ეკა გიგაურის ორგანიზაციის სადავო კვლევა და მანიპულაციური შეკითხვები
ეკა გიგაური
ფოტო: საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ ახალი კვლევა გამოაქვეყნა, რომელიც საჯარო პოლიტიკის საკითხებს და დიდწილად სასამართლო სისტემის შეფასებას ეძღვნება. კვლევა ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ეკა გიგაურმა წარადგინა.
ორგანიზაციის ინფორმაციით, კვლევა 2019 წლის 20 თებერვლიდან 5 მარტის პერიოდში „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა” (CRRC) მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩაატარა, გამოკითხულია 2087 ადამიანი. კვლევის ცდომილება 2,3%-ა.
თვალშისაცემია კითხვების ხისტი ფორმულირება, რაც ნეიტრალურ კვლევებს როგორც წესი არ ახასიათებს და ამ არასამთავრობო ორგანიზაციის სასამართლო სისტემასთან დაკავშირებული ბოლოდროინდელი საჯარო პრეტენზიების და არგუმენტების საზოგადოებრივი აზრით გამყარების მცდელობას ჰგავს. შეკითხვები საჯარო დავებში დამკვიდრებულ ტერმინებს („კლანი“) მოიცავს და რესპონდენტების „სასურველ“ პასუხებს ფაქტობრივად წინასწარ განსაზღვრავს. მაგალითად, „არის თუ არა სასამართლო სისტემაში მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფი (კლანი)?“, „უნდა დატოვონ თუ არა სასამართლო სისტემა ამ გავლენიანი ჯგუფის (კლანის) წევრებმა?“, „უნდა მუშაობდნენ თუ არა სასამართლოში ის მოსამართლეები, რომლებიც წარსულში ზეწოლის შედეგად უსამართლო გადაწყვეტილებებს იღებდნენ?“ და სხვა.
შესაბამისად, ორგანიზაციის კვლევის შედეგებით, ქვეყანაში არსებული ინსტიტუტებიდან სასამართლოს ერთ-ერთი ყველაზე დაბალი ნდობის მაჩვენებელი აქვს. საქართველოში მოსახლეობის 53% ფიქრობს, რომ სასამართლო სისტემა მმართველი პარტიის გავლენის ქვეშაა, ხოლო 50%-ს მიაჩნია რომ სასამართლო არ არის სამართლიანი.
დოკუმენტის თანახმად, საზოგადოების 43%-ის აზრით, სასამართლო სისტემაში მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფი (კლანი) არსებობს: 87% ფიქრობს, რომ მოსამართლეთა კლანი მოქმედი ხელისუფლების მხარდაჭერით სარგებლობს, ხოლო 94% მიიჩნევს, რომ მოსამართლეთა კლანის წევრებმა სასამართლო სისტემა უნდა დატოვონ.
გამოკითხვამ აჩვენა ისიც, რომ მოსახლეობის დიდი უმრავლესობის (83%) აზრით, სასამართლოში არ უნდა მუშაობდნენ ის ადამიანები, რომლებიც წარსულში ზეწოლის შედეგად უსამართლო გადაწყვეტილებებს იღებდნენ.
"იმ პირობებში, როდესაც სასამართლო სისტემისადმი საზოგადოების ნდობა დაბალია, საინტერესოა რაში ხედავს გამოსავალს თავად მოსახლეობა. გამოკითხვის თანახმად, ყველაზე მეტი (46%) ადამიანი ფიქრობს, რომ ნდობის გასაზრდელად სასამართლო სრულიად ახალი მოსამართლეებით უნდა დაკომპლექტდეს, ხოლო 41% ფიქრობს, რომ ხელისუფლება აღარ უნდა ერეოდეს სასამართლო სისტემაში“, - წერია კვლევაში.
არასამთავრობო სექტორის ნაწილის და ხელისუფლების დავაში სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით, ხელისუფლების არგუმენტია რომ სასამართლო სისტემის სრულად ახალი მოსამართლეებით დაკომპლექტება იგივე გზაა, რომელსაც წარსულში მიხეილ სააკაშვილის „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიმართა და რამაც სასამართლოს დამოუკიდებლობა სრულად დააკარგვინა. „ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ ის ამ სისტემის ევოლუციურ განვითარებას ემხრობა და მიუხედავად იმისა, რომ იზიარებს ცალკეულ მოსამართლეებთან დაკავშირებულ პრეტენზიებს ხელისუფლების ამ შტოს მომავალი განვითარებისთვის და დამოუკიდებლობისთვის ერთადერთ სწორ გზად არა მასობრივ საკადრო წმენდას (სისტემაში დღეს მომუშავე მოსამართლეების უდიდესი უმრავლესობა სასამართლოში წინა ხელისუფლების დროს მუშაობდა), არამედ საკანონმდებლო რეფორმებით მის გაჯანსაღებას მიიჩნევს. საკუთარი პოლიტიკის სისწორის ერთ-ერთ დასტურად მმართველ გუნდს 2018 წლის შემოდგომაზე ჩატარებული კვლევის შედეგები მოჰყავს.
რამდენიმე წლის წინ, რეფორმების დასაწყისს ეტაპზე სასამართლოს ევროლუციური განვითარების გზას იზიარებდა სამოქალაქო სექტორის კრიტიკული ნაწილიც, მათ შორის „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოც“.
კვლევაში გამოკითხულები სხვა საჯარო ინსტიტუტებთან, მაგალითად, პოლიციასთან დაკავშირებულ შეკითხვებსაც პასუხობენ. კვლევის შედეგად ირკვევა, რომ პოლიციას მოსახლეობის 19% სრულად ენდობა. კითხვაზე: რამდენად ენდობით ან არ ენდობით პოლიციას, 29 პროცენტი პასუხობს, რომ უფრო ენდობა ვიდრე არ ენდობა; 32% ნაწილობრივ ენდობა, ნაწილობრივ - არა; 9 % უფრო ენდობა, ვიდრე არა; 8% კი სრულ უნდობლობას გამოხატავს; არ ვიცი, უარი პასუხი კი 4% -მა დააფიქსირა.
ყველა სიახლე
03 ივნისი 2026, 16:54
პოლიტიკა
ზაალ ანჯაფარიძე: წავიკითხე შპიონაჟში ბრალდებული გიორგი უძილაურის წერილი, საიდანაც იკითხება მისი განზრახვა, რომ პოლიტიკური ელფერი მისცეს მის დაკავებას და პოლიტიკურ პატიმრად მოუვლინოს თავი ადგილობრივ თუ გარე საზოგადოებას
წავიკითხე შპიონაჟში ბრალდებული გიორგი უძილაურის წერილი, საიდანაც იკითხება მისი განზრახვა, რომ პოლიტიკური ელფერი მისცეს მის დაკავებას და პოლიტიკურ პატიმრად მოუვლინოს თავი ადგილობრივ თუ გარე საზოგადოებას, - წერს ანალიტიკოსი, ზაალ ანჯაფარიძე, სოციალურ ქსელში.
03 ივნისი 2026, 16:46
მსოფლიო
დონალდ ტრამპი: როცა საქმე არჩევნებს ეხება, ჩვენ მესამე სამყაროს ქვეყნებზე უარეს ვითარებაში ვართ
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ამერიკაში არსებული საარჩევნო სისტემა კიდევ ერთხელ გააკრიტიკა.
03 ივნისი 2026, 16:26
მსოფლიო
Bloomberg: ევროკავშირმა, შესაძლოა, 1 მილიონზე მეტი სამუშაო ადგილი დაკარგოს
ევროკავშირმა მიმდინარე წელს, შესაძლოა, 1 მილიონზე მეტი სამუშაო ადგილი დაკარგოს ირანული კრიზისისა და გლობალური კონკურენციის გაძლიერების გამო. ინფორმაციას Bloomberg-ი ევროკომისიის პროგნოზზე დაყრდნობით ავრცელებს.
03 ივნისი 2026, 16:10
საზოგადოება
სოფლის მეურნეობის კომიტეტმა 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს მხარი დაუჭირა
სოფლის მეურნეობის კომიტეტის სხდომაზე „საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში“ განიხილეს, რომელიც ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ წარადგინა.
03 ივნისი 2026, 15:45
მსოფლიო
მედია: უნგრეთის საგარეო საქმეთა ახალი სამინისტრო ათობით ჩინოვნიკს ათავისუფლებს, თუმცა ინსაიდერები ასობით დათხოვნილსა და პოლიტიკურ ანგარიშსწორებაზე საუბრობენ
მიუხედავად ამისა, გამოცემა Telex-ის შიდა წყაროები ამტკიცებენ, რომ გათავისუფლებულთა რეალური რაოდენობა 200-ს აღწევს, ხოლო თავად დათხოვნილი თანამშრომლების ნაწილი მომხდარს პოლიტიკურ ანგარიშსწორებად მიიჩნევს.
03 ივნისი 2026, 15:38
ეკონომიკა
ვახტანგ ცინცაძე: რეგიონში არსებული გეოპოლიტიკური გამოწვევების მიუხედავად, საქართველოს ეკონომიკა სწრაფ ეკონომიკურ ზრდას განაგრძობს, რაც საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული სწორი და თანმიმდევრული ეკონომიკური პოლიტიკით არის განპირობებული
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 0,5%-ით გაზარდა და 2026 წლისთვის ის 6%-ით განსაზღვრა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, ვახტანგ ცინცაძის განცხადებით, ეს ზრდა განსაკუთრებით აღსანიშნავია იმ ფონზე, როდესაც ბანკმა არაერთი რეგიონის, მათ შორის ევროკავშირის წევრი და კანდიდატი ქვეყნების ეკონომიკური ზრდის პროგნოზები შეამცირა.
03 ივნისი 2026, 15:24
საზოგადოება
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ აბაშაში რძისა და რძის პროდუქტების სარეალიზაციო ობიექტს საქმიანობა შეუჩერა
სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელოს დეპარტამენტის ინსპექტორებმა ინდივიდუალური მეწარმე ნ. ბ-ის (მისამართი: აბაშა, თავისუფალების N67) ობიექტი არაგეგმურად შეამოწმეს. ინსპექტირებისას დადგინდა რომ ბიზნესოპერატორი რძის პროდუქტებს სავალდებულო აღიარების გარეშე აწარმოებდა. ამავდროულად, დაფიქსირდა კრიტიკული შეუსაბამობები; დარღვეული იყო მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების წესიც.
03 ივნისი 2026, 15:02
საზოგადოება
ზაქარია წიკლაური: მივიღე დაპირება, რომ №83 საჯარო სკოლის მოსწავლეები წლის ბოლომდე სწავლას გააგრძელებენ ახალ აშენებულ სკოლაში
თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე, ქვემო სამგორის მაჟორიტარი დეპუტატი ზაქარია წიკლაური, მუნიცაპალური განვითარების ფონდის ხელმძღვანელთან ერთად თბილისის №83 საჯარო სკოლის მშენებლობის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო.
03 ივნისი 2026, 14:53
მსოფლიო
ტრამპმა აღიარა, რომ ნეთანიაჰუს ერთ-ერთი სატელეფონო საუბრის დროს გიჟი უწოდა
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აღიარა, რომ რამდენიმე დღის წინ გამართული სატელეფონო საუბრის დროს ისრაელის პრემიერ-მინისტრს ბენიამინ ნეთანიაჰუს გიჟი უწოდა.
03 ივნისი 2026, 14:37
მსოფლიო
ტრამპს ირანის ახალ უზენაეს ლიდერთან შეხვედრა სურს
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის შეხვდებოდა ირანის ახალ უზენაეს ლიდერს აიათოლა მოჯთაბა ხამენეის.
03 ივნისი 2026, 14:35
პოლიტიკა
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიში განიხილა
საქართველოს 2025 წლის ეკონომიკური მდგომარეობისა და სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიში ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ წარადგინა. გიორგი კაკაურიძის ინფორმაციით, გასულ წელს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სფეროში 2 მილიარდ 738 მილიონ ლარზე მეტია ათვისებული, რაც გეგმის 96.6%-ს შეადგენს.
03 ივნისი 2026, 14:33
მსოფლიო
ტრამპი: ირანი დათანხმდა, რომ ბირთვული იარაღი არ ექნება
აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით მოლაპარაკებების დროს ირანის ხელისუფლების წარმომადგენლები დათანხმდნენ, რომ ისლამური რესპუბლიკას ბირთვული იარაღი არ ექნება.
03 ივნისი 2026, 14:20
მსოფლიო
ნატოს გენერალური მდივანი კიევში ჩავიდა
ნატოს გენერალური მდივანი მარკ რუტე კიევში ჩავიდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
03 ივნისი 2026, 14:17
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი: კიდევ ერთხელ გამოჩნდა ამ ოპოზიციის სრული უსახურობა და მათი პოლიტიკური სტრატეგია, რომ არის მხოლოდ და მხოლოდ დესტრუქციაზე აგებული
კიდევ ერთხელ გამოჩნდა ამ ოპოზიციის სრული უსახურობა და მათი პოლიტიკური სტრატეგია, რომ არის მხოლოდ და მხოლოდ დესტრუქციაზე აგებული, - განუცხადა „ქრონიკას“ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა ოპოზიციის დაპირისპირებაზე საუბრისას.
03 ივნისი 2026, 14:12
პოლიტიკა
გიორგი სოსიაშვილი: სწორედ ამის მოლოდინი გვქონდა, რომ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტიდან იქნებოდა სამართლიანი დამოკიდებულება, რომ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ შეწყდეს რადიკალიზაცია, პოლარიზაცია
სწორედ ამის მოლოდინი გვქონდა, რომ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტიდან იქნებოდა სამართლიანი დამოკიდებულება, რომ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ შეწყდეს რადიკალიზაცია, პოლარიზაცია, - განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი სოსიაშვილმა „ქრონიკასთან“.
03 ივნისი 2026, 14:05
პოლიტიკა
რატი იონათამიშვილმა ბიოფსიქოსოციალური მოდელის დანერგვის საკოორდინაციო საბჭოს პირველ სხდომაში მიიღო მონაწილეობა
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა ბიოფსიქოსოციალური მოდელის დანერგვის საკოორდინაციო საბჭოს პირველ სხდომაში მიიღო მონაწილეობა.
03 ივნისი 2026, 13:54
პოლიტიკა
ჯაბა ხუბუა ძალადობრივ აქციებზე დაკავებული კიკნაძის განცხადებაზე: უსამშობლო ნაცლიბერალთა კლასტერი არამხოლოდ პირის ღრუდან, არამედ თვალის გუგებიდანაც ანთხევს შხამსა და ბოღმას ხვიჩა კვარაცხელიას დიადი გამარჯვებისა და ევროპის ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარების გამო
უსამშობლო ნაცლიბერალთა კლასტერი არამხოლოდ პირის ღრუდან, არამედ თვალის გუგებიდანაც ანთხევს შხამსა და ბოღმას ხვიჩა კვარაცხელიას დიადი გამარჯვებისა და ევროპის ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარების გამო. ახლა ვიღაც კიკნაძე, აქციებზე ძალადობის გამო დაპატიმრებული რიგითი აკაცუკი, ხვიჩას ადამიანობას უწუნებს და მოუწოდებს, კაცობა და ვაჟკაცობა მისი უკრაინელი თანაგუნდელისაგან - ზაბარნისაგან ისწავლოს, - წერს ჟურნალისტი, ჯაბა ხუბუა X-ზე.
03 ივნისი 2026, 13:53
ეკონომიკა
თამარ იოსელიანმა ევროპის მეტროლოგიური ინსტიტუტების ასოციაციის გენერალური ასამბლეა გახსნა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა ევროპის ეროვნული მეტროლოგიური ინსტიტუტების ასოციაციის (EURAMET) მე-20 გენერალურ ასამბლეის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა. ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
03 ივნისი 2026, 13:51
მსოფლიო
Reuters: პორტუგალიაში საყოველთაო გაფიცვამ ტრანსპორტის, აეროპორტებისა და სკოლების მუშაობის პარალიზება გამოიწვია
პორტუგალიაში საყოველთაო გაფიცვის გამო მატარებლების მოძრაობა გაჩერდა, ასობით ავიარეისი გადაიდო, ხოლო სკოლები დაიხურა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
03 ივნისი 2026, 13:48
პოლიტიკა
ნიკოლოზ მეტრეველი გიორგი უძილაურზე: ყოვლად ცინიკურია, როდესაც ადამიანი დემოკრატიაზე, თავისუფლებაზე და მაღალ იდეალებზე საუბრობს, მაგრამ შემდეგ ირკვევა, რომ ყოფილი მაღალჩინოსანი ჯაშუშობის საქმეზეა ბრალდებული
ჯაშუშობაში ბრალდებული გიორგი უძილაურის უფლებადამცველმა ბექა გულედანმა მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის პოზიცია საზოგადოებას გააცნო, რომელსაც სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი, ნიკოლოზ მეტრეველი ეხმიანება.


