Imedi /  24 მაისი 2019, 23:57 / სანდო წყარო

სააკაშვილის უკრაინაში ჩასვლის თარიღი დასახელდა

მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში უახლოეს დღეებში ჩაფრინდება. ინფორმაციას უკრაინული სააგენტო წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. 

გამოცემის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში სავარაუდოდ 29 მაისს დაბრუნდება. 

ამის შესახებ მანამდე სააკაშვილმა თავად ილაპარაკა და თქვა, რომ უკრაინაში დაბრუნებას გეგმავს, რადგანაც კიევსა და ოდესას მეორე სახლად მიიჩნევს. მან უკრაინის მოქალაქეობის აღდგენის სურვილიც გამოთქვა და თხოვნით ქვეყნის ახლად არჩეულ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართა. 

გამოცემის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მოქალაქეობის აღდგენის თხოვნით შესაბამისი მიმართვა უკვე წარადგინეს.

2017 წლის ივლისში უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა, იმ მიზეზით, რომ მოქალაქეობის მიღებაზე განაცხადის შეტანის დროს სააკაშვილმა სახელმწიფო ორგანოებს წარსულში ნასამართლეობის შესახებ არასწორი ინფორმაცია მიაწოდა. 2018 წლის თებერვალში უკრაინის ხელისუფლებამ სააკაშვილი პოლონეთში გააძევა, საიდანაც მან 2017 წლის შემოდგომაზე უკრაინაში უკანონოდ შეაღწია. უკრაინის სასაზღვრო სამსახურმა სააკაშვილს 2021 წლამდე ქვეყანაში შესვლა აუკრძალა. მიხეილ სააკაშვილი აპატრიდი ანუ მოქალაქეობის არმქონე პირი გახდა.

საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, რომელმაც საქართველოს მოქალაქეობაზე უარი თქვა, ხოლო უკრაინის მოქალაქეობა გაუუქმეს, მეუღლის სამშობლომ, ნიდერლანდებმა ცხოვრების და მუშაობის უფლების დამადასტურებელი ცნობა მისცა.

ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეზე საქართველოს პროკურატურა ედავება და მის ექსტრადიციას ითხოვს.

ყველა სიახლე

26 თებერვალი 2020, 14:46

ეკონომიკა

ივანე მაჭავარიანი: სტრუქტურული გაუმჯობესების კუთხით ბოლო წლებში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით

ონფერენციის ფარგლებში ივანე მაჭავარიანმა მონაწილეობა მიიღო პანელში: „საქართველოს ეკონომიკური განვითარების მოდელი – სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის დაბალანსებული ინტერესები“. მასთან ერთად, პანელის სპიკერებად მოწვეულები იყვნენ ვარშავის ეკონომიკური სკოლის პროფესორი, პოლონეთის ყოფილი ვიცე პრემიერი, ფინანსთა მინისტრი და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ლეშეკ ბალცეროვიჩი და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში სელიმ ჩაკირი.

ხანძარი

26 თებერვალი 2020, 14:44

საქართველო

სოფელ მატნის მახლობლად ხანძარია

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატნის მახლობლად ხანძარია. როგორც „ქრონიკას “ ადგილობრივებმა უთხრეს, ცეცხლი დასახლებული პუნქტიდან, დაახლოებით 10 კილომეტრში, რამდენიმე საათის წინ გაჩნდა და ტყის მასივზე გავრცელდა. ტერიტორია, სადაც ხანძარი განჩნდა რთულად მისასვლელია და მეხანძრე-მაშველების ორი ეკიპაჟი სტიქიის ზონაში მისვლას ამ წუთებში ცდილობს.

კორონავირუსი საფრანგეთი

26 თებერვალი 2020, 14:40

მსოფლიო

საფრანგეთში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

გარდაცვლილი 60 წლის კაცია. ამასთან, ქვეყანაში კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. 25 თებერვალს საფრანგეთის ხელისუფლებამ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კლინიკებიდან კორონავირუსით დაავადებული ყველა პაციენტი გაწერეს.

კარლ ჰარცელი

26 თებერვალი 2020, 14:37

საქართველო

კარლ ჰარცელი: ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დიალოგის შესაძლებლობის ფანჯარა იხურება, ძალიან ცოტა დრო დარჩა

„მე ვმუშაობ სხვა ფასილიტატორებთან, უნდა მოიძებნოს საერთო ტერიტორია ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დიალოგის განსავითარებლად. ამ შესაძლებლობების ფანჯარა იხურება ძალიან ცოტა დრო დარჩა“, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა საარჩევნო სისტემაზე მოლაპარაკებების საკითხზე მედიასთან კომენტარი გააკეთა.

გიორგი გახარია

26 თებერვალი 2020, 14:25

ეკონომიკა

გიორგი გახარია: საქართველოს ბიზნესის განვითარებისთვის ევროკავშირის მხარდაჭერა სჭირდება

ევროპასთან დღეს ჩვენ გვაკავშირებს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება, გვაქვს წვდომა უზარმაზარ, მაღალი სტანდარტების ბაზართან და ეს ყველაფერი თანხმობაში მოდის ჩვენს პოლიტიკურ მისწრაფებასთან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ეკონომიკურ კონფერენციაზე - „საქართველო და მსოფლიო 2020“ განაცხადა.

ეკატერინე ტიკარაძე

26 თებერვალი 2020, 14:25

საქართველო

ეკატერინე ტიკარაძე: უკვე ყველა ღონისძიება გავატარეთ, რაც მოსახლეობისთვის დაავადების გავრცელების რისკს ამცირებს

უკვე ყველა ღონისძიება გავატარეთ, რაც მოსახლეობისთვის დაავადების გავრცელების რისკს ამცირებს, - ამის შესახებ დღეს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომელმაც ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებით არსებულ რისკებზე კომენტარი გააკეთა. მისივე თქმით, საკითხი პირად კონტროლზე ჰყავს აყვანილი და სახელმწიფო სტრუქტურები ყველაფერს აკეთებენ, რათა რისკები მოიხსნას.

შეტაკება ინდოეთი

26 თებერვალი 2020, 14:24

მსოფლიო

ინდოეთში მუსლიმებსა და ინდუისტებს შორის შეტაკებების შედეგად 20 ადამიანი დაიღუპა

შეტაკებები ჯერ კიდევ კვირას, კანონის მხარდამჭერებსა და მოწინააღმდეგეებს შორის დაიწყო, თუმცა შემდეგ დაპირისპირებამ რელიგიური ელფერი მიიღო და ინდუისტებსა და მუსლიმებს შორის კონფლიქტში გადაიზარდა. მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია 10 გარდცვლილის შესახებ.

დევნილები ბინების გადაცემა

26 თებერვალი 2020, 14:20

საქართველო

შიდა ქართლში 34 დევნილ ოჯახს ბინები გადაეცა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ შიდა ქართლში 34 დევნილ ოჯახს ბინები გადასცა.

ზაალ უდუმაშვილი

26 თებერვალი 2020, 14:09

საქართველო

ზაალ უდუმაშვილი: მაჟორიტარობის კანდიდატებზე შეთანხმება არ არსებობს

სახელებსა და გვარებზე შეთანხმება არ არსებობს. პარტიის შიგნით ვინ რომელ კანდიდატებზე მსჯელობს, ეს მხოლოდ მათი საქმეა. ყველა პარტია ამ ეტაპზე მხოლოდ საკუთარ მონახაზს აკეთებს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზაალ უდუმაშვილმა განუცხადა.

ვოლოდიმირ ზელენსკი

26 თებერვალი 2020, 14:02

მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკი: კვირაში შვიდი დღეა, დედამიწა მრგვალია, ხოლო ყირიმი უკრაინაა

„ჩემი გამოსვლა აშკარა და მარტივი ჭეშმარიტებებით, აქსიომებით მსურს დავიწყო. კვირაში შვიდი დღეა, დედამიწა მრგვალია, ხოლო ყირიმი უკრაინაა. ყირიმის დაბრუნება ჩვენი ეროვნული იდეის განუყოფელი ნაწილია“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ეკატერინე ტიკარაძე

26 თებერვალი 2020, 13:59

საქართველო

ეკატერინე ტიკარაძე: მზად ვარ ჯანდაცვის კომიტეტში მოსმენაზე მივიდე

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პარლამენტის კომიტეტში მოსმენაზე მისასვლელად მზად არის. „მივმართე კომიტეტს თხოვნით, რომ გადაეტანათ ჩემი მოსმენის საათი და დავაფიქსირე მზაობა, მივიდე კომიტეტში“, - განაცხადა ტიკარაძემ.

ივანე მაჭავარიანი

26 თებერვალი 2020, 13:11

ეკონომიკა

ივანე მაჭავარიანი: მიმაჩნია, რომ ანგარიშვალდებულების კუთხით ვაკეთებ იმაზე მეტს, ვიდრე რომელიმე მინისტრს გაუკეთებია

„ზუსტად 3 დღით ადრე რა კითხვებიც იყო გამოგზავნილი წერილში, წინსწრებით, ჩემი მინისტრის საათის მოხსენების დრო დავუთმე ამ კითხვებზე პასუხის გაცემას. თანდართული პრეზენტაციით. ამ დროს არცერთი ამ შეკითხვის გამოგზავნა არათუ არ განავრცო კითხვა, არც დაესწრო. ისხდნენ, მერე გავიდნენ. იქ ხომ შეიძლებოდა დისკუსია გამართულიყო. ეს ხომ იმის ნიშანია, რომ შინაარასობრივი ნაწილი არავის აინტერესებს. იმაზე დეტალურად რაღა უნდა მელაპარაკა, რაც მინისტრის საათში ვილაპარაკე“, - განაცხადა მაჭავარიანმა.

26 თებერვალი 2020, 13:03

საქართველო

გამოცდების ეროვნულ ცენტრში აბიტურიენტებისთვის ღია კარის დღე გაიმართება

გამოცდების ეროვნულ ცენტრის ინფორმაციით, აბიტურიენტებისათვის ღია კარის დღე ყოველ ოთხშაბათს, 16:00 საათზე ტარდება. შესაბამისად, მომდევნო საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა დღესაა დაგეგმილი.

ივანე მაჭავარიანი

26 თებერვალი 2020, 13:00

ეკონომიკა

ივანე მაჭავარიანი: მომდევნო წლების პრიორიტეტი სახელმწიფო საწარმოთა სექტორში დაგეგმილი რეფორმები იქნება

„მომდევნო წლების პრიორიტეტი ფისკალური კუთხით სახელმწიფო საწარმოთა სექტორში დაგეგმილი რეფორმები იქნება,“ - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა ეკონომიკურ კონფერენციაზე - "საქართველო და მსოფლიო 2020" წელს ფისკალურ რეფორმებზე დასმული შეკითხვის საპასუხოდ.

გიორგი ხიშტოვანი

26 თებერვალი 2020, 12:57

ეკონომიკა

PMCG-ის დირექტორი: საქართველოს ეკონომიკა თითქმის ორჯერ გაიზარდა და 49 მილიარდ ლარს მიაღწია

„საქართველოს ეკონომიკა თითქმის ორჯერ გაიზარდა და 49 მილიარდ ლარს მიაღწია. ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტი დაახლოებით 13 273 ლარია. 2019 წლის მდგომარეობას, წინასწარი პროგნოზით თუ შევაფასებთ ზრდა 5.2%-ს შეადგენს. ეკონომიკური ზრდა უკანასკნელი წლების განმავლობაში სიჯანსაღით გამოირჩევა და შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოში მდგრადი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი გვაქვს“, - აცხადებს გიორგი ხიშტოვანი.

ლეშეკ ბალცეროვიჩი

26 თებერვალი 2020, 12:49

ეკონომიკა

ლეშეკ ბალცეროვიჩი: საქართველომ ბევრს მიაღწია სახელმწიფო ქონების პრივატიზაციისა და ბიზნესის გახსნილობის კუთხით

თბილისში მიმდინარე ეკონომიკური კონფერენციის - „საქართველო და მსოფლიო 2020“ ფარგლებში, მისასალმებელი სიტყვით ლეშეკ ბალცეროვიჩი გამოვიდა. ვარშავის ეკონომიკური სკოლის პროფესორმა და პოლონეთის ყოფილმა ვიცე-პრემიერმა მსოფლიოს ქვეყნების ეკონომიკური ზრდის განმსაზღვრელ ფაქტორებზე ისაუბრა და ამ კუთხით, საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე გაამახვილა ყურადღება.

ლია კრიალაშვილი

26 თებერვალი 2020, 12:44

საქართველო

ლია კრიალაშვილი მთავარ პროკურორთან შეხვედრას ითხოვს

კრიალაშვილს მიაჩნია, რომ შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს აუცილებლად უნდა წაუყენონ ბრალი. მას პრეტენზიები აქვს საგამოძიებო უწყებასთან და აცხადებს, რომ წლებია ეს საქმე თაროზეა შემოდებული. რეალურად კი მისი განცხადებით, პოლკოვნიკის მკვლელობა სწორედ მერაბიშვილმა დაუკვეთა, ხოლო ბრძანების გამცემი ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი იყო.

26 თებერვალი 2020, 12:40

საქართველო

„საქნახშირის" განცხადებით, ძიძიგურის შახტა სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ გაიხსნება

ტყიბულში მეშახტეთა გაფიცვის შესახებ სს „საქნახშირი" განცხადებას ავრცელებს. კომპანიის განმარტებით, ძიძიგურის შახტის ჩასასვლელის დროებითი დახურვის მიზეზი სარემონტო სამუშაოებია და მისი გაუქმება ან თანამშრომელთა შემცირება არ იგეგმება.

ალეკო ელისაშვილი

26 თებერვალი 2020, 12:36

საქართველო

ალეკო ელისაშვილი: „სამოქალაქო მოძრაობა“ საერთო ოპოზიციურ კანდიდატებზე არავის შეთანხმებია

მისივე თქმით, ჯერ უნდა გაირკვეს, არჩევნები რა საარჩევნო მოდელით ჩატარდება და მაჟორიტარებთან დაკავშირებით საუბარი მერე უნდა დაიწყოს. „არანაირი შეთანხმება არ ყოფილა, თუ ვინმეს უნდა ასეთი გაუგებრობებით ბიძინა ივანიშვილს დაეხმაროს, ღმერთმა ხელი მოუმართოს. ასეთი მიუღებელი ნაბიჯები ეხმარება მხოლოდ „ქართულ ოცნებას“. ჩვენ ყველაფერს პასუხისმგებლობით ვუყურებთ და არ ვცანცარებთ პოლიტიკაში ყოფნით, ეს რაც მოვისმინეთ იყო სიცანცარე და სხვა არაფერი“, - განაცხადა ელისაშვილმა.

სერგი კაპანაძე

26 თებერვალი 2020, 12:36

საქართველო

სერგი კაპანაძე: მაჟორიტარულ კანდიდატებზე ოლქების ნაწილში არის შეთანხმება, ნაწილში - არა

„არანაირი გამზადებული სია არ არის. არასოდეს ყოფილა ამაზე ჩვენი მხრიდან საუბარი. საუბარი იყო იმაზე, რომ მუშაობა მიმდინარეობს მაჟორიტარულ კანდიდატებზე. ნაწილ ოლქებში არის შეთანხმება, ნაწილში - არა. ეს სამუშაო პროცესია. ჩვენ გვაქვს იმის მოლოდინი და ამბიცია, რომ მალე ეს სია შევათანხმოთ, რომელიც რეალურად არის დაინტერესებული ბიძინა ივანიშვილის წასვლით პოლიტიკიდან და ოპოზიციაში გადასვლით. ამიტომ, მგონია, რომ ეგ განცხადებები ცოტა ნაადრევი იყო. არავინ არავის არაფერს თავზე არ ახვევს“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.