imedi /  28 მაისი 2019, 22:15 / სანდო წყარო

2021 წელს ქუთაისი ევროპის საბჭოს ყოველწლიურ ფორუმს უმასპინძლებს

კულტურა

2021 წელს საქართველო ევროპის საბჭოს ყოველწლიურ მე-11 ფორუმს უმასპინძლებს. ამის შესახებ ცნობილი ეროვნულ მუზეუმში გამართულ ღონისძიებაზე გახდა. 

პრემიერმინისტრმა მასპინძელ ქალაქად დღეს ქუთაისი დაასახელა. მასშტაბურ საერთაშორისო ღონისძიებას ევროსაბჭოს ქვეყნების 300-მდე დელეგატი დაესწრება, მათ შორის მინისტრები, მინისტრის მოადგილეები, კულტურის სფეროს მსხვილი ინსტიტუციების ხელმძღვანელები, ექსპერტები.

ამავე ღონისძიებაზე სპეციალური მობილური აპლიკაცია წარადგინეს. აპლიკაცია ანდროიდ პლატფორმოსთვის არის შექმნილი და საქართველოს კულტურულ მარშრუტებს მოიცავს. მისი დახმარებით ნებისმიერ ტურისტს და ადგილობრივ მცხოვრებს შეეძლება თავად დაგეგმოს მოსანახულებელი ადგილების ჩამონათვალი. მომდევნო ეტაპზე აპლიკაცია iOS პლატფორმისთვისაც მომზადდება.

ყველა სიახლე

ირაკლი ქადაგიშვილი

27 სექტემბერი 2026, 23:30

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: დახურული სემინარი ბახმაროში არის მარტა კოსის მიერ დაანონსებული შანტაჟის პირველი პრაქტიკული გამოვლინება, რადგან სამოქალაქო დიალოგისთვის განკუთვნილ სემინარს არ სჭირდება დახურული ფორმატი

დახურული სემინარი ბახმაროში არის მარტა კოსის მიერ დაანონსებული შანტაჟის პირველი პრაქტიკული გამოვლინება, რადგან სამოქალაქო დიალოგისთვის განკუთვნილ სემინარს არ სჭირდება დახურული ფორმატი, - განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია“ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა.

ირაკლი ქადაგიშვილი

27 სექტემბერი 2026, 23:23

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი ბახმაროს სემინარზე: კვლავ ცდილობენ, ამა თუ იმ შემოვლითი გზებით დააფინანსონ ის პოლიტიკოსი და პოლიტიკური ძალა, რომელიც საქართველოში ყოველთვის არჩევნების შედეგების უგულებელყოფითა და დესტაბილიზაციის მცდელობით იყო დაკავებული

მან ისაუბრა, აქვს თუ არა ადგილი კანონში არსებული დიპლომატიური გამონაკლისების ბოროტად გამოყენების ფაქტს, ე.წ. შავი ხვრელების ასამუშავებლად. ქადაგიშვილმა მარტა კოსის განცხადებაც გაიხსენა, რომ ისინი ეძებენ დაფინანსების ალტერნატიულ გზებს. უმრავლესობის დეპუტატი მიიჩნევს, რომ ფაქტობრივად, ამით კოსმა განაცხადა, რომ ქვეყნის კანონმდებლობის გვერდის ავლით უნდათ დაფინანსების შემოტანა.

შაიხა ნასერ ალ ნუვაისი

27 სექტემბერი 2026, 23:22

პოლიტიკა

შაიხა ნასერ ალ ნუვაისი: მიმაჩნია, რომ საქართველო განსაკუთრებულია, რადგან თქვენ გაქვთ ულამაზესი ბუნება და ამავე დროს უმდიდრესი ისტორია, კულტურა. ეს კომბინაცია თქვენს უნიკალობას ქმნის. ეს არის განძი, სახელმწიფოთა უმრავლესობა ვერ დაიკვეხნის იმით, რაც თქვენ გაგაჩნიათ

ეს ჩემი პირველი ოფიციალური ვიზიტია საქართველოში. ვფიქრობ, რომ ქართველები ძალიან მეგობრულები არიან, პირველი შთაბეჭდილება ჩემზე თქვენმა ბუნებამ მოახდინა, დღეს დილით სარბენად რომ ვიყავი ქალაქის ქუჩებმაც ძალიან მომხიბლა. მეგობრული დამოკიდებულება იგრძნობა ადამიანებში, ძალიან თბილი და კეთილგანწყობილი ხალხი ხართ, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა, შაიხა ნასერ ალ ნუვაისმა.

27 სექტემბერი 2026, 22:40

პოლიტიკა

რეალურად სცადა თუ არა ესტონელ ბისზმესმენ ოლეგ ოსინოვსკისთან დაკავშირება სტუდია „მონიტორმა“ თელეთში მდებარე მიწის ნაკვეთის შესახებ რეპორტაჟისთვის და როგორ იყიდა ოსინოვსკიმ 2014 წელს 1 კვადრატული მეტრი 1 დოლარად - „იმედის კვირის“ კითხვებს ოსინოვსკიმ უპასუხა

„იმედის კვირა“ სტუდია „მონიტორის“ რეპორტაჟში გადმოცემული ამბის შესახებ სიმართლის დადგენით დაინტერესდა და მაყურებელს უამბო თელეთში მდებარე იმ რეკრეაციულ ზონაზე, რომელიც ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილის კომპანიამ ესტონელი ბიზნესმენისგან იყიდა - დაახლოებით 10 ჰექტარი მიწის ფართობი მან არა ბიზნესინტერესებისთვის, არამედ რეკრეაციული ზონის შენარჩუნების მიზნით შეიძინა.

ვახტანგ ჭარაია

27 სექტემბერი 2026, 22:38

ეკონომიკა

ვახტანგ ჭარაია: „ნამახვანჰესის“ ეკონომიკური სარგებელი საქართველოსთვის იქნებოდა შეუფასებელი, არამარტო სუფთა ეკონომიკური, არამედ ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებისთვისაც, სამუშაო ადგილებისთვის, საბიუჯეტო შემოსავლებისთვის, ეგრეთ წოდებული გადადინების ეფექტით, უამრავ სხვა დარგში იქნებოდა დადებითი შედეგები

გინდ ქართველი იყოს, გინდ უცხოელი, ამოსავალი წერტილი ეს არ უნდა იყოს. ამოსავალი წერტილი უნდა იყოს, რა ინვესტიციას ახორციელებს, გვჭირდება თუ არა ჩვენ ეს ინვესტიცია, ახლავს თუ არა მას ისეთი ხიფათი, რომელიც წონის იმ ფინანსურ სარგებელს, რომელიც შეიძლება მას მოჰყვეს და შესაბამისი გადაწყვეტილება ძალიან მარტივია შემდგომ მისაღებად, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ „გრუნის“ ბიზნესაკადემიის დეკანმა ვახტანგ ჭარაიამ.

27 სექტემბერი 2026, 22:35

საზოგადოება

ლევილის ქართველთა მამულის ახალი სიცოცხლე. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი

ლევილის ქართველთა მამულის ახალი სიცოცხლე - სივრცე, სადაც 1922 წლიდან საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ემიგრაციაში მყოფმა მთავრობამ დაიდო ბინა და რომელიც საქართველოს ეროვნული იდეის, თავისუფლებისა და ქართული კულტურის ერთგულების კერად იქცა, სრულად რეაბილიტირებულია.

ლევან მამალაძე

27 სექტემბერი 2026, 22:13

ეკონომიკა

ლევან მამალაძე: ეს არაბიზაციის თემა, ფაქტობრივად, არის მოგონილი თემა, არაფერზე დაყრდნობილი, არანაირ ციფრსა და არანაირ სტატისტიკაზე

ეს არაბიზაციის თემა, ფაქტობრივად, არის მოგონილი თემა, არაფერზე დაყრდნობილი, არანაირ ციფრსა და არანაირ სტატისტიკაზე, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ სტრატეგიული დაგეგმარების ცენტრის ხელმძღვანელმა, მეცნიერებათა დოქტორმა ლევან მამალაძემ.

27 სექტემბერი 2026, 22:05

ეკონომიკა

გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ქალი - საქართველო ალ ნუვაისის თვალით. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი

ქალი, რომელმაც ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის ნახევარსაუკუნოვან ისტორიაში სრულიად ახალი ფურცელი გადაშალა - 50-წლიანი მოღვაწეობის შემდეგ ამ ორგანიზაციას ქალი პირველად ჩაუდგა სათავეში. გადატვირთული დღის წესრიგის მიუხედავად, ალ ნუვაისის ვიზიტების ნუსხაში პრიორიტეტული აღმოჩნდა ოფიციალური ვიზიტი საქართველოში.

ირაკლი კობახიძე

27 სექტემბერი 2026, 22:01

საზოგადოება

პრემიერი: ქართველი საზოგადოებისთვის ლევილი არის სიმბოლო იმისა, თუ როგორ შეიძლება ინახავდნენ ქართველები ათწლეულების მანძილზე ოცნებას თავისუფლების შესახებ, მრავალფუნქციური დატვირთვა ექნება ლევილის მამულს, აქ გვექნება შესაძლებლობა, ჩვენს უცხოელ მეგობრებს გავაცნოთ საქართველოს კულტურა, იდენტობა და ისტორია

ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ლევილის მამული იმისათვის, რომ ფართო საზოგადოებას, მათ შორის ჩვენს უცხოელ მეგობრებს გავაცნოთ საქართველოს კულტურა, იდენტობა და ისტორია, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედის კვირა“.

27 სექტემბერი 2026, 21:53

ჯანდაცვა

ბავშვები საკვებით მოიწამლნენ თუ ვირუსი გავრცელდა - ნოროვირუსი. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი

ლაბორატორიულმა კვლევებმა აჩვენა, რომ შემთხვევების მიზეზი არა საკვებით ინტოქსიკაცია, არამედ ნოროვირუსი იყო. სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გამოკვლეულ ნიმუშებში სურსათის უვნებლობის დარღვევა არ დადასტურდა. ყველა შესაბამისი უწყება ფეხზე იდგა, 24-საათიანი რეჟიმი მუშაობდა, რომ საზოგადოებას ზუსტი ინფორმაცია ჰქონოდა. პარალელურად, განსაკუთრებული მეთვალყურეობა ჰქონდათ კლინიკებში მოთავსებულ ბავშებს.

ლევან მაჭავარიანი

27 სექტემბერი 2026, 21:51

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი ბახმაროში ჩატარებულ სემინარზე: ეს იყო პოლიტიკური შინაარსის სემინარი და შესაბამისად, ეს ყველაფერი უნდა შეთანხმებულიყო მთავრობასთან

ეს იყო პოლიტიკური შინაარსის სემინარი და შესაბამისად, ეს ყველაფერი უნდა შეთანხმებულიყო მთავრობასთან, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა ბახმაროში ჩატარებულ სემინართან დაკავშირებით.

27 სექტემბერი 2026, 21:45

პოლიტიკა

წახალისებული ექსტრემიზმი. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი

ევროპულმა ინსტიტუტებმა უძველესი კულტურის ქვეყანაში რატომღაც უკულტურობის დაფინანსება გადაწყვიტეს. კორძის მუსიკალური საღამო გორში საზოგადოების მწვავე რეაქციის გამო ჩაიშალა. შემსრულებელი ამ ფაქტმა ისე გააღიზიანა, რომ სოცქსელებში ღიად მოითხოვა ევროპული ინსტიტუტების მხარდაჭერა და მიიღო კიდეც - განცხადება განცხადებაზე გაავრცელეს.

ირაკლი კობახიძე

27 სექტემბერი 2026, 21:25

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე სტუდია „მონიტორის“ რეპორტაჟზე: დიდი ხანია აქვთ მცდელობები, რომ სხვადასხვა სახით შეტევა მიიტანონ ბიძინა ივანიშვილზე, თუმცა, როდესაც საქმე ეხება ფინანსებს, ეს არის აბსოლუტურად შეუძლებელი - ისინი ცდილობენ, რომ ადამიანს, რომელსაც მრავალმილიარდიანი ქველმოქმედება აქვს გაწეული თავისი ცხოვრების მანძილზე, დააბრალონ გარკვეული სიკეთის სხვისგან მითვისება

დიდი ხანია აქვთ მცდელობები, რომ სხვადასხვა სახით შეტევა მიიტანონ ბიძინა ივანიშვილზე, თუმცა, როდესაც საქმე ეხება ფინანსებს, ეს არის აბსოლუტურად შეუძლებელი, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სტუდია „მონიტორის“ რეპორტაჟთან დაკავშირებით.

27 სექტემბერი 2026, 21:22

პოლიტიკა

არარსებული „არაბიზაციის“ საფრთხე - ქვეყნის განვითარების მტრები. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი

„იმედის კვირამ“ გაარკვია, რომ სიტყვა „არაბიზაცია“ მათთვის თურმე კრებსითი ყოფილა და ის საზოგადოების შეცდომაში შესაყვანად გამოიგონეს.

შალვა პაპუაშვილი

27 სექტემბერი 2026, 21:08

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი სტუდია „მონიტორის“ რეპორტაჟზე: ეს ფანტაზიორობა ბიძინა ივანიშვილის ქონების წარმომავლობის გარეშემო არის სწორედ ამ შავი პროპაგანდისტული ხაზის ნაწილი და ამ შემთხვევაში სტუდია „მონიტორიც“ იმ ჯგუფის წევრია, რომელიც ზოგადად საქართველოს წინააღმდეგ მოქმედებს

ეს ფანტაზიორობა ბიძინა ივანიშვილის ქონების წარმომავლობის გარეშემო არის სწორედ ამ შავი პროპაგანდისტული ხაზის ნაწილი და ამ შემთხვევაში სტუდია „მონიტორიც“ იმ ჯგუფის წევრია, რომელიც ზოგადად საქართველოს წინააღმდეგ მოქმედებს, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა სტუდია „მონიტორის“ რეპორტაჟთან დაკავშირებით.

27 სექტემბერი 2026, 20:54

სამართალი

სიმართლე იმ რეკრეაციულ ზონაზე, რომელიც ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილის კომპანიამ ესტონელი ბიზნესმენისგან იყიდა - დამალული სიმართლის ფასი. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი

ნინო ზურიაშვილმა კალამი აშკარად ლურსმანზე ჩამოკიდა? მისი წარსული პროფესიული სტანდარტის გათვალისწინებით, რთული წარმოსადგენია ისეთი რეპორტაჟის ხილვა, რომელიც სტუდია „მონიტორმა“ შემოგვთავაზა, - განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ, გადაცემა „იმედის კვირის“ წამყვანმა ირაკლი ჩიხლაძემ სტუდია „მონიტორის“ მიერ მომზადებულ მასალასთან დაკავშირებით.

27 სექტემბერი 2026, 20:30

პოლიტიკა

რა გზავნილებით ჩავიდა პრემიერი გაეროს გენერალურ ასამბლეაზე. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

დეოკუპაცია, მშვიდობის პოლიტიკა, პრაგმატიზმი - გაეროს ტრიბუნიდან საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მსოფლიოს მიმართა. ეს იყო უმაღლესი თანამდებობის პირის გამოსვლა, რომლის მთავარი გზავნილებიც იმ რეალობას ასახავდა, რომელშიც დღეს საქართველო და მსოფლიო არიან. მთავრობის მეთაურმა ილაპარაკა როგორც საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკაზე და იმ გამოწვევებზე, რომლებთან გამკლავებაც დღევანდელ ხელისუფლებას უწევს.

27 სექტემბერი 2026, 20:10

სპორტი

საქართველოს პარაძიუდოს ნაკრები ისტორიაში პირველად მსოფლიოს ჩემპიონია

საქართველოს ნაკრები პარაძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე გუნდურ ასპარეზობაში მსოფლიოს ჩემპიონი ისტორიაში პირველად გახდა. საქართველოს ნაკრებმა ნეიტრალურ პარასპორტსმენთა გუნდი ანგარიშით 4:2 დაამარცხა

27 სექტემბერი 2026, 20:04

საზოგადოება

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სოხუმის დაცემის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სოხუმის დაცემის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

27 სექტემბერი 2026, 19:59

საზოგადოება

„მართლმადიდებელი ეკლესია ჯვართამაღლების დღესასწაულს აღნიშნავს. გილოცავთ დღევანდელ დღეს! ეს დღე იმედია უკეთესი ხვალინდელი დღის, დაკარგულის დაბრუნების - ჩვენ აუცილებლად დავბრუნდებით აფხაზეთში - ოღონდ არა ომით და აგრესიით, არამედ მშვიდობით, ურთიერთპატიებით და შენდობით" - ირაკლი ჩიხლაძის მონოლოგი

მართლმადიდებელი ეკლესია ჯვართამაღლების დღესასწაულს აღნიშნავს. მაცხოვრის ჯვარცმიდან თითქმის სამასი წლის შემდეგ ქრისტიანებმა მანამდე დაკარგული უდიდესი სიწმინდე - უფლის ცხოველმყოფელი ჯვარი მოიძიეს და მისი თაყვანისცემის საშუალება მიეცათ. გილოცავთ დღევანდელ დღეს! ეს დღე იმედია უკეთესი ხვალინდელი დღის, დაკარგულის დაბრუნების - ჩვენ აუცილებლად დავბრუნდებით აფხაზეთში - ოღონდ არა ომით და აგრესიით, არამედ მშვიდობით, ურთიერთპატიებით და შენდობით, - ასე მიულოცა მაყურებელს ჯვართამაღლების დღესასწაული ტელეკომპანია „იმედის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ, გადაცემა „იმედის კვირის“ წამყვანმა ირაკლი ჩიხლაძემ.