imedi /  15 აპრილი 2019, 12:10 / სანდო წყარო

კობახიძე: რეგლამენტი კანონშემოქმედებით პროცესში ომბუდსმენის მონაწილეობას არ ითვალისწინებს

ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცედურებთან დაკავშირებით სახალხო დამცველის განცხადებას პასუხობს. ირაკლი კობახიძის თქმით, რეგლამენტი კანონშემოქმედებით პროცესში სახალხო დამცველის მონაწილეობას არ ითვალისწინებს. მის კომენტარს 1tv.ge ავრცელებს. 

სახალხო დამცველი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის საკითხთან დაკავშირებით პარლამენტში მოხსენებით გამოსვლას ითხოვს. ომბუდსმენმა შესაბამისი მოთხოვნა პარლამენტში უკვე გააგზავნა. 

"კარგად იცით, რეგლამენტი როგორ არის გაწერილი. რეგლამენტის თანახმად, პარლამენტის მომხსენებელი, რომელიც უნდა იყოს დეპუტატი, ამ შემთხვევაში გამოდის თანამომხსენებელი, ასევე დეპუტატი. სახალხო დამცველის მონაწილეობას არანაირი ფორმით არ ითვალისწინებს რეგლამენტი, რაც ბუნებრივია სწორია", – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ მიერ მომზადებულ კანონპროექტს საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი მეორე მოსმენით განიხილავს. სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. ცოტა ხნის წინ დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა. 

ვენეციის კომისია საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის წესთან დაკავშირებით დასკვნას ხვალ გამოაქვეყნებს.

20 მარტს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის წესთან დაკავშირებით უმრავლესობის მიერ მომზადებული კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირეს.

21 იანვარს უზენაესის მოსამართლეობის სადავო კანდიდატებმა მოსამართლეებად არჩევაზე უარი თქვეს. 

10 მთავარი პრინციპი, რომელსაც მოსამართლეების დანიშვნაზე უმრავლესობის პროექტი ეფუძნება, შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

ყველა სიახლე

მაქს ვრაითი

27 ივნისი 2019, 10:57

კულტურა

სერიალ „ალფის“ მსახიობი მაქს ვრაითი გარდაიცვალა

ამერიკელი მსახიობი მაქს ვრაითი გარდაიცვალა, რომელიც ცნობილ სერიალში „ალფი“ მთავარ როლს ასრულებდა. მსახიობი 75 წლის იყო. ის კიბოთი გარდაიცვალა. ექიმებმა რაითს დიაგნოზი ჯერ კიდევ 1995 წელს დაუსვეს. მსახიობი „ალფში“ უილი ტენერის როლს ასრულებდა.

პრინცი უილიამი

27 ივნისი 2019, 10:55

ტაბლოიდი

პრინცი უილიამი წინააღმდეგი არაა თავისი შვილი გეი იყოს

როგორც პრინცმა უილიამმა მედიასთან განმარტა, მისთვის არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა როგორი რეაქცია ექნება ამაზე საზოგადოებას. განცხადება სამეფო ოჯახის წევრმა ლონდონში, იმ არაკომერციულ ორგანიზაციაში სტუმრობისას გააკეთა, რომელიც ახალგაზრდა ლგბტ ადამიანებთან მუშაობს.

27 ივნისი 2019, 10:33

მსოფლიო

მადაგასკარზე ჭყლეტას სულ მცირე 16 ადამიანი ემსხვერპლა

მომხდარის დეტალები უცნობია, თუმცა გავრცელებული ცნობით, ჭყლეტა მას შემდეგ დაიწყო, რაც აღლუმის დასრულების შემდეგ ხალხი სტადიონიდან გასვლას ცდილობდა, თუმცა პოლიციას კარები დახურული ჰქონდა. გასულ წელს ამავე სტადიონზე მატჩის დროს მომხდარ ჭყლეტას 1 ადამიანი ემსხვერპლა, 30-ზე მეტი კი დაშავდა.

WhatsApp

27 ივნისი 2019, 10:10

ტექნოლოგიები

WhatsApp-ზე დაწერილი სტატუსი Facebook-ზეც გაზიარდება

WhatsApp-ის სტატუსი Instagram „სთორის“ მსგავსი ფუნქციაა, რომელის მეშვეობითაც სურათის, ტექსტის ან ვიდეოს გაზიარებაა შესაძლებელი. სტატუსი გამოქვეყნებიდან 24 საათში ავტომატურად იშლება. WhatsApp-ზე სტატუსის ფუნქცია 2017 წელს ამოქმედდა.

27 ივნისი 2019, 10:09

მსოფლიო

ვენაში საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად 12 ადამიანი დაშავდა

აფეთქება 5-სართულიან კორპუსში მოხდა. შენობა ნაწილობრივ ჩამოინგრა. მაშველებმა იქ მცხოვრები ადამიანების ევაკუაცია განახორციელეს. წინასწარი ცნობით, აფეთქება შესაძლოა ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია. სხვა დეტალები უცნობია.

27 ივნისი 2019, 09:55

მსოფლიო

აშშ-ის სენატმა მიგრანტების დახმარების შესახებ წარმომადგენელთა პალატის მხარდაჭერილი კანონპროექტი დაბლოკა

ამ კანონპროექტის მიზანი მიგრანტი ბავშვებისთვის პირობების გაუმჯობესება იყო. პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ შემოღებული ახალი საიმიგრაციო წესების თანახმად, დაკავებული მიგრანტებს საზღვარზე შვილებს ართმევენ დ სპეციალურ ბანაკში გადაჰყავთ, სანამ მათი მშობლები სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდებიან.

27 ივნისი 2019, 09:25

ეკონომიკა

ტალინიდან ბათუმში პირველი ჩარტერული რეისი შესრულდა

ტალინიდან ბათუმის მიმართულებით პირველი ჩარტერული რეისი შესრულდა. ესტონეთის დედაქალაქიდან ჩამოფრენილ მგზავრებს ფოლკლორული შოუთი დახვდნენ, ქართული ღვინის დეგუსტაციაც მოეწყო. რეისით ბათუმს 180 ტურისტი ესტუმრა, რომელთა 90%-იც რეგიონში ერთი კვირით დარჩენას და მოგზაურობას გეგმავს.

ფხენიანი, ჩრდილოეთ კორეა

27 ივნისი 2019, 09:11

მსოფლიო

ჩრდილოეთ კორეაში ავსტრალიელი სტუდენტი დააკავეს

29 წლის ალეკ სიგლი ფხენიანში ცხოვრობს და კიმ ირ სენის უნივერისტეტში მაგისტრატურაზე სწავლობს, სადაც კორეულ ლიტერატურას ეუფლება. მისი ოჯახის თქმით, ისინი ვერ ადასტურებენ დააკავეს თუ არა სიგლი. სხვა დეტალები ამ დროისთის უცნობია.

რუსეთი ავიაკატასტროფა

27 ივნისი 2019, 08:55

მსოფლიო

რუსეთში ავიაკატასტროფას მსხვერპლი მოჰყვა

შემთხვევა ნიჟნეანგარსკის აეროპორტში მოხდა. ბორტზე სულ 43 მგზავრი იყო. გავრცელებული ცნობით, აფრენიდან ცოტა ხანში თვითმფრინავს ერთ-ერთმა უმტყუნა, რის გამოც ეკიპაჟმა აეროპორტში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო. დაშვებისას თვითმფრინავი ასაფრენ ბილიკს 100 მეტრით გაცდა, შენობას შეეჯახა, რის შემდეგაც მას ცეცხლი გაუჩნდა.

ტრამპი-პუტინი

27 ივნისი 2019, 08:39

მსოფლიო

ტრამპი და პუტინი ერთმანეთს 28 ივნისს შეხვდებიან

მანამდე დონალდ ტრამპმა ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შესახებ საკუთარ მოლოდინებზე ისაუბრა. „მე მექნება კარგი საუბარი, თუმცა რას ვიტყვი, ეს თქვენი საქმე არ არის“-ასე მიმართა თეთრი სახლის ლიდერმა ჟურნალისტებს იაპონიაში გამგზავრებამდე.

ბილი დრაგო

27 ივნისი 2019, 08:27

კულტურა

ამერიკელი მსახიობი ბილი დრაგო გარდაიცვალა

ის ლოს-ანჯელესში გარდაიცვალა. მიზეზი კი უცნობია. ბილი დრაგომ (ნამდვილი სახელია უილიამ იუჯინ ბეროუზი) კარიერა 1979 წელს დაიწყო. მისი ყველაზე ცნობილი როლია ფრენკ ნიტი ფილმში „ხელშეუხებელნი“. სულ დრაგომ 107 ფილმსა და სერიალში მიიღო მონაწილეობა.

27 ივნისი 2019, 07:56

საქართველო

რუსეთის საკითხზე საქართველოსა და სხვა ქვეყნების დელეგაციებმა ევროსაბჭოში ერთობლივი განცხადება გაავრცელეს

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე რუსეთის დელეგაციისათვის ხმის უფლების აღდგენასთან დაკავშირებით ესტონეთის, საქართველოს, ლატვიის, ლიეტუვის, პოლონეთის, სლოვაკეთისა და უკრაინის ერთობლივი განცხადება გავრცელდა.

ლოს-ანჯელესი,
კალიფორნია, აშშ

27 ივნისი 2019, 00:56

კულტურა

გამოქვეყნდა 800 მუსიკოსის სია. მათი სიმღერები კალიფორნიაში ხანძრის შემდეგ დაიკარგა

NYT-ის მონაცემებით, Universal-მა, „ფენიქსის პროექტის“ ფარგლებში მუსიკალური ჩანაწერების მეხუთედზე მეტის აღდგენა ვერ შეძლო. ხანძრიდან ორი წლის შემდეგ პროექტი დახურა. გაზეთის ცნობით, კომპანიამ გადაწყვიტა, რომ პროგრამა ძალიან ძვირი უჯდებოდა ან რომ ასლებს უკვე ვეღარ მიაგნებდა.

ემინემი

27 ივნისი 2019, 00:39

კულტურა

რეპერ ემინემს მამა გარდაეცვალა

მსოფლიოში ცნობილი ამერიკელი რეპერის ემინემის მამა მარშალ ბრიუს მერზეს - უმცროსი 67 წლისა გარდაიცვალა. გამოცემა TMZ-ის ცნობით, ემინემი ხშირად კითხულობდა რეპს მამის შესახებ და წუხდა, რომ მან ადრეულ ასაკში მიატოვა.

 სოფიო ქაცარავა

27 ივნისი 2019, 00:36

საქართველო

სოფო ქაცარავა: თბილისში რომ ვყოფილიყავი მელიასთვის მანდატის დროებით შეჩერებას ხმას მივცემდი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სოფო ქაცარავამ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარისთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერების საქმეში სოლიდარობა მმართველ გუნდს სტრასბურგიდან გამოუცხადა. „თბილისში სესიაზე რომ ვყოფილიყავი, აუცილებლად მივცემდი ხმას მელიასთვის მანდატის დროებით შეჩერებას“.

 იანის ადეტოკუნბო

27 ივნისი 2019, 00:01

სპორტი

NBA-ის საუკეთესო კალათბურთელი ცნობილია

NBA-ის (ნაციონალური საკალთბურთო ასოციაცია) სეზონის საუეთესო კალათბურთელად იანის ადეტოკუნბო დასახელდა. „მილუოკი ბაქსის“ ფორვარდი საშუალოდ საკალათბურთო მატჩში 28 ქულას აგროვებს. მისი გუნდი კი NBA-ის რეგულარულ ჩემპიონატში საუკეთესო გახდა და აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალში გავიდა.

თიკო ქობულაშვილი

26 ივნისი 2019, 23:58

საქართველო

რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებს სპიკერებმა ახალი გეგმა გააცნეს

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია 27 ივნისს ისევ 19:00 საათზე განახლდება, რის შემდეგაც მსველობას მმართველი პარტიის ლიდერის ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციისკენ მოაწყობენ მსვლელობას. ამის შესახებ პროტესტის მონაწილეების წინაშე სიტყვით გამოსვლისას ღონისძიების სპიკერებმა თქვეს.

მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩი

26 ივნისი 2019, 23:31

საქართველო

ევროსაბჭოს ახალ გენერალურ მდივნად ხორვატი მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩი აირჩიეს

ხორვატი პოლიტიკოსი ამ თანამდებობაზე ტორბიორნ იაგლანდს ჩაანაცვლებს. ნორვეგიელ ლიდერს უფლებამოსილების ვადა 2019 წლის ოქტომბერში ეწურება. მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩი პოსტს 2024 წლამდე დაიკავებს. ბურიჩი ხორვატიის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრია.

ნათია თურნავა

26 ივნისი 2019, 23:27

ეკონომიკა

თურნავა: ლარს გრძელვადიან პერსპექტივაში საფრთხე არ დაემუქრება

საქართველოს ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, საქართველოს მაკროეკონომიკა არის ჯანსაღი და გრძლვადიან პერსპექტივაში ლარს საფრთხე არ ემუქრება. ეს კომენტარი ეკონომიკის მინისტრმა ქუთაისში ელექტრომობილების ქარხნის პროექტის პრეზენტაციის შემდეგ ჟურნალისტებთან გააკეთა.

26 ივნისი 2019, 23:00

თემა

რა ორგანიზაციაა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა და რატომ დაუბრუნა მან ხმის უფლება რუსეთს?

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ (PACE) რუსეთის დელეგაციას უფლებამოსილება აღუდგინა. მანამდე ორგანიზაციამ მიიღო შესწორებები, რომლებიც რუსულ დელეგაციას ყველა უფლებას,მათ შორის, ხმის უფლებას უბრუნებდა, რაც მას 2014 და 2015 წლებში ჩამოართვეს. სხვა ქვეყნების დეპუტატებმა ამ პროცესის დაბლოკვა მხოლოდ რამდენიმე დღით შეძლეს. უკრაინის დელეგაცია აცხადებდა, რომ რუსეთის დაბრუნების შემთხვევაში მისი დელეგაცია დროებით დატოვებდა ორგანიზაციას;უკრაინელებთან ერთად ფაქტს აპროტესტებდაქართული დელეგაციაც. ზოგიერთმა ევროპელმა პოლიტიკოსმა უკვე უწოდა რუსეთის სასარგებლო გადაწყვეტილებას სამარცხვინო.