრალოდ არ გვაქვს, თვეში 30 ათას კაცზე ნაკლების მობილიზება დაუშვებელია

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა, კირილო ბუდანოვმა განაცხადა, რომ შეიარაღებულ ძალებს ყოველთვიურად 30 ათასი მოქალაქის მობილიზაცია სჭირდება და მოუწოდა საზოგადოებას, მიიღონ მობილიზაცია „ისეთი, როგორიც არის“.

28 აგვისტო 2026, 20:53

მსოფლიო

ლონდონში, უემბლის სტადიონთან ახლოს, ძლიერი ხანძარია - შეჩერებულია მეტროსა და რკინიგზის მოძრაობა

ჩრდილო-დასავლეთ ლონდონში, უემბლის სტადიონთან ახლოს, ნარჩენების გადამამუშავებელ ობიექტზე მასშტაბური ხანძარი გაჩნდა, რის გამოც მიმდებარე ტერიტორიაზე მეტროსა და მატარებლების მოძრაობა პარალიზებულია.

28 აგვისტო 2026, 20:47

საზოგადოება

ხელოვნური ინტელექტი, ინოვაციური ბიზნესიდეები და გლობალური თანამშრომლობა - საქართველომ ექვსი ქვეყნის ახალგაზრდებს უმასპინძლა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ინტენსიური პროგრამის ფარგლებში მონაწილეებმა პრაქტიკულ პროექტებზე იმუშავეს, რომლებიც სამომავლოდ რეალურ სტარტაპებად უნდა გარდაიქმნას.

გორდონ ბრაუნი

28 აგვისტო 2026, 20:47

მსოფლიო

ბრიტანეთის ყოფილი პრემიერი გორდონ ბრაუნი: უკრაინა ომის დაწყების შემდეგ ყველაზე მძიმე ზამთრის წინაშე დგას - ომში ახლა უაღრესად კრიტიკული ეტაპია

უკრაინა ომის დაწყების შემდეგ ყველაზე მძიმე ზამთრის წინაშე დგას, - განაცხადა გორდონ ბრაუნმა.

28 აგვისტო 2026, 20:45

რეგიონი

მარიამობა რაჭაში - სადღესასწაულო ლიტურგია ბარაკონის ტაძარში და ხელისუფლების პირველი პირების მილოცვა. „ქრონიკის“ რეპორტაჟი

ბარაკონის ღვთისმშობლის ტაძარში სადღესასწაულო ლიტურგია ნიკორწმინდელმა ეპისკოპოსმა აღავლინა. წირვას პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და მინისტრთა კაბინეტის წევრები დაესწრნენ.

28 აგვისტო 2026, 20:35

საზოგადოება

ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაული ტაძრებში სადღესასწაულო ლიტურგიით აღინიშნა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მორწმუნეებს სიონის საპატრიარქო ტაძარში მიმართა და დღესასწაულის სულიერ მნიშვნელობაზე იქადაგა.

28 აგვისტო 2026, 20:31

რეგიონი

ახალი აეროპორტები მესტიასა და თელავში - როგორ შეცვლის ინფრასტრუქტურული პროექტები ტურიზმსა და რეგიონულ ეკონომიკას. „ქრონიკის“ სიუჟეტი

სვანეთსა და კახეთში თანამედროვე აეროპორტების პროექტების განხორციელება იწყება, რაც შიდა ფრენებზე ხელმისაწვდომობას მნიშვნელოვნად გაზრდის.

28 აგვისტო 2026, 20:29

მსოფლიო

Reuters: უკრაინის სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, რუსულმა საჰაერო დარტყმებმა სურსათის საცალო ქსელების ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის 90% გაანადგურა

უკრაინის სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, რუსულმა საჰაერო დარტყმებმა სურსათის საცალო ქსელების ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის 90% გაანადგურა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

28 აგვისტო 2026, 20:28

სამართალი

ამოღებული „მეთადონი“, დაკავებული უცხოელები და მოსალოდნელი უვადო პატიმრობა - ბრძოლა ნარკოდანაშაულთან გრძელდება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ჩხრეკის შედეგად მძიმე ნარკოტიკული საშუალებები ამოღებულია როგორც საცხოვრებელი ბინიდან, ისე ავტომობილიდან. ბრალდებულებს უვადო პატიმრობა ემუქრებათ.

28 აგვისტო 2026, 20:21

რეგიონი

ბაღდათის მუნიციპალიტეტში სტიქიით გამოწვეულ ზარალს ითვლიან. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ადგილზე სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. სტიქიის ზონაში იმყოფებოდა ინფრასტრუქტურის მინისტრიც. ვაკო მეზურნიშვილის სიუჟეტი.

28 აგვისტო 2026, 20:15

პოლიტიკა

მედიაში გავრცელებული ცნობებით, ოპოზიციის აქტივისტი თეონა ბაღდავაძე აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთში სამჯერ ჩავიდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

2011, 2013 და 2014 წლებში განხორციელებული ვიზიტების მიზნებთან დაკავშირებით დასმული შეკითხვები და ბაღდავაძის პასუხი - მაკუნა აბულაძე დეტალებს გიამბობთ.