ვასაძე ლგბტქ პრაიდის წინააღმდეგ ლეგიონის შექმნას გეგმავს
ლევან ვასაძე
IMEDI
ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ ვერის ბაღში მხარდამჭერებთან შეკრება ლოცვით დაიწყო.
ვასაძემ თქვა, რომ დღეს ვერის ბაღში შეკრების მიზეზი სამშობლოსთვის არეულობის თავიდან აცილებაა.
„არ შევკრებილვართ აქ მიტინგობისთვის. საქმე გვაქვს გასაკეთებელი. დღეს მოვახდენთ სახალხო რაზმებად თვითორგანიზებას. ამ რაზმების სტრუქტურა იქნება მარტივი, იერარქიული და ერთმანეთზე აწყობილი.
ათეულები გვეყოლება, ეს ათეულები შეიკრიბება ასეულებად ასისთავებით და ასეულები შეიკრიბება ათასეულებად და იქნება ლეგიონი. ჩვენი მუშაობის ფორმა და სტილი იქნება მშვიდი და აუღელვებელი“, - თქვა ვასაძემ.
მისივე თქმით, „რაზმები“ ერთი კვირის განმავლობაში გაინაწილებენ თბილისს.
„ჩვენ მათ შევუკრავთ ხელებს ქამრებით და მივაბრძანებთ იმ ადგილიდან, სადაც ისინი იქნებიან. თუ ქალაჩუნა კაცი შეგაგინებთ, ჩამოგფხოჭნით, ნუ დაარტყამთ მას ხელს, ძალიან თუ გაგაბრაზათ, ყური აუწიეთ და ამყოფინეთ", - თქვა ვასაძემ.
მისივე თქმით, „ყველას ვისაც სურს, იარაღით მოაწყოს რაიმე სახის პროვოკაცია და იგინოს, იფურთხოს, მისი ადგილი მათ გვერდით არ არის“.
„ზვარაკად უნდათ, რომ იქეთ მხარედ შესწირონ არასამთავრობოს წევრი, ან მამათმავალი და მერე ჩვენ დაგვაბრალონ. ყველას ვინც ამ უდიდეს ცოდვას ჩაიდენს, საქართველოს მტერია და ჩვენ მასთან არ გვაქვს კავშირი“, - თქვა ბიზნესმენმა.
ბიზნესმენმა საჭიროების შემთხვევაში პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის და კორდონის გარღვევის სტრატეგიაზეც გაამახვილა ყურადღება.
„როდესაც ჩვენ დავალაგებთ ჩვენი სამხედროების, მორაგბეების და მოჭიდავეების ხელმძღვანელობით კორდონების გარღვევის სტრატეგიებს - ეს იქნება ათეულების დარტყმები ამ კორდონებზე. ჩვენ გვესმის, რომ პირველი ათეული შევა, ვერ გაანგრევს, მაგრამ არევს, მეორე დაასუსტებს და მესამე შევა, მეოთხე, მეხუთე ხომ შევა. ჩვენ ეგ არ გაგვიჭირდება, ქართველმა კაცმა იცის, რომ უნდა დაეცეს იმისთვის, რომ დროშა წინ წავიდეს.
მინდა გავაფრთხილო ჩვენი საყვარელი პოლიციელები - არაფერი შეგეშალოთ, ძმებო. კორდონების, თუ თქვენს ხელმძღვანელობას ჭკუა არ ეყო და მაინც დაგაყენეს იქ, გარღვევისას ღმერთი არ გაგიწყრეთ და არ დაუწყოთ ცემა ჩვენებს იმიტომ, რომ მაგ შემთხვევაში მიიღებთ პასუხს. ჩვენ არ მოვალთ იქ იარაღით, ჩვენ მოვალთ შიშველი ხელებით და ქამრებით“, - განაცხადა ვასაძემ.
„თუკი პოლიცია დაგვიწყებენ ცემ-ტყეპას, ვფიქრობდი, რა არის ქართული ზღაპრებიდან სიმბოლო, რაც მე უნდა მქონდეს ასეთ დროს? კომბლე გამახსენდა.
ეს კომბალი არ მოხვდეს არცერთ გარყვნილ ადამიანს, ქათამს, არასამთავრობოს და არც პოლიციელს, თუ ისინი ცემას არ დაგვიწყებენ, მაგრამ მაინც თუ ისინი შეგვდგებიან, თავს არ გაგალახინებთ, გამორიცხულია.
მიიღებთ მსოფლიოში პირველ კომბლების რევოლუციას, რომელიც ჩვენ არ გვინდა. მე პირადად ჯვრით მოვალ და ამით ვძლევ. ყველა ის ადამიანი, ვინც გვეტყვის, რომ ჩვენ არ ვემორჩილებით ვინმეს, ცრუობს, რადგან ეს არის ხალხის ნება. ხალხის ნებას უნდა დაემორჩილოს სახელმწიფო“, - აღნიშნა ვასაძემ.
ლევან ვასაძის განცხადებითვე, მას სურს ძმაკაცობა როგორც ამერიკასთან, ასევე რუსეთთან.
„მე მინდა ძმაკაცობა რუსეთთან იმ პირობით, რომ აფხაზეთს და ცხინვალს დაგვიბრუნებენ“.
ბიზნესმენმა აშშ-ის პრეზიდენტს ვერის ბაღიდან ინგლისურ ენაზე მიმართა.
14 ივნისს საპატრიარქომ მოუწოდა ხელისუფლებას, არ დაუშვას ლგბტ პრაიდის ჩატარება. ამის გამო, ლგბტ თემის წარმომადგელებმა და მათმა უფლებადაცველებმა აქცია გამართეს. გაიმართა კონტრაქციაც.
კონტრაქციაზე მივიდა ლევან ვასაძეც, რომელმაც განაცხადა, რომ პრაიდის ჩატარებას არც ერთ შემთხვევაში არ დაუშვებს. ამ ორ საპროტესტო აქციას, ერთმანეთისგან პოლიციის კორდონი ჰყოფდა.
მოგვიანებით ვასაძემ ვიდეომიმართვაც გაავრცელა.
პოლიციის მიერ დაკავებული პირებიდან 7 რჩება დროებითი მოთავსების იზოლატორში, ხოლო 21-მა პირმა გვიან ღამე ხელწერილის საუძველზე დატოვა პოლიციის განყოფილება.
„თბილისი პრაიდი“ 18 ივნისს საერთაშორისო კონფერენციით გაიხსნება და 23 ივნისს ღირსების მარშით დასრულდება.
ყველა სიახლე
26 აგვისტო 2026, 22:35
მსოფლიო
El Pais: ნეპალისა და ჩინეთის საზღვარზე წყალდიდობასა და მეწყერს, სულ მცირე, 160 ადამიანი ემსხვერპლა - დაკარგულად მიიჩნევა 900-მდე პირი
ნეპალისა და ჩინეთის სასაზღვრო ზონაში, გირონგის მთიან დერეფანში, მძლავრ წყალდიდობასა და მეწყერს, სულ მცირე, 160 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ ესპანური გამოცემა El Pais-ი ავრცელებს.
26 აგვისტო 2026, 22:27
მსოფლიო
Bloomberg: სამშვიდობო შეთანხმებაზე მოლაპარაკებების ჩიხში შესვლის ფონზე რუსეთი უკრაინაზე, მათ შორის კიევზე, ბალისტიკური რაკეტებით შეტევების გაძლიერებას გეგმავს
სამშვიდობო შეთანხმებაზე მოლაპარაკებების ჩიხში შესვლის ფონზე რუსეთი უკრაინაზე, მათ შორის კიევზე, ბალისტიკური რაკეტებით შეტევების გაძლიერებას გეგმავს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
26 აგვისტო 2026, 22:06
მსოფლიო
Reuters: შვეიცარიელი ამომრჩევლები მომავალ თვეს რეფერენდუმზე გადაწყვეტენ, დაამტკიცონ თუ არა ნეიტრალიტეტის უფრო მკაცრი ფორმა, რომელიც ქვეყანას ეკონომიკური სანქციების დაწესებასა და ნატოსთან თანამშრომლობას აუკრძალავს
შვეიცარიელი ამომრჩევლები მომავალ თვეს რეფერენდუმზე გადაწყვეტენ, დაამტკიცონ თუ არა ნეიტრალიტეტის უფრო მკაცრი ფორმა, რომელიც ქვეყანას ეკონომიკური სანქციების დაწესებასა და ნატოსთან თანამშრომლობას აუკრძალავს, - წერს საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი.
26 აგვისტო 2026, 21:04
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: CIA-ს ხელმძღვანელის მოსკოვში ჩასვლის ფაქტი, ერთ რამეს ნიშნავს - გლობალური თამაშის წესები სწორედ ახლა იწერება
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი, აშშ-ის სამხედრო-სატრანსპორტო Boeing C-17A-ის მოსკოვში ჩაფრენასა და CIA-ს დირექტორის, ჯონ რეტკლიფის ვიზიტს სოციალურ ქსელში ეხმიანება.
26 აგვისტო 2026, 21:03
მსოფლიო
POLITICO: უნგრეთმა რუსეთი საფრთხედ გამოაცხადა
უნგრეთის მთავრობამ ოფიციალურად დაგმო რუსეთის სამხედრო აგრესია და უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას მხარდაჭერა გამოუცხადა. ამის შესახებ ნათქვამია სამშაბათს გამოქვეყნებულ პოლიტიკის სახელმძღვანელო მითითებებში.
26 აგვისტო 2026, 20:59
პოლიტიკა
მახაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ ვიდეოზე: დღეს არის რუსეთზე პოლიტიკური შტურმის საერთაშორისო დაკვეთა და ზუსტად ამ პოლიტიკურ ტალღაზე არიან, მიუხედავად იმისა, რომ ეს საქართველოს ინტერესებისთვის საწინააღმდეგოა
დღეს არის რუსეთზე პოლიტიკური შტურმის საერთაშორისო დაკვეთა და ზუსტად ამ პოლიტიკურ ტალღაზე არიან, მიუხედავად იმისა, რომ ეს საქართველოს ინტერესებისთვის საწინააღმდეგოა, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა. დეპუტატი, სააკაშვილისა და მისი პარტიის წევრების რიტორიკას გარედან მიღებულ დავალებას უკავშირებს
26 აგვისტო 2026, 20:44
საზოგადოება
ქართული თხილი ევროპულ ბაზრებზე - ევროკავშირში 131 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების პროდუქცია გაიყიდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ქართული თხილი ევროპულ ბაზრებზე - 188 მილიონი დოლარის ექსპორტი და 58%-იანი ნახტომი წინა წელთან შედარებით. ათიათასობით ფერმერის ფინანსურმა მხარდაჭერამ და 260 000 ჰექტარზე ფაროსანასთან ეფექტიანმა ბრძოლამ, კონკრეტული ეკონომიკური შედეგი გამოიღო. ევროკავშირში 131 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების პროდუქცია გაიყიდა.
26 აგვისტო 2026, 20:36
ტაბლოიდი
80 წლის ასაკში ბრიტანელი მსახიობი და მომღერალი ტიმ კარი გარდაიცვალა
80 წლის ასაკში გარდაიცვალა ბრიტანელი მსახიობი და მომღერალი ტიმ კარი, რომელიც მაყურებელმა განსაკუთრებით გაიცნო ფილმებში „ის“ და „მარტო სახლში 2“. ინფორმაციას გამოცემა TMZ ავრცელებს.
26 აგვისტო 2026, 20:36
ეკონომიკა
საქართველოს ენერგეტიკის სექტორის დაფინანსება გასული წლის ივლისთან შედარებით 40%-ით გაიზარდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ეროვნული ბანკის მონაცემებით, საქართველოს ენერგეტიკის სექტორის დაფინანსება გასული წლის ივლისთან შედარებით 40%-ით გაიზარდა. ეკონომიკისა და ტურიზმის ზრდის ფონზე, ელექტროენერგიაზე მოთხოვნის მატება ხელისუფლებას აიძულებს, ათწლიანი სამოქმედო გეგმით იმუშაოს, რომლის მთავარი მიზანი, 2036 წლისთვის ენერგეტიკული დამოუკიდებლობის მიღწევაა.
26 აგვისტო 2026, 20:32
საზოგადოება
რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის გამო, დედაქალაქის მერია მოძრაობის დროებით გეგმას აამოქმედებს - დეტალური საგზაო რუკა მძღოლებისთვის და კახა კალაძის განმარტებები. „ქრონიკის“ სიუჟეტი
დედაქალაქის მთავარ გამზირზე მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, გადაადგილების ახალი წესები ამოქმედდება. პირველი სექტემბრიდან რუსთაველის გამზირის მიმდებარედ, საავტომობილო მოძრაობის დროებითი სქემა იმუშავებს, რაც რიგ ქუჩებზე მოძრაობის მიმართულების შეცვლასა და ორმხრივ რეჟიმს ითვალისწინებს.
26 აგვისტო 2026, 20:24
პოლიტიკა
გამჭოლი სივრცე მგზავრებისთვის, გაგრილების ახალი სისტემა და კამერები მეტი უსაფრთხოებისთვის - თბილისის მეტროპოლიტენის ახალი ვაგონები მალე თბილისში ჩამოვა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
თბილისის მერია მეტროპოლიტენის მოდერნიზაციის ახალ ეტაპს იწყებს, რაც საექსპლუატაციო ვადის ამოწურვის გამო, ვაგონების სრულ ჩანაცვლებას ითვალისწინებს. ეტაპობრივი გეგმის მიზანი, მგზავრთა გამტარუნარიანობის გაზრდა და მგზავრობის უსაფრთხოების გაუმჯობესებაა.
26 აგვისტო 2026, 20:20
პოლიტიკა
ურთიერთბრალდებების ახალი ტალღა - რა ხდება ოპოზიციურ ფლანგზე? „ქრონიკის“ სიუჟეტი
რღვევა ოპოზიციურ გაერთიანებაში - პატიმარი ექსპრეზიდენტის ყოფილი მოკავშირეები მიხეილ სააკაშვილს უსინდისობასა და ტყუილში ღიად ადანაშაულებენ. პოლიტიკური ლიდერების ურთიერთკრიტიკა და სოციალურ ქსელებში გაჩაღებული ომი ოპოზიციურ ფლანგზე არსებულ ქაოსს კიდევ უფრო ააშკარავებს.
26 აგვისტო 2026, 20:18
ეკონომიკა
მაღალი მოგების ილუზია და დაკარგული დანაზოგები - მოქალაქეები თაღლითების სამიზნეში და ეროვნული ბანკის გაფრთხილება მოსახლეობისადმი. „ქრონიკის“ სიუჟეტი
კრიპტო-თაღლითობის ახალი სქემა და ათასობით მოტყუებული მომხმარებელი - სოციალურ ქსელებში გავრცელებულმა ფინანსურმა პირამიდებმა, მასშტაბური სახე მიიღო. ეროვნული ბანკი საგანგებო გაფრთხილებას ავრცელებს, შინაგან საქმეთა სამინისტრო კი, სისხლის სამართლის გამოძიებას იწყებს.
26 აგვისტო 2026, 20:13
პოლიტიკა
„ნაციონალური მოძრაობის“ რადიკალურად შეცვლილი რიტორიკა - 2010 წლის არქივი ლარსის საზღვრიდან და უმრავლესობის მწვავე შეფასებები. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ციფრები პოლიტიკური სპეკულაციების წინააღმდეგ - ოფიციალური უწყებები ოპოზიციის მიერ გავრცელებულ მორიგ სპეკულაციას ლარსის საზღვარსა და მოქალაქეობის მინიჭებაზე, მანიპულაციას უწოდებენ. სტატისტიკა ადასტურებს, რომ მედიაში გავრცელებული ცნობები რუსეთის მოქალაქეების ნაკადის შესახებ, მანიპულაციურია.
26 აგვისტო 2026, 19:42
რეგიონი
ე.წ. „ოცნების ქალაქში“ ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს
ბათუმის მერმა გიორგი ცინცაძემ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ზურაბ პატარაძესთან ერთად, ე.წ. „ოცნების ქალაქში“ ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობის პროცესი დაათვალიერა.
26 აგვისტო 2026, 19:20
მსოფლიო
ტრამპი: ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის მოსკოვში ვიზიტს შესაძლოა გარკვეული შედეგი მოჰყვეს
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, შეერთებული შტატები უკრაინაში ომის დასასრულებლად „ძალიან აქტიურად მუშაობს“, ხოლო ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორის, ჯონ რეტკლიფის მოსკოვში ვიზიტს „შესაძლოა გარკვეული შედეგი მოჰყვეს“.
26 აგვისტო 2026, 19:08
მსოფლიო
ირანული მედიის ცნობით, მომავალ კვირას ყირგიზეთში მასუდ პეზეშკიანისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა იგეგმება
ირანის ნახევრად ოფიციალური სააგენტო Mehr-ის ცნობით, მომავალ კვირას ყირგიზეთში ირანის პრეზიდენტ მასუდ პეზეშკიანისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის შეხვედრა იგეგმება.
26 აგვისტო 2026, 19:01
მსოფლიო
CNN: ტრამპს ეჭვი შეაქვს ირანელების მიერ რეჟიმის შეცვლის შესაძლებლობაში
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ეჭვი შეიტანა იმაში, შეძლებენ თუ არა ირანელი მომიტინგეები რეჟიმის შეცვლას. მისი თქმით, პროტესტის გამოხატვა რთულია, როდესაც „გყავს ხალხი, ვინც მზადაა ესროლოს და მოკლას პროტესტის მონაწილეები“.
26 აგვისტო 2026, 18:23
მსოფლიო
Reuters: ნეპალში მომხდარი მასშტაბური წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 95-მდე გაიზარდა
ნეპალში მომხდარი მასშტაბური წყალდიდობისა და მეწყრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 95-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
26 აგვისტო 2026, 18:19
სამართალი
ქუთაისის აეროპორტის მებაჟე ოფიცრებმა, არადეკლარირებული ოქროს ზოდებისა და მონეტების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს
საბაჟო გამშვებ პუნქტზე ,,ქუთაისის აეროპორტი“ მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული ოქროს ზოდებისა და მონეტების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს, - ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.


