Imedi /  18 ნოემბერი 2019, 19:30 / სანდო წყარო

თალაკვაძემ ბოქლომი და ჯაჭვი ოპოზიციას დაუბრუნა

არჩილ თალაკვაძე

არჩილ თალაკვაძე

პარლამენტის პიკეტის მოხსნის შემდეგ ბიუროს სხდომა გაიხსნა. არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის ჭიშკარზე მოხსნილი ბოქლომი და ჯაჭვი ბიუროს სხდომაზე მიიტანა და თქვა, რომ მას ოპოზიციას უბრუნებს. პოლიტიკოსმა ოპონენტებს სიმბოლურად ამ ნივთის შენახვა ურჩია და აღნიშნა, რომ ინსტიტუტებს ბოქლომს ვეღარასდროს დაადებენ. 

„სამწუხაროდ, საპარლამენტო ოპოზიციის ლიდერებმა პირდაპირ ეთერში ბოქლომები დაადეს პარლამენტის ჭიშკრებს. ისენი არიან ადამიანები, ვინც თავის დროზე ბოქლომი დაადეს ადამიანის უფლებებს, მედიას, კერძო საკუთრებას, ინსტიტუტებს და ქვეყნის თავისუფლების იდეას და ამ ყველაფერს ისინი თარგმნიდნენ და მონოპოლიზებული მედიის საშუალებით საზოგადოებას არწმუნებდნენ, რომ ეს იყო თავისუფლება და დემოკრატია. ისინი დღეს ცდილობდნენ იგივეს, რომ ბოქლომი დაედოთ საქართველოს პარლამენტზე, ამიტომ მე მინდა სამახსოვროდ გადავცე და დავუბრუნო მათ ის გაჭრილი ჯაჭვი და ბოქლომი, რომელიც გამოხატავს მათ მიდგომას, მათ ღირებულებებს მოქალაქეების და სახელმწიფოს მიმართ. ეს ალბათ, მათ უნდა შეინახონ, რათა ყოველთვის ახსოვდეთ, რომ მოქალაქეთა უფლებებს და სახელმწიფოს საკუთრებას, მედიას, ინსტიტუტებს და პარლამენტს ბოქლომს ვერ დაადებენ“, - განაცხადა თალაკვაძემ

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, კვლავ ძალაშია გადაწყვეტილება, რომ პროპორციული წესით არჩევნები 2024 წელს ჩატარდება. 

რაც შეეხება აქციის მონაწილეთა მოთხოვნას, არჩილ თალაკვაძის თქმით, შეკრების უფლება დაცული იქნება, სამწუხარო კი ის არის, რომ ოპოზიციის ნაწილმა კვლავ შეცდომაში შეიყვანა მომხრეები და მშვიდობიან პროტესტს გასცდა აქცია. 

პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, სახელმწიფო ინსტიტუტების ბლოკირება სცდება კონსტიტუციის მშვიდობიანი მანიფესტაციის უფლების ფარგლებს. 

„გუშინ საღამოს პირადად დავუკავშირდი საპარლამენტო ოპოზიციის ლიდერებს. თითოეულ მათგანთან მქონდა საუბარი და ვთხოვე, დაბრუნებულიყვნენ კანონისა და კონსტიტუციის ფარგლებში, გაეგრძელებინათ თავისი მშვიდობიანი პროტესტი, გაეგრძელებინათ მანიფესტაციები, მშვიდობიანი მანიფესტაციის ფარგლებში და დაბრუნებულიყვნენ კანონისა და კონსტიტუციის ჩარჩოებში. შევთავაზე, დაგვებრუნებინა პოლიტიკური პროცესი პარლამენტში, გაგვემართა პოლიტიკური დებატები და ნებისმიერ საკითხზე, რომელზეც მათ აქვთ საკუთარი პოზიციები და აინტერესებთ ჩვენი პოზიციები, გამოვთქვი მზადყოფნა, ეს ყველაფერი მომხდარიყო საქართველოს პარლამენტში“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

შსს-ს ინფორმაციით, პარლამენტთან აქციაზე 18 პირია დაკავებული. 

სპეცრაზმმა რუსთაველზე საავტომობილო გზა აქციის მონაწილეებისა და კარვებისგან გაწმინდა. მანამდე სპეცრაზმმა რამდენჯერმე გამოიყენა წყლის ჭავლი. 

აქციის მონაწილეები შინაგან საქმეთა სამინისტრომ და თბილისის მერიის შესაბამისმა უწყებებმა აქციის დაშლამდე რამდენჯერმე გააფრთხილეს.

დღეს დილით პარლამენტში დეპუტატები არ შეუშვეს. რუსთაველის გამზირი მეორე დღეა აქციის გამო გადაკეტილია.

17 ნოემბერს, ღამე აქციის მონაწილეებმა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა პარლამენტის შესასვლელები ტომრებით ჩაკეტეს, მანამდე კი პარლამენტის ჭიშკარს ბოქლომი დაადეს, რასაც მმართველი გუნდიდან რომან კაკულიამ უპასუხა, რომ პარლამენტის ბლოკირება დიალოგის გზას სპობს. პარალელურად აქცია გამართა „პატრიოტთა ალიანსმაც“.

გაერთიანებული ოპოზიციის მოთხოვნებია: „ვადამდელი პროპორციული არჩევნები, მთავრობის გადადგომა და სამოქალაქო საზოგადოებით დაკომპლექტებული ცესკო“. 

14 ნოემბერს პარლამენტმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა, რასაც პარლამენტს გარეთ პროტესტი, შენობაში კი ხმაური მოჰყვა. თამარ ჩუგოშვილმა ვიცესპიკერის თანამდებობა, ასევე საპარლამენტო უმრავლესობა რამდენიმე დეპუტატთან ერთად დატოვა.

მოგვიანებით, მმართველი გუნდი რუსთავის მაჟორიტარმა, გიორგი ბეგაძემ და ფრაქცია „ქართული ოცნება - კონსერვატორების“ სამმა წევრმა, ზვიად ძიძიგურმა, გიგა ბუკიამ და ნინო გოგუაძემ დატოვეს.

ყველა სიახლე

ირაკლი კირცხალია

14 აპრილი 2026, 14:51

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია გვარამიაზე: მისი მხრიდან ასეთი უტიფარი, გაუაზრებელი ან შეგნებული და გააზრებული განცხადებები,, ბინძური ლექსიკა არახალია ჩვენთვის

„მისი მხრიდან ასეთი უტიფარი, გაუაზრებელი ან შეგნებული და გააზრებული განცხადებები, ბინძური ლექსიკა არახალია ჩვენთვის. შეგახსენებთ, როდესაც ის პოლიტიკაში მობრუნებამდე იყო ერთ-ერთი ტელევიზიის დამფუძნებელი, წამყვანი და ამინდის შემქმნელი, ყველას კარგად გვახსოვს, თუნდაც მისი და მისი კოლეგებისა და პარტნიორების პერფორმანსები, ბილწსიტყვაობა, გინება პირდაპირ ეთერში. როდესაც დისკრიმინაციულ და ამორალურ გამონათქვამებს ვისმენთ მისგან, ნამდვილად არახალია ეს ჩვენი საზოგადოებისთვის. თავი დავანებოთ მის პოლიტიკურ აქტივობასა და ე.წ. სტატუსს დღევანდელს. ყველამ კარგად ვიცით მისი წარსული. ალბათ სწორედ მისი წარსულის გამოძახილია მისი მხრიდან თითოეული ბინძური, არასწორი, არაეთიკური, შეურაცხმყოფელი განცხადება“, - მიიჩნევს კირცხალია.

ურსულა ფონ დერ ლაიენი

14 აპრილი 2026, 14:49

მსოფლიო

POLITICO: ფონ დერ ლაიენი ორბანის მარცხს წევრი ქვეყნების საგარეო პოლიტიკაში ვეტოს უფლების ჩამორთმევისთვის იყენებს

POLITICO-ს ცნობით, ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი ვიქტორ ორბანის მარცხს იყენებს იმისთვის, რომ წევრ ქვეყნებს საგარეო პოლიტიკაში ვეტოს უფლება ჩამოართვას.

ირაკლი კირცხალია

14 აპრილი 2026, 14:48

პოლიტიკა

კირცხალია „ატლანტიკური საბჭო“ მიერ გამოქვეყნებულ კვლევაზე: ამ ორგანიზაციის მიერ დაკვეთილი კვლევის შედეგები მიუთითებს იმ პრაგმატულ პოლიტიკას, რომელსაც ახორციელებს ჩვენი ხელისუფლება, ქვეყანა და გუნდი, რომელსაც „ქართული ოცნება“ ჰქვია

„ეს არ არის პირველი და ბოლო კვლევა „ატლანტიკური საბჭოსი“, ჩვენ გვახსოვს სხვა, მნიშვნელოვანი მიმართულებები, მათ შორის დემოკრატიული მდგომარეობა, სასამართლოს ინსტიტუციის შეფასება, ადამიანის უფლებების შეფასება მათი მხრიდან და ახლა ეს, რასაც დღეს ვხედავთ. ამ ორგანიზაციის მიერ დაკვეთილი კვლევის შედეგები მიუთითებს იმ პრაგმატულ პოლიტიკას, რომელსაც ახორციელებს ჩვენი ხელისუფლება, ქვეყანა და გუნდი, რომელსაც „ქართული ოცნება“ ჰქვია, გუნდი, რომელსაც აქვს საზოგადოების უმრავლესობის მხარდაჭერა“, - აღნიშნა ირაკლი კირცხალიამ.

ირაკლი კირცხალია

14 აპრილი 2026, 14:46

პოლიტიკა

კირცხალია შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის სტატუსზე: ეს გადაწყვეტილება ხაზს უსვამს ამ ისტორიული პროექტის მნიშვნელობას. ყველა ვაცნობიერებთ რაოდენ მნიშვნელოვანია ეს პროექტი არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ ევროპისთვის

მოსალოდნელიც იყო, რომ მას მიენიჭებოდა პრიორიტეტული პროექტის სტატუსი. დარწმუნებული ვარ, რომ ეს პროექტი ჩაივლის ისე ღირსეულად, როგორც ეკადრება ამ პროექტს თავისი მნიშვნელობიდან გამომდინარე, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტთან დაკავშირებით.

ჯორჯია მელონი

14 აპრილი 2026, 14:39

მსოფლიო

იტალიამ ისრაელთან სამხედრო სფეროში თანამშრომლობა შეაჩერა

იტალიის პრემიერ-მინისტრის, ჯორჯია მელონის განცხადებით, რომმა ისრაელთან სამხედრო სფეროში თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულების ავტომატური გაგრძელება შეაჩერა. ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.

14 აპრილი 2026, 14:36

საზოგადოება

თამარ იარაჯული ნიკა გვარამიას: აუტიზმით პოლიტიკურად ვინმეს დაკნინება სწორი გგონიათ?! წლები ჩავალიეთ ამ მხრივ ცნობიერების ამაღლებას. ანუ არ გვისმენდით. ხშირად თქვენი ტელევიზიით შუქდებოდა აუტიზმზე სიუჟეტები

არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიული ცენტრის“ აღმასრულებელი დირექტორი თამარ იარაჯული სოციალურ ქსელში ეხმაურება „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას მიერ აუტიზმის შეურაცხმყოფელ კონტექსტში გამოყენებას.

ლევან მაჭავარიანი

14 აპრილი 2026, 14:31

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი: ენერგოდამოუკიდებლობის კუთხით ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი. ეს ევროკავშირმა აღიარა როგორც სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტი

„ენერგოდამოუკიდებლობის კუთხით ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი. ეს ევროკავშირმა აღიარა როგორც სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტი“, - განუცხადა ჟურნალისტებს საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ლევან მაჭავარიანმა.

ლევან იოსელიანი

14 აპრილი 2026, 14:31

პოლიტიკა

ლევან იოსელიანი: ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისართან შეხვედრისას რამდენიმე საკითხს გაესვა ხაზი, მათ შორის საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მცხოვრები მოქალაქეების მდგომარეობას

ლევან იოსელიანის თქმით, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისართან შეხვედრისას რამდენიმე საკითხს გაესვა ხაზი, მათ შორის საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მცხოვრები მოქალაქეებისა და პროტესტის შედეგად დაკავებული ადამიანების მდგომარეობას. სახალხო დამცველმა აღნიშნა, რომ შეხვედრაზე ბოლო პერიოდში საქართველოში განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებებსა და მათ სამომავლო შედეგებზე ისაუბრეს.

14 აპრილი 2026, 14:29

ეკონომიკა

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მთავარ საინვესტიციო ოფიცერს შეხვდა

საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიური საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მთავარ საინვესტიციო ოფიცერს რეგიონული სახელმწიფო პროექტებისა და გლობალური კორპორატიული დაფინანსების მიმართულებით, კონსტანტინ ლიმიტოვსკისა და ბანკის საჯარო სექტორის კლიენტთა დეპარტამენტის გენერალურ დირექტორს, სიაოჰონგ იანგს შეხვდა. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

14 აპრილი 2026, 14:19

სამართალი

პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და რეალიზაციაში ხელშეწყობის ფაქტებზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

მეუფე შიო

14 აპრილი 2026, 14:18

საზოგადოება

მეუფე შიო: ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის, იმ სასწაულების მეშვეობით, უფალი გვახსენებს, რომ ის არ ტოვებს თავის შექმნილ სამყაროს, არ ტოვებს საქართველოს

ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის ხსენების დღესთან დაკავშირებით სადღესასწაულო წირვა მახათას ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ აღავლინა. წირვის შემდეგ მან მრევლს ქადაგებით მიმართა.

ირაკლი ქადაგიშვილი

14 აპრილი 2026, 14:16

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: როდესაც კვლევები და პროექტირების ეტაპები გავლილი იქნება, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის მშენებლობის ეტაპზეც გადავალთ. ეს ნიშნავს იმას, რომ ძალიან სწორი ყოფილა საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა

„ესეც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ თუ ჩვენ გვერდზე გადავდეთ მხოლოდ და მხოლოდ ცარიელ პოლიტიკურ ინტერესებზე დამყარებულ პოლიტიკურ რიტორიკას, ევროკავშირი საქართველოს რეალობაში განიხილავს როგორც იმ აუცილებელ, სტაბილურ და განვითარებულ სახელმწიფოს, დამაკავშირებელს აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის, მათ შორის ენერგეტიკის მიმართულებით. ახლო მომავალში, როდესაც კვლევები და პროექტირების ეტაპები გავლილი იქნება, მშენებლობის ეტაპზეც გადავალთ. ეს ნიშნავს იმას, რომ ძალიან სწორი ყოფილა საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა, რომელმაც ყველაფერი გააკეთა, იმისთვის რომ საქართველო და აქედან გამომდინარე სამხრეთ კავკასია უსაფრთხოდ განვითარებული, სტაბილური რეგიონი ყოფილიყო“, - აცხადებს ქადაგიშვილი.

პედრო სანჩესი

14 აპრილი 2026, 14:16

მსოფლიო

ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა ჩინეთს სთხოვა უკრაინასა და ირანში ომების დასასრულებლად მეტი გააკეთოს

ესპანეთის პრემიერ-მინისტრის, პედრო სანჩესის განცხადებით, ჩინეთი არის მთავარი მსოფლიო მომლაპარაკებელი, რომელსაც შეუძლია საკუთარი წვლილის შეტანა როგორც ირანის, ისე უკრაინის კონფლიქტების დასრულების საქმეში. ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.

14 აპრილი 2026, 14:15

პოლიტიკა

თეა ახვლედიანი სამცხე-ჯავახეთის რეგიონს ეწვია და მხარის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა

„შეხვედრას ესწრებოდნენ სამცხე-ჯავახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები გიორგი ქოჩიაშვილი და სერგი მუშკუდიანი, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ვარლამ წიკლაური, ასპინძის მუნიციპალიტეტის მერი როსტომ მაგრაქველიძე, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი მამუკა გელაშვილი, ადიგენის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქიმაძე, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ალექსანდრე მიქელაძე და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თეიმურაზ მჭედლიძე“.

ლევან მაჭავარიანი

14 აპრილი 2026, 14:11

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი: სამწუხაროდ, დღეს მთლიანად მთელი რადიკალური ოპოზიცია გარედან ხართ მართული

სამწუხაროდ, დღეს მთლიანად მთელი რადიკალური ოპოზიცია გარედან ხართ მართული, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა ფრაქცია „საქართველოსთვის“ წევრების მიერ გაკეთებული განცხადების საპასუხოდ.

მარიამ ლაშხი

14 აპრილი 2026, 14:09

საზოგადოება

მარიამ ლაშხი: ქართული ენა არა მხოლოდ კომუნიკაციის საშუალებაა, არამედ ჩვენი იდენტობის საფუძველი, ჩვენი ისტორიისა და მომავლის დამაკავშირებელი ხიდია, ამიტომ, მისი დაცვა და პატივისცემა თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა

დღეს 14 აპრილია, ჩვენი ეროვნული თვითშეგნების, კულტურული მემკვიდრეობისა და სულიერი ერთობის სიმბოლო. ქართული ენა არა მხოლოდ კომუნიკაციის საშუალებაა, არამედ ჩვენი იდენტობის საფუძველი, ჩვენი ისტორიისა და მომავლის დამაკავშირებელი ხიდია, - განაცხადა პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ლაშხმა.

14 აპრილი 2026, 14:04

რეგიონი

ჩხოროწყუში სასაკლაოს გვერდის ავლით საქონლის დაკვლის ფაქტი გამოვლინდა

სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, შსს სამეგრელო ზემო-სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ჩხოროწყუს სამმართველოს და გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთობლივი ღონისძიების ფარგლებში, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე ცხოველის დაკვლის ფაქტი გამოავლინეს. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

ზვიად შალამბერიძე

14 აპრილი 2026, 13:59

პოლიტიკა

ზვიად შალამბერიძე: საქართველოს ხელისუფლება გააგრძელებს იმ პოლიტიკას, რომელიც პასუხისმგებლობას, პრაგმატიზმს და ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვას ეფუძნება

თანამედროვე სამყაროში პოლიტიკა შეიცვალა. თუ ადრე სახელმწიფოებზე ზეწოლა ხშირად პირდაპირი კონფლიქტებით, სამხედრო დაპირისპირებით ან ღია პოლიტიკური კრიზისებით ხორციელდებოდა, დღეს სულ უფრო ხშირად გამოიყენება სხვა მეთოდები - უფრო დახვეწილი, გრძელვადიანი და ბევრად უფრო რთულად შესამჩნევი, - განაცხადა პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა ზვიად შალამბერიძემ.

ნათია თურნავა

14 აპრილი 2026, 13:55

ეკონომიკა

ნათია თურნავა: საგაზაფხულო შეხვედრები უნიკალური პლატფორმაა საქართველოს ეკონომიკური სიძლიერის წარმოჩენისა და გლობალურ გამოწვევებზე ერთობლივი რეაგირებისთვის

საგაზაფხულო შეხვედრები უნიკალური პლატფორმაა საქართველოს ეკონომიკური სიძლიერის წარმოჩენისა და გლობალურ გამოწვევებზე ერთობლივი რეაგირებისთვის, - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ვაშინგტონში საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ტრადიციული საგაზაფხულო შეხვედრების დაწყების წინ.

ზვიაშ შალამბერიძე

14 აპრილი 2026, 13:55

პოლიტიკა

შალამბერიძე: დარწმუნებული ვარ, საზოგადოების ერთიანობა და გააზრებული პოზიცია იქნება ის ძალა, რომელიც ნებისმიერ შეტევებს აზრს დაუკარგავს

„მინდა ამავე დროს საზოგადოებას პირდაპირ მივმართო. დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი არის, რომ ჩვენ ყველამ ერთად შევინარჩუნოთ სიმშვიდე და სიფხიზლე. არ გავხდეთ პროვოკაციების ნაწილი, არ დავუშვათ, რომ ეჭვი და გაურკვევლობა გახდეს საზოგადოებრივი განწყობის საფუძველი. სწორედ ასეთ პირობებში იწყებს მუშაობას ყველაზე ძლიერი დაცვა… საზოგადოების გააზრებული პოზიცია. როდესაც საზოგადოება ხედავს მთელ სურათს, როდესაც ესმის პროცესების ლოგიკა, მაშინ ნებისმიერი საინფორმაციო შეტევა კარგავს თავის მთავარ ძალას, გავლენას საზოგადოებრივ განწყობებზე. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ მომავალშიც იქნება მსგავსი მცდელობები. იქნება სხვადასხვა განცხადებები, სხვადასხვა შეფასებები და სხვადასხვა საინფორმაციო კამპანიები. საქართველოს ხელისუფლება გააგრძელებს იმ პოლიტიკას, რომელიც ეფუძნება პასუხისმგებლობას, პრაგმატიზმს და ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვას. და დარწმუნებული ვარ, რომ სწორედ საზოგადოების სიფხიზლე, ერთიანობა და გააზრებული პოზიცია იქნება ის ძალა, რომელიც ნებისმიერ მსგავს მცდელობას საბოლოოდ აზრს დაუკარგავს“, - განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.