imedi /  15 ივნისი 2019, 13:17 / სანდო წყარო

ლევან ვასაძე ვიდეომიმართვას ავრცელებს. ვიდეო

ლევან ვასაძე

ლევან ვასაძე

ბიზნესმენი ლევან ვასაძე ვიდეომიმართვას ავრცელებს. ის მთავრობის კანცელარიასთან გამართულ აქციასა და „თბილისი პრაიდზე“ ლაპარაკობს.

"გუშინ იყო სითავხედის და ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის მორიგი საოცარი მაგალითი. ჩვენი მეუფეები მივიდნენ ამერიკის საელჩოში, სადაც დაახვედრეს უამრავი ელჩი, ეს ხალხი რომელიც თვალს ხუჭავდა ყოველგავარ უსამართლობაზე, რომელიც ბოლო წლებში საქართველოში ხდებოდა,"ეჩალიჩებოდა" ეკლესიას, რომ ნება დაერთოთ რათა გარყვნილების აღლუმი ჩატარდეს. ბუნებრივია, ეკლესიამ არაფერი დათმო.

გვაჩვენებენ თითქოს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მათ მხარს უჭერს. იმან სულ სხვა რამეზე თქვა ის რაც თქვა, ის ტვიტი რომ გამოაქვეყნეს იმან თქვა, ნუ ხოცავთო მუსლიმურ ქვეყნებში. ეხლა ეს განცხადება ჩვენ აგვაფარეს, თითქოს ტრამპი თბილისის აშშ-ის საელჩოში მოკალათებულ ჰილარისტებს და გლობალისტებს უჭერს მხარს. ვის ატყუებთ თქვე უბედურებო. გგონიათ ბნელა და არ ვიცით რა ხდება მსოფლიოში",- თქვა ვასაძემ.

ვასაძე ამბობს, რომ „თბილისი პრაიდი“ ქართულ სახელმწიფოებრიობასაც უქმნის საფრთხეს.

"თუ ჩვენ ამ წუნკლებს, პოლიტიკოსების ჩათვლით, ჩავატარებინებთ რამე საჯარო ღონისძიებას მომავალ კვირას, ჩვენ შეგვიძლია, დავემშვიდობოთ ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან შერიგების ყოველგვარ პერსპექტივას. ჩვენს რეპუტაციას მთელ კავკასიაში – ჩეჩნებთან, დაღესტნელებთან, ყარაჩაელებთან, ჩერქეზებთან, ყაბარდო-ბალყარელებთან, ოსებთან, რუსებთან, ყველასთან, ვინც გვესაზღვრება – თურქებთანაც, ირანელებთანაც, ყველასთან, ვინ ჩვენს გარშემო არის და რისი ცენტრიც ჩვენ უნდა გავხდეთ,"- თქვა ვასაძემ.

ის ამბობს, რომ პრაიდის ჩატარებას არ დაუშვებენ.

არაფერი შეგეშალოთ. ჩვენ არ მოგცემთ კორდონების ჩაყენების უფლებას. სადაც არ უნდა იყოს, კინოთეატრში, სკევრში, თუ ტყეში ყველგან მივაკითხავთ, ყველა კორდონს გავარღვევთ და წაგლეკავთ. როგორ ვიზამთ ამას? ხვალ შევთანხმებით“, - ამბობს ლევან ვასაძე.

14 ივნისს საპატრიარქომ მოუწოდა ხელისუფლებას, არ დაუშვას ლგბტ პრაიდის ჩატარება. ამის გამო, ლგბტ თემის წარმომადგელებმა და მათმა უფლებადაცველებმა აქცია გამართეს. გაიმართა კონტრაქციაც. 

კონტრაქციაზე მივიდა ლევან ვასაძეც, რომელმაც განაცხადა, რომ პრაიდის ჩატარებას არც ერთ შემთხვევაში არ დაუშვებს. ამ ორ საპროტესტო აქციას, ერთმანეთისგან პოლიციის კორდონი ჰყოფდა. 

პოლიციის მიერ დაკავებული პირებიდან 7 რჩება დროებითი მოთავსების იზოლატორში, ხოლო 21-მა პირმა გვიან ღამე ხელწერილის საუძველზე დატოვა პოლიციის განყოფილება.

„თბილისი პრაიდი“ 18 ივნისს საერთაშორისო კონფერენციით გაიხსნება და 23 ივნისს ღირსების მარშით დასრულდება.

ყველა სიახლე

17 ივლისი 2019, 20:06

მსოფლიო

Boeing 737 MAX-ი ავიაკატასტროფის მსხვერპლთა ოჯახებისთვის $50 მილიონს გამოყოფს

კომპანიამ განაცხადა, რომ ფინანსური დახმარების ფონდიდან ამ რაოდენობის თანხას ავიაკატასტროფაში დაღუპულთა ოჯახების დასახმარებლად გამოიყენებს. ამერიკულმა ავიახაზებმა Boeing 737 Max-ის ფრენების აკრძალვა სამ ნოემბრამდე გაახანგრძლივა.

ვლადიმერ პუტინი

17 ივლისი 2019, 19:27

მსოფლიო

პუტინმა დონბასის მოსახლეობისთვის რუსეთის მოქალაქეობის მიღება გაამარტივა

ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომელიც უკრაინაში, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში მცხოვრები მოსახლეობისთვის რუსეთის მოქალაქეობის მიღების პროცედურის გამარტივებას ეხება. ბრძანება ეხება მხოლოდ მათ, ვინც ამ ტერიტორიაზე 2014 წლის აპრილამდე ცხოვრობდა.

ირაკლი ოქრუაშვილი

17 ივლისი 2019, 19:05

ძალოვნები

ირაკლი ოქრუაშვილის დაცვის წევრი დააკავეს

თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის დაცვის წევრი დააკავეს. კ.კ-ს 236-ე მუხლის მიხედვით, იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას ედავებიან. პოლიტიკური მოძრაობა „გამარჯვებული საქართველოს“ დამფუძნებელმა კოტე კემულარიამ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ოქრუაშვილის დაცვის წევრს ეს იარაღი არასდროს უტარებია.

ნიგერია

17 ივლისი 2019, 19:03

მსოფლიო

ნიგერიაში შენობის ჩამონგრევას 12 ადამიანი ემსხვერპლა

შემთხვევა პლატოს შტატში მდებარე ქალაქ ჯოსში მოხდა. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, 4 ადამიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი. მათი მდგომარეობა კრიტიკულია. გავრცელებული ცნობით, შენობა ავარიული იყო, რადგან უსაფრტხოების სტადარტებს არ აკმაყოფილებდა.

ელ ჩაპო

17 ივლისი 2019, 18:56

მსოფლიო

ნარკობარონ ელ ჩაპოს ნიუ-იორკის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა

ნიუ-იორკის ფედერალურმა სასამართლომ ნარკობარონ ხოაკინ გუსმანის (მეტსახელად ელ ჩაპო) განაჩენი გამოაცხადა. 62 წლის ხოაკინ გუსმანი წარდგენილ 10 ბრალდებაში ცნეს დამნაშავედ, მათ შორის ნარკოტიკებით ვაჭრობასა და ფულის გათეთრებაში. ელ ჩაპო მექსიკის ციხიდან გვირაბის დახმარებით 2016 წელს გაიქცა.

გიორგი გახარია

17 ივლისი 2019, 18:43

საქართველო

გახარია: ბიძინა ივანიშვილმა 20 ივნისის მოვლენების შესახებ მეორე დღეს გაიგო

შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, 20 ივნისს, რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენების შესახებ ბიძინა ივანიშვილმა მეორე დღეს გაიგო. „მე არ მქონია პირადად კომუნიკაცია. დამირეკა მეორე დღეს და ავუხსენი, რა მოხდა იმ ღამეს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

გიორგი გახარია

17 ივლისი 2019, 18:35

საქართველო

გახარიამ ინგა გრიგოლიას მწვავე დისკუსიისთვის მადლობა გადაუხადა

„მინდა მხარი დავუჭირო ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას, ჩემთვის უკიდურესად მნიშვნელოვანი იყო მასთან ეთერში მისვლა და ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია ის ზეწოლა და ბულინგი, რომელსაც მასზე ახორციელებენ. მინდა მას მადლობა გადავუხადო მწვავე დისკუსიისთვის, რომლის დროსაც მე მქონდა საშუალება ჩემი აზრი გამომეთქვა"- განაცხადა გახარიამ.

F16

17 ივლისი 2019, 18:32

მსოფლიო

ევროპაში აშშ-ის ბირთვული იარაღის ადგილსამყოფელი შემთხვევით გასაჯაროვდა

ევროპაში აშშ-ის ბირთვული იარაღი სავარაუდოდ ბელგიის, გერმანიის, ნიდერლანდების, იტალიისა და თურქეთის სამხედრო ბაზებზე მდებარეობს. მათი ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაცია ცნობილი გახდა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის წევრის, ჯოზეფ დეის ანგარიშიდან.

გიორგი გახარია

17 ივლისი 2019, 18:12

ძალოვნები

გახარია პროკურატურაში გამოკითხეს

20-21 ივნისის საქმეზე შს მინისტრი გიორგი გახარია პროკურატურაში გამოკითხეს. უწყებიდან გამოსვლის შემდეგ მან ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა. 20 ივნისს საღამოს პარლამენტთან მშვიდობიანი აქციის შემდეგ, მომიტინგეების ნაწილმა შენობაში შეჭრა სცადა. სპეცრაზმმა აქციის დასაშლელად რამდენჯერმე გამოიყენა ცრემლმდენი გაზი, წყლის ჭავლი და რეზინის ტყვიები.

სალომე სამადაშვილი

17 ივლისი 2019, 18:11

საქართველო

ოპოზიციის ნაწილისთვის მმართველ გუნდთან კოალიციაში ყოფნა გამორიცხულია

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების შემდეგ სავარაუდოდ კოალიციური მთავრობის შექმნასთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილის განცხადებას, ოპონენტები პასუხობენ. პარტიის თავმჯდომარის პოზიციაა, რომ 2020 წლისთვის ითანამშრომლოს ყველასთან "ნაციონალური მოძრაობის" გამოკლებით.

17 ივლისი 2019, 17:12

მსოფლიო

ერაყში 3 თურქი დიპლომატი მოკლეს

ერაყის ქალაქ ერბილში 3 თურქი დიპლომატი მოკლეს. ინფორმაციას Reuters ავრცელებს. მოკლულებს შორის არის თურქეთის კონსულის მოადგილე. მედიის ცნობით, თავდამსხმელებმა დიპლომატებს ერთ-ერთ რესტორანში გაუხსნეს. სხვა დეტალები ამ დროისთვის არ ვრცელდება. დიპლომატები ერთ-ერთ რესტორანში სადილზე იყვნენ.

17 ივლისი 2019, 17:11

ტაბლოიდი

როგორ მიულოცეს პანდას იუბილე ბერლინის ზოოპარკში. ვიდეო

ბერლინის ზოოპარკის ბინადარ პანდას 9 წელი შეუსრულდა. ზოოპარკის თანამშრომლებმა მას იუბილე ტორტით მიულოცეს. პანდამ, სახელად-ჯიაო ქინგი, წონის მიუხედავად (110 კგ-ს იწონის) უპრობლემოდ მიირთვა სპეციალურად მისთვის მომზადებული ტორტი, გაყინული ბოსტნეულის შიგთავსით.

თალიბები

17 ივლისი 2019, 17:04

მსოფლიო

ავღანეთში თალიბებთან შეტაკებას 18 სპეცრაზმელი ემსხვერპლა

შეტაკება ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მას შემდეგ დაიწყო, რაც სპეცრაზმის ჯგუფმა ბაგდის პროვინციაში თალიბების შტაბბინის შტურმი მიიტანა. დაპირისპირება რამდენიმე საათს გაგრძელდა. ადგილობრივი მთავარობის ცნობით, 19 მებრძოლი ლიკვიდირებულია, 20 კი დაჭრილი. ამასთან, რადიკალებმა 6 სამხედრო მძევლად აიყვანეს.

სუზან იტონი

17 ივლისი 2019, 16:56

მსოფლიო

პოლიციამ ამერიკელი მეცნიერის მკვლელობის სავარაუდო მოტივი დაასახელა

ამერიკელი მეცნიერის მკვლელობის საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი. სამართალდამცველების თქმით, დანაშაული 27 წლის კაცმა აღიარა. ეჭვმიტანილის ჩვენების მიხედვით, უგონო მდგომარეობაში მყოფი სუზან იტონი ბუნკერამდე მანქანით მიიყვანა. საბერძნეთში, კუნძულ კრეტაზე მეორე მსოფლიო ომის დროინდელ ბუნკერში ამერიკელი მეცნიერის ცხედარი 10 ივლისს იპოვეს.

ჯანსაღი კვება

17 ივლისი 2019, 16:50

ტექნოლოგიები

რას გულისხმობს ჯანსაღი კვების 5 ძირითადი ელემენტი. რეკომენდაცია

არა ერთი კვლევით დასტურდება, რომ ჯანსაღი კვება დაკავშირებულია როგორც სიცოცხლის ხანგრძლივობასთან, ასევე წონის რეგულირებასთან. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ჯანსაღი კვების ხუთი ძირითადი ელემენტი აქვს შემუშავებული. სია იწყება ადრეულ ასაკში ძუძუთი კვებიდან.

ანდრეა კამილერი

17 ივლისი 2019, 16:47

კულტურა

„წყლის ფორმის“ ავტორი ანდრეა კამილერი გარდაიცვალა

ის საავადმყოფოში 17 ივნისს გადაიყვანეს, რის შემდეგაც რეანიმაციულ განყოფილებაში იყო.კამილერის ყველაზე ცნობილი წიგნი „წყლის ფორმაა“, რომლის მთავარი გმირი პოლიციის კომისარი სალვო მონტალბანოა. სწორედ ამ წიგნმა მოუტანა მწერალს საყოველთაო აღიარება.

სოციალური ქსელი

17 ივლისი 2019, 16:45

ტექნოლოგიები

Facebook-ის მუშაობა შეფერხებულია

Facebook-ის მუშაობაში შეფერხებაა. ამ დროისთვის გაურკვეველი მიზეზების გამო Facebook-ის გვერდი არ იხსნება, ასევე არ მუშაობას Messanger-ი, შეფერხება ფიქსირდება Instagram-ზეც.

იხვები

17 ივლისი 2019, 15:54

ტაბლოიდი

მთვლემარე იხვი მთელი ძალით ცდილობს, რომ არ დაიძინოს 🦆

Reddit-ის მომხმარებელმა მეტსახელად dobbyisafreepup-ი ქსელში ვიდეო გააზიარა, რომელშიც იხვს ძალიან ეძინება, მაგრამ მთელი ძალით ცდილობს, რომ არ ჩაეძინოს. შეიძლება ითქვას, რომ მთვლემარე იხვები Youtube-ზე ცალკე ვიდეოების ჟანრია. არის ვიდეოები, სადაც იხვებს სულაც ადამიანებთან ერთად სძინავთ.

მოსამართლეების დანიშვნა

17 ივლისი 2019, 15:33

საქართველო

უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება ხმაურით დასრულდა

საბჭოს მოსამართლე წევრმა დიმიტრი გვრიტიშვილმა გასაუბრება ისე დაასრულა, რომ არამოსამართლე წევრებს კითხვები ჯერ კიდევ ჰქონდათ. საბჭოს სრულმა შემადგენლობამ სხდომის დარბაზი დატოვა, ამან კი საბჭოს არამოსამართლე წევრების ნაზი ჯანეზაშვილის და ანა დოლიძის პროტესტი გამოიწვია.

 F-35

17 ივლისი 2019, 15:30

მსოფლიო

აშშ თურქეთს გამანადგურებელ F-35-ს აღარ მიჰყიდის

შეიარაღების პირველი კომპონენტები ანკარასთან მდებარე ავიაბაზაზე ჩაიტანეს. ივნისის დასაწყისში ამერიკის შეერთებულმა შტატებმა თურქეთს ულტიმატუმი წაუყენა და დრო ივლისის ბოლომდე მისცა, რომ არჩევანი ამერიკულ გამანადგურებელ F-35-სა და რუსულ S-400 ტიპის კომპლექსს შორის გაეკეთებინა.