IMEDI /  07 სექტემბერი 2019, 15:43 / სანდო წყარო

გახარია: ხელისუფლება მხოლოდ არჩევნებით შეიცვლება

გიორგი გახარია

გიორგი გახარია

„არსებობს არჩევნები, პარლამენტი და არსებობს მიკროფონი, რომელსაც, იმედია, ამ შენობაში მაინც აღარ გამორთავენ“, - განაცხადა პრემიერმინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ პარლამენტში, სადაც მინისტრობის კანდიდატებისა და „ქართული ოცნების“ შეხვედრა დასრულდა. 

გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველოში ხელისუფლება მხოლოდ არჩევნებით შეიცვლება.

„ერთხელ და სამუდამოდ უნდა შევთანხმდეთ, რომ ჩვენ ქვეყანაში პოლიტიკური რეალობის შეცვლა ფიზიკური ძალადობით ვეღარ მოხდება. ამისთვის არსებობს არჩევნები, ამისთვის არსებობს პარლამენტი და ამისთვის არსებობს მიკროფონი, რომელსაც, იმედია, რომ ამ შენობაში მაინც აღარ გამორთავენ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

დღეს თითქმის სამი საათის განმავლობაში განიხილავდნენ ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსის“ წევრები მთავრობის ახალ შემადგენლობას. დაისვა სხვადასხვა შეკითხვა. მათ შორის, სამართლიანობის აღდგენა, ოკუპირებული ტერიტორიები, განათლება და ეკონომიკა. 

8 სექტემბერს კი პლენარული სხდომა გაიმართება, სადაც მთავრობის დამტკიცებისთვის მმართველ გუნდს 76 დეპუტატის მობილიზება დასჭირდება.

გუშინ„ევროპულმა საქართველომ“ გახარიას პასუხებს არ მოუსმინა და სხდომა დაასრულა. ანალოგიური ფაქტი დაფიქსირდა „ნაციონალური მოძრაობის“ შემთხვევაშიც. 

გახარიას „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის სხდომაზე უსმენდნენ, სადაც მაკო გომურისა და მოძრაობა „სირცხვილიას“ წევრების დაშვებას ითხოვდნენ. ამის შემდეგ მაკო გომურმა Facebook-ზე დაწერა, რომ კახეთში იმყოფებოდა და მისთვის საშვის დაშვების შესახებ მხოლოდ სხდომის დაწყებამდე 5 წუთით ადრე გაიგო. მოგვიანებით მან საკუთარი პოსტი წაშალა.

მალევე აქციის ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ მაკო გომურს ჰქონდა ინფორმაცია, რომ მასზე საშვი იყო დაშვებული. აქციის სხვა მონაწილეების თქმითაც, იმ ადამიანებს შორის იყო მაგო გომურიც, ვისზეც საშვი იყო დაშვებული.

მოგვიანებით ხოშტარიამ პრემიერობის კანდიდატს მაკო გომურის შეკითხვა წაუკითხა. მაკო გომურმა 20 ივნისის აქციის დაშლის დროს თვალი დაკარგა. 

პრემიერმინისტრის პოსტზე გიორგი გახარიას კანდიდატურა 3 სექტემბერს, პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ პარტიის თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა წარადგინა. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრად ვახტანგ გომელაური, თავდაცვის მინისტრად კი ირაკლი ღარიბაშვილი არიან წარდგენილი.

ყველა სიახლე

ჯოკერი

21 ოქტომბერი 2019, 00:52

კულტურა

ჯარედ ლეტოს ჯოკერის ახალი როლის შესრულება თავად სურდა

ჯარედ ლეტო, რომელიც "თვითკვლელთა რაზმში" ჯოკერის როლს თამაშობს, რეჟისორ ტოდ ფილიპსის მიერ ახალი ჯოკერის შესახებ ფილმის გადაღებების ჩაშლას ცდილობდა. ჯარედ ლეტო იმედგაცრუებული დარჩა, როდესაც ჯოკერის როლი ხოაკინ ფენიქს შესთავაზეს.

ჩრდილოეთ მაკედონია

21 ოქტომბერი 2019, 00:42

მსოფლიო

ჩრდილოეთ მაკედონიაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნა

ჩრდილოეთ მაკედონიის ლიდერი 2020 წლის აპრილში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას დათანხმდა, ამის წინაპირობა კი ევროკავშირის მიერ ჩრდილოეთ მაკედონიის გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების დაბლოკვა გახდა. ვადამდელი არჩევნები 2020 წლის 12 აპრილს გაიმართება.

ლიბრა

21 ოქტომბერი 2019, 00:22

ეკონომიკა

Facebook-ი აცხადებს რომ ლიბრა მხოლოდ ერთმა კომპანიამ არ უნდა გააკონტროლოს

Facebook-ის კრიტპოვალუტის პროექტის აღმასრულებელი დირექტორი დევიდ მარკუსი მსოფლიოს მაღალჩინოსნების დამშვიდებას ცდილობს, რომლებიც სოციალური ქსელის კრიტპოვალუტასთან, ლიბრასთან დაკავშირებით შეშფოთებას და გარკვეულ შიშს გამოთქვამენ.

დემონსტრაცია სანტიაგოში

21 ოქტომბერი 2019, 00:20

მსოფლიო

ჩილეში პოლიციამ თითქმის 1 500 დემონსტრანტი დააკავა

აქციები ჩილეში მას შემდეგ იმართება, რაც ერთი კვირის წინ ხელისუფლებამ მეტროთი მგზავრობის საფასურის 800-დან 830 პესომდე გაზრდა დააანონსა. ჩილეს პრეზიდენტმა სებასტიან პინიერამ დედაქალაქ სანტიაგოსა და ჩაკაბუკოს პროვინციაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

Abominable

21 ოქტომბერი 2019, 00:02

კულტურა

მალაიზიამ სამხრეთ ჩინეთის ზღვის სადავო რუკის გამო ანიმაციური მულტფილმი დაბლოკა

მალაიზიის ხელისუფლებამ გააპროტესტა მულტფილმში არსებული ის სცენა, რომელშიც სამხრეთ ჩინეთის ზღვის რუკაა ნაჩვენები. რუკაზე დატანილია ზღვის ზოლის ის მონაკვეთიც, რომელიც ჩინეთს, მალაიზიას, ტაივანს, ვიეტნამს, ფილიპინებსა და ბრუნეის შორის კამათის საგანია.

აშშ სამხედრო ბაზა

20 ოქტომბერი 2019, 23:34

მსოფლიო

აშშ-ში სამხედრო ბაზაზე წვრთნების დროს სულ ცოტა 3 ჯარისკაცი დაიღუპა

შემთხვევა ჯორჯიის შტატში მოხდა, როცა ჯარისკაცები სამხედრო ავტომობილით გადაადგილდებოდნენ. 3 მათგანი ადგილზე დაიღუპა, კიდევ 3 დაშავებული კი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ინციდენტის სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

დახმარება

20 ოქტომბერი 2019, 23:34

მსოფლიო

კვლევა: რომელია ყველაზე გულუხვი ერი

ანალიზი საქველმოქმედო ფონდმა Charities Aid Foundation-მა ჩაატარა. 10-წლიანი კვლევის განმავლობაში 126 ქვეყანაში 1.3 მილიონამდე ადამიანი გამოკითხეს. კითხვები შეეხებოდა თუ რა თანხას ხარჯავენ საქველმოქმედო მიზნებისთვის, რამდენად ხშირად ეხმარებიან გასაჭირში მყოფ უცნობებს და რამდენად არიან ჩართულები მოხალისეობრივ საქმიანობაში.

მარსი

20 ოქტომბერი 2019, 22:59

ტექნოლოგიები

NASA-ს ყოფილი მეცნიერი ამტკიცებს, რომ მარსზე სიცოცხლე 40 წლის წინ აღმოაჩინეს

მეცნიერის თქმით, სიცოცხლე წითელ პლანეტაზე მისია „ვიკინგმა“ აღმოაჩინა, რომლის ფარგლებშიც მარსზე ორი კოსმოსური აპარატი - „ვიკინგი 1“ და „ვიკინგი 2“ ჩაფრინდა. მათი მთავარი ამოცანა სიცოცხლის მიკრობული ფორმების აღმოჩენა იყო. ამისთვის აპარატებმა წითელ პლანეტაზე რამდენიმე ექსპერიმენტი ჩაატარეს.

20 ოქტომბერი 2019, 22:47

ტექნოლოგიები

კვლევა: ის ვინც ბევრს ფიქრობს ადრე კვდება

ადრე მეცნიერები ფიქრობდნენ, რომ გონებრივი აქტივობა დადებითად მოქმედებდა სიცოცხლის ხანგრძლივობაზე. თუმცა ახალმა კვლევამ, რომელიც ჰარვარდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ჩაატარეს, საპირისპირო შედეგი აჩვენა. ადამიანი, რომელიც ბევრს ფიქრობს, სიცოცხლის ხანგრძლივობა უმცირდება.

ილია წულაია

20 ოქტომბერი 2019, 22:05

საქართველო

ილია წულაია: „არქი ჯგუფმა“ „პროგრეს ბანკის“ სესხი სრულად გადაიხადა

ილია წულაია „იმედის კვირასთან“ აცხადებს, რომ „პროგრეს ბანკიდან“ აღებული სესხი, თავისი პროცენტით, მან სწორედ „თიბისი ბანკში“ დაფარა, მას შემდეგ რაც „პროგრეს ბანკის“ აქტივები „თიბისიში“ გადავიდა. წულაიამ გაასაჯაროვა ყველა ამ გადარიცხვის ოფიციალური დოკუმენტი.

მარკ ესპერი

20 ოქტომბერი 2019, 22:05

მსოფლიო

აშშ-ის თავდაცვის მდივანი „თალიბანთან“ მოლაპარაკებების განახლებას შეეცდება

აშშ-ის თავდაცვის მდივანი მარკ ესპერი ოფიციალური ვიზიტით ავღანეთს ეწვია. ესპერი ავღანეთის პრეზიდენტ აშრაფ განის და ამერიკელ ჯარისკაცებს შეხვდება. ამასთან, დიპლომატი მოძრაობა „თალიბანთან“ სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლებას შეეცდება.

ნიგერია ნაწამები ბავშვები

20 ოქტომბერი 2019, 21:39

მსოფლიო

ნიგერიაში კიდევ ერთი სკოლიდან ნაწამები მოსწავლეები გაათავისუფლეს

ნიგერიის ჩრდილოეთით ისლამურ სკოლა-ინტერნატებში მილიონობით ბავშვი სწავლობს. ქვეყნის მოსახლეობა მთავრობას ამ სასწავლო დაწესებულებებზე უფრო მკაცრი კონტროლის დამყარებისკენ მოუწოდებს. ერთი თვის განმავლობაში პოლიციამ ისლამური სკოლებიდან 1 000 მოსწავლეზე მეტი გაათავისუფლა.

მარგალიტი

20 ოქტომბერი 2019, 21:26

კულტურა

მსოფლიოს უძველესი მარგალიტი აბუ-დაბიში იპოვეს

აბუ-დაბის ტურიზმისა და კულტურის სამინისტროს განცხადებით, ნატურალური მარგალიტი მარავას კუნძულზე არქეოლოგიური სამუშაოების დროს აღმოაჩინეს. ფენები, სადაც მარგალიტი იპოვეს ჩვენს წელთ აღრიცხვამდე 5800-5600 წლით თარიღდება, ნეოლითის პერიოდით.

ელექტროსკუტერი

20 ოქტომბერი 2019, 21:04

მსოფლიო

საფრანგეთში ელექტროსკუტერით ავარიას კიდევ ერთი ადამიანი ემსხვერპლა

საფრანგეთში ელექტროსკუტერით ავარიას კიდევ ერთი ადამიანი ემსხვერპლა. შემთხვევა ქალაქ ბორდოში მოხდა. ავტომობილი ელექტროსკუტერით მოძრავ 25 წლის ბიჭს დაეჯახა, რომელიც ადგილზე დაიღუპა. ბიჭთან ერთად ელექტროსკუტერით 18 წლის გოგოც გადაადგილდებოდა.

ბილ მიურეი

20 ოქტომბერი 2019, 20:53

კულტურა

ბილ მიურეის რომის კინოფესტივალზე საპატიო ჯილდო გადასცეს

69 წლის მიურეის ჯილდო კინოხელოვნების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის გადასცეს. საზეიმო ღონისძიებას მსახიობები ფრენსის მაკდორმანდი და ედვარდ ნორტონი და რეჟისორი უეს ანდერსონი დაესწრნენ. მიურეის კარიერა 1976 წელს დაიწყო. ის „ემის“, „ოქროს გლობუსის“ და „BAFTA“-ს ლაურეატია.

სირია

20 ოქტომბერი 2019, 20:40

მსოფლიო

ქურთები სირიის სასაზღვრო ქალაქს ტოვებენ

ქალაქ რას ალ აიანის ოფიციალურმა პირებმა Associated Press-ს ანონიმურად განუცხადეს, რომ ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმების ფარგლებში, ადგილობრივი მცხოვრებლები და ქურთი სამხედროები ტერიტორიას ბადრაგის თანხლებით ტოვებენ. მათთვის უცნობია, რამდენად დასრულდება ევაკუაცია კვირას.

ძიუდო

20 ოქტომბერი 2019, 20:15

სპორტი

საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე გუნდურ შეჯიბრებაში მესამე ადგილი დაიკავა

მაროკოში დასრულებულ მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა სამი ოქროს, ერთი ვერცხლის, ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და გუნდურ საერთო ჩათვლაში მეორე ადგილზე გავიდა. ჯამში ქართველებმა სამი ოქროს, ერთი ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

პოლიცია

20 ოქტომბერი 2019, 19:55

ძალოვნები

ნინოწმინდაში ენერგო პრო ჯორჯიას თანამშრომელი გარდაიცვალა

კომპანიის ცნობით, შემთხვევა სოფელ განძაში მოხდა. გარდაცვლილი ქვესადგურის ოსტატი და საკმაოდ გამოცდილი თანამშრომელი იყო. მომხდარის მიზეზების დასადგენად „ენერგო პრო ჯორჯიაში“ შიდა გამოძიებას ატარებენ. სავარაუდოდ, საქმე შრომის უსაფრთხოების წესების დარღვევას ეხება.

მკვლელობა

20 ოქტომბერი 2019, 19:33

მსოფლიო

ბანგლადეშში Facebook პოსტს ოთხი ადამიანი ემსხვერპლა, 50 დაშავდა

ბანგლადეშში, ბოლას ოლქში პოლიციასთან შეტაკების დროს სულ მცირე 4 ადამიანი დაიღუპა, 50-მდე კი დაშავდა. დაპირისპირება Facebook პოსტს მოჰყვა, რომელიც მუსლიმებისთვის შეურაცხმყოფელ შინაარსს შეიცავდა. აქცია მას მერე დაიწყო, რაც ინდუსმა წინასწარმეტყველ მუჰამედის შესახებ შეურაცხმყოფელი ტექსტი დაწერა.

შვეიცარია

20 ოქტომბერი 2019, 19:14

მსოფლიო

შვეიცარიის საპარლამენტო არჩევნებში მწვანეებმა წარმატებას მიაღწიეს

ამ ეტაპზე მხოლოდ არაოფიციალური შედეგებია ცნობილი, მაგრამ წინასწარი მონაცემებით მწვანეთა პარტიებმა - „შვეიცარიის მწვანეთა პარტიამ“ და „მწვანე ლიბერალთა პარტიამ“ ჯამში ამომრჩეველთა ხმათა 20,3% მიიღეს, რითაც 2015 წლის შედეგი 8,6%-ით გააუმჯობესეს. გამარჯვება კი სავარაუდოდ „შვეიცარიის მემარჯვენე კონსერვატორთა პარტიამ“ მოიპოვა.