imedi /  15 ივნისი 2019, 18:28 / სანდო წყარო

„თბილისი პრაიდი“ ლევან ვასაძის განცხადებაზე სამართლებრივ რეაგირებას ითხოვს

აქცია თბილისში

აქცია თბილისში

„თბილისი პრაიდი“ ბიზნესმენ ლევან ვასაძის განცხადებას Facebook-ის საკუთარ გვერდზე გამოეხმაურა. ორგანიზაცია აცხადებს, რომ  ლევან ვასაძის განცხადება მუქარაა და რეალურ საფრთხეს შეიცავს, ამიტომ შსს-მ გამოძიება უნდა დაიწყოს. 

„ამჯერად, გუშინდელი მოვლენების ფონზე და იმის გათვალისწინებით, რომ თბილისი პრაიდის კვირეული სულ რამდენიმე დღეში იწყება, ნამდვილად შეიძლება ითქვას, რომ მუქარა არის რეალური საფრთხის შემცველი და შსს-მ სასწრაფოდ უნდა დაიწყოს ამ შემთხვევაზე გამოძიება.ასევე მოვუწოდებთ სახალხო დამცველსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს გააკეთონ შეფასება, შეიცავს თუ არა მოცემული განცხადება დანაშაულის ნიშნებს“, – აღნიშნულია „თბილისი პრაიდის“ გვერდზე.

ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ დღეს ვიდეომიმართვა გაავრცელა. ის მთავრობის კანცელარიასთან გამართულ აქციასა და „თბილისი პრაიდზე“ ლაპარაკობს.

14 ივნისს საპატრიარქომ მოუწოდა ხელისუფლებას, არ დაუშვას ლგბტ პრაიდის ჩატარება. ამის გამო, ლგბტ თემის წარმომადგელებმა და მათმა უფლებადაცველებმა აქცია გამართეს. გაიმართა კონტრაქციაც. 

კონტრაქციაზე მივიდა ლევან ვასაძეც, რომელმაც განაცხადა, რომ პრაიდის ჩატარებას არც ერთ შემთხვევაში არ დაუშვებს. ამ ორ საპროტესტო აქციას, ერთმანეთისგან პოლიციის კორდონი ჰყოფდა. 

პოლიციის მიერ დაკავებული პირებიდან 7 რჩება დროებითი მოთავსების იზოლატორში, ხოლო 21-მა პირმა გვიან ღამე ხელწერილის საუძველზე დატოვა პოლიციის განყოფილება.

„თბილისი პრაიდი“ 18 ივნისს საერთაშორისო კონფერენციით გაიხსნება და 23 ივნისს ღირსების მარშით დასრულდება.

ყველა სიახლე

დავით ქართველიშვილი

25 მაისი 2026, 11:32

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: დიდი ალბათობით, ნაცსექტანტების 26 მაისის უკანონო შეკრებაზე ჩვენ ვეღარ ვიხილავთ უნგრეთის სახელმწიფო დროშებს და ბანერებს წარწერებით - „ბუდაპეშტის შემდეგ, თბილისია"

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალური ქსელით ეხმიანება გაზეთ Die Weltwoche- ში გამოქვეყნებულ სტატიას, სადაც ნათქვამია, რომ ევროკავშირის მცდელობა, ჩამოეშორებინა კონტინენტზე ვიქტორ ორბანის გავლენა, უშედეგოდ დასრულდა.

ირაკლი კობახიძე

25 მაისი 2026, 11:25

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: საქართველოში კომპანია „ტეზერის“ შემოსვლა უმნიშვნელოვანესი გზავნილია საერთაშორისო საინვესტიციო სამყაროსთვის - ეს ფაქტი აჩვენებს, რომ ჩვენი ქვეყნის მიმართ ინვესტორების ნდობა თანდათან იზრდება

საქართველოში კომპანია „ტეზერის” შემოსვლა უმნიშვნელოვანესი გზავნილია საერთაშორისო საინვესტიციო სამყაროსთვის - ეს ფაქტი აჩვენებს, რომ ჩვენი ქვეყნის მიმართ ინვესტორების ნდობა თანდათან იზრდება, საქართველო სანდო და საიმედო პარტნიორია საერთაშორისო კომპანიებისთვის, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ Tether-ის საინვესტიციო პროექტის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას.

25 მაისი 2026, 11:19

საზოგადოება

საქართველოს საიმიჯო ბანერები შანხაის ქუჩებსა და აეროპორტში - მზადება ITB China-სთვის

აზიის რეგიონში ერთ-ერთი უდიდესი ტურისტული გამოფენის, ITB China-ს დაწყებამდე, შანხაიში 400-მდე ლოკაციაზე საქართველოს ტურისტული მიმართულების ამსახველი ბანერები განთავსდა.

მარკო რუბიო

25 მაისი 2026, 11:18

მსოფლიო

მარკო რუბიო ირანთან შესაძლო შეთანხმებაზე: ჯერ კიდევ სამუშაო პროცესში ვართ. ვფიქრობდით, რომ წუხელვე გვექნებოდა რაღაც სიახლეები. შესაძლოა დღეს გვქონდეს

„ჩვენ ჯერ კიდევ სამუშაო პროცესში ვართ. იცით, ვფიქრობდით, რომ წუხელვე გვექნებოდა რაღაც სიახლეები. შესაძლოა დღეს გვქონდეს. ასე რომ, მაგიდაზე გვაქვს ის, რაც მე საკმაოდ მყარ საფუძვლად მიმაჩნია მათი [ირანის] მხრიდან [ჰორმუზის] სრუტის გახსნის შესაძლებლობის თვალსაზრისით“, - განაცხადა რუბიომ.

25 მაისი 2026, 11:12

მსოფლიო

მადრიდში საპროტესტო აქციის მონაწილეებთან შეტაკებისას 7 პოლიციელი დაშავდა

აქციაში ათობით ათასმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. ზოგ ადგილას ვითარება დაიძაბა და დემონსტრანტები პოლიციას დაუპირისპირდნენ, რის შედეგადაც სულ მცირე 7 სამართალდამცველი დაშავდა. ამასთან, აქციის მონაწილეთა ჯგუფი სანჩესის რეზიდენციაში შეჭრას ცდილობდა. პოლიციამ 3 ადამიანი დააპატიმრა.

25 მაისი 2026, 11:11

საზოგადოება

27 მაისს აბიტურიენტებისთვის უცხოური ენების გამოცდებთან დაკავშირებით ონლაინ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2026 წლის გამოცდებთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრებს აგრძელებს. კამპანიის ფარგლებში აბიტურიენტებისთვის უცხოური ენების გამოცდებთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრა 27 მაისს, 14:00 საათზე დაიწყება და ერთი საათის განმავლობაში გაგრძელდება.

25 მაისი 2026, 11:07

მსოფლიო

Axios-მა ირანსა და აშშ-ს შესაძლო სამშვიდობო შეთანხმების დეტალები გამოაქვეყნა

Axios-ი ირანსა და შეერთებულ შტატებს შორის სამშვიდობო შეთანხმების დეტალებს ირანულ და ამერიკულ წყაროებზე დაყრდნობით აქვეყნებს. გამოცემის ცნობით, 60 დღიანი ცეცხლის შეწყვეტის გახანგრძლივების დროს ჰორმუზის სრუტე უნდა გაიხსნას, ირანს ნავთობის გაყიდვის საშუალება უნდა მიეცეს და ბირთვული პროგრამის შეზღუდვაზე დაიწყოს მოლაპარაკება.

25 მაისი 2026, 11:03

ეკონომიკა

მსოფლიოს გავლენიანი, ბლოკჩეინ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული კომპანია ახალი საინვესტიციო პროექტის პრეზენტაციას მართავს, ღონისძიებას პრემიერ-მინისტრი ესწრება. LIVE

მსოფლიოს გავლენიანი, ბლოკჩეინ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული კომპანია ახალი საინვესტიციო პროექტის პრეზენტაციას მართავს. ღონისძიებას ესწრება პრემიერ-მინისტრი.

25 მაისი 2026, 11:00

საზოგადოება

მესტიის მუნიციპალიტეტში სამი ახალი სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი საქართველოს მასშტაბით საჯარო სკოლების მშენებლობას განაგრძობს, - ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

25 მაისი 2026, 10:52

ტექნოლოგიები

მეცნიერებმა ირმის ნახტომში სხვა გალაქტიკის შესაძლო კვალი აღმოაჩინეს

მკვლევრებმა, ჰერტფორდშირის უნივერსიტეტის პროფესორ ფედერიკო სესტიტოს ხელმძღვანელობით, შეისწავლეს ლითონებით ღარიბი ვარსკვლავების ჯგუფი, რომლებიც ქიმიურად ჰგვანან ერთმანეთს, თუმცა მკვეთრად განსხვავდებიან თავიანთ გარემოცვაში არსებული სხვა ვარსკვლავებისგან. ვინაიდან ისინი ირმის ნახტომის მთავარ დისკში მდებარეობენ, მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ეს ვარსკვლავები გალაქტიკამ ძალიან დიდი ხნის წინ შთანთქა.

25 მაისი 2026, 10:49

სამართალი

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს - დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, უკრაინისა და თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეები დააკავეს, - ინფორმაციას შსს ავრცელებს.

25 მაისი 2026, 10:45

სამართალი

საპატრულო პოლიციამ სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა და საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის მცდელობის ფაქტზე უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის მცდელობის, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა და გადაკვეთის მცდელობის ფაქტებზე ირანის ისლამური რესპუბლიკის ორი მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

დავით ქართველიშვილი

25 მაისი 2026, 10:40

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: ფორმალურად სამხრეთ კავკასიაში არც ერთი ქვეყანა არ აცხადებს საქართველოს „რეგიონულ ლიდერად“, მაგრამ პრაქტიკაში რეგიონის ყველა მთავარი კომუნიკაცია სწორედ მის გარშემო იწყებს ტრიალს

„ბოლო წლების განმავლობაში სწორედ სომხეთი და აზერბაიჯანი ცდილობდნენ საჯაროდ და დემონსტრაციულად ეძებნათ მრავალვექტორული საგარეო პოლიტიკის ახალი ფორმულა,“ - წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი და დასძენს, რომ აზერბაიჯანისა და სომხეთის მცდელობის მიუხედავად, სწორედ ქართული სივრცე რჩება ერთადერთ შედარებით ნეიტრალურ პლატფორმად, სადაც შეიძლება გადაიკვეთოს დასავლეთის, ჩინეთის, თურქეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის და რუსეთის ინტერესები.

25 მაისი 2026, 10:39

მსოფლიო

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის თვითმფრინავმა რუსეთის საზღვართან GPS სიგნალი დაკარგა

ჰილი ესტონეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში განლაგებული ბრიტანელი სამხედრო მოსამსახურეების მონახულების შემდეგ სახლში ბრუნდებოდა. Dassault Falcon 900LX-ის ბორტზე GPS-ი მთელი სამსაათიანი ფრენის განმავლობაში არ მუშაობდა. ხარვეზებმა პილოტების კაბინაში ზოგიერთი ხელსაწყოს მუშაობის შეფერხება გამოიწვია.

25 მაისი 2026, 10:37

რეგიონი

დამოუკიდებლობის დღეს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ქუთაისში მრავალფეროვანი პროგრამით აღნიშნავს

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მასშტაბური ღონისძიება წელს ქალაქ ქუთაისში გაიმართება. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

25 მაისი 2026, 10:26

მსოფლიო

მსოფლიოში ნავთობის ფასი დაეცა

ორშაბათს აზიაში, ნავთობის გლობალური ეტალონის, Brent-ის ფასი 5,5%-ით შემცირდა და ბარელზე 97,90 დოლარი შეადგინა, ხოლო აშშ-ში ნავთობის ფასი (WTI) 5,9%-ით დაეცა და 90,93 დოლარამდე ჩამოვიდა. იაპონიაში Nikkei 225-ის საფონდო ინდექსი პირველად გადასცდა 65 000-იან ნიშნულს და 3%-ით გაიზარდა იმ იმედით, რომ სრუტე მალე გაიხსნება.

25 მაისი 2026, 10:09

საზოგადოება

ITB CHINA 2026-ზე საქართველო პარტნიორი ქვეყნის სტატუსით წარდგება, რაც ქვეყნის ცნობადობის ამაღლებას და ტურისტული ნაკადების მოზიდვას შეუწყობს ხელს

ITB CHINA 2026-ზე საქართველო პარტნიორი ქვეყნის სტატუსით წარდგება, რაც ქვეყნის ცნობადობის ამაღლებას და ტურისტული ნაკადების მოზიდვას შეუწყობს ხელს.

25 მაისი 2026, 10:08

მსოფლიო

The New York Times: აშშ და ირანი ჰორმუზის სრუტის გახსნაზე შეთანხმდნენ

ერთი დღით ადრე ირანის სამმა მაღალჩინოსანმა The New York Times-თან საუბარში აღნიშნა, რომ ირანი დათანხმდა ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომელიც სრუტეში ნაოსნობის განახლებას ითვალისწინებს. სანაცვლოდ, მათი თქმით, აშშ მოხსნის ირანის პორტების სამხედრო-საზღვაო ბლოკადას. შეთანხმება ასევე ითვალისწინებს საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტას ყველა მიმართულებით, ლიბანის ჩათვლით, დასძინეს წყაროებმა.

25 მაისი 2026, 09:55

ტექნოლოგიები

ჩინეთმა კოსმოსურ სადგურზე ახალი მისია და რეკორდული ხანგრძლივობის ექსპერიმენტი დაიწყო

მოსალოდნელია, რომ ამ მისიის ფარგლებში, „შენჯოუ-23“-ის ერთ-ერთი ტაიკონავტი დედამიწის ორბიტაზე დაახლოებით ერთ წელს გაატარებს, რაც ჩინელი კოსმონავტების მისიების ჩვეულებრივ ხანგრძლივობაზე ორჯერ მეტია. რომელი ტაიკონავტი დარჩება სადგურზე, მოგვიანებით, მისიის მონაწილეებზე დაკვირვების შედეგების მიხედვით განისაზღვრება.

25 მაისი 2026, 09:44

მსოფლიო

Reuters: ხანგრძლივი ბლოკადის შემდეგ, ტანკერები ჰორმუზის სრუტიდან გადიან

თხევადი ბუნებრივი აირით დატვირთული ტანკერები და ერაყული ნედლი ნავთობით დატვირთული სუპერტანკერი ჰორმუზის სრუტიდან გავიდნენ და თითქმის სამთვიანი იძულებითი გაჩერების შემდეგ გეზი პაკისტანისა და ჩინეთისკენ აიღეს.