imedi /  04 ივლისი 2019, 15:03 / სანდო წყარო

კალაძე: მაკო გომურის საზღვარგარეთ მკურნალობას ფონდი „ქართუ“ აფინანსებს

კახა კალაძე

კახა კალაძე
მაკო გომური

თბილისის მერი კახა კალაძე 20 ივნისს დაზარალებული მაკო გომურის საზღვარგარეთ მკურნალობის დაფინანსებაზე გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა. კალაძემ სიცრუე უწოდა სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვით 18 წლის მაკო გომურის  საზღვარგარეთ მკურნალობის ხარჯებს, თითქოს, კახა კალაძე აფინანსებს.

მისი განმარტებით, ყველა დაზარალებულის საზღვარგარეთ მკურნალობის ხარჯები საქველმოქმედო ფონდმა  „ქართუ“ დააფინანსა. 

„რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს მე დავაფინანსე მაკო გომურის უცხოეთში გამგზავრება და მკურნალობა. ეს სინამდვილეს არ შეესაბამება. ბევრს ვეხმარებით, სიკეთეს ვაკეთებთ, მაგრამ ამაზეც არც მისაუბრია და არც ახლა ვაპირებ. მით უფრო, სრულიად მიუღებელია მივითვისო ის საქმე, რაც არ გამიკეთებია. კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ეს არ არის სწორი ინფორმაცია. მე მოვისმინე „ქართუ ფონდის“ განცხადება. თავისთავზე იღებს დაზარალებულთა მკურნალობის სრულ ხარჯებს, რაზეც მინდა მადლობა გადავუხადო“, - განაცხადა კახა კალაძემ.

20 ივნისს საღამოს პარლამენტთან მშვიდობიანი აქციის შემდეგ, მომიტინგეების ნაწილმა შენობაში შეჭრა შტურმით სცადა. სპეცრაზმა აქციის დაშლა დაიწყო და რამდენჯერმე გამოიყენა ცრემლმდენი გაზი, წყლის ჭავლი და რეზინის ტყვიები. შედეგად საავადმყოფოში გადაიყვანეს 240 ადამიანი, მათგან 80 სამართალდამცველი, 4 ადამიანს თვალი დაუზიანდა, ერთმა მოქალაქემ და ერთმა სამართალდამცველმა კი დაკარგა.

რუსთაველის გამზირზე აქცია მას შემდეგ დაიგეგმა, რაც პარლამენტის თავმჯდომარისთვის განკუთვნილი ადგილიდან მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის წევრებს სიტყვით რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრმა სერგეი გავრილოვმა მიმართა. ამ ფაქტს საპროტესტო აქციების ტალღა და პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის გადადგომა მოჰყვა. 

20-21 ივნისის აქციების საქმის გამოძიების დასრულებამდე შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსს უფლებამოსილება შეუჩერდა.

ყველა სიახლე

03 ოქტომბერი 2026, 15:46

პოლიტიკა

ცსეკო: 15:00 საათის მდგომარეობით საარჩევნო უბნებზე 901 (40.49%) ამომრჩეველი მივიდა

ცესკოში ოთხ მუნიციპალიტეტში საკრებულოების შუალედურ არჩევნებზე კენჭისყრის მიმდინარეობასთან დაკავშირებით საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა. ცესკოს ცნობით, ამ დროისთვის საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა საინფორმაციო ბრიფინგზე ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ ინფორმაცია წარადგინა.

კობა მურადაშვილი

03 ოქტომბერი 2026, 15:43

რეგიონი

დმანისის მუნიციპალიტეტის მერი: თემს აუცილებლად სჭირდება, რომ მუნიციპალიტეტის საკრებულოში ჰყავდეს თავისი წარმომადგენელი. სწორედ ჩვენი კანდიდატი ირაკლი სარსევანიძე არის ის პიროვნება, რომელიც ჩვენი მოსახლეობის ხმა იქნება

დმანისის მუნიციპალიტეტის მერი, კობა მურადაშვილი აცხადებს, რომ საკრებულოს არჩევნები არის ძალიან მნიშვნელოვანი, რათა ყველა სოფელს, თემს სჭირდება, მუნიციპალიტეტის საკრებულოში ჰყავდეს თავისი წარმომადგენელი.

ზვიად გაბისონია

03 ოქტომბერი 2026, 15:40

საზოგადოება

ზვიად გაბისონიამ გორისა და მცხეთის მუნიციპალიტეტებში ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი მოადგილე ზვიად გაბისონიამ გორისა და მცხეთის მუნიციპალიტეტებში ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვა.

ირაკლი შატაკიშვილი

03 ოქტომბერი 2026, 15:28

პოლიტიკა

ირაკლი შატაკიშვილი მსჯავრდებულ დავითაძის განცხადების გარშემო მიმდინარე კამპანიაზე: ეს ყველაფერი მიზანმიმართულად არის, რომ რამენაირად საზოგადოებრივი ღელვა, არეულობა გამოიწვიონ და დისონანსი შეიტანონ საზოგადოებაში

ჩვენს სამართლებრივ სახელმწიფოში ჩვენი ხელისუფლება გააკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ ადამიანის ღირსება დაცული იყოს, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი შატაკიშვილმა მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის განცხადების შემდეგ დაწყებული კამპანიის შეფასებისას.

არჩილ გორდულაძე

03 ოქტომბერი 2026, 15:27

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე გიორგი დავითაძის განცხადების გარშემო მიმდინარე კამპანიაზე: საერთოდ როგორ ბედავენ მწამებლური სისტემის, რეჟიმის შემქმნელები, კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ წევრები პენიტენციური დაწესებულების ხსენებასაც კი! ეს ძალიან ჰგავს მიზანმიმართულ კამპანიას ისევ და ისევ პენიტენციური სისტემის რეპუტაციის და ზოგადად, მთელი ჩვენი გუნდისა და სახელმწიფო სისტემის დასაზიანებლად

მე-6 პენიტენციურ დაწესებულებასთან პარტია „დროას“ მიერ აქციის ორგანიზების ფაქტს გამოეხმაურა. „საერთოდ როგორ ბედავენ სისტემური და სისტემატური, მწამებლური სისტემის შემქმნელები, რეჟიმის შემქმნელები, კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ წევრები პენიტენციური დაწესებულების ზოგადად, ხსენებასაც კი! ესენი არიან ის ადამიანები, რომელთა საქმიანობაც შეფასებულია სტრასბურგის სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაში და ისევ და ისევ ეს შეფასება, ჩემს მიერ ნათქვამი, სტრასბურგის სასამართლოს აქვს გაცხადებული.

ირაკლი შატაკიშვილი

03 ოქტომბერი 2026, 15:02

პოლიტიკა

ირაკლი შატაკიშვილი მთავრობისადმი ნდობის რეიტინგში საქართველოს შედეგზე: ეს არის ძალიან ღირსეულად მოპოვებული და დამსახურებაზე დაფუძნებული შედეგები

„საქართველო იმყოფება ურთულეს რეგიონში, ირგვლივ ყველგან საომარი მოქმედებები მიმდინარეობს, თუმცა, ამის მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლების ძალიან სწორმა, პრაგმატულმა, მშვიდობაზე ორიენტირებულმა, თანმიმდევრულმა, გონივრულმა პოლიტიკამ უზრუნველყო საქართველოში ეკონომიკური ზრდა. ჩვენმა ხელისუფლებამ ბევრი მმართველობითი რეფორმა გაატარა, უპრეცედენტო მასშტაბით ბრძოლა გამოუცხადა კორუფციას. სწორედ ამ მშვიდობაზე დაფუძნებულმა სწორმა ეკონომიკურმა განაპირობა ის, რომ საზოგადოების ძალიან დიდი ნდობა დაიმსახურა. რა თქმა უნდა, ევროკომისიის კვლევის შედეგებიც განსხვავებულს არ ამბობს. ეს არის ძალიან ღირსეულად მოპოვებული და დამსახურებაზე დაფუძნებული შედეგები”, - განაცხადა შატაკიშვილმა.

03 ოქტომბერი 2026, 14:54

მსოფლიო

The New York Times: რუსეთი გეგმავს ზამთარში კიევი, ხარკოვი და ოდესა დენის, წყლისა და გათბობის გარეშე დატოვოს

რუსეთი გეგმავს ზამთარში უკრაინის დიდი ქალაქები, მათ შორის კიევი, ხარკოვი და ოდესა დენის, წყლისა და გათბობის გარეშე დატოვოს. ინფორმაციას The New York Times-ი ავრცელებს.

03 ოქტომბერი 2026, 14:50

პოლიტიკა

დმანისის 35-ე უბანზე მაღალი აქტივობაა და კენჭისყრა მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს

მოქალაქეები არჩევანს „ქართული ოცნებისა“ და „ლელოს“ კანდიდატებს შორის აკეთებენ. სოფელ განახლებისა და ველისპირის მოსახლეობა ხმას ტრადიციული მეთოდით აძლევს.

03 ოქტომბერი 2026, 14:41

სამართალი

პროკურატურამ „კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს წევრობის“, „ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერის“ და „ქურდული სამყაროს წევრისთვის“ მიმართვის ფაქტზე 94 პირს ბრალდება წარუდგინა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ საზღვარგარეთ მყოფი ე.წ. კანონიერი ქურდის სახელითა და მფარველობით, მისი გარემოცვის წევრები სისტემატურად აწყობდნენ ე.წ. ქურდულ გარჩევებს და გადაწყვეტილებებს ე.წ. ქურდული ტრადიციების შესაბამისად იღებდნენ. ბრალდებულები მოქალაქეებს შორის არსებულ ფინანსურ და კრიმინალურ დავებს განიხილავდნენ, იღებდნენ მათთვის სასურველ გადაწყვეტილებებს, რომლის შეუსრულებლობის ან განსაზღვრული ვადის დარღვევის შემთხვევაში მოდავე მხარეს ფიზიკური ანგარიშსწორებით და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ.

03 ოქტომბერი 2026, 14:39

სამართალი

რუსთავის მე-6 პენიტენციურ დაწესებულებასთან პარტია „დროა“-ს მიერ ორგანიზებულ აქციაზე, მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის ოჯახის წევრებთან ერთად, „ნაციონალური მოძრაობის“, პარტია „ახალი“-ს, „ლელო“-სა და „დროა“-ს წევრები და აქტივისტები იმყოფებოდნენ

რუსთავის მე-6 პენიტენციურ დაწესებულებასთან, პარტია „დროა“-ს მიერ ორგანიზებულ აქციაზე, მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის ოჯახის წევრებთან ერთად, „ნაციონალური მოძრაობის“, პარტია „ახალი“-ს, „ლელო“-სა და „დროა“-ს წევრები და აქტივისტები იმყოფებოდნენ, რომელთა მტკიცებით ბადრაგებმა დავითაძეზე იძალადეს. პენიტენციური სამსახურის განმარტებით კი „არათუ სექსუალური, არამედ არანაირი სახის ძალადობას არ ჰქონია ადგილი“.

03 ოქტომბერი 2026, 14:38

მსოფლიო

მედია: პოლონეთი ამზადებს კანონს, რომელიც საომარი მდგომარეობის გამოცხადებამდე ქვეყანაში სრული თავდაცვითი მზადყოფნის რეჟიმზე გადასვლას შესაძლებელს გახდის

პოლონეთი ამზადებს კანონს, რომელიც საომარი მდგომარეობის გამოცხადებამდე ქვეყანაში სრული თავდაცვითი მზადყოფნის რეჟიმზე გადასვლას შესაძლებელს გახდის. ინფორმაციას პორტალი mezha.net ავრცელებს.

03 ოქტომბერი 2026, 14:37

პოლიტიკა

ცესკო მოქალაქეებს საკრებულოს შუალედურ არჩევნებზე კენჭისყრის უბნებზე არსებულ წესებს შეახსენებს

არჩევნების მიმდინარეობის პარალელურად, საინფორმაციო ბრიფინგები იმართება ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში.

03 ოქტომბერი 2026, 14:34

პოლიტიკა

ახმეტაში საკრებულოს შუალედურ არჩევნებზე ხმის მიცემა მშვიდ გარემოში, დარღვევების გარეშე მიმდინარეობს

ახმეტაში საკრებულოს შუალედური არჩევნებისთვის მხოლოდ ერთი, „ქართული ოცნების“ კანდიდატია რეგისტრირებული. სოფელ კასრისწყალში საარჩევნო უბანზე ხმის მიცემა მშვიდ გარემოში, დარღვევების გარეშე მიმდინარეობს. კენჭისყრა ტრადიციული მეთოდით ტარდება. უბანზე 272 ამომრჩეველია რეგისტრირებული და მათი აქტივობა საშუალოა.

03 ოქტომბერი 2026, 14:30

პოლიტიკა

12:00 საათის მონაცემებით, წალკასი საკრებულოს შუალედურ არჩევნებზე 200-ზე მეტი ამომრჩეველი იმყოფებოდა

საკრებულოს დღევანდელ შუალედურ არჩევნებში ყველაზე მეტი, 4 უბანი წალკაშია გახსნილი - 3 ადგილზე კი კენჭისყრა ელექტრონული ტექნოლოგიით ტარდება.

03 ოქტომბერი 2026, 14:15

პოლიტიკა

ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერეთაში საკრებულოს შუალედურ არჩევნებში ამომრჩეველთა, დაახლოებით, 35%-მა საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა

ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერეთაში საკრებულოს შუალედურ არჩევნებზე ამომრჩევლის აქტივობა საკმაოდ მაღალია. დაახლოებით, 220 ამომრჩეველი მივიდა უბანზე და თავისი არჩევანი გააკეთა.

03 ოქტომბერი 2026, 14:14

მსოფლიო

The Guardian: დასავლეთის ქვეყნები კიევიდან საელჩოების გადატანას ლვოვში ან პოლონეთში განიხილავენ

დიპლომატები კიევიდან საელჩოების გადატანის საკითხს განიხილავენ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი დიპლომატიურ წარმომადგენლობებზე თავდასხმებს მიზანმიმართულად დაიწყებს. ინფორმაციას The Guardian-ი დიპლომატებთან პირად საუბრებზე დაყრდნობით ავრცელებს.

03 ოქტომბერი 2026, 13:58

მსოფლიო

AXIOS: საუდის არაბეთი „ჰუსიტების“ წინააღმდეგ ფართომასშტაბიან ოპერაციას გეგმავს, აშშ ამ ეტაპზე მას არ უერთდება

საუდის არაბეთი და იემენის სამთავრობო ძალები უახლოეს დღეებში ირანის მიერ მხარდაჭერილი „ჰუსიტების“ წინააღმდეგ ფართომასშტაბიან კონტრშეტევას გეგმავენ. ინფორმაციას AXIOS-ი ავრცელებს.

03 ოქტომბერი 2026, 13:33

პოლიტიკა

საქართველოს პირველი ლედის, თამარ ბაგრატიონის პატრონაჟით, თბილისობის ფარგლებში, ქართველი მეწარმეების გამოფენა-გაყიდვა მიმდინარეობს

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პირველმა ლედიმ ორბელიანების სასახლის მიმდებარედ წარმოდგენილი საგამოფენო სივრცე დაათვალიერა, ქართველი მეწარმეების მიერ შექმნილ პროდუქციას და მათ საქმიანობას გაეცნო.

ჯეი დი ვენსი

03 ოქტომბერი 2026, 13:22

მსოფლიო

AXIOS: ტრამპის ეროვნული უსაფრთხოების გუნდის მაღალჩინოსნებმა კემპ დევიდში ირანისა და იემენის შესახებ საიდუმლო შეხვედრა გამართეს

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის უმაღლესი რანგის წარმომადგენლები პარასკევს კემპ დევიდში რამდენიმე საათით საიდუმლოდ შეიკრიბნენ, რათა ირანთან ომისა და იემენში საუდის არაბეთსა და „ჰუსიტებს“ შორის კონფლიქტის ფონზე სამომავლო ნაბიჯები განეხილათ. ინფორმაციას AXIOS-ი აშშ-ის სამ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.

კრისტა პაიკი

03 ოქტომბერი 2026, 12:21

მსოფლიო

Reuters: ტენესიში სიკვდილით დასჯის მცდელობის შემდეგ კრისტა პაიკი უგონო მდგომარეობაშია და ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული

ტენესიში ინიექციის გზით სიკვდილით დასჯის წარუმატებელი მცდელობის შემდეგ მსჯავრდებული კრისტა პაიკი მძიმე მდგომარეობაში, უგონოდ და ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება. ინფორმაციას Reuters-ი პაიკის ადვოკატებზე დაყრდნობით ავრცელებს.