imedi /  05 სექტემბერი 2019, 12:01 / სანდო წყარო

ღარიბაშვილი: „გირჩის“ საქმიანობა სახელმწიფოს და ჯარის ძლიერებას საფრთხეს უქმნის

ირაკლი ღარიბაშვილი

ირაკლი ღარიბაშვილი

თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტის ტრიბუნიდან პოლიტიკური გაერთიანება "გირჩი" გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ის საფრთხეს უქმნის "სახელმწიფოს და ჯარის ძლიერებას". ამის შესახებ ღარიბაშვილმა პარლამენტში, ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე თქვა, სადაც მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ.

"ის, რაც ამ ბოლო წლების განმავლობაში განვითარდა, ჩვენი ერის კატასტროფა და ტრაგედია იყო, ვგულისხმობ პოლიტიკური ოპონენტების "ნაცმოძრაობის" და მათთან აფილირებული წევრის ე.წ. „გირჩის“ ინიციატივას, რომლის ფარგლებშიც, ჩვენი საზოგადოების, მომავალი თაობის პირდაპირი დეგრადაციის მცდელობა ხდება, რაც ყოვლად დაუშვებელია.

არ მოვერიდები და ყოველგვარი პოლიტკორექტულობის გარეშე მინდა აღვნიშნო, რომ ამ ორგანიზაციის თუ სექტის საქმიანობა პირდაპირ საფრთხეს უქმნის ჩვენი სახელმწიფოსა და ჯარის ძლიერებას.

არ მოვერიდები იმის თქმას, რომ ეს არის პირდაპირ ძირგამომთხრელი საქმიანობა ჩვენი სახელმწიფოსი. მჯერა, რომ ამაზე თქვენთან ერთად ვიმუშავებთ. ჩემი მინისტრობის ერთ-ერთი პირველი ამოცანა და საზრუნავი იქნება ის, რომ რაც შეიძლება მოკლე ვადებში ეს საკითხი დარეგულირდეს", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

„გირჩის“ წევრებმა რელიგიური ორგანიზაცია „საქართველოს ქრისტიანული, ევანგელისტური, პროტესტანტული ეკლესია - ბიბლიური თავისუფლება“ 2017 წლის მარტში დაარეგისტრირეს. ორგანიზაციის მიზანი იმ ახლგაზარდების დახმარებაა, ვისაც ჯარში წასვლა არ უნდა. „ბიბლიური თავისუფლება“ სასულიერო პირებს აკურთხებს და შესაბამის ცნობასაც გასცემს. სასულიერო წოდების მქონე ახალგაზრდები კი შესაბამისი უწყებებისგან სავალდებულო სამხედრო სამსახურის გადავადებას ითხოვენ და მიზანსაც აღწევენ, რადგან კანონში არსებული ჩანაწერი მათ ამის საშუალებას აძლევს.

პარლამენტში უკვე მოუსმინეს თეა წულუკიანს და ვახტანგ გომელაურს. 

6 სექტემბერს მთავრობის ახალი შემადგენლობის მოსმენა ფრაქციების ფორმატში გადაინაცვლებს, 8 სექტემბერს კი პლენარული სხდომა გაიმართება, სადაც მთავრობის ახალ მეთაურსა და მინისტრთა კაბინეტს დაამტკიცებენ.

პრემიერმინისტრის პოსტზე გიორგი გახარიას კანდიდატურა 3 სექტემბერს, პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ პარტიის თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა წარადგინა. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრად ვახტანგ გომელაური, თავდაცვის მინისტრად კი ირაკლი ღარიბაშვილი არიან წარდგენილი. 

რაც შეეხება თავდაცვის ყოფილ მინისტრ ლევან იზორიას, ის უსაფრთხოების საბჭოს მდივნის თანამდებობაზე დასახელდა.

ყველა სიახლე

სოზარ სუბარი

25 თებერვალი 2020, 23:05

საქართველო

სოზარ სუბარი: წინა ხელისუფლების დროს ყოველ წელს იმაზე მეტი პატიმარი კვდებოდა, ვიდრე ჩვენი მმართველობის 8 წლის განმავლობაში ჯამში

2006 წლის 2 მაისს ქუჩაში ზურაბ ვაზაგაშვილი დახვრიტეს და ამას შემთხვევით შეესწრო ერთი ჩემი თანამშრომელი. როდესაც დაიწყეს ტელევიზიით ვაზაგაშვილის შესახებ ტყუილის თქმა, მე პირდაპირ დავურეკე და ვუთხარი, რომ მყავს მოწმე, რომელიც ამ ყველაფერს შეესწრო. რამდენიმე დღეში პირდაპირ ეთერში მე მოვყევი, როგორ მოხდა ეს ყველაფერი, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „არენა“ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა რეგიონულ საკითხებში სოზარ სუბარმა განაცხადა.

გოგა ხაინდრავა

25 თებერვალი 2020, 23:01

საქართველო

გოგა ხაინდრავა: ვანო მერაბიშვილი ცხინვალის დე ფაქტო მთავრობასთან მოლაპარაკებებს მიზანმიმართულად შლიდა

„ამ ვაჟბატონმა გააჩერა გორიდან მიმავალი ავტობუსი. პირადად ვანო მერაბიშვილის ბრძანებით გადმოიყვანეს იქიდან 76 კაცი, ცემით მოკლეს გორის პოლიციაში. სურათები გვქონდა ჩვენ, ფაქტები გვქონდა. ჩასვეს მერე ავტობუსში ეს ცემით მოკლული ხალხი. 16 წლის ბავშვი იყო ყველაზე პატარა და 61 წლის კაცი იყო უფროსი. გაუშვეს ცხინვალში, ნაცემი, დანგრეული ხალხი“, - განაცხადა ხაინდრავამ.

სოზარ სუბარი

25 თებერვალი 2020, 22:46

საქართველო

სოზარ სუბარი: სტრასბურგის სასამართლომ ძალიან მკაფიოდ თქვა, რომ მერაბიშვილი სასჯელს აბსოლუტურად კანონიერად იხდიდა

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ძალიან მკაფიოდ თქვა, რომ ვანო მერაბიშვილი სასჯელს იხდიდა აბსოლუტურად კანონიერად. მისი წინასწარი პატიმრობა და სასამართლოს განაჩენი იყო კანონიერი და ამასთან დაკავშირებით არანაირი ეჭვი არ არსებობს, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „არენა“ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა რეგიონულ საკითხებში სოზარ სუბარმა განაცხადა.

25 თებერვალი 2020, 22:19

მსოფლიო

იტალიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 10 ადამიანამდე გაიზარდა

იტალიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 10 ადამიანამდე გაიზარდა. არსებული ინფორმაციით, ჩრდილოეთ იტალიაში დღეს კიდევ სამი ადამიანი დაიღუპა. როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, სამივე გარდაცვლილი ხანშიშესული იყო. ისინი ლომბარდიის რეგიონში ცხოვრობდნენ.

დავით ზალკალიანი

25 თებერვალი 2020, 22:02

საქართველო

დავით ზალკალიანმა ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მდგომარეობა გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს პრეზიდენტთან განიხილა

შეხვედრაზე ხაზი გაესვა შექმნილ ვითარებაზე საერთაშორისო თანამეგობრობის, განსაკუთრებით კი ადამიანის უფლებათა საბჭოს რეაგირების და ჩართულობის მნიშვნელობას. მხარეებმა კიდევ ერთხელ აღნიშნეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მონიტორინგის საერთაშორისო მექანიზმების არსებობის აუცილებლობას.

ოპერაცია

25 თებერვალი 2020, 21:38

ტაბლოიდი

ინგლისში ქირურგებმა მარჯვენა მუხლის სახსრის პროთეზი პაციენტს შეცდომით მარცხენა ფეხზე დაუყენეს

ინგლისის ქალქ მაკლსფილდში ქირურგებმა პაციენტს მარცხენა ფეხზე მარჯვენა ფეხისთვის განკუთვნილი მუხლის სახსრის პროთეზი დაუყენეს. ინფორმაციას ამის შესახებ Daily Mail-ი ავრცელებს. ექიმების შეცდომის გამო 74 წლის ბარბარა ბარნსს რამდენიმე თვის განმავლობაში ტკივილი აწუხებდა.

კორონავირუსი ირანი

25 თებერვალი 2020, 21:10

მსოფლიო

მაიკ პომპეო: შესაძლოა ირანი კორონავირუსთან დაკავშირებით არაზუსტ ინფორმაციას ავრცელებს

„აშშ ღრმად შეშფოთებული ინფორმაციით, რომელიც იმას მიუთითებს, რომ ირანმა ქვეყანაში კორონავირუსის აფეთქების შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია დამალა. ყველა ქვეყანამ, მათ შორის ირანმა, კორონავირუსის შესახებ სიმართლე უნდა თქვას და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ითანამშრომლოს“,- განაცხადა პომპეომ.

ნათია თურნავა

25 თებერვალი 2020, 21:09

ეკონომიკა

ნათია თურნავა: არ უნდა დავიშუროთ რესურსები, რაც ინოვაციურად მოაზროვნე ადამიანებს წაახალისებს

ჩვენი სტარტაპერები უკვე გაცილებით მეტად არიან მომზადებულები და გაცილებით მეტი შანსი აქვთ მოიპოვონ დაფინანსება და გლობალურ ბაზარზე გავიდნენ, - ამის შესახებ 100 000 ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამის გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.

ბაკურ აბულაძე

25 თებერვალი 2020, 21:02

ძალოვნები

გენერალური პროკურორის პირველ მოადგილედ ბაკურ აბულაძე დაინიშნა

საქართველოს გენერალურმა პროკურორმა თანამშრომლებთან შეხვედრაზე უწყების წინაშე არსებულ გამოწვევებზე, სამომავლო გეგმებზე და ძირითად პრიორიტეტულ მიმართულებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ გენერალური პროკურორის პირველ მოადგილედ ბაკურ აბულაძის დანიშვნის გადაწყვეტილება მისი პროფესიული გამოცდილებისა და პიროვნული მახასიათებლების გათვალისწინებით მიიღო.

მაიკ პომპეო

25 თებერვალი 2020, 20:56

მსოფლიო

მაიკ პომპეო რუსეთს აშშ-ის არჩევნებში ჩარევის შემთხვევაში საპასუხო ზომებით ემუქრება

„როგორც არაერთხელ განვაცხადე, და მათ შორის სერგეი ლავროვთან ბოლო შეხვედრის დროს, ჩვენ არჩევნებში ჩარევა მიუღებელია. ტრამპის ადმინისტრაცია ჩვენი არჩევნების ხელშეუხებლობას უზრუნველყოფს და ამაზე ორი აზრი არ შეიძლება არსებობდეს. იმ შემთხვევაში თუ რუსეთი ან ნებისმიერი სხვა ქვეყანა შეეცდება ჩვენს დემოკრატიულ პროცესს ძირი გამოუთხაროს, ჩვენ საპასუხო ზომებს მივიღებთ“, - განაცხადა პომპეომ.

მიხეილ ჩხენკელი კალათბურთელები

25 თებერვალი 2020, 20:37

სპორტი

მიხეილ ჩხენკელმა საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებს უმასპინძლა

„პირველ რიგში გილოცავთ ევრობასკეტის შესარჩევი ეტაპის წარმატებულად დაწყებას! შვეიცარიის ნაკრების დამარცხებითა და მსოფლიო კალათბურთის გრანდთან - სერბეთთან გამარჯვებით ქართველ გულშემატკივრებს უდიდესი სიხარული მოგვანიჭეთ“, - განაცხადა მინისტრმა.

სერგეი ლავროვი

25 თებერვალი 2020, 20:31

საქართველო

სერგეი ლავროვმა ქართველ ჟურნალისტებს შეურაცხყოფა მიაყენა

ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტი მინისტერიალის გამართვის ადგილთან და საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ხვალ მიიღებს, თუმცა უკვე ცნობილია, რომ მინისტერიალში მონაწილეობას მიიღებს რუსეთის დელეგაციაც. ქართველმა ჟურნალისტებმა მინისტერიალში შესაძლო მონაწილეობის შესახებ ჟენევაში მყოფ ლავროვს პირადად ჰკითხეს, თუმცა რუსეთის პირველმა დიპლომატმა მედიის წარმომადგენელთა კითხვას არ უპასუხა და მათ შეურაცხყოფა მიაყენა.

ინფექციური საავადმყოფო

25 თებერვალი 2020, 20:16

საქართველო

ინფექციურ საავადმყოფოში მყოფ 4 პაციენტს კორონავირუსზე ნაცხს ხვალ აუღებენ

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში მოთავსებულ 4 პაციენტს ბიოლოგიურ მასალას ხვალ აუღებენ, - ამის შესახებ საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა. მისივე თქმით, ამ ეტაპზე მედიკოსებს არ რჩებათ იმის შთაბეჭდილება, რომ პაციენტებს კორონავირუსი აქვთ.

კორონავირუსი

25 თებერვალი 2020, 20:08

მსოფლიო

აზერბაიჯანში ირანიდან დაბრუნებული 23 ადამიანი კარანტინში მოათავსეს

აზერბაიჯანში ირანიდან დაბრუნებული 23 პირი კორონავირუსზე არსებული ეჭვის გამო კარანტინში მოათავსეს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო APA ავრცელებს. აზერბაიჯანში დაბრუნებული 23 ადამიანი ირანის იმ რეგიონში იმყოფებოდა, სადაც კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევები გამოვლინდა.

ვენეცია კორონავირუსი

25 თებერვალი 2020, 20:02

მსოფლიო

რა ვითარებაა კორონავირუსის საფრთხის გამო დაცარიელებულ ვენეციაში. ვიდეო

ვენეციის ცენტრში ცნობილ სან-მარკოს მოედანზე სეზონისთვის უჩვეულო სიცარიელეა. კორონავირუსის გავრცელების გამო ტურისტების ნაწილმა ქალაქი დატოვა. დაკეტილია მაღაზიების და რესტორნების უმრავლესობა. ვენეციაში პირბადეების დეფიციტია.

უეფა

25 თებერვალი 2020, 19:50

სპორტი

კორონავირუსის გავრცელების გამო უეფამ შესაძლოა ევროტურნირები შეაჩეროს

„ჩვენ მოლოდინის რეჟიმში ვართ. ვაკვირდებით სიტუაციას. ფეხბურთი ქვეყნის კანონმდებლობას უნდა ეწყობოდეს. ვცდილობთ არ შევაჩეროთ ტურნირები, თუმცა თუ სიტუაცია გაუარესდება, მოგვიწევს ტურნირების შეჩერება“, - აცხადებს ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს ვიცე-პრეზიდენტი მიშელ უვა.

კორონავირუსი

25 თებერვალი 2020, 19:35

მსოფლიო

ევროპაში კორონავირუსის გავრცელების ორი ახალი კერა გაჩნდა

ევროპაში კორონავირუსის გავრცელების ორი ახალი კერა გაჩნდა. ესპანური გამოცემა El Pais-ის ცნობით, ინფორმაციით, კორონავირუსის პირველი შემთხვევები კატალონიაში და შვეიცარიაში გამოვლინდა. კატალონიის ადგილობრივმა ხელისუფლებამ რეგიონში ინფიცირების პირველი შემთხვევა დაადასტურა და კორონავირუსთან დაკავშირებით პროტოკოლი აამოქმედა.

დონალდ ტრამპი

25 თებერვალი 2020, 19:22

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: ჰარვი ვაინშტეინი მიშელ ობამას და ჰილარი კლინტონს უყვარდათ

„რაც შეეხება ვაინშტეინს, ის დემოკრატებს მოსწონდათ. მიშელ ობამას უყვარდა ის. ჰილარი კლინტონს უყვარდა ის. ვაინშტეინი დიდ ფულს აძლევდა დემოკრატებს. ჩემი კითხვაა: დააბრუნებენ დემოკრატები ამ ფულს უკან?“ - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ევროპული საქართველო აქცია ჰიმნი

25 თებერვალი 2020, 18:57

საქართველო

„ევროპული საქართველოს“ ოფისთან ახალგაზრდები მორიგ აქციას მართავენ

ახალგაზრდების ჯგუფი მორიგ აქციას მართავს ევროპული საქართველოს ოფისთან. აქტივისტების მოთხოვნა უცვლელია - ისინი ელენე ხოშტარიასგან და ირმა ნადირაშვილისგან დეპუტატების მანდატების დატოვებას ითხოვენ.

25 თებერვალი 2020, 18:49

მსოფლიო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელი: ქვეყნები მზად უნდა იყვნენ იმისთვის, რომ კორონავირუსი მათ კარზე დააკაკუნებს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, ქვეყნები მზად უნდა იყვნენ იმისთვის, რომ კორონავირუსი მათ კარზე დააკაკუნებს. ამის შესახებ დღეს ჟენევაში გამართულ პრესკონფერენციაზე ორგანიზაციის ოფიციალურმა წარმომადგენელმა კრისტიან ლინდმაიერმა განაცხადა. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს.