Imedi /  23 ოქტომბერი 2019, 22:59 / სანდო წყარო

სახალხო დამცველი თამთა თოდაძეს და მის ადვოკატს შეხვდა

საქართველოს სახალხო დამცველი გენერალურ პროკურატურას მოუწოდებს, საგამონაკლისო წესით დაუშვან აპარატისთვის სავარაუდო სექსუალური და ფიზიკური ძალადობის საქმის მასალებზე წვდომა. საუბარია საქმეზე, რომელზეც საკრებულოს დეპუტატი ილია ჯიშკარიანია ბრალდებული.

სახალხო დამცველი აპარატის ინფორმაციით, მონიტორინგის ფარგლებში ნინო ლომჯარია საქმეში დაზარალებულად ცნობილ თამთა თოდაძეს და მის ადვოკატს შეხვდა.

სახალხო დამცველმა აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებული დეტალები, მათ შორის გამოძიების ეტაპზე არსებული შესაძლო ხარვეზები. 

„აღნიშნული საქმის თაობაზე, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა 2019 წლის 2 ოქტომბერს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტიდან და საქართველოს გენერალური პროკურატურის ადამიანის  უფლებათა დაცვის სამმართველოდან გამოითხოვა ინფორმაცია მათი მხრიდან განხორციელებული რეაგირების თაობაზე.

აღსანიშნავია, რომ სახალხო დამცველმა საქართველოს გენერალურ პროკურატურას ასევე სთხოვა საქმის სრულყოფილი შესწავლისთვის, საგამონაკლისო წესით, უზრუნველყოს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატისთვის სისხლის სამართლის საქმის გაცნობა, თუმცა, პროკურატურამ აღნიშნულ თხოვნაზე უარი განაცხადა. საკითხის სიმძიმიდან და მგრძნობელობიდან გამომდინარე, საქართველოს სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს გენერალურ პროკურატურას საგამონაკლისო წესით დაუშვან სახალხო დამცველის აპარატისთვის საქმის მასალებზე წვდომა“, – აღნიშნულია სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციაში.

გარდა ამისა, სახალხო დამცველი მოუწოდებს პროცესში მონაწილე მხარეებს, ასევე მედიასაშუალებებს, იხელმძღვანელონ პროფესიული ეთიკის სტანდარტით, რათა არ იქნას  ხელყოფილი დაზარალებულის ინტერესები.

თბილისის საკრებულოში „ქართული ოცნების“ დეპუტატ ილია ჯიშკარიანს თანამშრომელი თამთა თოდაძე სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს და ობიექტურ გამოძიებას ითხოვს. 

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ თბილისის საკრებულოს დეპუტატ ილია ჯიშკარიანს ბრალი 8 ოქტომბერს წარუდგინა. ამასთან, გენერალურმა პროკურატურამ თამთა თოდაძე დაზარალებულად ცნო. 

ძალადობის სავარაუდო მსხვერპლის თქმით, ჯიშკარიანმა მასზე სექსუალური ძალადობა სცადა, შემდეგ კი ფიზიკურად იძალადა. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით მიმდინარეობს.

ყველა სიახლე

ვაჟა გაფრინდაშვილი

21 ნოემბერი 2019, 16:39

საქართველო

სუსი: საოკუპაციო რეჟიმის განცხადება ვაჟა გაფრინდაშვილის შესახებ მიზანმიმართული დეზინფორმაციაა

„საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლებისთვის მიმდინარეობს აქტიური მუშაობა, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, პროცესში ჩართულნი არიან ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები"- აცხადებენ სუს-ში.

ვაჟა გაფრინდაშვილი

21 ნოემბერი 2019, 16:20

საქართველო

ცხინვალის რეჟიმი ექიმის დაკავებასთან დაკავშირებით ზეწოლას უპერსპექტივოდ მიიჩნევს

ცხინვალის რეჟიმი ასევე აცხადებს, რომ საქართველოსა და დასავლურ მედიაში გაფრინდაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოთხოვნით გაჩაღებული ისტერიით, კომიტეტი პირდაპირ აკავშირებს პროვოკაციას საქართველოში მასობრივ საპროტესტო აქციებთან.

ცხენის ხორცი

21 ნოემბერი 2019, 16:17

საქართველო

ბაგა-ბაღების ცხენის ხორცით მომარაგებაში ბრალდებულს პატიმრობა მიესაჯა

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით ბაგა-ბაღებისთვის ძროხის ხორცის ნაცვლად ცხენის ხორცის მიწოდებაში ბრალდებული ნ.მ. დამნაშავედ ცნო. ბრალდებულს 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

სასამართლო

21 ნოემბერი 2019, 16:15

ძალოვნები

არასამთავრობოები: 18 ნოემბრის აქციაზე დაკავებულების სასამართლო პროცესები მძიმე დარღვევების ფონზე ჩატარდა

არასამთავრობო ორგანიზაციები, 18 ნოემბრის აქციაზე დაკავებულების სასამართლო პროცესებთან დაკავშირებით, ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და აღნიშნავენ, რომ დაკავებული დემონსტრანტების სასამართლო პროცესები მძიმე დარღვევების ფონზე ჩატარდა.

ვაჟა გაფრინდაშვილი

21 ნოემბერი 2019, 16:05

საქართველო

ღარიბაშვილმა ექიმის დაკავების გამო საერთაშორისო საზოგადოებას პრინციპული პოზიციის გამოხატვისკენ მოუწოდა

ირაკლი ღარიბაშვილმა, გამოსვლის დასაწყისში, საოკუპაციო ძალების მიერ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო დაკავებასთან დაკავშირებით გააკეთა განცხადება და საერთაშორისო საზოგადოებას ამ საკითხთან დაკავშირებით პრინციპული პოზიციის გამოხატვისკენ მოუწოდა.

ვაჟა გაფრინდაშვილი

21 ნოემბერი 2019, 15:48

საქართველო

ქუთაისის ლადო მესხიშვილის თეატრის დასმა ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდამჭერი აქცია გამართა

„ვაჟა გაფრინდაშვილი არის უკანონო პატიმარი და ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებამ მისი თავისუფლებისთვის ყველაფერი უნდა გააკეთოს. ხოლო დღესდღეობით, ჩვენი ქვეყნის საზოგადოებისთვის ნომერ პირველი პრობლემა ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო პატიმრობა უნდა იყოს.” - განაცხადა მსახიობმა რეზი ქაროსანიძემ.

ბიძინა ივანიშვილი

21 ნოემბერი 2019, 15:36

საქართველო

ბიძინა ივანიშვილი ევროკავშირის ქვეყნების ელჩებს ხვდება

პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ევროკავშირის ქვეყნების ელჩებს ხვდება. შეხვედრა „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში მიმდინარეობს. სავარაუდოდ, საუბარი მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს შეეხება.

21 ნოემბერი 2019, 15:23

საქართველო

ივანიშვილის სახლთან აქტივისტებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა

ბიძინა ივანიშვილის სახლთან ახალგაზრდულ მოძრაობა „გაბედესა“ და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა. აქტივისტები შეეცადდნენ, ბიძინა ივანიშვილს სახლთან მიეტანათ ნაგვის ურნა, თუმცა მათ ამის საშუალება ადგილზე მობილიზებულმა პოლიციამ არ მისცა. მანამდე მათ ნაგვის ურნებს ბოქლომები დაადეს.

21 ნოემბერი 2019, 15:21

ეკონომიკა

ფინანსთა მინისტრმა შემოსავლების სამსახურის ახალი ხელმძღვანელი წარადგინა

ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი - ლევან კაკავა წარუდგინა. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ის უწყებაში დაწყებული რეფორმების კურსს გააგრძელებს. მინისტრის თქმით, ახალ ხელმძღვანელს სისტემაში მუშაობის გამოცდილება და საკმაოდ ძლიერი მენეჯერული თვისებები აქვს.

ზვიად ძიძიგური

21 ნოემბერი 2019, 15:16

საქართველო

ძიძიგური: ყველაზე მეტი რეპუტაციული ზიანი ბიძინა ივანიშვილმა და მისმა პარტიამ მიიღო

„ყველას უკან დგას ხალხი, რომელმაც ის აირჩია. ის, რომ ახლა მე ამ ოთახიდან სხვა ოთახში გადავჯდები, არაფერს ნიშნავს არც პოლიტიკურად და არც ემოციურად. მნიშვნელოვანია ის, რომ საქართველოში პოლიტიკური ვითარება ისევ დაიძაბა და ეს ჩვენი ქვეყნისთვის არ არის კარგი"- აცხადებს ძიძიგური.

ბილი ალიში

21 ნოემბერი 2019, 15:05

კულტურა

ბილი ალიში გრემის რეკორდსმენი გახდა

17 წლის ამერიკელი მომღერალი ბილი ალიში გრემის ნომინაციების რეკორდსმენი გახდა. უცხოური გამოცემების ინფორმაციით, ის პირველი მუსიკოსია, რომელმაც ამ ასაკში რეკორდული რაოდენობის, 6 ნომინაცია მოიპოვა, მათ შორის ოთხი მთავარ კატეგორიაში. ნომინაციაზე „წლის საუკეთესო სიმღერა“ ბილი ალიშის Norman F***ing Rockwell-ი იბრძოლებს.

თოვლი

21 ნოემბერი 2019, 14:56

საქართველო

22-23 ნოემბერს შესაძლოა თბილისში მოთოვოს

ჰაერის ტემპერატურა ღამის საათებში 0, +2, დღისით კი +2, +4 გრადუსი იქნება. 24-25 ნოემბერს უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ღამის საათებში ტემპერატურა -1, -3 გრადუსამდე დაიკლებს.“, – აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.

21 ნოემბერი 2019, 14:49

საქართველო

ახალგაზრდა აქტივისტებმა ივანიშვილის სახლთან განთავსებულ ნაგვის ურნებს ბოქლომები დაადეს

ოპოზიციური ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლები, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის სახლთან საპროტესტო აქციას მართავენ. ისინი სოლოლაკში ივანიშვილის სახლთან მივიდნენ და ვინაიდან შენობა შუშისაა, ბოქლომები ნაგვის ურნებს დაადეს. მათი მთავარი მოთხოვნა კვლავ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარება და მთავრობის გადადგომაა.

ნატო კოსმოსი

21 ნოემბერი 2019, 14:41

ტექნოლოგიები

ნატო კოსმოსში ოპერატიულ საქმიანობას იწყებს

ალიანსის გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის თქმით, კოსმოსის გამოყენება შეიძლება, როგორც მშვიდობიანი, ისე აგრესიული მიზნებისთვისაც. ნატო კოსმოსში იარაღის განთავსებას არ აპირებს და ამ სივრცეს მხოლოდ თავდაცვის მიზნებისთვის აითვისებს.

21 ნოემბერი 2019, 14:21

საქართველო

ქეთევან ციხელაშვილმა ვაჟა გაფრინდაშვილის გასათავისუფლებლად მიღებული ზომები ექიმის ოჯახს გააცნო

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, ცხინვალის რეგიონში უკანონოდ დაკავებული ექიმის მეუღლეს 16 ნოემბერსაც შეხვდა. სახელმწიფო მინისტრის აპარატი კი ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის წევრებთან მუდმივ კონტაქტზეა.

21 ნოემბერი 2019, 14:19

საქართველო

ბალტიისპირეთის ქვეყნების წარმომადგენლები ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებას ითხოვენ

ბალტიისპირეთის ქვეყნების სამოქალაქო საზოგადოება ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებას ითხოვს. ამის ამსახველი ვიდეორგოლი ინტერნეტში გავრცელდა. მოქალაქეები ექიმის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვენ და აცხადებენ, რომ გაფრინდაშვილი საკუთარ მოვალეობას ასრულებდა, როდესაც უკანონოდ დააპატიმრეს.

ავსტრალია

21 ნოემბერი 2019, 13:59

მსოფლიო

ტყის ხანძრის გამო ავსტრალიის რამდენიმე ქალაქი კვამლშია გახვეული

ავსტრალიაში კრიზისული მდგომარეობაა, ტყის ხანძარი თითქმის მთელს ქვეყანაში გავრცელდა. BBC-ის ცნობით, კვამლშია გახვეული სიდნეი და ადელაიდა. ჰაერის ძლიერი დაბინძურების გამო, განგაშის წითელი დონე ამოქმედდა. სტიქიის ზონაში მცხოვრებ მოსახლეობას ევაკუაციისთვისაც ამზადებენ.

კარლ ჰარცელი

21 ნოემბერი 2019, 13:48

საქართველო

კარლ ჰარცელი: ცხადზე ცხადია, რომ დეზინფორმაცია არის შავი ჭირი ყველასთვის, მათ შორის ევროპისთვის

დღევანდელი ღონისძიება ნამდვილად მახარებს, რადგან როდესაც საუბარი ეხება დეზინფორმაციასთან ბრძოლას, ამას ნამდვილად გაერთიანებული ძალისხმევით ვაკეთებთ“, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა ევროკავშირის სტრატეგიული კომუნიკაციების ფორუმზე ჟურნალისტებს განუცხადა.

21 ნოემბერი 2019, 13:27

ძალოვნები

აქციაზე დაკავებული გიგა მაქარაშვილი და ბექა ბასილაია სასჯელს გორში მოიხდიან

18 ნოემბერს პარლამენტთან აქციაზე დაკავებული აქტივისტები გიგა მაქარაშვილი და ბექა ბასილაია სასჯელს გორის წინასწარი დაკავების იზოლატორში მოიხდიან. მას შემდეგ, რაც სასამართლომ აქციის მონაწილეებს სასჯელის ფორმა განუსაზღვრა, ბრალდებულები რეგიონებში გადაანაწილეს.

ჯანდაცვა

21 ნოემბერი 2019, 13:25

საქართველო

ჯანდაცვის სამინისტრო: ერთიანი ტარიფები მომსახურების ფასის გაუმართლებელ განსხვავებას აღმოფხვრის

„ღია წერილში აღწერილი რისკების დიდი ნაწილი საფუძველს მოკლებულია ან ვერ აჭარბებს იმ სარგებელს, რაც რეფორმის შედეგად მოსალოდნელია მოქალაქის ინტერესების, ჯანმრთელობის მდგომარეობის, სოციალური კეთილდღეობისა და ავადმყოფობასთან დაკავშირებული კატასტროფული დანახარჯებისგან დაცვის კუთხით"- აცხადებენ სამინისტროში.