მიხეილ ბატიაშვილი: ჩემი გადაწყვეტილების მიზეზი პირადია
მიხეილ ბატიაშვილი
ფოტო: განათლების სამინისტრო
"ჩემი გადაწყვეტილების მიზეზი არის პირადი და იმედს გამოვთქვამ, ამას არ მოყვება დამატებითი პოლიტიკური სპეკულაციები", - ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის ყოფილმა მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა.
ბატიაშვილის თქმით, თანამდებობიდან გადადგომის შესახებ გადაწაყვეტილების მიზეზი პირადია და იმედოვნებს, რომ "ამას არ მოყვება დამატებითი პოლიტიკური სპეკულაციები".
"მინდა გითხრათ, რომ მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო მინისტრის თანამდებობა. ჩემი გადაწყვეტილების მიზეზი არის პირადი და დიდ იმედს გამოვთქვამ, ამას არ მოყვება დამატებითი პოლიტიკური სპეკულაციები. ამასთან დაკავშირებით აქტიური კონსულტაციები მქონდა პრემიერ-მინისტრთან და ძალიან ვაფასებ მის მხარდაჭერას როგორც ზოგადად, განათლების სისტემის მიმართ, ასევე, ჩემს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. ასევე, მინდა დიდი მადლობა ვუთხრა მას იმისათვის, რომ პირადად აქტიურად არის ჩართული რეფორმის ფარგლებში მიმდინარე პროცესებში", - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.
თანამდებობის დატოვების შემდეგ, მიხეილ ბატიაშვილმა იმ კომპლექსურ ცვლილებებზე ისაუბრა, რომელიც განათლების ყველა მიმართულებით განხორციელდა.
"ჩვენ დავიწყეთ ცვლილებები მთელი სისტემის, განათლების ყველა მიმართულებით და ეს პროცესი, რა თქმა უნდა, გაგრძელდება პროფესიონალების იმ გუნდთან ერთად, რომელიც სამინისტროში მუშაობს, იმ სტრატეგიისა და გეგმის საფუძველზე, რომელიც ამ პერიოდში ჩამოყალიბდა და რეფორმის ფარგლებში განათლების ყველა საფეხურზე ხორციელდება! ამ ეტაპზე, როდესაც განათლების რეფორმა სისტემურად მიმდინარეობს, იმ ფონზე, როდესაც სისტემა სწორ გზაზე დგას, დარწმუნებული ვარ, პირადად ჩემი წასვლა არ შეაფერხებს იმ განვითარებას, რომელიც არის შეუქცევადი პროცესი. სხვა შემთხვევაში, ამ გადაწყვეტილებას არ მივიღებდი", - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა და დასძინა, რომ საკუთარ ენერგიას სისტემას გარედან, დიდ და ცნობილ საერთაშორისო ორგანიზაციებთან აქტიური თანამშრომლობით მოახმარს.
"მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენს ერთიან სამთავრობო გუნდს თანამშრომლობისთვის, მხარდაჭერისთვის. ჩემს დიდ გუნდს სამინისტროში, თითოეულ თანამშრომელს, მათ გარეშე ჩვენ არ გვექნებოდა ის შედეგები, რასაც მივაღწიეთ და რაც მთავარია, უზარმაზარია მათი როლი იმ პროცესებში, რაც მიმდინარეობს და გაგრძელდება. დიდი მადლობა ყველას, მასწავლებლებს, ლექტორებს, მეცნიერებს, ექსპერტებს... დიდი მადლობა თქვენ, მედიას, იმისათვის, რომ მუდმივად აშუქებდით ჩვენს პროექტებს", - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.
მიხეილ ბატიაშვილი განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრად 2018 წლის ივლისში დაინიშნა.
ყველა სიახლე
06 აგვისტო 2026, 11:38
მსოფლიო
აშშ-ში უკრაინის ყოფილ ელჩს ოლგა სტეფანიშნას სასამართლომ 130 ათასი დოლარის ოდენობის გირაო შეუფარდა
უკრაინის უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ უკრაინის ყოფილ ელჩს აშშ-ში ოლგა სტეფანიშინას კორუფციის საქმეზე 6 მილიონი გრივნის (დაახლოებით 130 ათასი დოლარი) ოდენობის გირაო შეუფარდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
06 აგვისტო 2026, 11:36
სპორტი
ჯანი ინფანტინო FIFA-ს პრეზიდენტად დარჩება. მან მსოფლიო ჩემპიონატის წილის კერძო ინვესტორებისთვის მიყიდვის გეგმის გამო ბოდიში მოიხადა
„გულწრფელ ვიხდით ბოდიშს ამ შეცდომების გამო და გპირდებით, რომ ისინი აღარ განმეორდება“, - ნათქვამია წერილში. ამასთან, მასში აღნიშნულია, რომ წერილის ავტორები შეცდომად ასევე მედიაში FIFA-ს გეგმების გაჟონვას მიიჩნევენ.
06 აგვისტო 2026, 11:24
პოლიტიკა
ლევან მახაშვილი: სამწუხაროდ, ეს ე.წ. ოპოზიცია გადაიქცა ჩვეულებრივ პოლიტიკურ დაჯგუფებად, რომლისთვისაც აბსოლუტურად არანაირი ღირებულება არ აქვს საკუთარ ქვეყანას, ქვეყნის ინტერესებს, საკუთარ მოსახლეობას
„გასული ათწლეულების პრაქტიკა და მაგალითი ნამდვილად აჩვენებს, რომ მათთვის მთავარი ამოსავალი წერტილი და სამიზნე არ ყოფილა საქართველოს ეროვნული ინტერესები. მათი გადაწყვეტილებები ყოველთვის იყო ნაკარნახევი იმით, თუ რა გეოპოლიტიკური ხმაური იყო გარშემო, რა დავალებებს იღებდნენ“, - აცხადებს მახაშვილი.
06 აგვისტო 2026, 11:22
პოლიტიკა
თენგიზ შარმანაშვილი გიორგი ბარამიძის განცხადებაზე: ეს რომ იყოს გამოუცდელი პოლიტიკოსის უბრალო წამოძახილი, ვიფიქრებდი, რომ შეცდომა დაუშვა, მაგრამ ეს არის დანაშაულებრივი განცხადება
ეს რომ იყოს გამოუცდელი პოლიტიკოსის უბრალო წამოძახილი, ვიფიქრებდი, რომ შეცდომა დაუშვა, მაგრამ ეს არის დანაშაულებრივი განცხადება, - განაცხადა თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა გიორგი ბარამიძის განცხადებაზე, რომელმაც თქვა, რომ 1993 წელს ქართველები ტყვეებს ხვრეტდნენ.
06 აგვისტო 2026, 11:21
მსოფლიო
The New York Times: აშშ-ის ცენტრალურმა სადაზვერვო სააგენტომ კუბაზე ფარული სამუშაო ჯგუფი შექმნა. ტრამპი ჰავანაზე ზეწოლას აძლიერებს
აშშ-ის ცენტრალურმა სადაზვერვო სააგენტომ (CIA) ფარულად შექმნა კუბაზე მომუშავე სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელმაც პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მოთხოვნების შესაბამისად კუბის ხელისუფლებაზე უფრო კოორდინირებული ზეწოლის კამპანია უნდა წარმართოს, რათა ჰავანამ ეკონომიკური, პოლიტიკური და საკადრო ცვლილებები განახორციელოს. ინფორმაციას The New York Times-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
06 აგვისტო 2026, 11:15
ეკონომიკა
თამარ იოსელიანი: აგვისტოს თვიდან საქართველოს რკინიგზის მომხმარებლები შეძლებენ, რომ თბილისიდან ბათუმში 4 საათში იმგზავრონ
„აგვისტოს თვიდან საქართველოს რკინიგზის მომხმარებლები შეძლებენ, რომ თბილისიდან ბათუმში 4 საათში იმგზავრონ“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა.
06 აგვისტო 2026, 11:11
პოლიტიკა
დავით ჩიხელიძე: ვრცელდება ყალბი ისტორიები, თითქოს საქართველოში უცხოელებისთვის ყოფნა სახიფათოა. ეს შემთხვევითი საინფორმაციო ხმაური არ არის, ეს არის ქვეყნის რეპუტაციის დაზიანების მცდელობა - უნდა დადგინდეს ვინ არის დავალების გამცემი და შემსრულებელი
სუსის მიერ საბოტაჟის მუხლით გამოძიების დაწყება უაღრესად მნიშვნელოვანია, უნდა დადგინდეს, ვინ დგას საქართველოს წინააღმდეგ, წარმოებული კამპანიის უკან, - წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.
06 აგვისტო 2026, 11:09
სამართალი
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ივლისში უკანონო ტყითსარგებლობის 112 ფაქტი გამოავლინა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2026 წლის 1 ივლისიდან 31 ივლისის პერიოდში, უკანონო ტყითსარგებლობის 112 ფაქტი გამოავლინეს.
06 აგვისტო 2026, 11:06
მსოფლიო
POLITICO: აშშ-მა უკრაინასთან სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლა აღადგინა
აშშ-სა და უკრაინას შორის სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარება კვლავ იმავე დონეს დაუბრუნდა, რაც ადრე იყო. ინფორმაციას POLITICO უკრაინის საკითხებზე მომუშავე ექსპერტებზე დაყრდნობით ავრცელებს.
06 აგვისტო 2026, 10:58
სამართალი
მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა ნანა ჟორჟოლიანს: დადგება დრო და დღევანდელი „პოსტაობა“ საკუთარ თავთან შეგარცხვენთ, ეს არის დანაშაულის ტოლფასი შეცდომა, რომლის გამოსწორება შეუძლებელია
გიგა ავალიანის მკვლელობის საქმის ფიგურანტის, ნია იმნაძის დაკავებასთან დაკავშირებით ოპოზიციურ სპექტრში არსებულ კითხვებსა და უკმაყოფილებას, მოკლული მასწავლებლის დედა, ეკა კუპატაძე ეხმიანება. კერძოდ, მან კომენტარი დაწერა ნანა ჟორჟოლიანის ფეისბუქ-პოსტზე და განაცხადა, რომ დღევანდელი "პოსტაობა" სირცხვილი და დანაშაულის ტოლფასი შეცდომაა.
06 აგვისტო 2026, 10:55
სამართალი
სამართალდამცველებმა თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოსა და ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის, რეალიზაციისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, სხვადასხვა დროს 3 პირი დააკავეს, მათ შორის ერთი უცხო ქვეყნის მოქალაქეა, - ინფორმაციას შსს ავრცელებს.
06 აგვისტო 2026, 10:53
სამართალი
სამართალდამცველებმა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების შეძენა-შენახვა-ფლობისა და გავრცელებისთვის არასრულწლოვანი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების შეძენა-შენახვა-ფლობის და გავრცელების ბრალდებით, არასრულწლოვანი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
06 აგვისტო 2026, 10:49
სამართალი
საპატრულო პოლიციამ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობისა და ყალბი დოკუმენტების გამოყენების ბრალდებით უცხო ქვეყნის სამი მოქალაქე დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობისა და ყალბი დოკუმენტების გამოყენების ბრალდებით, ირანის სამი მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
06 აგვისტო 2026, 10:49
ტექნოლოგიები
ამერიკული სტარტაპი აცხადებს, რომ შექმნა მაისური, რომლის გარეცხვაც მთელი თვის განმავლობაში არ არის საჭირო
ახალი გამოგონებისადმი სკეპტიკურად განწყობილი ადამიანები მაისურის ერთ-ერთ ნაკლზე მიუთითებენ: პერანგი თვითწმენდადი არ არის, რაც იმას ნიშნავს, რომ ჭუჭყი ან გადასხმული საჭმელი მაინც დატოვებს ლაქებს და დაგროვდება ქსოვილზე, თუ მას სათანადოდ არ მოუვლიან. გარდა ამისა, მუენს არაფერი უთქვამს რაიმე კვლევის შესახებ, რომელიც ნივთის დასახელებულ თვისებებს დაადასტურებდა.
06 აგვისტო 2026, 10:47
პოლიტიკა
ნანა ჟორჟოლიანი აპროტესტებს ნია იმნაძის დაკავებას, რომელიც გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეში ფიგურირებს. ჟორჟოლიანს ეთანხმებიან ნაცმოძრაობის წევრები და პროპაგანდისტები
ნანა ჟორჟოლიანი აპროტესტებს ახალგაზრდა მასწავლებლის, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმის ფიგურანტის, ნია იმნაძის დაკავებას და აცხადებს, რომ „ერთია გამწარებული დედის ფიქრები, ინფორმაცია, ეჭვები, მაგრამ მეორეა მტკიცებულებები, რითაც ხელმძღვანელობს პროკურატურა არასრულწლოვანი მოზარდების დაკავების დროს“.
06 აგვისტო 2026, 10:34
პოლიტიკა
რატი იონათამიშვილი: ქართული საზოგადოება კარგად ხედავს, რომ ბოლო პერიოდში განსაკუთრებით არის გამძაფრებული გარედან დაფინანსებული ჰიბრიდული ომი საქართველოს წინააღმდეგ, რაც სხვადასხვა პროპაგანდისტული მეთოდებით იმართება, დავალებებს კი ადგილზე პასპორტით ქართველი, არსით და რაობით კი უსამშობლო აგენტურა, ე.წ. ოპოზიცია ასრულებს
ქართული საზოგადოება კარგად ხედავს, რომ ბოლო პერიოდში განსაკუთრებით არის გამძაფრებული გარედან დაფინანსებული ჰიბრიდული ომი საქართველოს წინააღმდეგ, რაც სხვადასხვა პროპაგანდისტული მეთოდებით იმართება, დავალებებს კი ადგილზე პასპორტით ქართველი, არსით და რაობით კი უსამშობლო აგენტურა, ეგრეთ წოდებული ოპოზიცია ასრულებს, - წერს სოციალურ ქსელში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი.
06 აგვისტო 2026, 10:32
მსოფლიო
ავსტრიასა და სლოვაკეთში ისტორიაში ყველაზე ცხელი დღე დაფიქსირდა☀️
ავსტრიამ და სლოვაკეთმა ისტორიაში ყველაზე ცხელი დღე გადაიტანეს. ქვემო ავსტრიის ფედერალურ მიწაზე მდებარე პატარა ქალაქ ბად-დოიჩ-ალტენბურგში დღისით ტემპერატურამ +41,2 გრადუსს მიაღწია. ამასთან, ქვეყნის დედაქალაქ ვენაში ჰაერი რეკორდულ +41℃-მდე ჯერ კიდევ წინა დღეს, 4 აგვისტოს გათბა.
06 აგვისტო 2026, 10:31
მსოფლიო
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი უკრაინაში ჩავიდა
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიჰუნ ბაირამოვი კიევში ჩავიდა. ინფორმაციას აზერბაიჯანის საგარეო უწყება ავრცელებს.
06 აგვისტო 2026, 10:29
რეგიონი
ლაგოდეხში წყალმომარაგების პროექტთან დაკავშირებით საჯარო განხილვა გაიმართა
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში წყალმომარაგების სისტემის განვითარების მიზნით დაგეგმილი პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა. ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.
06 აგვისტო 2026, 10:16
პოლიტიკა
ზაზა შათირიშვილი: „დიფ სთეითის“ მთავარი მიზანი მსოფლიოში კორპორაციული მმართველობის დამკვიდრებაა, რისთვისაც, ტრადიციული სახელმწიფოების დასუსტება და საზოგადოების კრიზისულ მდგომარეობაში ჩაყენებაა აუცილებელი. ომი ამ მიზნების მიღწევის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტია
ჩემს წერილებში არაერთხელ აღმინიშნავს, რომ ამ ოჯახების, იგივე „დიფ სთეითის“, თუ გლობალური ომის პარტიის მთავარი მიზანი მსოფლიოში კორპორაციული მმართველობის დამკვიდრებაა, რისთვისაც, ტრადიციული სახელმწიფოების დასუსტება, მათი ეკონომიკური და პოლიტიკური საფუძვლების შერყევა და საზოგადოების კრიზისულ მდგომარეობაში ჩაყენებაა აუცილებელი. ომი ამ მიზნების მიღწევის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტია, თუმცა არა ერთადერთი - პარალელურად გამოიყენება სხვადასხვა ეკონომიკური, პოლიტიკური და საინფორმაციო ბერკეტები, - წერს ფილოსოფოსი, ზაზა შათირიშვილი, მის მიერ გავრცელებულ მორიგ წერილში. \


