საქართველოში ლუგარის ცენტრს რუსი ექსპერტები ეწვევიან
გრიგორი კარასინი
ფოტო: IMEDI
საქართველოს ლუგარის ცენტრის დასათვალიერებლად რუსი ექსპერტები ეწვევიან.
ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინისა და პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი.
აუდიენცია პრაღაში ცოტა ხნის წინ დასრულდა.
„ხშირად კეთდება სიუჟეტები ჩვენი მედიით და თქვენი ტელევიზიებითაც ლუგარის ლაბორატორიის შესახებ. დღევანდელ შეხვედრაზე მე მადლობა გადავუხადე ქართულ მხარეს წინადადებისთვის, რომ ჩვენი ექსპერტები ეწვიონ ლუგარის ლაბორატორიას.
ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს ძალიან კარგი იქნება. მართებულია და მისასალმებელია, მაგრამ შევთანხმდით, რომ ექსპერტებმა საქართველოში ჩამოსვლამდე გამართონ შეხვედრა და დეტალებზე შეთანხმდნენ. მაგალითად, რისთვის მოდიან, რას დაათვალიერებინებენ ლუგარის ლაბორატორიაში. ექსპერტები იმიტომ არიან ექსპერტები, რომ მათ არ სჯერათ ტელევიზიით მომზადებული რეპორტაჟების.
მათ სურთ, გაიგონ დეტალურად ყველაფერი და რისთვის ჩამოვლენ. ჩვენს ექსპერტებს სურთ, დეტალურად გაეცნონ ამ ლაბორატორიის მუშაობას. მათ აქვთ სურვილი, დასვან კითხვები და ამ კითხვებზე მიიღონ სრულყოფილი პასუხები.
შესაბამისად, ამ ყველაფრის შემდეგ სხვა თვალით შეხედონ ლაბორატორიის მუშაობას. შეხვდნენ ერთმანეთს, დაგეგმონ და შეთანხმდნენ. ზუსტი თარიღი არ ვიცი. ისინი ამას თავად გადაწყვეტენ“, - განუცხადა კარასინმა „ქრონიკას“.
თემაზე კომენტარი გააკეთა ზურაბ აბაშიძემაც.
„ხშირად გვესმის მათი განცხადებები, რომ შეშფოთებულები არიან იმით, რაც ლუგარის ლაბორატორიაში ხდება. ჩვენ ვეუბნებით, რომ იქ არაფერი შესაშფოთებელი არ ხდება. თუ აქვთ სურვილი რუს მეცნიერს, სპეციალიტს, ექსპერტს, მაშინ მათთვის ლაბორატორიის კარი ღიაა. ჩამობრძანდნენ და დაათვალიერონ. შარშან დიდი კონფერენცია ჩატარდა. მოწვეულები იყვნენ რუსი სპეცილისტები და არ ჩამოვიდნენ. ამჯერადაც ღიაა ლაბორატორიის კარი. თუ ექნებათ სურვილი ჩამოვიდნენ. თითქოს აქვთ ჩამოსვლის სურვილი და მიიღონ მონაწილეობა ერთობლივ ღონისძიებაში. სამუშაო რეჟიმში დეტალები დაზუსტდება. ლაბორატორიის კარი ღია იყო და არის ნებისმიერი ქვეყნის მეცნიერისთვის. ადრეც გვქონდა შეთავაზება, დღესაც აქვთ და კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ამჯერადაც. ეს არ არის დახურული უწყება. ეს არის სამეცნიერო ცენტრი. არავის მათთვის უარი არ უთქვამს“.
რიჩარდ ლუგარის ცენტრი სახელობის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრი დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი სრულ ექსპლუატაციაში 2013 წლის აგვისტოში შევიდა. ლუგარის ცენტრი დაავადებათა ქვეყნის ლაბორატორიული ქსელის უმაღლესი დონის დაწესებულებაა, რომელიც წარმოადგენს საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემის რეფერალურ ლაბორატორიას.
ყველა სიახლე
06 სექტემბერი 2026, 12:53
პოლიტიკა
ანა წითლიძე: ნიკა გვარამია იყო ადამიანი, რომელმაც თავისი თავის კაპიტალიზირება მოახდინა მიშას რესურსზე, აბსოლუტურად ყველანაირად, გინდა ფინანსური, გინდა მაგისი გავლენები - ყველაზე გავლენიანი პირი თუ ვინმე იყო, არაფორმალური მმართველი „ნაციონალური მოძრაობის“ ეგ იყო, „მთავარის“ დირექტორი რომ იყო
[ნიკა გვარამია] იყო ადამიანი, რომელმაც მთელი თავისი თავის კაპიტალიზირება მოახდინა მიშას რესურსზე. ყველანაირად საერთოდ, აბსოლუტურად ყველანაირად, - განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა“ ანა წითლიძემ პოდკასტში „მისმინე“ ნიკა გვარამიასა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ურთიერთობაზე საუბრისას.
06 სექტემბერი 2026, 12:16
საზოგადოება
„ქოცურ ივენთებზე, სადაც კობახიძე სიტყვით გამოდის წესიერ ადამიანს არ უნდა ვხედავდეთ. ნათია, ისე ნუ იზამ შენს მდგომარეობაზეც შევწუხდეთ“ - საავიაციო სოფლის გახსნის ღონისძიებაზე ირაკლი ალასანიას გამოჩენას ნინია კაკაბაძისა და ნათია ფანჯიკიძის დაპირისპირება მოჰყვა
სოციალურ ქსელში ნინია კაკაბაძესა და ნათია ფანჯიკიძეს შორის დაპირისპირება ამბასადორის საავიაციო სოფლის გახსნის ღონისძიებაზე ირაკლი ალასანიას გამოჩენას მოჰყვა, სადაც სიტყვით პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გამოვიდა.
06 სექტემბერი 2026, 11:56
მსოფლიო
ნატოს სწავლებები ისლანდიის სანაპიროსთან აშშ-ის მონაწილეობის გარეშე პირველად ჩატარდა
„ვხედავთ, როგორ აქტიურდებიან ევროპა და კანადა, და ამას პირდაპირი მნიშვნელობით აქ, ისლანდიაში ვადევნებთ თვალს“, - განაცხადა ისლანდიის საგარეო საქმეთა სამინისტროს თავდაცვის დირექტორატის ხელმძღვანელმა, იონას ალანსონმა.
06 სექტემბერი 2026, 11:41
მსოფლიო
ვულკანის ამოფრქვევამ ინდონეზიაში ავიამიმოსვლა შეაფერხა
ვულკანმა ამოფრქვევა პარასკევს, გვიან ღამით დაიწყო, რასაც თან სდევდა უწყვეტი სეისმური აქტივობა და ლავის შადრევნები. ხელისუფლების ცნობით, კვირას დილით კიდევ ორი ამოფრქვევა მოხდა. რეისების შეჩერებამ, რომელიც 13:30 საათამდე გაგრძელდა, 22 000-ზე მეტი ადამიანი დააზარალა.
06 სექტემბერი 2026, 11:23
მსოფლიო
ვუჩიჩი სერბეთის მმართველი პარტიის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად დაასახელეს
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, გადაწყვეტილება „სერბეთის პროგრესული პარტიის“ საბჭომ პარტიულ ყრილობაზე მიიღო.
06 სექტემბერი 2026, 11:15
მსოფლიო
საბერძნეთში ავიაშოუს მიმდინარეობისას სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა, დაიღუპა ორი პილოტი
საბერძნეთში სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ორი პილოტი დაიღუპა. ინციდენტი ათენის სიახლოვეს, ტანაგრას ბაზაზე მოხდა, სადაც ავიაშოუ იმართებოდა.
06 სექტემბერი 2026, 11:13
მსოფლიო
რა ვითარებაა ამ დროისთვის უკრაინაში
მოსკოვში გამართული მოლაპარაკებების პარალელურად, რუსულმა ძალებმა ზაპოროჟიეზე მიიტანეს იერიში. მათი სამიზნე დასახლებული რაიონები გახდა. თავდასხმის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა და 25 დაშავდა. დაზიანდა საცხოვრებელი სახლები და ადმინისტრაციული შენობა.
06 სექტემბერი 2026, 11:13
მსოფლიო
ამერიკულმა ძალებმა სამ ირანულ ტანკერზე იერიში მიიტანეს
ამერიკულმა ძალებმა სამ ირანულ ტანკერზე იერიში მიიტანეს. ცენტრალური სარდლობის განცხადებაში ნათქვამია, რომ ტანკერებზე დარტყმა მას შემდეგ განხორციელდა, რაც ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი ამერიკის საზღვაო ძალების ორ სამხედრო გემს დაესხა თავს.
06 სექტემბერი 2026, 11:08
რეგიონი
ღირებულებითი განათლების მიმართულებით გადამზადებულ სასულიერო პირებს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში სერტიფიკატები გადასცეს
ღირებულებითი განათლების მიმართულებით გადამზადებულ სასულიერო პირებს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში სერტიფიკატები გადასცეს და შეაჯამეს გაწეული მნიშვნელოვანი სამუშაო. მანამდე ფსიქოლოგმა ტრენინგი ჩაატარა.
06 სექტემბერი 2026, 11:08
მსოფლიო
თავდაცვის ძალების წარმომადგენლები ანაკლიის ბანაკს ესტუმრნენ
დასავლეთის სარდლობის მე-2 ქვეითი ბრიგადის სამხედროებმა ბანაკის მონაწილეებს ინფორმაცია მიაწოდეს თავდაცვის ძალების ისტორიის, სამხედრო სწავლებების, ეროვნული გმირების, სამხედრო განათლებისა და კარიერული განვითარების შესახებ. სამხედროებმა ახალგაზრდებს წვევამდელთა ეროვნულ სამსახურში პირობები და არსებული ბენეფიტები გააცნეს.
06 სექტემბერი 2026, 11:06
რეგიონი
ბათუმი „გემოფესტს" მასპინძლობს
„გემოფესტის“ პირველი დღე ბათუმში ამერიკელმა ბლუზისა და კლასიკური სოულის მომღერალმა და კომპოზიტორმა ბიგ დადი ვილსონმა დახურა. გასტრონომიულ ფესტივალს, ზღვისპირა ქალაქში, მუსიკალურად დიჯეები და ბენდები აფორმებენ.
06 სექტემბერი 2026, 11:05
რეგიონი
ბათუმი საერთაშორისო საზღვაო ფორუმს უმასპინძლებს
საერთაშორისო მნიშვნელობის ღონისძიება ბათუმში პირველად 2016 წელს გაიმართა და საქართველოს საზღვაო ქვეყნის სტატუსის განმტკიცებას, „შუა დერეფნის“ განვითარების პოტენციალის წარმოჩენასა და რეგიონული სატრანსპორტო კავშირების გლობალურ დონეზე გაძლიერებას ისახავს მიზნად. რეგიონის ყველაზე მასშტაბური სადისკუსიო პლატფორმის წლევანდელი სლოგანია : „სადაც ზღვები ხვდება დერეფნებს“.
06 სექტემბერი 2026, 10:59
საზოგადოება
სხვადასხვა მუნიციპალიტეტის ხუთი საჯარო სკოლის პროექტირება-რეაბილიტაციისთვის ტენდერები გამოცხადდა
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ დაგეგმილი პროექტები მოიცავს ზესტაფონის №5, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ბოდბის, საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფლების ჯალაურთის და სარეკის და ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ რიყეთის საჯარო სკოლების რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციას.
06 სექტემბერი 2026, 10:35
მსოფლიო
გერმანიაში რეგიონული არჩევნები მიმდინარეობს, რომლებზეც, რეიტინგის მიხედვით, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ლიდერობს
20 წელზე მეტია, ამ მხარის სათავეში კონსერვატიული „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ (CDU) წარმომადგენელი დგას, ამჟამად პრემიერ-მინისტრის პოსტს 47 წლის სვენ შულცე იკავებს. თუმცა რეიტინგებს დიდი უპირატესობით სათავეში ულტრამემარჯვენე „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) უდგას, რომელმაც პირველად მიიღო რეგიონული მთავრობის ფორმირების შანსი. მისი ძირითადი კანდიდატია 35 წლის ულრიხ ზიგმუნდი. ერთ-ერთი მთავარი ინტრიგაა, შეძლებს თუ არა AfD აბსოლუტური უმრავლესობის მოპოვებას.
06 სექტემბერი 2026, 10:13
მსოფლიო
უიტკოფისა და კუშნერის შეხვედრა პუტინთან 3 საათს გაგრძელდა
„მოლაპარაკებები არ შემოფარგლულა უკრაინის კრიზისის მოგვარებაზე მოსაზრებების გაცვლით - საკმაოდ დეტალურად იყო განხილული ეკონომიკური საკითხები და პოტენციური მსხვილი, ორმხრივად სასარგებლო რუსულ-ამერიკული პროექტები“, - განაცხადა მან.
06 სექტემბერი 2026, 10:00
პოლიტიკა
ზაალ ანჯაფარიძე: ფბ-ზე გადავაწყდი სააკაშვილის ერთ-ერთი დღემდე დაუსჯელი ჯალათის ნიკა გვარამიას მუქარას ნინო წილოსანის მიმართ - ხელისუფლებაში დავბრუნდები, დაგიჭერ, ყველაფერს გათქმევინებ. მყისიერად გაცოცხლდა მეხსიერებაში სისხლიანი 8 წელი
ფბ-ზე გადავაწყდი სააკაშვილის ერთ-ერთი დღემდე დაუსჯელი ჯალათის ნიკა გვარამიას მუქარას ნინო წილოსანის მიმართ - ხელისუფლებაში დავბრუნდები, დაგიჭერ, ყველაფერს გათქმევინებ... და ა.შ. მყისიერად გაცოცხლდა მეხსიერებაში ის სისხლიანი 8 წელი, - წერს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.
05 სექტემბერი 2026, 22:28
რეგიონი
აჭარული კერძების გემოები, გამოფენები და მუსიკა - ბათუმი პირველ „გემოფესტს“ მასპინძლობს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ძველი ბათუმის ბულვარი, გასტრონომიული ფესტივალის მასპინძელია - ბევრისთვის უცხო, ბევრისთვის კი კარგად ნაცნობი გემოები, ის, რაც აჭარის სავიზიტო ბარათია.
05 სექტემბერი 2026, 21:14
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების საქმეზე: როდესაც გარკვეულ ფაქტთან დაკავშირებით აკეთებ განცხადებას, სერიოზული მტკიცებულებები უნდა იყოს - როდესაც გაჩნდა კითხვები, ამ დროს ყველამ უკან დაიხია
„ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა, ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით პოლიციის მთავარ სამმართველოში დაწყებულ გამოკითხვებზე, მედიასთან კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, როდესაც გაჩნდა კითხვები, ამ დროს ყველამ უკან დაიხია.
05 სექტემბერი 2026, 21:12
პოლიტიკა
თორნიკე ფაღავა: სამწუხაროა, რომ რადიკალური ოპოზიციისთვის პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნა დაიწყო ბატონმა ღარიბაშვილმა
სამწუხაროა, რომ რადიკალური ოპოზიციისთვის პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნა დაიწყო ბატონმა ღარიბაშვილმა, - განუცხადა ჟურნალისტებს ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების საქმეზე საუბრისას, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, თორნიკე ფაღავამ.
05 სექტემბერი 2026, 20:52
სამართალი
დიდი ოდენობით მეთადონი - მორიგ ნარკოდანაშაულში პოლიციამ უცხო ქვეყნის მოქალაქეები ამხილა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
დიდი ოდენობით მეთადონი - მორიგ ნარკოდანაშაულში პოლიციამ უცხო ქვეყნის მოქალაქეები ამხილა. ამოღებულია ათობით შეკვრად დაფასოებული ნივთიერება, ბრალდებულები კი დაკავებულნი არიან.


