ვიცეპრემიერი: NDI-ის ქართველი პარტნიორები ყოველთვის სწორად არ ასახავენ რეალურ განწყობებს
მაია ცქიტიშვილი
ფოტო: რეგიონული განვითარების სამინისტრო
„ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) კვლევის შედეგებს მთავრობის წარმომადგენლები და პარლამენტის ოპოზიციონერი წევრები გამოეხმაურნენ.
ვიცეპრემიერ მაია ცქიტიშვილის განცხადებით, წლების განმავლობაში გამოჩნდა, რომ "NDI, IRI და სხვა ასეთი ტიპის ავტორიტეტული ინსტიტუციების ქართველი პარტნიორები ყოველთვის სწორად არ ასახავენ იმ რეალურ განწყობებს, რომელიც ადგილზეა". ამის შესახებ მაია ცქიტიშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
ვიცეპრემიერის თქმით, გარკვეულ პრობლემებს, რომლებიც NDI-ის კვლევაში იყო ჩამოთვლილი, ხელისუფლება თავად აყენებს: "იცით, რომ სიღარიბე არის ჩვენი გამოწვევა, ეკონომიკური მდგომარეობის გამოსწორება, ჩვენი მოსახლეობის დასაქმება და ასეთი ტიპის საკითხები არის ჩვენი ძირითადი გამოწვევები და ჩვენი ყოველდღიური საქმიანობა სწორედ იქითკენ არის მიმართული, რომ ისინი გადავლახოთ. არ დავეთანხმები იმ შეფასებას, რომ მთავრობის მუშაობა არის უარყოფითად შეფასებული, ჩვენ, უპირველესად, საკუთარ თავს ვთხოვთ მეტს ყოველდღიურ რეჟიმში. ვიცით, რომ მოსახლეობის მოთხოვნაც ხელისუფლების და მთავრობის მიმართ იზრდება და პირველ რიგში, ჩვენ თვითონვე ვუწყობთ ხელს იმას, რომ მოსახლეობა უფრო მეტად აკონტროლებდეს და სთხოვდეს ხელისუფლებას", - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის შეფასებით, მთავრობამ უნდა მოახერხოს მის მიერ გაკეთებული საქმის მოსახლეობამდე სწორად მიტანა.
"აქ არის ორი საკითხი: ერთი - ცალსახად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენი გაკეთებული საქმის სწორად მიტანა მოვახერხოთ მოსახლეობამდე, რათა აღქმები იყოს ადეკვატური. ეს არ არის მარტივი გამოწვევა, იცით, რომ კონკურენტულ პოლიტიკურ გარემოში არსებობენ ძალები, რომლებიც იქნებიან დაინტერესებული საწინააღმდეგოში; მეორე - NDI-ის კვლევებში ცდომილება ძალიან ბევრჯერ და ძალიან ხშირად დამტკიცდა. წინა წლებშიც, მათი შეფასებები არ გამართლდა რეალურ ცხოვრებაში", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
ოპოზიციიდან "ევროპული საქართველოს" წევრის, გიორგი კანდელაკის განცხადებით, ბოლო წლების განმავლობაში პარლამენტის მიერ მიღებულმა კანონებმა და რეგულაციებმა ხალხის მდგომარეობა გაართულა და გააუარესა. სწორედ ამით ხსნის კანდელაკი კვლევის შედეგების იმ ნაწილს, რომელშიც პარლამენტის საქმიანობას გამოკითხული მოსახლეობის 32% ცუდად აფასებს.
"საბანკო რეგულაციები, ვითომ საპენსიო რეფორმა, რითაც ჯიბეში ჩაუძვრა ღარიბ მოქალაქეებს ჩვენი მთავრობა, სუბსიდიები და სხვა ათასგვარი მავნებლობა, ყველაფერი პარლამენტმა მიიღო, ვგულისხმობ უმრავლესობას. ცხადია, ჩვენ ყველაფრის წინააღმდეგ მივეცით ხმა, ამიტომ რა გასაკვირია, რომ ხალხი იმ ინსტიტუციას, რომელმაც მისი ცხოვრება გაართულა და გაჭირვება გაზარდა, ნდობას ვერ გამოუცხადებს", - განაცხადა გიორგი კანდელაკმა.
კვლევა 2019 წლის 13-29 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2131 პირისპირი ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის 1,7%. NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით და ატარებს CRRC საქართველო.
NDI-მ საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების პირველი ნაწილი 17 სექტემბერს გამოაქვეყნა.
ყველა სიახლე
16 ივნისი 2026, 02:44
მსოფლიო
CNN: კალიფორნიაში ბომბდამშენმა B-52-მა კატასტროფა განიცადა - ეკიპაჟის 8 წევრი დაღუპულად მიიჩნევა
ლოს-ანჯელესის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე ედვარდსის სამხედრო-საჰაერო ბაზიდან აფრენიდან მალევე, ბომბდამშენმა B-52-მა კატასტროფა განიცადა. ბაზის წარმომადგენელთა განცხადებით, ვარაუდობენ, რომ ეკიპაჟის რვავე წევრი დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.
16 ივნისი 2026, 02:35
მსოფლიო
მარტა კოსი: თუ ახალი წევრი ქვეყანა წესებს დაიცავს, არაფერი მოხდება - თუ ისინი წესებს არ დაიცავენ, დამცავი მექანიზმები მკაცრად ამოქმედდება და სწორედ ასეთ სისტემას ვაშენებთ ჩვენ
ევროკავშირი შეიმუშავებს მტკიცე გარანტიებს იმის უზრუნველსაყოფად, რომ მომავალმა წევრმა ქვეყნებმა გაწევრიანების შემდეგ უარი არ თქვან გატარებულ რეფორმებზე ან არ გამოიყენონ ვეტოს უფლება ბლოკის მუშაობის დასაბლოკად, - განაცხადა გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა.
16 ივნისი 2026, 02:19
მსოფლიო
კალიფორნიის გუბერნატორი: ტრამპმა იუსტიციის დეპარტამენტს ჩემი და ჩემი მეუღლის გამოძიება დაავალა
კალიფორნიის გუბერნატორმა, გევინ ნიუსომმა განაცხადა, რომ დონალდ ტრამპმა აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტს პირადად მისი და მისი მეუღლის, ჯენიფერ სიბელ ნიუსომის წინააღმდეგ გამოძიების დაწყება დაავალა.
16 ივნისი 2026, 02:03
მსოფლიო
ირანის პრეზიდენტი: საბოლოო შეთანხმება ჯერ მიღწეული არ არის
ირანის პრეზიდენტმა, მასუდ პეზეშკიანმა განაცხადა, რომ ომის დასრულების თაობაზე საბოლოო შეთანხმება ჯერ მიღწეული არ არის.
16 ივნისი 2026, 01:26
მსოფლიო
ნეთანიაჰუ: შემიძლია თუ არა გითხრათ, როდის დაეცემა ირანის რეჟიმი? არ ვიცი
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის მთავარი მიზნები მიღწეულია, მიუხედავად იმისა, რომ ირანის რეჟიმი კვლავ ინარჩუნებს ხელისუფლებას.
16 ივნისი 2026, 00:05
მსოფლიო
B-52 ტიპის ბომბდამშენი კალიფორნიაში მდებარე ედვარდსის ავიაბაზიდან აფრენიდან მალევე ჩამოვარდა
აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების B-52 ტიპის ბომბდამშენი კალიფორნიაში მდებარე ედვარდსის ავიაბაზიდან აფრენიდან მალევე ჩამოვარდა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად ავიაბაზა ავრცელებს.
15 ივნისი 2026, 23:57
მსოფლიო
ვოლოდიმირ ზელენსკიმ და დონალდ ტრამპმა განიხილეს აშშ-ში ვლადიმირ პუტინთან შეხვედრის ორგანიზების შესაძლებლობა
ვოლოდიმირ ზელენსკიმ და დონალდ ტრამპმა განიხილეს აშშ-ში ვლადიმირ პუტინთან შეხვედრის ორგანიზების შესაძლებლობა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა.
15 ივნისი 2026, 23:32
პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ ალექსანდარ ვუჩიჩს ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა
მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა ალექსანდარ ვუჩიჩის ვიზიტის განსაკუთრებულ მნიშვნელობას და მას საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
15 ივნისი 2026, 23:30
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: „აშშ-ის გადასაწყვეტი არ არის, რა კანონები გვექნება ევროპელებსა და ფრანგებს" - თქვა საფრანგეთის პრეზიდენტმა, მას შემდეგ, რაც საქართველოს „გამჭვირვალობის კანონის" მე-3 მუხლის მე-4 პუნქტი დაუწუნა
როცა სხვა ქვეყნებს სიტყვით თანასწორობაზე ელაპარაკები, საქმით კი მეორეხარისხოვნად მიიჩნევ, ყოველთვისაა რისკი, თავადაც ასე მოგექცნენ, - ასე ეხმიანება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის პასუხს აშშ-ს პრეზიდენტის მიმართ.
15 ივნისი 2026, 23:27
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი ტრამპის მუქარაზე მაკრონის პასუხის შესახებ: არც ევროპის გადასაწყვეტი არ არის, რა კანონები გვექნება ქართველებს
ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი ტრამპის მუქარაზე ემანუელ მაკრონის პასუხს ეხმიანება, რომელმაც თქვა, „აშშ-ის გადასაწყვეტი არ არის, რა კანონები გვექნება ევროპელებსა და ფრანგებს.”
15 ივნისი 2026, 23:25
მსოფლიო
ტრამპი: გუშინ ძალიან კარგი საუბარი მქონდა პრეზიდენტ ზელენსკისა და პრეზიდენტ პუტინთან - ვხედავ, რომ, შესაძლოა, ამ მიმართულებით რაღაცის გაკეთება შევძლოთ
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმირ პუტინთან გამართული სატელეფონო საუბრების შემდეგ, ხედავს შესაძლებლობას, „რამე გააკეთოს“ უკრაინაში ომის შესაწყვეტად. ამერიკის პრეზიდენტის თქმით, კვირას მას „კარგი“ საუბრები ჰქონდა ზელენსკისა და პუტინთან.
15 ივნისი 2026, 23:18
მსოფლიო
ნეთანიაჰუ: ისრაელმა და აშშ-მა ირანის მხრიდან მომავალი ბირთვული საფრთხე თავიდან აიცილეს და ისრაელის სახელმწიფო განადგურებას გადაარჩინეს, თუმცა ბრძოლა არ დასრულებულა
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ პირობა დადო, რომ ვაშინგტონსა და თეირანს შორის ნებისმიერი შეთანხმების მიუხედავად, ისლამური რესპუბლიკა ბირთვულ იარაღს ვერასოდეს მიიღებს.
15 ივნისი 2026, 23:15
სპორტი
ილია თოფურია: ჯასტინ გილოცავ. თქვი, რომ ჩემს სახეზე კვალს დატოვებდი და ეს გააკეთე - დავისვენებ, მოვმჯობინდები. უფრო მეტად ძლიერი და სახიფათო დავბრუნდები და მერწმუნე, ჩვენი ისტორია ჯერ არ დასრულებულა
„ჯასტინ, გილოცავ. თქვი, რომ ჩემს სახეზე კვალს დატოვებდი... და ეს გააკეთე კიდეც. პირველ რაუნდში მარჯვენა თვალიდან მხედველობა წამართვი, მეორე რაუნდის ბოლოს კი - მარცხენიდანაც. გამართლებას არ ვეძებ. ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი საუკეთესო მოსამზადებელი ბანაკი მქონდა. ოქტაგონზე მობილიზებული, მომზადებული და მზადმყოფი გამოვედი. წუხანდელი ღამე შენი ღამე იყო“.
15 ივნისი 2026, 23:05
მსოფლიო
მაკრონი: აშშ არ წყვეტს, თუ როგორი უნდა იყოს ევროპული ან ფრანგული კანონმდებლობა
G7-ის სამიტზე საფრანგეთში ჩასვლამდე, ამერიკის პრეზიდენტი დაიმუქრა, რომ ფრანგულ ღვინოებზე გადასახადებს გაზრდიდა, რაც იქნებოდა საპასუხო რეაქცია საფრანგეთში ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტების შემოსავლებზე დაწესებულ გადასახადზე.
15 ივნისი 2026, 22:39
სპორტი
ნიკოლოზ იორდანიშვილმა და გიორგი კაპანაძემ აკადემიური ნიჩბოსნობის საერთაშორისო რეგატის მეორე ეტაპზე ოქროს მედალი მოიპოვეს
სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, 17-წლამდელებს შორის ნიკოლოზ იორდანიშვილმა და გიორგი კაპანაძემ 1500-მეტრიანი დისტანცია 5:06 წამში დაფარეს, პირველი ადგილი დაიკავეს და ოქროს მედალი მოიპოვეს.
15 ივნისი 2026, 22:30
საზოგადოება
საერთაშორისო პარალიმპიური კომიტეტის მმართველი საბჭოს წევრი ფერნანდო რიანიო რატი იონათამიშვილს: ნიუ-იორკიდან უამრავი შესანიშნავი კომენტარი მივიღე თქვენს შთამბეჭდავ პრეზენტაციასა და COSP-ზე გამართულ ღონისძიებაზე. ბედნიერი ვარ თქვენი ფასდაუდებელი შრომით და მიღებული შედეგებით
საერთაშორისო პარალიმპიური კომიტეტის მმართველი საბჭოს წევრი და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო ალიანსის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ფერნანდო რიანიო საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს რატი იონათამიშვილს გაეროს შშმ პირთა უფლებების კონვენციის მონაწილე ქვეყნების 19-ე სესიაზე წარმატებულ მონაწილეობასა და გაეროში დოკუმენტური ფილმის „განუსაზღვრელი შესაძლებლობების” პრეზენტაციას ულოცავს და მეგობრულ წერილს უგზავნის.
15 ივნისი 2026, 22:16
პოლიტიკა
არჩილ გორდულაძე: ელისო კილაძე რომ ვინმეს მორიგ სიბინძურეს დააბრალებს და ამის შესახებ არ არსებობს არანაირი ფაქტი, ვინც მის ამ სიბინძურეს „ანიუსებს“, ავრცელებს, ის მედიასაშუალებები არიან თუ არა მისი პასუხისმგებლობის თანამოზიარეები და როგორც მინიმუმ, კილაძის დონის ჟურნალისტები?
ელისო კილაძე რომ ვინმეს მორიგ სიბინძურეს დააბრალებს და ამ სიბინძურის შესახებ არ არსებობს არანაირი ფაქტი, მის სიბინძურეზე და ტალახის სროლაზე, ვინც მის ამ სიბინძურეს ,,ანიუსებს”, ავრცელებს, ის მედიასაშუალებები არიან თუ არა მისი პასუხისმგებლობის თანამოზიარეები და როგორც მინიმუმ, კილაძის დონის ჟურნალისტები?, - წერს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, არჩილ გორდულაძე, CNEWS-ის მიერ, რომლის დამფუძნებელიც ელისო კილაძეა, გამოქვეყნებულ ნიუსზე, სადაც კილაძე მორიგ ბრალდებას მტკიცებულებების გარეშე აყენებს, აღნიშნული განცხადება კი, ასევე სხვადასხვა ოპოზიციურმა მედიებმაც გაავრცელეს.
15 ივნისი 2026, 22:13
სპორტი
ესპანეთის ნაკრებმა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის პირველ მატჩში კაბო-ვერდესთან ფრე ითამაშა
აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში სენსაცია დაფიქსირდა - H ჯგუფის შეხვედრაში, რომელიც ატლანტაში გაიმართა, ესპანეთის ნაკრები კაბო-ვერდეს დაუპირისპირდა და მატჩი ფრედ, 0:0 დასრულდა.
15 ივნისი 2026, 22:06
მსოფლიო
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი: ლიბანის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა აშშ-თან გაფორმებული შუალედური შეთანხმების ნაწილია
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი, ესმაილ ბაღაი აცხადებს, რომ ლიბანის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა აშშ-თან გაფორმებული შუალედური შეთანხმების ნაწილია.
15 ივნისი 2026, 21:54
მსოფლიო
ისრაელის ოპოზიციის ლიდერი: ამერიკის პრეზიდენტი ღიად და საჯაროდ ეუბნება ისრაელის პრემიერ-მინისტრს - „შენი უფროსი მე ვარ და გააკეთებ იმას, რასაც გეტყვიან“
პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ომი წააგო და გადამწყვეტ მომენტში გატყდა, - აცხადებს ისრაელის ოპოზიციის ლიდერი, იაირ ლაპიდი, რომელიც ვაშინგტონსა და თეირანს შორის დაგეგმილ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას აკრიტიკებს.


