imedi /  26 ივნისი 2019, 20:02 / სანდო წყარო

მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერებას უმრავლესობის ორმა წევრმა ხმა არ მისცა

ნიკა მელია

ნიკა მელია

„ნაციონალური მოძრაობის" წევრის ნიკა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერებას უმრავლესობის ორმა დეპუტატმა ხმა არ მისცა. imedinews-ის ინფორმაციით, ესენი არიან რომან კაკულია და მარიამ ჯაში. კაკულიამ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო, ხოლო ჯაშმა განაცხადა რომ თავი შეიკავა და რეგისტრაცია არ გაიარა.   

კენჭისყრის შემდეგ გასაჯაროებული სიის მიხედვით, ჩანს, რომ ბექა ოდიშარიამ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო, თუმცა დეპუტატმა ამ საკითხზე განცხადება უკვე გაავრცელა.  

„საქართველოს პარლამენტის წევრის, ბექა ოდიშარიას განცხადებით, მან მონაწილეობა მიიღო კენჭისყრის პროცედურაში. პარლამენტის წევრის განცხადებით, მან ხმა მისცა ნიკანორ მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების − პატიმრობის შეფარდების მიზნით სასამართლოსათვის მიმართვაზე პარლამენტის მიერ თანხმობის მიცემის საკითხს, თუმცა, ტექნიკური ხარვეზის გამო ეს კენჭისყრის შედეგში არ აისახა“ - აცხადებენ პარლამენტის პრესსამსახურში. 

ასევე გასაჯაროებულ სიაში ჩანს, რომ დეპუტატმა მირიან წიკლაურმა კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო. 

საქართველოს პარლამენტის წევრის, მირიან წიკლაურის განცხადებით კი, მან მონაწილეობა მიიღო კენჭისყრის პროცედურაში. მისი განცხადებით, ხმა მისცა ნიკანორ მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების-პატიმრობის შეფარდების მიზნით სასამართლოსთვის მიმართვაზე პარლამენტის მიერ თანხმობის მიცემის საკითხს, თუმცა, ტექნიკური ხარვეზის გამო, ეს კენჭისყრის შედეგში არ აისახა.

საქართველოს პარლამენტმა "ნაციონალური მოძრაობის" წევრს ნიკა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტი შეუჩერა. იმუნიტეტის შეჩერებას დარბაზში მყოფმა 91-ივე დეპუტატმა დაუჭირა მხარი. თუმცა ხმის მისაცემად 94 პარლამენტარი იყო დარეგისტრირებული. 

ამ გადაწყვეტილების შედეგად საქართველოს გენერალურ პროკურატურას შეუძლია ნიკა მელია ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობისთვის დაწყებულ გამოძიებასთან დაკავშირებით დააკავოს.

მანამდე ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერებას მხარი დაუჭირაპარლამენტის ბიურომ, კიდევ უფრო ადრე კი იურიდიულ საკითხთა და საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა. გაერთიანებული კომიტეტების სხდომა ხმაურისა და სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე წარიმართა.

პარლამენტის წევრს ნიკა მელიას საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ 25 ივნისს ბრალი წაუყენა. როგორც პროკურორმა განაცხადა მელიას მიმართ გამოიკვეთა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები. 

პროკურატურამ საქართველოს პარლამენტს მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის მოხსნასთან დაკავშირებით გუშინ მიმართა. 

21 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტროში ბრიფინგი გაიმართა, რომელზეც ითქვა, რომ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების საქმეზე გამოკითხვაზე დაიბარეს ნიკა მელია, გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი. საქმე ეხება 19-20 ივნისის საპროტესტო აქციას.

20 ივნისს ღამით, პარლამენტის შენობის წინ სპეცრაზმმა რამდენჯერმე გამოიყენა ცრემლმდენი გაზი, ბოლოს კი აქციის მონაწილეები წყლის ჭავლით დაშალა, ასევე გამოიყენა რეზინის ტყვიები.

რუსთაველის გამზირზე აქცია მას შემდეგ დაიგეგმა, რაც პარლამენტის თავმჯდომარისთვის განკუთვნილი ადგილიდან მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის წევრებს სიტყვით რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრმა სერგეი გავრილოვმა მიმართა.

ყველა სიახლე

ხანძარი

22 აგვისტო 2019, 22:46

ძალოვნები

სოფელ საყავრესთან ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის ფართობი შემცირდა

გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ საყავრესთან ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის ფართობი შემცირდა - ცეცხლი 40 ჰექტარიდან 10 ჰექტრამდე ლოკალიზდა. მის ჩაქრობას მთელი ღამის განმავლობაში მეხანძრე-მაშველები გააგრძელებენ. დილიდან პროცესში 3 ვერტმფრენი ჩაერთვება.

კოტე გუგუნავა

22 აგვისტო 2019, 22:44

სპორტი

ქართველი მწვრთნელი კოტე გუგუნავა კარიერას დუბაიში გააგრძელებს

ქართველი მწვრთნელი კოტე გუგუნავა კარიერას დუბაიში, ადგილობრივ კლუბ "შაბაბ ალ-აჰლიში" გააგრძელებს. „მადლობას ვუხდით მას გაწეული სამუშაოსთვის, პროფესიონალიზმისა და კარგი ადამიანობისთვის და წარმატებებს ვუსურვებთ ახალ კლუბში"- წერს კლუბი Facebook-ის გვერდზე.

სალომე ზურაბიშვილი

22 აგვისტო 2019, 22:33

საქართველო

ზურაბიშვილი: საოკუპაციო ხაზთან ჩავდივარ როცა საჭიროდ მივიჩნევ და არა სხვისი დღის წესრიგით

ლიეტუვას ყოფილი პრეზიდენტ ვალდას ადამკუსის ყოველწლიურ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას სალომე ზურაბიშვილმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ მიუხედავად მიმდინარე პროცესისა, საქართველომ უნდა განაგრძოს გზა ევროპისკენ, განვითარებისა და დემოკრატიისკენ.

ემინემი

22 აგვისტო 2019, 22:19

მსოფლიო

ემინემის ლეიბლი Spotify-ის უჩივის

ლეიბლი, რომელიც ემინემის სიმღერების გამოშვებას უზრუნველყოფს, ციფრულ მუსიკალურ პროვაიდერ Spotify-ის მომღერლის უფლებების დარღვევაში ადანაშაულებს. ლეიბლ Eight Mile Style-ის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ Spotify-იმ ვერ უზრუნველყო ემინემის სიმღერების ლიცენზიის სრულფასოვნად დაცვა და შესაბამისად, ვარსკვლავისთვის ადეკვატური ანაზღაურების გადახდა.

Apple

22 აგვისტო 2019, 21:59

ტექნოლოგიები

სექტემბერში Apple ახალ iPhones-ს, iPads-სა და MacBook Pro-ს წარადგენს

ამერიკული კორპორაცია Apple სექტემბერში 3 ახალ iPhones-ს წარადგენს. მათი სახელწოდება კი Pro iPhone იქნება. ახალ სმარტფონებს დამატებითი კამერა ექნება. გარდა ამისა, განახლდა სახის სკანირების სისტემა Face ID-ისთვის. გარდა ამისა, კომპანია ახალ iPads-სა და MacBook Pro-ს წარადგენს.

Echowaves

22 აგვისტო 2019, 21:36

საქართველო

ანაკლიაში ფესტივალ Echowaves-ის ტერიტორიაზე 2 სამედიცინო პუნქტი მოეწყო

ჯანდაცვის სამინისტრომ, ანაკლიაში ელექტრონული მუსიკის ფესტივალის დასრულებამდე, პირველიდი სამედიცინო დახმარების 2 პუნქტი, სასწრაფო დახმარების 4 ეკიპაჟი და შესაბამისი აღჭურვილობის 1 რეანიმობილი განათავსა. ფესტივალი Echowaves-ი რამდენიმე საათში დაიწყება.

Die Antwoord

22 აგვისტო 2019, 20:37

კულტურა

ჰომოსექსუალი მუსიკოსის ცემის გამო Die Antwoord-ი ორი ფესტივალიდან მოხსნეს

ამ გადაწყვეტილების მიზეზი ქსელში გავრცელებული ვიდეო გახდა, რომელშიც ჩანს, თუ როგორ სცემენ და შეურაცხყოფას აყენებენ მუსიკოსები ჯგუფ Hercules and Love Affair-ის წევრ ენდი ბატლერს. შემთხვევა ჯერ კიდევ 2012 წელს ფესტივალ Future-ზე მოხდა, თუმცა ვიდეო მხოლოდ ახლა გავრცელდა. კადრები Die Antwoord-ის ოპერატორმა ბენ კროსმანმა გადაიღო.

ბადრი ჯაფარიძე

22 აგვისტო 2019, 20:25

ძალოვნები

ბადრი ჯაფარიძე: გენერალური პროკურორი ამ აბსურდულ ბრალზე პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა

„თიბისი" ბანკის დამფუძნებლებმა მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ პროკურატურა, სადაც ისინი ბრალის დასაზუსტებლად იყვნენ დაბარებულნი, დატოვეს. როგორც მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებთან კომენტარისას განაცხადა, პროცესს ანაკლიის პორტსა და მის მიერ დაანონსებულ საზოგადოებრივ მოძრაობას უკავშირებს.

ხანძარი

22 აგვისტო 2019, 19:38

ძალოვნები

სოფელ საყავრესთან ტყეში გაჩენილ ხანძარს ამ დრომდე ვერ აქრობენ

შიდა ქართლში, გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ საყავრესთან ტყის მასივში გაჩენილ ხანძარს კვლავ ებრძვიან. კერძოდ, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით ადგილზე მობილიზებულია სასაზღვრო პოლიციის 2 ვერტმფრენი, 10 სახანძრო და 3სამაშველო მანქანა, ასევე, 9 დამხმარე ტექნიკა და 170 მეხანძრე-მაშველი.

ჯუნიორ აგოგო

22 აგვისტო 2019, 19:37

სპორტი

განას ნაკრების ყოფილი ფებურთელი ჯუნიორ აგოგო გარდაიცვალა

განას ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ჯუნიორ აგოგო გარდაიცვალა. ის 40 წლის იყო. მას ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პრობლემები 2015 წლიდან ჰქონდა. ის ლონდონში გარდაიცვალა, სადაც დედასთან ერთად ცხოვრობდა. სიკვდილის მიზეზი გულის შეტევა გახდა.

დელფინი

22 აგვისტო 2019, 19:29

საქართველო

გარემოს სააგენტო: 2019 წელს ზღვამ ნაკლები დელფინი გამორიყა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 2019 წლის ზაფხულის პერიოდში შავი ზღვის სანაპირო ზოლში გასულ წლებთან შედარებით ნაკლები დელფინი გამოირიყა. უწყების ინფორმაციით, გამორიყულ დელფინებს, ძირითადად, მექანიკური დაზიანებები აღენიშნებათ, რაც წყლის სატრანსპორტო საშუალებებით დაზიანების ან ბადეში გახლართვის შედეგი შეიძლება იყოს.

ბათუმის პორტი

22 აგვისტო 2019, 19:11

ეკონომიკა

ბათუმი-კონსტანცას შორის საკონტეინერო გემი დაინიშნება

პროექტის განხორციელების შედეგად, საქართველოსა და რუმინეთის პირდაპირი საზღვაო ხაზით დაკავშირება ტვირთის ადგილამდე ჩატანის დროსაც შეამცირებს და ერთი მიმართულებით მარშრუტი 5 დღეში განხორციელდება, რაც თავის მხრივ, გაზრდის ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის მიმზიდველობას.

Apple Card-ი

22 აგვისტო 2019, 19:09

ტექნოლოგიები

Apple-ი მომხმარებლებს აფრთხილებს, რომ მისი საკრედიტო ბარათი საფულეს ან ჯინსს მოარიდონ

Apple-მა თავისი მომხმარებლებისთვის საკრედიტო ბარათი გამოუშვა, რომელიც ტიტანისგან არის დამზადებული. Apple Card-ი ტრადიციული საკრედიტო ბარათებისგან საგრძნობლად განსხვავდება. მას როგორც ფიზიკურად, ისე უკონტაქტოდ - Apple Pay-ს აპლიკაციით იყენებენ. სწორედ ამიტომ ზიანდება.

უფასო ფაკულტეტები

22 აგვისტო 2019, 18:52

საქართველო

ცნობილია ფაკულტეტები, რომლებსაც სახელმწიფო დააფინანსებს

უფასო სპეციალობებია: ქართული ფილოლოგია, აფხაზური ფილოლოგია, ისტორია, არქეოლოგია, ფილოსოფია, დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საგანმანათლებლო პროგრამა, მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, ეკონომიკა, მშენებლობა, ენერგეტიკა, არქიტექტურა, აგრონომია.

აჭარის ტელევიზია

22 აგვისტო 2019, 18:37

საქართველო

აჭარის ტელევიზიის დირექტორი კვლავ ვერ აირჩიეს

აჭარის ტელევიზიის დირექტორი კვლავ ვერ აირჩიეს. პირველი ტურის შემდეგ განმეორებითი კენჭისყრა გამოცხადდა, რომელიც იგივე შედეგებით დასრულდა. პირველ კენჭისყრაზე ორი ხმა საზოგადოებრივ მაუწყებელში აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ბორდის წევრმა გიორგი კოხრეიძემ მიიღო, ერთი - თინა ცისკარაძემ. მონაწილეობა პროტესტის ნიშნად ბეჟან გობაძემ არ მიიღო.

ზვიგენი

22 აგვისტო 2019, 18:25

ტაბლოიდი

თურქმა მეთევზეებმა გიგანტური ზვიგენი დაიჭირეს

თურქმა მეთევზეებმა ეგეოსის ზღვაში 5-მეტრიანი ზვიგენი დაიჭირეს, რომელიც თითქმის 1 ტონას იწონის. ზვიგენი თურქეთის ჩანაკალეს პროვინციასთან დაიჭირეს. ხმელთაშუა და ეგეოს ზღვებში ბინადარი ზვიგენების უმრავლესობა ადამიანისთვის საშიში არ არის.

22 აგვისტო 2019, 17:53

მსოფლიო

ამაზონის ტყე რეკორდული სისწრაფით იწვის

ამაზონის ტროპიკულ ტყეებში ხანძარი მძვინვარებს. წლის დასაწყიდან იქ 74-ზე მეტი ხანძრის კერა დაფიქსირდა, რაც გასული წლის მაჩვენებელს 85%-ით აღემატება. ბუნების დამცველები მიიჩნევენ, რომ ხანძრების უმრავლესობა განზრახ გააჩინეს, ბრაზილიის პრეზიდენტი კი ხანძრის გაჩენაში არასამთავრობო ორგანიზაციებს ადანაშაულებს.

„ჯორჯიან მანგანეზი“

22 აგვისტო 2019, 17:36

საქართველო

„ჯორჯიან მანგანეზი“ Human Rights Watch-ის კვლევას პასუხობს

„გასათვალისწინებელია, რომ კომპანიაში არსებული ცვლიანობის მრავალფეროვნება ხელს უწყობს დასაქმებულთა მიერ მათი დროის მართვის მოქნილობას, ბაზრის გეოგრაფიულ გაფართოებას და ამით მთელ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ფარავს. ამავე შესაძლებლობას ამყარებს საერთო საცხოვრებლისა და უფასო ტრანსპორტირების არსებობა"- წერია კომპანიის განცხადებაში.

22 აგვისტო 2019, 17:30

თემა

რატომ არ წყდება პროტესტი ჰონ-კონგში და ჩაახშობს თუ არა აქციებს ჩინეთის არმია?

ორ თვეზე მეტია, რაც ჰონ-კონგში გამოსვლები არ წყდება. გასულ კვირაში დემონსტრანტებმა ორი დღით საერთაშორისო აეროპორტის მუშაობა შეაჩერეს. პროტესტის თავდაპირველი მიზეზი იყო ექსტრადიციის შესახებ კანონპროექტი, რომელიც ჩინეთისთვის დანაშაულში ბრალდებულთა გადაცემას ითვალისწინებდა. მეგაპოლისის ხელისუფლებამ ამ კანონზე მუშაობა შეწყვიტა, მაგრამ ამან ქუჩის აქციების მონაწილეები ვერ შეაჩერა. ახლა ორი მთავარი კითხვაა: რატომ ვერ უმკლავდება ჰონ-კონგის პოლიცია საპროტესტო გამოსვლებს და ხომ არ ჩაერთვება პროეტესტის ჩახშობაში ჩინეთი?

ლიეტუვა

22 აგვისტო 2019, 17:19

საქართველო

გიტანას ნაუსედა: ლიეტუვა მუდმივად დაუჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ლიეტუვის რესპუბლიკის ახლად არჩეულ პრეზიდენტს, გიტანას ნაუსედას შეხვდა. შეხვედრისას ნაუსედამ საქართველოს პრეზიდენტს კიდევ ერთხელ დაუდასტურა ლიეტუვას მხარდაჭერა და აღნიშნა, რომ მათ აქვთ სურვილი დაეხმარონ საქართველოს სხვადასხვა მიმართულებით.