imedi /  16 ნოემბერი 2019, 13:47 / სანდო წყარო

კობახიძე: გერმანული მოდელი საქართველოს კონსტიტუციასთან თავსებადი არ არის

ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე

გერმანული საარჩევნო მოდელი საქართველოს კონსტიტუციას არ ესაბამება. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს ირაკლი კობახიძემ განუცხადა. 

„დღეს რამდენიმე შემოთავაზება მოვისმინე, რომელთაგან არცერთი არ არის თავსებადი მოქმედ სამართლებლივ ჩარჩოსთან. ერთი არის გერმანული მოდელი, რომელიც ითვალისწინებს, რომ 150-ვე მანდატი პროპორციული წესით ნაწილდება, და ჩვენ კონსტიტუციაში გვიწერია, რომ 77 დეპუტატი აირჩევა პროპორციული წესით და 73 დეპუტატი მაჟორიტალური წესით. აქ არის თავსებადობის პრობლემა“, - განაცხადა კობახიძემ. 

მისი თქმით, სხვა შეთავაზებებს შორის იყო ჩავარდნილი კანონპროექტის ხელახლა განხილვა, რაც, კონსტიტუციიდან გამომდინარე, ასევე შეუძლებელია.

კობახიძემ დასძინა, რომ ქვეყანა უნდა მუშაობდეს იმ ციკლებით, რომლებიც არის გათვალისწინებული ქვეყნის კონსტიტუციით, რომლის მიხედვით საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდება. ის პოლიტიკურ პარტიებს არჩევნებისთვის მზადებისკენ მოუწოდებს. 

შეხვედრის შემდეგ კომენტარი გია ვოლსკიმაც გააკეთა, რომელმაც აღნიშნა, რომ რიგგარეშე არჩევნების ჩატარების წინაპირობა არ არსებობს.

14 ნოემბერს პარლამენტმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა, რასაც პარლამენტს გარეთ პროტესტი, შენობაში კი ხმაური მოჰყვა. თამარ ჩუგოშვილმა ვიცესპიკერის თანამდებობა, ასევე საპარლამენტო უმრავლესობა რამდენიმე დეპუტატთან ერთად დატოვა. მოგვიანებით მმართველი გუნდი რუსთავის მაჟორიტარმა გიორგი ბეგაძემ და ფრაქცია „ქართული ოცნება - კონსერვატორების“ სამმა წევრმა, ზვიად ძიძიგურმა, გიგა ბუკიამ და ნინო გოგუაძემ დატოვეს.

საპარლამენტო უმრავლესობა განმარტავს, რა სისტემით ჩატარდება 2020 წლის არჩევნები. განცხადება გაავრცელა მმართველი პარტიის ლიდერმაც. 

15 ნოემბერს „შენების მოძრაობის“ ლიდერმა დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ შექმნილი ვითარებიდან გამოსავალს ე.წ. გერმანული საარჩევნო სისტემის მიღებაში ხედავს. მას სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც დაეთანხმნენ.

ვინ დაუჭირა მხარი და ვინ იყო პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის წინააღმდეგი, ამ ბმულზე ნახეთ.

ყველა სიახლე

გურამ მაჭარაშვილი

30 ივლისი 2026, 15:00

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: „ნაციონალურ მოძრაობას“ ახლა აქვს ძალიან დიდი დილემა: არა მარტო ის, თუ ვის აირჩევენ თავმჯდომარედ ან პოლიტსაბჭოს წევრებად, არამედ აქვთ შიშიც, ვის გამოეცხადება სააკაშვილის სული საღამოს, თუ გადაწყვეტილებებით კმაყოფილი არ იქნება

პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი, დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი მედიასთან გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს სხდომას, რომელზეც „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობასთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელებენ. მაჭარაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ მთავარი დილემა პოლიტსაბჭოსთვის სააკაშვილის „სული“ და მისი სურვილები იქნება:

30 ივლისი 2026, 14:58

ეკონომიკა

ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს პრე-აქსელერაციის პროგრამაზე რეგისტრაცია სამცხე-ჯავახეთის და შიდა ქართლის რეგიონებში მიმდინარეობს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ პრე-აქსელერაციის პროგრამაზე რეგისტრაცია გამოაცხადა. ამჯერად, პროგრამის მონაწილეები სამცხე-ჯავახეთის და შიდა ქართლის რეგიონებიდან შეირჩევიან.

ნადეჟდა პიროჟკოვა

30 ივლისი 2026, 14:57

მსოფლიო

სომხეთში სომხების შეურაცხყოფის გამო რუსი ბლოგერის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრეს

სომხეთის საგამოძიებო კომიტეტმა რუს ბლოგერს ნადეჟდა პიროჟკოვას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა მას შემდეგ, რაც მან სოციალურ ქსელში ვიდეორგოლი გამოაქვეყნა, სადაც სომხებს „ვარდავარის“ დღესასწაულის გამო შეურაცხყოფას აყენებდა. ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.

30 ივლისი 2026, 14:46

სამართალი

სულხან თამაზაშვილი ყაზბეგსა და გუდაურში მდებარე სამინისტროს დანაყოფებს ეწვია

შინაგან საქმეთა მინისტრი სულხან თამაზაშვილი ყაზბეგსა და გუდაურში მდებარე სამინისტროს დანაყოფებს ეწვია, - ინფორმაციას შსს ავრცელებს.

მატეუშ მორავეცკი

30 ივლისი 2026, 14:42

მსოფლიო

POLITICO-ს ინფორმაციით, პოლონეთის მსხვილ ოპოზიციურ პარტიაში „კანონი და სამართლიანობა“ განხეთქილებაა. პარტია პოლონეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავეცკიმ დატოვა

გამოცემა POLITICO წერს, რომ პოლონეთში 2027 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ქვეყნის პოლიტიკური ლანდშაფტი იცვლება.

30 ივლისი 2026, 14:38

სამართალი

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ბრალდებულს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო, - ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

ირაკლი ქადაგიშვილი

30 ივლისი 2026, 14:35

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: ჩვენ დაკავებული ვართ ჩვენი ხალხისთვის ხელშესახები პროექტების განხორციელებით, მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია თავისი ილუზიების ვირტუალიზაციით

ჩვენ დაკავებული ვართ ჩვენი ხალხისთვის ხელშესახები პროექტების განხორციელებით, მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია თავისი ილუზიების ვირტუალიზაციით, - განუცხადა ჟურნალისტებს რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა.

დონალდ ტუსკი

30 ივლისი 2026, 14:32

მსოფლიო

დონალდ ტუსკი: ყველაფერი მიუთითებს, რომ პოლონეთში რუსული ფრთოსანი რაკეტა ჩამოვარდა

რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებული მორიგი მასშტაბური თავდასხმის დროს დღეს დილით პოლონეთის აღმოსავლეთ ნაწილში საჰაერო ობიექტი ჩამოვარდა. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.

30 ივლისი 2026, 14:31

სამართალი

საქართველოს პროკურატურისა და შრომის ინსპექციის სამსახურის თანამშრომლობით ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს პროკურატურისა და შრომის ინსპექციის სამსახურის თანამშრომლობით, კერძო კომპანიაში დასაქმებულ პირებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა, - ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

არჩილ გორდულაძე

30 ივლისი 2026, 14:25

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: ყველა ის ინიციატივა, რომელიც საქართველოს წარსულის პატივისცემას, აწმყოს უსაფრთხოებას და მომავლის უზრუნველყოფას ისახავს მიზნად, უმნიშვნელოვანესია

„ქართული ოცნების“ გუნდის მიერ არაერთი ინიციატივა შემუშავდა მათ შორის სუვერენიტეტის გაძლიერების მიმართულებით, ერთ-ერთი მაგალითია გრანტების შესახებ კანონში ცვლილებები, რომელიც მიზნად ისახავს ერთის მხრივ სუვერენიტეტის გაძლიერებას, მეორეს მხრივ მონიტორინგს უწევს ყველა იმ თანხებს, რომელიც საქართველოში შემოდის, რომელთაგან ძალიან დიდი ნაწილი პირდაპირ ღირებულებების საწინააღმდეგოდ იყო მიმართული , - განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ

ლევან მახაშვილი

30 ივლისი 2026, 14:17

პოლიტიკა

ლევან მახაშვილი: რეგიონები არის ხერხემალი ჩვენი სახელმწიფოსი და რა თქმა უნდა, ეს არის მთავარი პრიორიტეტი ჩვენი ხელისუფლებისაც

რეგიონები არის ხერხემალი ჩვენი სახელმწიფოსი და რა თქმა უნდა, ეს არის მთავარი პრიორიტეტი ჩვენი ხელისუფლებისაც, - განუცხადა ჟურნალისტებს ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა.

ლევან მაჭავარიანი

30 ივლისი 2026, 14:17

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი: რეგიონებში არის გამოწვევები. ჩვენ გვინდა, რომ ეს ყველაფერი იყოს მაქსიმალურად გამართული. მამუკა მდინარაძე ამ ყველაფრის ეფექტიანად აღსრულებას უზრუნველყოფს

„რა თქმა უნდა, რეგიონებში არის გამოწვევები და ეს გამოწვევები არის როგორც მმართველობით სისტემაში, ისე გადაწყვეტილების მიღებასა და ბიუროკრატიის დაჩქარებაში. ჩვენ გვინდა, რომ ეს ყველაფერი იყოს მაქსიმალურად გამართული. ეს უფრო მმართველობით ვერტიკალის ისეთ დონეზე გამართვას უკავშირდება, რომ რეგიონისთვის საჭირო აბსოლუტურად ყველა გადაწყვეტილება მაქსიმალურად ეფექტიანად, სწრაფად მიიღებოდეს. მამუკა მდინარაძე ამ ყველაფრის ეფექტიანად აღსრულებას უზრუნველყოფს“, - აცხადებს მაჭავარიანი.

გურამ მაჭარაშვილი

30 ივლისი 2026, 14:16

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: დარწმუნებული ვარ, რომ მამუკა მდინარაძის სახელმწიფო მინისტრობის პირობებში, რეგიონული განვითარების კუთხით იქნება საკმაოდ ეფექტური ამ საკითხების როგორც გადაწყვეტა, ასევე სამომავლოდ დაგეგმვა, თუ როგორ შეიძლება, რომ უფრო უკეთესად მოვუაროთ და განვავითაროთ რეგიონები

„ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი საქართველოს მთავრობის სტრუქტურაში რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შექმნასა და აღნიშნულ თანამდებობაზე მომავალში მამუკა მდინარაძის მუშაობის მოსალოდნელ შედეგს აფასებს.

30 ივლისი 2026, 14:07

საზოგადოება

საქართველოს ეროვნული ბანკი მოქალაქეებს WhatsApp-ისა და სხვა საკომუნიკაციო საშუალებებით თაღლითობის შესახებ აფრთხილებს და მოუწოდებს, არ გასცენ საკუთარი პერსონალური და ფინანსური ინფორმაცია

ბოლო პერიოდში დაფიქსირდა რამდენიმე შემთხვევა, როდესაც უცნობი პირები მოქალაქეებს მობილური აპლიკაცია WhatsApp-ის და სხვა საკომუნიკაციო საშუალებებით უკავშირდებიან და თავს საქართველოს ეროვნული ბანკის წარმომადგენლებად აცნობენ. ამასთან, ისინი უკანონოდ იყენებენ ეროვნული ბანკის ლოგოს, - ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

30 ივლისი 2026, 14:00

მსოფლიო

უკრაინულმა დრონებმა რუსული კომპანია Wildberries-ის კიდევ ორი საწყობი დაბომბეს

უკრაინულმა დრონებმა გვიან ღამით რუსული ონლაინ-ვაჭრობის გიგანტის Wildberries-ის კიდევ ორ საწყობს დაარტყეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

30 ივლისი 2026, 13:40

მსოფლიო

Reuters: ბერძენი მეხანძრეები ზედიზედ მეორე დღეა კრეტაზე ტყის ხანძრებს ებრძვიან

ბერძენი მეხანძრეები უკვე მეორე დღეა ზედიზედ კუნძულ კრეტაზე გაჩენილ ტყის ხანძრებს ებრძვიან. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გიორგი შანიძე

30 ივლისი 2026, 13:29

პოლიტიკა

გიორგი შანიძე: ვიწყებთ საკონსულტაციო პროცესს, რათა მომზადდეს შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის, ეროვნული გმირების, ქართული ენის, ისტორიული მემკვიდრეობისა და ტრადიციული ღირებულებების სათანადო სამართლებრივ დაცვას

ვიწყებთ საკონსულტაციო პროცესს იურისტების, სამართლის სპეციალისტების, ისტორიკოსების, ხელოვნებისა და სპორტის სფეროების წარმომადგენლების და სხვა ყველა დაინტერესებული საზოგადოებრივი ჯგუფის მონაწილეობით, რათა მომზადდეს შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის, ეროვნული გმირების, ქართული ენის, ისტორიული მემკვიდრეობისა და ტრადიციული ღირებულებების სათანადო სამართლებრივ დაცვას, - განაცხადა ახალი საინიციატივო ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა - მსახიობმა გიორგი შანიძემ. პრესკონფერენციას ასევე ესწრებოდნენ ჯგუფის სხვა წევრებიც - რეჟისორი გიორგი სიხარულიძე და ბათუმის დრამატული თეატრის დირექტორი კოტე მჟავია.

30 ივლისი 2026, 13:29

საზოგადოება

საბურთალოს რაიონში, სავაჭრო ცენტრ „სითი მოლის“ მიმდებარედ არსებული ქაოსური საგზაო მოძრაობიდან გამომდინარე, გადაადგილების ახალი სქემა შემუშავდა

საბურთალოს რაიონში, სავაჭრო ცენტრ „სითი მოლის“ მიმდებარედ არსებული ქაოსური საგზაო მოძრაობიდან გამომდინარე, გადაადგილების ახალი სქემა შემუშავდა, - ნათქვამია თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს განცხადებაში.

30 ივლისი 2026, 13:29

პოლიტიკა

გიორგი შანიძე: მივმართავთ საქართველოს ხელისუფლებას, პარლამენტს და შესაბამის სახელმწიფო უწყებებს, აქტიურად ჩაერთონ აღნიშნულ პროცესში და დაიწყონ მსჯელობა იმ საკანონმდებლო ინიციატივებზე, რომლებიც ხელს შეუწყობს საზოგადოებაში პატივისცემის კულტურის განმტკიცებას, ეროვნული იდენტობის დაცვასა და საზოგადოებრივი თანხმობის შენარჩუნებას

მივმართავთ საქართველოს ხელისუფლებას, პარლამენტს და შესაბამის სახელმწიფო უწყებებს, აქტიურად ჩაერთონ აღნიშნულ პროცესში და დაიწყონ მსჯელობა იმ საკანონმდებლო ინიციატივებზე, რომლებიც ხელს შეუწყობს საზოგადოებაში პატივისცემის კულტურის განმტკიცებას, ეროვნული იდენტობის დაცვასა და საზოგადოებრივი თანხმობის შენარჩუნებას, - განაცხადა საინიციატივო ჯგუფის წევრმა, მსახიობმა, გიორგი შანიძემ ახალი საკანონმდებლო ინიციატივის მომზადებასთან დაკავშირებით საუბრისას, რომელიც მიმართული იქნება ეკლესიის, ისტორიის, ეროვნული გმირების და ა.შ. სამართლებრივი დაცვისკენ.

30 ივლისი 2026, 13:28

საზოგადოება

გიორგი შანიძე: ბოლო პერიოდში, ქართულ საზოგადოებრივ სივრცეში საგრძნობლად იმატა ე.წ. გამოხატვის ფორმებმა, რომლებიც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის, ეროვნული გმირების, ისტორიული მეხსიერების, კულტურული ტრადიციებისა და იმ ღირებულებების წინააღმდეგაა მიმართული, რომელთაც საუკუნეების განმავლობაში ეფუძნებოდა ქართული სახელმწიფოებრიობა

მსახიობმა გიორგი შანიძემ საინიციატივო ჯგუფთან ერთად ახალ საკანონმდებლო ინიციატივაზე მუშაობ დააანონსა, რომელიც ქვეყანაში არსებული ვითარების დე-ესკალაციისა და ნორმალიზაციისკენ იქნება მიმართული.