imedi /  18 მარტი 2019, 12:17 / სანდო წყარო

10 მთავარი პრინციპი რომელსაც მოსამართლეების დანიშვნაზე უმრავლესობის პროექტი ეფუძნება

უზენაესი სასამართლო

უზენაესი სასამართლო

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი დღეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევისა და პარლამენტისთვის წარდგენის წესთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძისა და უმრავლესობის 6 დეპუტატის საკანონმდებლო პაკეტს განიხილავს.

სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა უმრავლესობის საკანონმდელო პაკეტის ის მთავარი 10 პრინციპი დაასახელა, რომელსაც პროექტი ეფუძნება. 

„პირველ რიგში ვიტყვი იმას, რომ  დაწყებული იუსტიციის უმაღლეს საბჭოში განაცხადების შეტანიდან, გაგრძელებული იუსტიციის უმაღლოს საბჭოში კანდიდატებთან გასაუბრებით, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებით და პარლამენტისთვის წარდგენით, დასრულებული საქართველოს პარლამენტში კანდიდატების ინდივიდუალურად მოსმენით, წარმოდგენილია მთლიანობაში ხუთ ეტაპიანი  პროცესი", - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

მისი თქმით, აქამდე არსებობდა მოდელი, როდესაც ერთი პირი, საქართველოს პრეზიდენტი წარუდგენდა პარლამენტს კანდიდატებს ყოველგვარი პროცედურის  გარეშე, არ არსებობდა არანაირი პროცედურა. დღეის მდგომარეობით,  კონსტიტუციით შეცვლილია მდგომარეობა - კანდიდატებს წარადგენს არ ერთი პირი, არამედ კოლეგიური ორგანო, ამ შემთხვევაში იუსტიციის უმაღლესი საბჭო. "ჩვენ არ გვქონდა აქამდე არც ერთი პროცედურა დეტალურად გაწერილი, თუ როგორ წარიმართებოდა ეს პროცესი. შესაბამისად, ჩვენ ვახდენთ ამ პროცედურების დეტალურად გაწერას", - თქვა ოხანაშვილმა.

ანრი ოხანაშვილის თქმით, მეორე ძირითადი პრინციპი ის, რომ არ არსებობს შეზღუდვა, რომ რომელიმე კვალიფიციურ იურისტს შეეზღუდოს ამ პროცესში მონაწილეობის შესაძლებლობა.

მესამე ძირითადი პრინციპია ის, რომ ვაკანტური თანამდებობზე, ამ შემთხვევაში არის 18 ვაკანტური პოზიცია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატის. მისი თქმით, ორნახევარჯერ მეტი კანდიდატის მოხვედრა არის გათვალისწინებული ე.წ. გრძელ სიაში.

მეოთხე ძირითადი პრინციპია ის, რომ თუკი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი იქნება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, მას არ ექნება საკუთარი თავისთვის ხმის მიცემის უფლება. ეს გამორიცხავს ინტერესთა კონფლიქტს.

მეხუთე ძირითადი პრინციპით -  საბჭო კანდიდატებს გაესაუბრება ინდივიდუალურად, რაც იქნება საჯარო.

მეექვსე ძირითადი პრინციპით - საბჭოს წევრების მხრიდან მოხდება კანდიდატების შესაბამისი ქულებით შეფასება.

მეშვიდე ძირითადი პრინციპით - საბჭო კანდიდატების შერჩევისას იხელმძღვანელებს კეთილსინდისიერებისა და კომპეტენტურობის კრიტერიუმებით.

მერვე ძირითადი პრინციპია, ის რომ საბჭოში პროცესი წარიმართება ორი თვის განმავლობაში

ასევე, გასათვალისწინებელია მეცხრე ძირითადი პრინციპი, რომ თუკი საბჭოს მიერ საქართველოს პარლამენტისათვის წარდგენილ კანდიდატებზე საბჭოს რომელიმე წევრს ექნება განსხვავებული პოზიცია, არ დაეთანხმება საბჭოს გადაწყვეტილებას, საბჭო თითოეულ წევრს ექნება შესაძლებლობა წერილობით მიმართოს საქართველოს პარლამენტს და დაასაბუთოს თავის პოზიცია, თუ რატომ არ ეთანხმება საბჭოს გადაწყვეტილებას.

"მეათე ძირითადი პრინციპი უკვე უკავშირდება საქართველოს პარლამენტს, თუ როგორ წარიმართება პროცესი საქართველოს პარლამენტში. საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში იქმნება სამუშაო ჯგუფი.  იურიდიულ საკითხთა კომიტეტი უზრუნველყოფს სამუშაო ჯგუფი ფორმირებას და სწორედ იურიდიულ საკითხთა კომიტეტში ტარდება ე.წ. ამერიკული მოდელით ინდივიდუალური გასაუბრება მოსამართლეობის კანდიდატებთან. ჩვენ ამ საკითხს დავუთმობთ იმდენ დროს, რამდენიც საჭირო იქნება ამისთვის, რომ მივიღოთ შესაბამისა ღირსეული გადაწყვეტილება. პროცესი საქართველოს პარლამენტში იქნება საჯარო, რაც ნიშნავს იმას, რომ  სხდომის დახურვა იქნება დაუშვებელი“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

პარლამენტში 3 კანონპროექტი 11 მარტს დარეგისტრირდა. მმართველი გუნდის გარდა უზენაესის მოსამართლეთა შერჩევის წესზე კანონპროექტი ეკა ბესელიამ და „ევროპულმა საქართველომ“ მოამზადეს.

4 მარტს უმრავლესობა მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმებსა და პროცედურებზე შეთანხმდა.

მოსამართლეების შერჩევის კრიტერიუმებისა და ამ მიმართულებით მიმდინარე პროცესების გამო "ქართული ოცნება" რამდენიმე დეპუტატმა დატოვა, რის შედეგადაც პარტიამ პარლამენტში კონსტიტუციური უმრავლესობა დაკარგა. ეს პროცესი მმართველი ძალის ირგვლივ ჯერ კიდევ გასულ წელს დაიწყო, როცა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების 10-კაციანი სია საჯარო გახდა.

21 იანვარს უზენაესის მოსამართლეობის სადავო კანდიდატებმა მოსამართლეებად არჩევაზე უარი თქვეს. მოგვიანებით, მოსამართლეებმა კანდიდატურები მოხსნეს და შეიქმნა სამუშაო ჯგუფი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატების შერჩევის კრიტერიუმების დასადგენად.

ყველა სიახლე

26 აგვისტო 2026, 14:18

სამართალი

მოქალაქეს, რომელმაც სოციალურ ქსელში შორენა ბეგაშვილს შეურაცხყოფა მიაყენა ჯარიმა დაეკისრა

სენაკის რაიონულმა სასამართლომ სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიერ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი განიხილა და მოქალაქე დიანა ჩაკვეტაძე სამართალდამრღვევად ცნო.

თამთა ფეტვიაშვილი

26 აგვისტო 2026, 14:13

საზოგადოება

მოქალაქეობისა და მიგრაციის დეპარტამენტის უფროსი: საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების პირობები და წესები ყველა უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის თანაბარი და ერთნაირია, შესაბამისად, რუსეთის მოქალაქეებისთვის რაიმე განსხვავებული წესი არ მოქმედებს

„რაც შეეხება მომართვიანობას, ზოგადად საგამონაკლისო წესზე მომართვიანობა წინა წლებთან შედარებით შემცირებულია და მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქე საქართველოს მოქალაქეობას საგამონაკლისო წესით ვერ მოიპოვებს, თუკი არ დადასტურდა სახელმწიფო ინტერესი და მისი საქართველოსთან სამართლებრივი კავშირი“, - აღნიშნა თამთა ფეტვიაშვილმა.

ალექსანდრე დარახველიძე

26 აგვისტო 2026, 14:00

სამართალი

ალექსანდრე დარახველიძე: ვრცელდება მანიპულაციური და დეზინფორმაციული ინფორმაცია, რომ ბოლო პერიოდში გაზრდილია საქართველო-რუსეთის სახმელეთო საზღვარზე მგზავრთა შემოდინების მაჩვენებელი. ეს ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს და მიზნად ისახავს საზოგადოებისთვის არასწორი ინფორმაციის მიწოდებას

შინაგან საქმეთა სამინისტრო და თითოეული სახელმწიფო უწყება აკეთებს მაქსიმუმს იმისათვის, რომ ქვეყანაში ხელი შეეწყოს როგორც ტურისტების შემოსვლას, ამავე დროს დაცული იყოს ჩვენი ქვეყნის საზღვრების უსაფრთხოება, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ.

26 აგვისტო 2026, 13:46

მსოფლიო

Reuters: ნეპალში წყალდიდობას რვა ადამიანი ემსხვერპლა. დაზიანებულია გზები და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა

ნეპალში მომხდარ ძლიერ წყალდიდობას სულ მცირე რვა ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

26 აგვისტო 2026, 13:45

სპორტი

ერთა ლიგის მესამე და მეოთხე ტურის გასვლით მატჩებზე ბილეთები ხვალიდან გაიყიდება⚽

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ერთა ლიგის მესამე და მეოთხე ტურის მატჩებს სტუმრად, უნგრეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიაში გამართავს.

გურამ ნიკოლაშვილი

26 აგვისტო 2026, 13:36

პოლიტიკა

გურამ ნიკოლაშვილი ლაშა ბუღაძეზე: ქართველ მწერალთაგან განსაკუთრებით მოშურნემ ბუღი დააყენა და შემოგვთავაზა წიგნი-აქტივიზმი, წიგნი უცილობლად საკითხავი და მის მარკეტინგულ ფრომოუშენსაც მიჰყო ხელი - ხან ციხეს გააგზავნა ნუგეშად, ხან ყდის შებღალვაზე აბღავლდა

ოპოზიციური აქტივიზმის (ბაბლი, აკაცუკები, მარშისტები) ერთ-ერთი საყრდენი კონცეფციაა, რომ ადამიანის პროფესიას ფასი არ აქვს, თუ ის განმსჭვალული არ არის „მოქალაქეობრივი თვითშეგნებით და საკუთარ საქონელსა და მომსახურებაში მჭიდროდ არ ჩართავს „ღირებულებებისა და ფასეულობისთვის ბრძოლას“, - წერს თბილისის საკრებულოს წევრი, გურამ ნიკოლაშვილი, სოციალურ ქსელში.

26 აგვისტო 2026, 13:13

ტექნოლოგიები

თურქეთში ლეოპარდზე ამხედრებული ადამიანის 11 000 წლის ქანდაკება იპოვეს

თურქეთის კულტურისა და ტურიზმის მინისტრმა მეჰმეთ ნური ერსოიმ სოციალურ ქსელ NSosyal-ში გამოქვეყნებულ პოსტში აღმოჩენა აღწერა, როგორც „კომპოზიციური ქანდაკება“ ისეთი სტილით, როგორიც ამ ტერიტორიაზე მანამდე არ შეხვედრიათ. მისი თქმით, 70 სანტიმეტრის სიმაღლის ქანდაკება დაახლოებით 3 მეტრის დიამეტრის მქონე სტრუქტურის კედლის გასწვრივ იპოვეს.

შალვა ტაბატაძე

26 აგვისტო 2026, 13:07

საზოგადოება

„2025 წელთან შედარებით საბაკალავრო პროგრამებზე ჩარიცხულთა საერთო რაოდენობა მკვეთრად არ შემცირებულა. ამასთან, 2026 წელს სახელმწიფოს დაფინანსებით დაახლოებით 2000-ით მეტი სტუდენტი ისწავლის“ - განათლების მკვლევარი შალვა ტაბატაძე მისაღები გამოცდების შედეგების შესახებ ატეხილ აჟიოტაჟზე ვრცელ ანალიზს აქვეყნებს

მისი განცხადებით, შედეგების გამოქვეყნების შემდეგ შექმნილი რეალური სურათი რამდენიმე საკვანძო ტენდენციას გამოკვეთს და აღნიშნავს, რომ 2025 წელთან შედარებით საბაკალავრო პროგრამებზე ჩარიცხული სტუდენტების საერთო რაოდენობა მკვეთრად არ შემცირებულა.

26 აგვისტო 2026, 13:01

პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელ ემი დიაზს შეხვდა

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობებს.

ილონ მასკი

26 აგვისტო 2026, 12:53

მსოფლიო

ზელენსკიმ მასკი უკრაინის „თავისუფლების ორდენით“ დააჯილდოვა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკი ამერიკელი ბიზნესმენი და მილიარდერი ილონ მასკი „თავისუფლების ორდენით“ დააჯილდოვა. შესაბამისი ბრძანებულება უკრაინის პრეზიდენტის ვებგვერდზეა ატვირთული.

26 აგვისტო 2026, 12:31

საზოგადოება

სსიპ მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელად გენადი კერძევაძე დაინიშნა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა სსიპ მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებს სააგენტოს ახალი ხელმძღვანელი გენადი კერძევაძე წარუდგინა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

ალექსანდრ სტუბი

26 აგვისტო 2026, 12:18

მსოფლიო

ფინეთის პრეზიდენტი ევროკავშირში გაწევრების გზაზე უკრაინას მოთმინების გამოჩენას ურჩევს

ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდრ სტუბი ევროკავშირში გაწევრებასთან დაკავშირებით უკრაინას მოთმინების გამოჩენას ურჩევს.

26 აგვისტო 2026, 12:05

საზოგადოება

28 აგვისტოს, უქმე დღესთან დაკავშირებით ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური განცხადებას ავრცელებს

აღნიშნულ თარიღში საბაჟო ორგანოს მიერ მომსახურების გაწევაზე იმოქმედებს საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებით განსაზღვრული, არასამუშაო დროისთვის/უქმე დღისთვის დაწესებული ტარიფი.

26 აგვისტო 2026, 12:02

რეგიონი

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში 80 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე წყალუზრუნველყოფა გაუმჯობესდა

შპს „საქართველოს მელიორაციამ“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, კუმისის სარწყავი სისტემის მაგისტრალურ არხზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა. შედეგად, სოფელ კოდაში 80 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდება გაუმჯობესდა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

დმიტრო კულება

26 აგვისტო 2026, 11:52

მსოფლიო

უკრაინული მედია: აშშ-ში უკრაინის ელჩად შესაძლოა საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი დმიტრო კულება დაინიშნოს

აშშ-ში უკრაინის ელჩის თანამდებობაზე ქვეყნის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის დმიტრო კულებას კანდიდატურა განიხილება. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

დავით ქართველიშვილი

26 აგვისტო 2026, 11:33

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი უცხოურ ინვესტიციებთან დაკავშირებით რომან გოცირიძის განცხადებებზე: ერთი ემირატული გიგანტის მეორეთი ჩანაცვლების „საერთაშორისო იზოლაციად“ გასაღების მცდელობა არის იაფი პოლიტიკური პროპაგანდა

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში საქართველოში უცხოური ინვესტიციების შესახებ რომან გოცირიძის მიერ გაკეთებულ განცხადებებს ეხმიანება და პოლიტიკურ პროგაპანდას უწოდებს.

26 აგვისტო 2026, 11:15

მსოფლიო

Reuters: ისლამაბადის საავადმყოფოში ხანძარს სულ მცირე 15 ახალშობილი ემსხვერპლა

პაკისტანის დედაქალაქ ისლამაბადში, სახელმწიფო საავადმყოფოში გაჩენილ ხანძარს სულ მცირე 15 ახალშობილი ემსხვერპლა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

26 აგვისტო 2026, 11:12

საზოგადოება

სპეციალური პენიტენციური სამსახური: მიხეილ სააკაშვილის მორიგი პროვოკაციული და ცილისმწამებლური განცხადება მსჯავრდებულ ირაკლი ნადირაძესთან დაკავშირებით მიზნად ისახავს საზოგადოების გარკვეული ნაწილის სიცრუეში შეყვანას და პენიტენციური სისტემის დისკრედიტაციას

სპეციალური პენიტენციური სამსახური ირაკლი ნადირაძესთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ეხმაურება.

26 აგვისტო 2026, 11:10

ეკონომიკა

ეროვნული ბანკი მოსახლეობას სოციალურ ქსელებში გავრცელებული შესაძლო ფინანსურ პირამიდებთან დაკავშირებული რისკების შესახებ აფრთხილებს

„მსგავსი ტიპის საქმიანობა შესაძლოა წარმოადგენდეს „ფინანსური პირამიდის“ კლასიკურ მოდელს, რომლის მთავარი მიზანია არა თანხის ბიზნეს საქმიანობაში ან მომგებიან აქტივებში დაბანდება, არამედ სქემაში ბევრი ახალი წევრის ჩართვა და მათი სახსრების მოზიდვა, რადგან სწორედ ამ თანხით ხდება სქემის მონაწილეებისთვის თითქოსდა ბიზნეს საქმიანობიდან, ამ შემთხვევაში კრიპტოაქტივებით ვაჭრობიდან, მიღებული მოგების გადახდა. ამასთან, რაც უფრო მეტი ადამიანი ერთვება სქემაში, მით უფრო იზრდება მისი სიცოცხლისუნარიანობა“, - განაცხადა ლაშა გზირიშვილმა.

ლევან მახაშვილი

26 აგვისტო 2026, 11:07

პოლიტიკა

ლევან მახაშვილი „ნაცმოძრაობის“ მიერ ლარსიდან გავრცელებულ ვიდეოზე: უსაქმური პოლიტიკოსების მცდელობა, ზაფხულში შექმნან თემა, ჭიქაში ატეხილი ქარიშხალია

„2008 წლის ომი არ იყო მათი ომი? ბიჭების დაღვრილი სისხლი არ იყო მნიშვნელოვანი მათთვის? თუ მაინცდამაინც უკრაინაში უნდა შევარდნილიყო რუსეთი, რომ როგორც იქნა მათთან რაღაც პატრიოტული განწყობები გაღვივებულიყო? ეს არის ჩვეულებრივი ხელოვნური, ყალბი, დაკვეთილი პოლიტიკური აქტივობა, რომლის მიზანიც არის, რომ საერთო ანტირუსული, პროუკრაინულ ტალღას მოერგონ. ეს არის პოლიტიკურ მოდას აყოლილი პოლიტიკოსების აქტივობა“, - აცხადებს მახაშვილი.