imedi /  22 ნოემბერი 2019, 17:44 / სანდო წყარო

აჭარის ტელევიზიის დირექტორი გიორგი კოხრეიძე გახდა

აჭარის ტლევიზია

მეოთხე მცდელობაზე აჭარის ტელევიზიის დირექტორად გიორგი კოხრეიძე აირჩიეს. ის ადრე საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრი იყო. აჭარის ტელევიზიის დირექტორი პირველ ტურში ვერ აირჩიეს. 20 წუთში განმეორებითი კენჭისყრა გაიმართა. მან სამი ხმა მიიღო. არჩევნების პირველ ტურში ორი ხმა გიორგი კოხრეიძემ აიღო, ერთი ფირუზ ბოლქვაძემ და ერთი მაია მერკვილაძემ.

ბორდის ახალმა შემადგენლობამ არჩევანი 9 კანდიდატს შორის გააკეთა. 

მანამდე გიორგი კოხრეიძის საჩივრის საფუძველზეც ბათუმის საქალაქო სასამართლომ მეოთხე კონკურსი შეაჩერა. ქუთაისის საქალაქო სასამართლომ კი 18 ნოემბერს ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გააუქმა.

ყველა სიახლე

ზუგდიდის სასამართლო

05 დეკემბერი 2019, 17:05

ძალოვნები

ნარკოდანაშაულზე ბერთან ერთად დაკავებულ პირს სასამართლომ 10 000-ლარიანი გირაო შეუფარდა

როგორც დაკავებულის უფლებადამცველმა ჯიტა გულუამ განაცხადა, საქმის მასალების მიხედვით, ჩანთა, რომელშიც ნარკოტიკული საშუალება იყო მალანიას არ ეკუთვნოდა. ზუგდიდის პოლიციის თანამშრომლებმა ათონის მთაზე მოღვაწე ბერი გიგა ქავთარაძე და რომან მალანია 4 დეკემბერს დააკავეს.

05 დეკემბერი 2019, 17:05

ძალოვნები

არასრულწლოვანთა პორნოგრაფიული მასალების დამზადების და ტრეფიკინგის ბრალდებით მშობლები დააკავეს

არასრულწლოვანთა პორნოგრაფიული მასალების დამზადების და ტრეფკინგის ბრალდებით კიდევ 11 პირი დააკავეს. დაკავებულთა შორის არიან ბავშვების მშობლები და პედაგოგები. ამის შესახებ ვლადიმერ ბორცვაძემ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ეგერთ მილდერი

05 დეკემბერი 2019, 16:53

კულტურა

ესტონელი მომღერალი ევროვიზიის შიდაშესარჩევ კონკურსში საქართველოზე დაწერილი სიმღერით მონაწილეობს. ვიდეო

სიმღერის სახელწოდებაა Georgia (On My Mind) და მუსიკალური რგოლი საქართველოში, კერძოდ, თბილისში, ყაზბეგში, ვარძიასა და რაბათის ციხეშია გადაღებული. როგორც მილდერი ამბობს, საქართველოში სამი წლის განმავლობაში ცხოვრობდა და მის გულში ამ ქვეყანას განსაკუთრებული ადგილი უჭირავს.

ზელიმხან ხანგოშვილი რუსეთი

05 დეკემბერი 2019, 16:37

საქართველო

რუსული მედია ხანგოშვილზე წერს რომ ის თვითმკვლელ ტერორისტებს ამზადებდა

ჩეჩნეთის ყოფილი საველე მეთაური, საქართველოს მოქალაქე ზელიმხან ხანგოშვილი, რომელიც აგვისტოში ბერლინში მოკლეს, ჩრდილოეთ კავკასიასა და ახლო აღმოსავლეთში ტერორისტულ დაჯგუფებებთან იყო კავშირში. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედიასაშუალება Интерфакс-ი ავრცელებს.

წლის ფერი

05 დეკემბერი 2019, 16:34

კულტურა

2020 წლის მთავარი ფერი დასახელდა

საერთაშორისო კვლევითმა ინსტიტუტმა Pantone-მ 2020 წლის მთავარი ფერი დაასახელა.მომავალი წლის ფერი 19-4052 Classic Blue ანუ კლასიკური ლურჯი იქნება. ეს ფერი სიმშვიდესთან და დამაჯერებლობასთან ასოცირდება.

ჰუბერტ ქნირში

05 დეკემბერი 2019, 16:30

საქართველო

გერმანიის ელჩი: საქართველო გამოწვევის წინაშე დგას

საქართველო დგას გამოწვევის წინაშე, იპოვოს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის გზები, რომელიც მომავალში შევა ძალაში. ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა Imedinews-ს განუცხადა. ჰუბერტ ქნირშმა ამ თემაზე ოპოზიციისა და მმართველი გუნდის წარმომადგენლებს შორის გამართული მოლაპარაკებები დადებითად შეაფასა.

ალექსანდრ ლუკაშენკო

05 დეკემბერი 2019, 16:26

მსოფლიო

ლუკაშენკომ ბელარუსის რუსეთის შემადგენლობაში შესვლა გამორიცხა

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, პარლამენტთან მიმართვაში პრეზიდენტმა განაცხადა, რომ არასოდეს მოაწერს ხელს დოკუმენტებს, რომლებიც სახელმწიფოს ზიანს მიაყენებს. „ჩვენ არც არასდროს გვინდოდა და არც ვაპირებთ რომელიმე ქვეყნის შემადგენლობაში შესვლას, მათ შორის არც მოძმე რუსეთის“,-განაცხადა პრეზიდენტმა.

უმრავლესობის სხდომა

05 დეკემბერი 2019, 16:26

საქართველო

ხვალ „ქართული ოცნების“ ოფისში უმრავლესობის სხდომა გაიმართება

ხვალ პარტია „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმარება. შეხვედრა 11:00 საათზე დაიწყება. სხდომაზე ერთ-ერთი განსახილველი საკითხი საარჩევნო სისტემა, მათ შორის მაჟორიტარი დეპუტატების ნაწილის მიერ მომზადებული ის კანონპროექტი იქნება, რომელიც სრულად მაჟორიტარული სისტემის ამოქმედებას ეხება.

სვეტლანა მედვედევა

05 დეკემბერი 2019, 16:21

მსოფლიო

მედვედევის ორსაათიან პრესკონფერენციაზე მისი ცოლის $50-მილიონიან თვითმფრინავზე კითხვა არ დასმულა

რუსეთის პრემიერმინისტრმა, დიმიტრი მედვედევმა ორსაათიანი პრესკოფერენცია გამართა, სადაც ჟურნალისტებმა სხვადასხვა საკითხზე დაუსვეს შეკითხვები, თუმცა არცერთი მათგანი არ შეეხებოდა მისი ცოლის საკუთრებაში არსებულ 50 მილიონი დოლარის ღირებულების თვითმფრინავს.

დიმიტრი მედვედევი

05 დეკემბერი 2019, 16:13

საქართველო

მედვედევმა 2008 წელს საქართველოს წინააღმდეგ საომარი მოქმედებების დაწყებას ყველაზე რთული გადაწყვეტილება უწოდა

„ეს ძალიან რთული იყო, თუმცა მოვლენათა განვითარებამ გვაჩვენა, რომ ეს ერთადერთი და გარდაუვალი გადაწყვეტილება იყო“, - აღნიშნა პრემიერმა, რომელიც 2008 წელს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტს იკავებდა.

ხავიერ ტებასი

05 დეკემბერი 2019, 15:54

სპორტი

ლა ლიგის პრეზიდენტი ხავიერ ტებასი თანამდებობიდან გადადგა

ესპანეთის საფეხბურთო ჩემპიონატის, ლა ლიგის პრეზიდენტი ხავიერ ტებასი თანამდებობიდან გადადგა. ტებასი ლა ლიგის პრეზიდენტად 2013 წლის თებერვალში აირჩიეს. 2016 წლის ოქტომბერში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად, მან თანამდებობა შეინარჩუნა, რის გამოც ზედიზედ მესამე ვადით არჩევის უფლება არ ჰქონდა.

ნიკა გვარამია

05 დეკემბერი 2019, 15:48

ძალოვნები

ნიკა გვარამია სუსში გამოკითხვაზე დაიბარეს

„მთავარი არხის“ დირექტორი ნიკა გვარამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს. გვარამია მოწმის სახით არის დაბარებული. დამატებით დეტალებს Imedinews სახელმწიფო უსაფრთოების სამსახურში არკვევს.

პლანეტები და მზე

05 დეკემბერი 2019, 15:43

ტექნოლოგიები

NASA-მ მზის ყველაზე ახლოდან დაკვირვების პირველადი შედეგები წარადგინა

"პარკერმა" მზე 24 მილიონი კილომეტრის დაშორებიდან შეისწავლა. ზონდი მზესთან მერკურზე უფრო ახლოს მდებარეობდა, მერკური კი მზის სისტემაში პირველი პლანეტაა და შესაბამისად მზესთან ახლოს მდებარეობს. ზონდმა მზის ქარის შესახებ ახალი ინფორმაცია შეაგროვა.

05 დეკემბერი 2019, 15:34

საქართველო

სოფო კილაძის ბიუროსთან მოძრაობა „გაბედეს“ აქცია იმართება

აქტივისტები აქცია-პერფორმანსს მართავენ. ისინი აპროტესტებენ იმ ფაქტს, რომ კილაძე, რომელიც პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარეა, კომენტარს არ აკეთებს იმ ფაქტებზე, რომლებიც ბოლო დღეებში ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში მოხდა.

აჭარის ტელევიზია

05 დეკემბერი 2019, 15:05

საქართველო

ომბუდსმენი: აჭარის ტელევიზიაში მიმდინარე მოვლენები არაჯანსაღ ატმოსფეროს ქმნის

სახალხო დამცველი აჭარის ტელევიზიის თანამშრომლებს შეხვდა. როგორც ნინო ლომჯარიამ განაცხადა, მათ მიერ მოწოდებული ინფომაცია შემაშფოთებელია. მისი შეფასებით, ტელევიზიაში მიმდინარე პროცესები "არაჯანსაღ ატმოსფეროს ქმნის". ლომჯარია ტელევიზიის დირექტორ გიორგი კოხრეიძესაც შეხვდება.

აქცია

05 დეკემბერი 2019, 15:01

საქართველო

შსს-სთან აქციის მონაწილეები პოლიციელებს უმოქმედობაში ადანაშაულებენ

შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მოძრაობები "სირცხვილია", "შეცვალე" და "გაბედე" საპროტესტო აქციას მართავენ. მათ ხელში უჭირავთ ბანერები წარწერით "მოძალადესთან ნუ ГАИგივდები", "ვაჟა გადმოდი მანქანიდან", "ვაჟა, კახა და ლევანი გაკვირდებით ყველანი".

დეპუტატები

05 დეკემბერი 2019, 14:47

საქართველო

როგორ აფასებენ კანონმდებლები სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლის ინიციატივას

საინიციატივო ჯგუფი ვალდებულია მათ მიერ შემუშავებული საკანონმდებლო ინიციატივის პარლამენტში დასარეგისტრირებლად 200 000 ხელმოწერა შეაგროვოს. დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, მაჟორიტარი დეპუტატების ნაწილის მიერ მომზადებული კანონპროექტი, ამერიკულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებს.

16 წლის ცოლები

05 დეკემბერი 2019, 14:12

კულტურა

90-წამიანი ფილმების კონკურსში „16 წლის ცოლებმა“ გაიმარჯვა

ბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე 90-წამიანი ფილმების კონკურსის DepicT-ის გამარჯვებულები დასახელდნენ. შორთლისთში მოხვედრილი 30 ფილმიდან სპეციალურად შერჩეულმა ჟიურიმ სამი გამარჯვებული გამოავლინა. პირველი ადგილი გულგუნ მემედხანოვას ფილმს - „16 წლის ცოლებს“ ერგო.

ელიზაბეთ რუდი

05 დეკემბერი 2019, 14:08

საქართველო

ელიზაბეთ რუდი: აშშ მხარს უჭერს მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის დიალოგს

საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის ელიზაბეთ რუდის განცხადებით, აშშ შეშფოთებულია საქართველოში პოლიტიკური დაძაბულობის ზრდით. სწორედ ამიტომ, აშშ მხარს უჭერს მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის დიალოგს.

დაჩი ბერაია

05 დეკემბერი 2019, 13:41

საქართველო

მაჟორიტარების ნაწილს ორპალატიანი საარჩევნო სისტემის შემოღება 2020-ის შემდეგ სურს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დაჩი ბერაიას თქმით, ორპალატიანი საარჩევნო სისტემა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ უნდა ამოქმედდეს. სწორედ ამას გულისხმობს რამდენიმე მაჟორიტარი დეპუტატის მიერ მომზადებული საკანონმდებლო ინიციატივა.