imedi /  08 აპრილი 2019, 15:55 / სანდო წყარო

1937-38 წლებში ბათუმში დახვრეტილი ხალხის პატივსაცემად მუზეუმს ააშენებენ

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია 1937-38 წლებში რეპრესირებულთა სამარხის აღმოჩენის შესახებ განცხადებას ავრცელებს. მათი თქმით, 21 აპრილს გაიმართება სამოქალაქო დაკრძალვა, რომელშიც მონაწილეობის მისაღებად მოიწვევენ სხვადასხვა რელიგიური კონფესიის წარმომადგენლებსაც.

„სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრები 2016 წლის მაისში დაიწყო, ამავე პერიოდში ამ თემის შესახებ მომზადდა სატელევიზიო სიუჟეტი და დოკუმენტური ფილმი.
შესაბამისი სახელმწიფო უწყებები თავიდანვე ინფორმირებულები იყვნენ გათხრების შესახებ, მათ გამოგზავნეს გამნაღმველები, რომლებსაც დაევალათ ტერიტორიების გასუფთავება.

XX საუკუნის 30-იან წლებში ეს ადგილი დაუსახლებელი იყო, ადგილობრივ მცხოვრებთა გადმოცემით, მიცვალებულთა ნაშთები(ძვლები) პირველად საბჭოთა დროს სამხედრო ბაზის (საბჭოთა სატანკო ბატალიონი) მშენებლობის პერიოდში აღმოაჩინეს, მაგრამ ეს ინფორმაცია დამალეს.

სამხედრო ბაზის ტერიტორიას არქეოლოგიური გათხრების პროცესში ხშირად სტუმრობდნენ ოფიციალური უწყებების წარმომადგენლებიც. გათხრები მიმდინარეობდა კრიმინალური პოლიციის მეთვალყურეობის ქვეშ. სამხედრო ბაზის სიახლოვეს მცხოვრებთა ნაწილი დიდი ინტერესით აკვირდებოდა მიმდინარე სამუშაოებს.

აღსანიშნავია, რომ ყველა თავის ქალას აღენიშნებოდა ტყვიის კვალი კეფის არეში. დახვრეტილთა შორის ქალებიც არიან. სამარხში აღმოჩენილი ნივთები, კერძოდ, XX საუკუნის 30-იანი წლების საბჭოთა მონეტები ცხადყოფს, რომ ეს სამარხი ეკუთვნოდა არა თურქ ჯარისკაცებს, არამედ საბჭოთა მოქალაქეებს. სამარხებში არ აღმოჩნდა არც ერთი სამხედრო ნივთი, დაღუპულებს სამოქალაქო ფეხსაცმელი და ტანსაცმელი ეცვათ. გარდა ამისა, აღმოჩენილია გულსაკიდი ჯვარი, რაც ცალსახად ადასტურებს საერთო სამარხში ქრისტიანთა ნაშთების არსებობას (და არა თურქი ჯარისკაცების).

დნმ-ის ანალიზის ჩატარება საკმაოდ დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული, ამიტომ ჯანდაცვის სამინისტროს მონაწილეობით იქმნება დნმ-ს ბაზები, რაც საშუალებას მოგვცემს ნებისმიერ დროს გაკეთდეს ანალიზები და მოიძებნოს დაღუპულთა შთამომავლები. სამარხეული ინვენტარის, მათ შორის ტყვიების და ტანსაცმლის, შესწავლა სპეციალისტებს თავისუფლად შეუძლიათ“, - წერია ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის განცხადებაში.

ეპარქიის ცნობით, სამომავლოდ სახელმწიფო გეგმავს მუზეუმის მოწყობას, სადაც გამოიფინება ფოტო და ნივთიერი მასალა. ასევე აღიმართება მემორიალი, რომელზედაც დაიტანენ 1937-38 წლებში ბათუმში დახვრეტილთა სახელებს. ეპარქია გარდაცვლილების ნათესავებს სთხოვენ, რომ მასალის გადამდიდრებლად მიაწოდონ ინფორმაცია და ფოტომასალა.

ბათუმში ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე მდებარე საბანაკო შეკრების ბაზაზე 1937-1938 წლებში რეპრესირებულთა საერთო სამარხი აღმოაჩინეს. საქართველოს მუსლიმთა კავშირი აცხადებს, რომ რეპრესირებული ადამიანების უდიდესი ნაწილი არის მუსლიმი და აქედან გამომდინარე დაუშვებელია მუსლიმი ადამიანების სხვა სარწმუნოების წესებით გადასვენება.

ყველა სიახლე

25 ივნისი 2019, 18:52

ძალოვნები

ნიკა ბელიას ბრალი წაუყენეს

პარლამენტის წევრს ნიკა მელიას საქართველოს პროკურატურამ ბრალი წაუყენა. პროკურორის განცხადებით, 20-21 ივნისს პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით.

ხატია არდაზაშვილი 
სპიკერი მოსამართლე

25 ივნისი 2019, 18:40

ძალოვნები

სააპელაციო სასამართლომ აქციაზე დაკავებული 55 ადამიანი გაათავისუფლა

სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულმა პალატამ 20 ივნისის მოვლენების დროს მომხდარი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტები სპეციალურ ბრიფინგზე შეაჯამა. სპიკერი მოსამართლის ხატია არდაზაშვილის ინფორმაციით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაცული პალატის გადაწყვეტილებით 55 პირი სასამართლო სხდომის დარბაზიდან გათავისუფლდა.

ოქრო

25 ივნისი 2019, 18:38

ეკონომიკა

ოქროს ფასმა ბოლო 6 წლის მაქსიმუმს მიაღწია

ოქროს ღირებულებამ მსოფლიო ბაზარზე 6 წლის განმავლობაში მაქსიმალურ მაჩვენებელს მიაღწია. ვაჭრობის შედეგად 1 უნციის ფასმა 1439,21 დოლარს მიაღწია, რაც 1,4%-იან ზრდას ნიშნავს. ამასთან, ვერცხლი 0,3%-ით, პლატინა - 0,2%-ით, პალადიუმი კი 0,8%-ით გაიაფდა.

ზვიად ციკოლია

25 ივნისი 2019, 18:22

ტექნოლოგიები

ქართული ელექტრომობილების დიზაინზე ზვიად ციკოლია იმუშავებს

ციკოლიას თქმით, ქართული ბრენდის ქვეშ ელექტრომობილის დიზაინს სწორედ ის შექმნის, თუმცა დიზაინერი კონკრეტულ თარიღებს ჯერ ვერ ასახელებს. მისი განმარტებით, დიზაინის შექმნამდე ჯერ ქარხნის აშენებაა დაგეგმილი. „ამ ეტაპზე მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. დიზაინის შექმნამდე ჯერ უამრავი რამ არის გასაკეთებელი. ჯერ ამის თქმა შემიძლია. დეტალები „აი გრუპის“ პრეზენტაციაზე გახდება ცნობილი“, - განმარტა ზვიად ციკოლიამ.

ნათია თურნავა მარიამ ქვრივიშვილი

25 ივნისი 2019, 18:21

ეკონომიკა

ნათია თურნავა: ტურიზმის გამოწვევების განეიტრალებაზე ვმუშაობთ

ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა და ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი აჭარაში ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ. როგორც ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს რომ გვერდში დაუდგეს გამოწვევების წინაშე მდგომ ტურისტულ სექტორს.

არჩილ თალაკვაძე

25 ივნისი 2019, 18:03

საქართველო

არჩილ თალაკვაძე: 2024 წლიდან საარჩევნო ბარიერი კვლავ ძალაში იქნება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომერე არჩილ თალაკვაძემ დღეს პარლამენტში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ბარიერი კვლავ ძალაში იქნება. მისი თქმით ხელისუფლებამ საზოგადოების დაკვეთა შეასრულა და გამოთქვა მზაობა, რომ 2020 წელს პროპორციულმა არჩევნებმა გადმოიწიოს. თალაკვაძის განმარტებით, 0%-იანი ბარიერი ერთჯერადი იქნება.

კახა კალაძე

25 ივნისი 2019, 17:59

საქართველო

კახა კალაძე: ჩვენთან ტურისტების, მათ შორის რუსი ტურისტების უსაფრთხოება სრულად დაცულია

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, საქართველოში ტურისტების უსაფრთხოება დაცულია, მათ შორის დაცულია რუსი ტურისტების უსაფრთხოებაც. ამის შესახებ თბილისის მერმა ჟურნალისტებს ბოლო პერიოდში ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დასმული შეკითხვების საპასუხოდ უთხრა.

25 ივნისი 2019, 17:49

ეკონომიკა

მდიდარი ამერიკელები სიმდიდრის გადასახადის შემოღებას ითხოვენ

წერილის ავტორების აზრით, აშშ-ს აკისრია ზნეობრივი, ეთიკური და ეკონომიკური პასუხისმგებლობა, რათა მათ ქონებას კიდევ უფრო დიდი გადასახადი დაუწესოს. მათი მტკიცებით, ეს გადასახადი კლიმატური კრიზისის დაძლევის, ეკონომიკის გაძლიერების, ჯანდაცვის გაუმჯობესების, დემოკრატიის განმტკიცების და თანაბარი შესაძლებლობების შექმნის წინაპირობა გახდება.

არჩილ თალაკვაძე

25 ივნისი 2019, 17:43

საქართველო

არჩილ თალაკვაძე: ყველა პოლიტიკოსი ვალდებულია პასუხისმგებლობის ტვირთით იცხოვროს

არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის თავმჯდომარის რანგში პირველი კომენტარი გააკეთა. ის საზოგადოებას და კოლეგებს დაჰპირდა, რომ თავმჯდომარის პოზიციაზე "პირუთვნელად, მაქსიმალური ძალისხმევითა და გონივრული გადაწყვეტილებებით" იმუშავებს.

ლაშა გოგია  გია გულორდავა

25 ივნისი 2019, 17:25

ძალოვნები

ზუგდიდის ყოფილი მერი და ვიცემერი სასამართლომ დამნაშავედ ცნო

თბილისის საქალაქო სასამართლომ ზუგდიდის ყოფილი მერი ლაშა გოგია და მისი მოადგილე, ვიცემერი გია გულორდავა დამნაშავედ ცნო. თითოეულს სასჯელის სახედ ორი წლით თავისუფლების აღკვეთა, ოთხი წლით პირობითი მსჯავრი მიესაჯა.

ვალუტის კურსი

25 ივნისი 2019, 17:15

ეკონომიკა

1 ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.83 ლარი გახდა

დღეს გამართული ვაჭრობის შედეგად ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი გაცვლითი კურსები დაადგინა. ეროვნული ბანკის ოფიციალური გაცვლითი კურსით, 1 დოლარის ღირებულება 2.83 ლარია. ლარი გაუფასურდა ევროსთან მიმართებითაც. 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.22 ლარს აჭარბებს.

ბათუმი

25 ივნისი 2019, 17:01

საქართველო

ნაციონალები ბათუმიდან შეკვეთილში ივანიშვილის სახლამდე მსვლელობას გამართავენ

"ნაციონალური მოძრაობის" წევრები შეკვეთილში პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის სახლთან აქციას გეგმავენ. ისინი ბათუმში, ევროპის მოედანზე შეიკრიბნენ და მანქანებით აპირებენ ჩასვლას შეკვეთილში. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ აქტივისტები შეუერთდებიან ქობულეთიდან და გურიიდან.

ირაკლი სესიაშვილი

25 ივნისი 2019, 16:59

საქართველო

ირაკლი სესიაშვილმა ბოდიში მოიხადა

ირაკლი სესიაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით საზოგადოებას ბოდიში მოუხადა. როგორც საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ განმარტა, ის ძალადობის ესკალაციის დაწყების პირველ ორ საათზე საუბრობდა.

დაპირისპირება ჰონდურასში

25 ივნისი 2019, 16:59

მსოფლიო

ჰონდურასში სამხედრო პოლიციამ სტუდენტებს ცეცხლი გაუხსნა

ჰონდურასის სამხედრო პოლიციამ დედაქალაქ ტეგუსიგალპაში შეკრებილ დემონსტრანტ სტუდენტებს ცეცხლი გაუხსნა. შედეგად სულ მცირე ოთხი ადამიანი დაშავდა. შეკრებილები პრეზიდენტ ხუან ორლანდო ჰერნანდესის გადადგომას, ასევე ჯანდაცვისა და განათლების სისტემის რეფორმირებას ითხოვენ.

ძაღლი-მაშველი ფრიდა

25 ივნისი 2019, 16:54

ტაბლოიდი

მსოფლიოში ცნობილი მაშველი ძაღლი ფრიდა პენსიაზე გავიდა

მაშველი ძაღლი, რომელიც მთელ მსოფლიოში ცნობილი 2017 წელს მექსიკაში მომხდარი მიწისძვრის შემდეგ გახდა, პენსიაზე გავიდა. BBC-ის ცნობით, ძაღლი-მაშველი სამაშველო ოპერაციებში 9 წლის განმავლობაში მონაწილეობდა. 24 ივნისს მექსიკის სამხედრო-საზღვაო ფლოტმა ლაბრადორ ფრიდას პატივსაცემად ცერემონია გამართა.

25 ივნისი 2019, 16:50

ტაბლოიდი

ამერიკელ ქალს ქორწილში 34 მეჯვარე ჰყავდა. ფოტო

ნიო-ორლეანელმა პატარძალმა ქორწილში მეჯვარედ 34 ადამიანი დაპატიჟა. მათგან 6 პატარძლის და იყო, დანარჩენი კი უახლოესი მეგობრები. როგორც კესმი კარტერი ამბობს, მას სულაც 50 მეჯვარე სურდა რომ ჰყოლოდა, თუმცა რამდენიმემ ოჯახური თუ სხვადასხვა მიზეზი გამო ვერ მოახერხა.

რობერტ ქოჩარიანი

25 ივნისი 2019, 16:39

მსოფლიო

სომხეთის სასამართლომ ქოჩარიანი ისევ დააპატიმრა

სომხეთის სააპელაციო სასამართლომ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი დააკავა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სასამართლომ გააუქმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც ქოჩარიანს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გირაოთი შეუცვალა.

საპატრიარქო

25 ივნისი 2019, 16:38

საქართველო

საპატრიარქო აქციაზე დაკავებულების მიმართ სახელმწიფოს ლოიალურობას სთხოვს

საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ხელისუფლებას მიმართავს რომ მაქსიმალური ლოიალურობა გამოიჩინოს 19-20 ივნისის აქციის დროს დაკავებულთა მიმართ. 20 ივნისს აქციაზე ადმინისტაციული წესით დაკავებული 305 ადამიანიდან ადმინისტრაციული პატიმრობა 21 ივნისს 121 პირს შეეფარდა.

Etika

25 ივნისი 2019, 16:34

ტექნოლოგიები

მედია: დაკარგული გეიმერი იუთუბერის ცხედარი ნიუ-იორკის პოლიციამ მდინარეში იპოვა

გეიმერმა რამდენიმე დღის წინ 8-წუთიანი ვიდეო ატვირთა, სადაც ის სუიციდზე ლაპარაკობდა. Etika YouTube-ზე Nintendo-ს თამაშებს განიხილავდა. 29 წლის Etika-მ ბოლოს 20 ივნისს დაწერა Twitter-ზე. 2018 წლის ივნისში მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ კომპიუტერულ თამაშებზე დამოკიდებულება დაავადებად აღიარა.

რუსი ტურისტები

25 ივნისი 2019, 16:30

ეკონომიკა

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია სოცქსელებში კამპანიას აწარმოებს

კამპანიის ფარგლებში ადმინისტრაციის ოფიციალური ტურისტული გვერდიდან Georgia Travel, მიზნობრივ ქვეყნებში გაეშვა საქართველოს საიმიჯო ვიდეო რგოლი - #EmotionsAreGeorgia. ვიდეო-რგოლი დაფუძნებულია რეალური ადამიანების მიერ სოციალურ მედიაში საქართველოს შესახებ გაზიარებულ პოსტებზე.