imedi /  11 სექტემბერი 2019, 14:11 / სანდო წყარო

ბრიტანელმა ექსპერტებმა ხაზარაძისადმი „მუქარის წერილზე“ ათობით თითის ანაბეჭდი იპოვეს

ზვიად კორძაძე

ზვიად კორძაძე

მამუკა ხაზარაძისადმი „მუქარის წერილზე“ ინგლისში ჩატარებული ექსპერტიზის შედეგად ათობით თითის ანაბეჭდი იპოვეს. ამის შესახებ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის ადვოკატმა „არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციასთან“ შეხვედრაზე განაცხადა. ზვიად კორძაძის თქმით, ის ექსპერტიზის შედეგებს პროკურატურას გადასცემს.

„დანარჩენი გამოძიების საქმეა. მან უნდა მოახდინოს ამ ანაბეჭდების იდენტიფიცირება და შემდეგ უნდა გამოკითხოს ეს პირები და დაუსვას ერთი კითხვა - როგორ მოხვდა მათი ანაბეჭდი ამ წერილზე“, - ამბობს კორძაძე.

„თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ წინასაარჩევნოდ მას გიორგი გახარიამ, რომელიც მაშინ შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტს იკავებდა, მუქარის წერილი გაუგზავნა. ამ ბრალდებასთან დაკავშირებით ხაზარაძე თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხეს. მან სასამართლოში წერილის ასლიც მიიტანა, რომელიც პროკურატურამ გაასაჯაროვა. გახარიამ კი ხაზარაძის ბრალდებას ასე უპასუხა: „მე წერილებს არ ვწერ და სათქმელს პირში ვეუბნები ყველას“.

ყველა სიახლე

წოლჭიმი

22 თებერვალი 2020, 20:46

სპორტი

მანჩესტერის მსოფლიო თასის გათამაშებაზე წოლჭიმში აჰმად რაზმაზარმა ოქროს მედალი მოიპოვა

საქართველოს პარაოლიმპიური კომიტეტის ინფორმაციით, წოლჭიმში მანჩესტერის 2020 წლის მსოფლიო თასის გათამაშებაზე აჰმად რაზმაზარმა 80კგ.წონით კატეგორიაში 186 კილოგრამი ასწია და ოქროს მედლის მფლობელი გახდა.შეჯიბრი წოლჭიმში მანჩესტერში 20 თებერვალს დაიწყო და 24-ში დასრულდება.

ილია მეორე

22 თებერვალი 2020, 20:41

საქართველო

ილია მეორე: ხალხის თანადგომა რომ არ იყოს, ვერ გავუძლებდი ამ სიმძიმეებს, 42 წელია, მე ვარ სამიზნედ

„ხალხის თანადგომა რომ არ იყოს, მე ვერ გავუძლებდი ამ სიმძიმეებს, 42 წელია მე ვარ სამიზნედ. ღმერთი გვიცავს, ღმერთი გვაძლევს მადლს და ძალას, რომ გავუძლოთ. მე მადლობელი ვარ, რასაც თქვენ აკეთებთ მთაში. მთა ძლიერია, მთა ბევრს არ ლაპარაკობს, მაგრამ ბევრს აკეთებს”, - ეს სიტყვები საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა საპატრიარქოში გამართულ შეხვედრაზე თქვა.

ქეთევან გაიპარაშვილი

22 თებერვალი 2020, 20:25

სპორტი

თბილისში, სუპერთასის მატჩს ქალი მსაჯი ეყოლება

სუპერთასის ეგიდით ეს თბილისური კლუბების პირველი დაპირისპირება იქნება. ორივე კლუბი გადამწყვეტი მატჩისთვის და სეზონის წარმატებით განახლებისთვის სრული დატვირთვით ემზადება. სუპერთასის შეხვედრის მთავარი არბიტრი გიორგი კიკაჩეიშვილი იქნება. ისტორიაში პირველად კი, მას ასისტენტობას ქართველი ქალი მსაჯი ქეთევან გაიპარაშვილი გაუწევს.

სირია

22 თებერვალი 2020, 20:08

მსოფლიო

სირია საჰაერო სივრცის დარღვევის შემთხვევაში თვითმფრინავების ჩამოგდებით იმუქრება

ნებისმიერ თვითმფრინავს, რომელიც სირიის საჰაერო სივრცეს დაარღვევს, საჰაერო თავდაცვის ძალები ჩამოაგდებენ. ამის შესახებ სააგენტო SANA სირიის არმიის წყაროზე დაყრდნობით იტყობინება. დამასკო საჰაერო სივრცის დარღვევის ნებისმიერ შემთხვევას ქვეყნის წინააღმდეგ განხორციელებულ სამხედრო აგრესიად განიხილავს, რასაც სათანადო რეაგირება მოჰყვება.

ნატო გაფართოება

22 თებერვალი 2020, 19:40

მსოფლიო

მაიკლ ბირნბაუმი: აშშ-ში საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის უთანხმოება ნატო-ს გაფართოებას ეხება

ყველაზე მწვავე უთანხმოება, რომელიც აშშ-ში ბერნი სანდერსა და დემოკრატების უფრო ცენტრისტ საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის არსებობს, ნატო-ს გაფართოებას ეხება. ამის შესახებ ამერიკული გამოცემა The Washington Post-ის ბრიუსელის ბიუროს ხელმძღვანელი მაიკლ ბირნბაუმი წერს. ის საგარეო პოლიტიკის საკითხებზე ბერნი სანდერსის მრჩეველს, აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის წევრს რო ხანას ესაუბრა.

ანდრეს კნაპე

22 თებერვალი 2020, 19:30

საქართველო

ევროსაბჭოს კონგრესის პრეზიდენტი: არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რუსეთს ტერიტორიები აქვს ოკუპირებული

„ბოლო წლებში, მედიისა და ევროპელი პოლიტიკოსების ყურადღება ძირითადად მიპყრობილი იყო სირიაში, ერაყსა და აფრიკაში არსებულ მდგომარეობაზე, თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მსგავსი სიტუაცია არსებობს ევროპის შიგნითაც, სადაც რუსეთის მიერ ტერიტორიები არის ოკუპირებული“, - ამის შესახებ საქართველოში ვიზიტით მყოფმა, ევროსაბჭოს კონგრესის პრეზიდენტმა ოკუპაციის მუზეუმში ვიზიტის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

„ყვითელი ჟილეტების“ აქცია

22 თებერვალი 2020, 19:07

მსოფლიო

პარიზში ყვითელჟილეტიანების ლიდერი ერიკ დრუე დააკავეს

მოძრაობა „ყვითელი ჟილეტების“ დამფუძნებელი და ლიდერი ერიკ დრუე დღეს საფრანგეთის დედაქალაქში დააკავეს. ინფორმაციას ტელეარხი BFMTV ავრცელებს. ინციდენტი საგამოფენო ცენტრ პორტ-დე-ვერსალში მოხდა, სადაც საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი მივიდა.

Auschwitz Memorial Complex

22 თებერვალი 2020, 18:29

კულტურა

ოსვენციმის მემორიალური კომპლექსის ადმინისტრაცია ითხოვს, რომ Amazon-მა ანტისემიტური წიგნები გაყიდვიდან ამოიღოს

ოსვენციმის მემორიალური კომპლექსის ადმინისტრაცია Amazon-ის ხელმძღვანელ ჯეფ ბეზოსს სთხოვს, რომ გაყიდვიდან ანტისემიტური შინაარსის მქონე წიგნები ამოიღოს. ამის შესახებ კომპლექსის ადმინისტრაციამ Twitter-ზე დაწერა. „მომწამლავი, ზიზღით სავსე ნაცისტების პროპაგანდა იყიდება არა მხოლოდ Amazon-ზე, არამედ ბრიტანეთში და აშშ-ში, გერმანიაში“, - ნათქვამია მიმართვაში. ასეთი წიგნების ამოღება გაყიდვიდან დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს.

კორონავირუსი

22 თებერვალი 2020, 18:10

მსოფლიო

აშშ რუსეთს კორონავირუსთან დაკავშირებით დეზინფორმაციაში ადანაშაულებს

აშშ-ის ოფიციალური პირების განცხადებით, დეზინფორმაციის კამპანიის ფარგლებში დაუსაბუთებელი შეთქმულების თეორიები ვრცელდება იმის შესახებ, რომ კორონავირუსის ეპიდემიის გავრცელების უკან აშშ-ის დაზვერვის ცენტრალური ბიურო დგას. ამ კამპანიის მიზანი კი აშშ-ის იმიჯის შელახვაა.

ანდრეს კნაპე

22 თებერვალი 2020, 18:05

საქართველო

ევროსაბჭოს კონგრესის პრეზიდენტი ოკუპაციის მუზეუმში იმყოფებოდა

ევროსაბჭოს კონგრესის პრეზიდენტი ანდრეს კნაპე ოკუპაციის მუზეუმში ახალგაზრდებს შეხვდა. ღონისძიება ევროსაბჭოს რეგიონთა კონგრესის ვიცე-პრეზიდენტის, თბილისის საკრებულოს წევრის თამარ ტალიაშვილის ორგანიზებით გაიმართა. ანდრეს კნაპემ დაგმო საოკუპაციო რეჟიმის ქმედებები და თქვა, რომ მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს.

ლაშა ხუციშვილი

22 თებერვალი 2020, 17:46

ეკონომიკა

ლაშა ხუციშვილი: სიგარეტზე აქციზის განაკვეთთან დაკავშირებით 2022 წლამდე ცვლილება არ იგეგმება

სიგარეტის ფასთან დაკავშირებით ბოლო დღეებში არასწორად ინტერპრეტირებული ინფორმაცია ვრცელდება, რომელიც სპეკულაციაა, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლაშა ხუციშვილი Facebook- ზე წერს. მისი თქმით, საქართველოს აქვს საერთაშორისო ვალდებულებები სიგარეტის აქციზის განაკვეთთან დაკავშირებით, თუმცა არავის უთქვამს, რომ სიგარეტის ფასი ხვალ და ზეგ 10 და 15 ლარი უნდა გახდეს.

ქეთევან ციხელაშვილი

22 თებერვალი 2020, 17:35

საქართველო

ქეთევან ციხელაშვილი: არჩილ ტატუნაშვილი აწამეს და მოკლეს, დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემა არის უმთავრესი საკითხი

„დღის წესრიგიდან არ მოვხსნით თემას, რომ დამნაშავეებმა აგონ პასუხი, კონკრეტულმა პირებმა, ვისაც რაიმე თანამონაწილეობა მიუძღვით ამ საშინელ დანაშაულში“, - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა წილკანში, ჟურნალისტებს განუცხადა. ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა, რომ დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემა არის უმთავრესი, ძალიან პრინციპული საკითხი.

ოქროს ზოდები

22 თებერვალი 2020, 17:29

მსოფლიო

ინდოეთში გეოლოგებმა 3 ათასი ტონა ოქრო იპოვეს

ინდოეთში გეოლოგებმა დიდი რაოდენობით ოქრო იპოვეს, რომელიც ქვეყნის ოქროს მარაგს 5-ჯერ აღემატება. ამის შესახებ გამოცემა India Today იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, 3 ათას ტონა ოქროს უტარ-პრადეშის შტატში, სონბჰადრას ოლქში მიაკვლიეს

ავღანეთი ხალხი

22 თებერვალი 2020, 17:15

მსოფლიო

გაერო: ბოლო ათწლეულის განმავლობაში ავღანეთში 100 ათასზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა

ავღანეთში გაეროს დახმარების მისიის ინფორმაციით, 2019 წელს ავღანეთში მიმდინარე სამხედრო კონფლიქტს 3 400 მშვიდობიან მოქალაქეზე მეტი ემსხვერპლა, დაჭრილების რაოდენობამ 6 989-ს მიაღწია.

22 თებერვალი 2020, 16:51

სპორტი

საქართველოს ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის მესამე ტურში ბელგია 78:6 დაამარცხა

საქართველოს ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის მესამე ტურში ბელგია 78:6 დაამარცხა. მატჩი ქუთაისში, „აია არენაზე“ გაიმართა. სამი ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრები სატურნირო ცხრილის პირველ ადგილზე იმყოფება. მომდევნო შეხვედრას „ბორჯღალოსნები“ პორტუგალიის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ, სტუმრად გამართავენ.

ირაკლი მეზურნიშვილი

22 თებერვალი 2020, 16:50

საქართველო

ირაკლი მეზურნიშვილი ოპოზიციას დიალოგის რეჟიმში დაბრუნებისკენ მოუწოდებს

„ვფიქრობ რომ ყველას ინტერესებშია დავუბრუნდეთ დიალოგს და აქტიურად განვიხილოთ ის კომპრომისული ვერსია, რომელიც ჩვენ წარვადგინეთ. 77-დან 100 არის უკვე პროპორციული ციფრი დეპუტატების, რომელიც მოიაზრება ამ სისტემაში. ვფიქრობ ეს მართლაც სერიოზული კომპრომისია“, - განაცხადა დეპუტატმა.

ბანკი Wells Fargo

22 თებერვალი 2020, 16:37

ეკონომიკა

ამერიკული ბანკი Wells Fargo დარღვევების გამო კომპენსაციის სახით 3 მილიარდ დოლარს გადაიხდის

ამერიკული ბანკი Wells Fargo 2002-2016 წლებში დაფიქსირებული დარღვევების გამო კომპენსაციის სახით 3 მილიარდ დოლარს გადაიხდის. ინფორმაცია ამის შესახებ ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. ბანკმა შეთანხმებას მიაღწია აშშ-ის იუსტიციის სამინისტროსა და ფასიანი ქაღალდების კომისიასთან. ამის სანაცვლოდ უწყებები ბანკის წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებას შეწყვეტენ.

IT HUB

22 თებერვალი 2020, 16:19

ეკონომიკა

თბილისში ევრაზიაში პირველი საგანმანათლებლო IT-HUB-ი გაიხსნა

IT HUB Tbilisi-ს მიზანია, IT სივრცეში მაღალკვალიფიციური კადრების რაოდენობის გაზრდა, მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების შექმნა, მეწარმეების ტექნოლოგიური შესაძლებლობების გაძლიერება, დაფინანსების მოზიდვა საზღვარგარეთიდან და IT მომსახურების ექსპორტზე გატანა

სამხრეთ კორეა კორონავირუსი

22 თებერვალი 2020, 16:00

მსოფლიო

სამხრეთ კორეაში ერთ დღეში კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა გაორმაგდა

ქვეყნის ხელისუფლებაში ადასტურებენ, რომ ავადმყოფების რაოდენობა 229-დან 433-მდე გაიზარდა. ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ დაავადება ახალ, სერიოზულ ფაზაში გადავიდა. ახალი შემთხვევების უმეტესობა ქალაქებს დეგუს და ჩონგდოს უკავშირდება, სადაც სპეციალური რეჟიმი მოქმედებს.

ამირან გამყრელიძე

22 თებერვალი 2020, 15:43

საქართველო

ინფექციურ საავადმყოფოში მყოფ ირანის მოქალაქეებს კორონავირუსი არ დაუდგინდათ

„ირანიდან ჩამოსულ მოქალაქეებს კორონავირუსი არ დაუდგინდათ. პასუხი კორონავირუსის თაობაზე უარყოფითია. არის ადენოვურუსული და რინოვირუსული ინფექცია, რაც საშიში არ არის. ახლა შემდგომი კლინიკურ მართვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ინფექციურმა კლინიკამ უნდა მიიღოს“, - აცხადებს გამყრელიძე.