imedi /  28 იანვარი 2020, 13:29 / სანდო წყარო

ვახტანგ გომელაური: უკაცრავად, კიტა იზორია მე უნდა დამესაჯა? რატომ გაუშვეს?

ვახტანგ გომელაური

ვახტანგ გომელაური

ვახტანგ გომელაური არ გამორიცხავს, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ლევან იზორიას ძმისთვის, ვახო (კიტა) იზორიასთვის შეურაცხყოფა პატრულის თანამშრომელს, გიორგი დვალიშვილს მიეყენებინა.

ამასთან, შინაგან საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ მისთვის პატრულ-ინსპექტორის საქციელი, რომელიც დაპირისპირების ამსახველი ვიდეომასალის გავრცელებას გულისხმობს, მიუღებელია.

„რაც ამ ადამიანმა გააკეთა, ჩემთვის ძალიან მიუღებელია. კიტა იზორიას საქციელი, რა თქმა უნდა, მოსაწონი არ არის“, - აღნიშნა გომელაურმა.

კითხვაზე, რატომ არ დაისაჯა კიტა იზორია პოლიციელის შეურაცხყოფისთვის, გომელაურმა უპასუხა, რომ ის პატრულ-ინსპექტორს უნდა დაესაჯა.

„ეს იყო პატრულ-ინსპექტორი. პატრულ-ინსპექტორმა უნდა დასაჯოს ეს“, - აღნიშნა მინისტრმა და როგორც განმარტა, ის არ აგებს პასუხს იმაზე, რომ კიტა იზორია საბოლოოდ გაათავისუფლეს.

„უკაცრავად, მე უნდა დამესაჯა?! კარგი რა, უკაცრავად, ჩემმა მოადგილეებმა უნდა დასაჯონ ადამიანები, რომლებსაც პატრული მანქანით გააჩერებს?! რატომ გაუშვა?!“, - განაცხადა შს მინისტრმა და კითხვაზე, ჰქონდა თუ არა კიტა იზორიას ე.წ ნარუშილოვკა, დასძინა: „უკაცრავად, მე მივეცი?!“.

ყოფილი პოლიციელი გიორგი დვალიშვილი ლევან იზორიას ძმას სამართალდამცველების შეურაცხყოფაში ადანაშაულებს. მან ერთ-ერთ არხს მიაწოდა 2014 წელს გადაღებული კადრები, სადაც ასახულია ვახტანგ იზორიას დაკავება და კამათი პოლიციელებთან.

კადრებში ჩანს, როგორ ემუქრება ის პოლიციელს, რომელმაც დააკავა. სამართალდამცველმა, რომელმაც გადაღებული მასალა გაასაჯაროვა. კადრების გავრცელებას მოგვიანებით იზორიების დედაც გამოეხმაურა.

ყველა სიახლე

მიწისძვრა

23 თებერვალი 2020, 21:00

მსოფლიო

თურქეთში დღის განმავლობაში მეორე მიწისძვრა მოხდა

მიწისქვეშა ბიძგების ეპიცენტრი ირანის ქალაქ ხოიში დაფიქსირდა. მიწისძვრის მაგინტუდამ 5.9 ბალი შეადგინა. ამ ეტაპზე ინფორმაცია დაღუპულებსა და დაშავებულებზე არ ვრცელდება. დღესვე თურქეთის აღმოსავლეთ ნაწილში, ირანის საზღვართან 5,7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.

სახანძრო მანქანა

23 თებერვალი 2020, 20:50

ძალოვნები

დიდ ლილოში ცეცხლი ბალახს და ბუჩქებს უკიდია

მეხანძრეები დიდ ლილოში ხანძარს აქრობენ. ცეცხლი უკიდია ბალახს და ბუჩქებს. ადგილზე სამი მანქანა მუშაობს. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. შემთხვევის ადგილის გარშემო დასახლებული პუნქტი ან ტყე არ არის.

საბურთალო

23 თებერვალი 2020, 20:36

სპორტი

„საბურთალომ“ საქართველოს სუპერთასი მოიგო

საფეხბურთო კლუბი „საბურთალო“ საქართველოს სუპერთასის მფლობელია. თემურ შალამბერიძის მომზადებულმა გუნდმა ტიტულისთვის ბრძოლაში ქვეყნის ჩემპიონი თბილისის „დინამო“ ანგარიშით 1:0 დაამარცხა და სუპერთასი არსებობის ისტორიაში პირველად მოიპოვა.

ვენეციის კარნავალი კორონავირუსი

23 თებერვალი 2020, 20:24

მსოფლიო

ვენეციის კარნავალი კორონავირუსის გამო ვადაზე ადრე დასრულდება

BBC -ის ინფორმაციით, ვენეციის კარნავალი გახსნის დღეს, 23 თებერვალს საღამოს დასრულდება, თავდაპირველი გეგმით კი ღონისძიება 25 თებერვლამდე უნდა გაგრძელებულიყო. გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც იტალიაში ვირუსით დაავადებულთა რაოდენობამ 132-ს მიაღწია.

იტალია

23 თებერვალი 2020, 20:00

საქართველო

საელჩო იტალიაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს კორონავირუსთან დაკავშირებით მიმართავს და სიფრთხილისკენ მოუწოდებს

საქართველოს საელჩო მოუწოდებს იტალიაში და განსაკუთრებით კი მის 5 რეგიონში (ლომბარდია, ვენეტო, პიემონტე, ემილია რომანია და ლაციო) მცხოვრებ და ტურისტული მიზნებით მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, გაითვალისწინონ იტალიის მთავრობის მიერ ვირუსის მართვისთვის აუცილებელი რჩევები და განკარგულებები.

ევროპული საქართველო აქცია ჰიმნი

23 თებერვალი 2020, 19:48

საქართველო

„ევროპული საქართველოს“ ოფისთან აქტივისტები საპროტესტო აქციას მართავენ

აქტივისტები დეპუტატების, ელენე ხოშტარიასა და ირმა ნადირაშვილისგან პარლამენტში საბჭოთა კავშირის ჰიმნის გაჟღერებისთვის ბოდიშის მოხდასა და მანდატების დატოვებას ითხოვენ. მათი თქმით, აქციები გაგრძელდება მანამ, სანამ არ შესრულდება მათი მოთხოვნები.

23 თებერვალი 2020, 19:47

თემა

რა იწვევს შარდის შეუკავებლობას

სტატისტიკის თანახმად, ქალების 15-60%-ს შარდის შეუკავებლობა აწუხებს. მართალია, კაცებში ეს პრობლემა შედარებით იშვიათია, თუმცა მაინც აქტუალური. სპეციალისტების განმარტებით, ამ მიმართულებით რეალური მონაცემები არ არსებობს, რადგან ბევრ ადამიანს ამ თემაზე ხამამაღლა საუბრის რცხვენია. ყველაზე ხშირად შარდის შეუკავებლობა აქვთ გაცხიმოვნების მქონე ადამიანებს, ფეხმძიმე, ახალნამშობიარებ და მენოპაუზის მქონე ქალებს. ეს პრობლემა აწუხებთ იმ კაცებს, რომელთაც პროსტატის დაავადება აღენიშნებათ ან ამ მიმართულებით ოპერაცია აქვთ გაკეთებული. შარდის შეუკავებლობას არც თუ ისე იშვიათად დეპრესიის, სოციალური იზოლაციის, შარდის ბუშტისა და სოკოვანი ინფექციების რისკი ახლავს.

არჩევნები ირანი

23 თებერვალი 2020, 19:26

მსოფლიო

ირანის საპარლამენტო არჩევნებზე რეკორდულად დაბალი აქტივობა დაფიქსირდა

საკუთარი არჩევანი მხოლოდ 42.6%-მა დააფიქსირა. დედაქალაქ თეირანში კი აქტივობამ მხოლოდ 25.4% შეადგინა. ქვეყნის ხელისუფლება ამას ირანის მტრების მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციას უკავშირებს. საპარლამენტო არჩევნები ირანში 22 თებერვალს ჩატარდა. საბოლოო შედეგები კი 24 თებერვალს გამოქვეყნდება.

საქართველო

23 თებერვალი 2020, 19:06

საქართველო

საქართველოს საგარეო უწყება მეზობელ ქვეყნებთან სახმელეთო საზღვარზე გადაადგილების შეზღუდვას არ გამორიცხავს

საქართველო მეზობელ ქვეყნებთან სახმელეთო საზღვარზე გადაადგილების შეზღუდვას არ გამორიცხავს. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დაწესდება მკაცრი შეზღუდვები და ამ მიმართულებით, მეზობელ ქვეყნებთან აქტიური მუშაობა მიმდინარეობს.

კორონავირუსი იტალია

23 თებერვალი 2020, 18:45

მსოფლიო

იტალიაში კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვმა 130-ს გადააჭარბა

ეს ევროპაში ვირუსის ყველაზე დიდი აფეთქებაა. ამასთან, ქვეყნის ხელისუფლება პირველ დაავადებულს ამ დრომდე ვერ პოულობს, შესაბამისად არ იციან ვისთან ჰქონდა მას კონტაქტი და რამდენად გაიზრდება ავადმყოფების რაოდენობა.

ოკუპაცია

23 თებერვალი 2020, 18:34

საქართველო

ოკუპანტების მიერ გატაცებული არასრულწლოვანი შიდა ქართლის პოლიციაში გამოკითხეს

17 წლის ალეკო შიუკაშვილი, რომელიც ოკუპანტებს ჰყავდათ გატაცებული, შიდა ქართლის პოლიციაში გამოკითხეს. თითქმის ორ საათს გრძელდებოდა გამოკითხვა შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტში. გამოკითხვას არასრულწლოვნის დედა ესწრებოდა.

23 თებერვალი 2020, 17:54

საქართველო

ირანიდან საქართველოში და პირიქით, ფიზიკური პირების გადაადგილება შეიზღუდა

როგორც ცნობილია, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასა და მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსის გავრცელების დღიდანვე, საქართველოს პრემიერ-მინისტრის განკარგულებით, შექმნილია მთავრობის უწყებათაშორისი ჯგუფი, რომლის მუშაობასაც კოორდინაციას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო უწევს.

ირანი კორონავირუსი

23 თებერვალი 2020, 17:53

მსოფლიო

თურქეთმა ირანთან საზღვარი კორონავირუსის გამო დროებით დაკეტა

ამის შესახებ სააგენტო Anadolu თურქეთის ჯანდაცვის მინისტრზე დაყრდნობით წერს. ირანი ახლო აღმოსავლეთში პირველი სახელმწიფოა, სადაც COVID-19 გამოვლინდა. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით 43 ადამიანი დაავადდა, 8 პაციენტი კი გარდაიცვალა.

ირაკლი ღარიბაშვილი

23 თებერვალი 2020, 17:29

ძალოვნები

ირაკლი ღარიბაშვილმა 1921 წელს დაღუპული იუნკერების ხსოვნას პატივი მიაგო

ირაკლი ღარიბაშვილი გენერალ მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდული ლეგიონის მოლაშქრეებს დაბა კოჯორში, იუნკერების მემორიალთან შეხვდა, კოჯორ-ტაბახმელას მისადგომებთან მდებარე მემორიალი თაიგულით შეამკო და დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო.

თენგიზ ცერცვაძე

23 თებერვალი 2020, 17:03

საქართველო

ინფექციურ საავადმყოფოში მყოფ ირანის მოქალაქეებს კორონავირუსი არ აქვთ

ლუგარის ლაბორატორიის კვლევის შედეგები ცნობილია. ინფექციურ საავადმყოფოში მყოფ ირანის მოქალაქეებს კორონავირუსი არ აქვთ. ამჟამად ოთხივე მათგანის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ტემპერატურა არ აღენიშნებათ და დიდი ალბათობით დღის ბოლოს გავწერთ“.

The Financial Times სტატია

23 თებერვალი 2020, 16:14

საქართველო

The Financial Times: რუსულ საფრთხესთან გასამკლავებლად საქართველო დასავლეთისგან მეტ სამხედრო დახმარებას ითხოვს

„დასავლეთის ქვეყნებმა უნდა გაზარდონ შემაკავებელი ძალა, რათა რუსეთმა შავი ზღვის რეგიონში სტრატეგიული კონტროლი არ დაამყაროს. აშშ-მა და ევროპამ მეტი ყურადღება უნდა მიაქციონ იმ ფაქტს, რომ მოსკოვი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე თავის სამხედრო წარმომადგენლობას ზრდის“, - ამის შესახებ გამოცემასთან საუბარში საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.

სოფელი კირბალი

23 თებერვალი 2020, 15:44

საქართველო

ოკუპანტების მიერ გატაცებული 17 წლის ალეკო შიუკაშვილი თავისუფალია

საქართველოს მოქალაქე, 17 წლის ალეკო შიუკაშვილი ოკუპანტებმა გასულ ღამეს სოფელ კირბალიდან გაიტაცეს, სადაც ის ტყეში შეშაზე იყო წასული. გატაცების შემდეგ ამოქმედდა ცხელი ხაზი და ინფორმაცია მიეწოდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას.

აშშ-ს ელჩი საქართველოში კელი დეგნანი;  NDI-ს პრეზიდენტი დერეკ მიტჩელი

23 თებერვალი 2020, 15:33

საქართველო

საქართველოს პოლიტიკურ და წინასაარჩევნო გარემოზე სასაუბროდ დღეს აშშ-ს ელჩი კელი დეგნანი NDI-ს პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პოლიტიკურ და წინასაარჩევნო გარემოზე სასაუბროდ დღეს აშშ-ს ელჩი კელი დეგნანი NDI-ს პრეზიდენტს, დერეკ მიტჩელს შეხვდა. ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც აშშ საელჩო „ფეისბუქის“ გვერდზე აქვეყნებს.

23 თებერვალი 2020, 15:07

ძალოვნები

სოფელ ქიწნისთან მიკროავტობუსი ამოტრიალდა

სოფელ ქიწნისთან მიკროავტობუსი ამოტრიალდა. შემთხვევის შედეგად ორი მგზავრი დაშავდა. ისინი კლინიკა „გორმედში“ გადაიყვანეს. პირველადი დათვალიერებით, 24 წლის კაცს მსუბუქი დაზიანები აქვს და მას ამბულატორიული დახმარება გაეწია. სტაციონარში რჩება 25 წლის გოგო, რომელსაც ლავიწის ძვალი აქვს მოტეხილი, თუმცა მდგომარეობა სტაბილურია.

თურქეთი მიწისძვრა

23 თებერვალი 2020, 15:06

მსოფლიო

თურქეთში 5,7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრას მსხვერპლი მოყვა

თურქეთის აღმოსავლეთ ნაწილში, ირანის საზღვართან მომხდარ 5,7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრას სულ მცირე 8 ადამიანი ემსხვერპლა და 21 დაშავდა. 8 დაშავებულის მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა. მიწისქვეშა ბიძგები ვანის პროვინციაში და ირანის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილშიც იგრძნობოდა.