Imedi /  14 თებერვალი 2020, 13:21 / სანდო წყარო

ზუგდიდი-თბილისის მატარებელს ცეცხლი გაუჩნდა

აბაშაში, ზუგდიდი-თბილისის სამგზავრო მატარებელს ცეცხლი გაუჩნდა. ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახური მუშაობს.

ჯერჯერობით, უცნობია არიან თუ არა დაშავებულები. imedinews-ი დეტალებს შს სამინისტროსა და რკინიგზის დეპარტამენტში არკვევს.

ყველა სიახლე

ტოივო კლაარი

25 თებერვალი 2020, 15:02

საქართველო

ტოივო კლაარს მანდატი ერთი წლით გაუხანგრძლივდა

ევროკავშირის საბჭომ სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში სპეციალურ წარმომადგენელ ტოივო კლაარს მანდატი ერთი წლით გაუხანგრძლივა. ევროკავშირის საბჭოს ცნობით, ტოივო კლაარი ამ პოსტზე 2021 წლის 28 თებერვლამდე დარჩება.

სალომე ზურაბიშვილი

25 თებერვალი 2020, 14:55

საქართველო

სალომე ზურაბიშვილი: გამარჯვებაა ის ფაქტი, რომ დღეს იმ ემიგრაციის წარმომადგენელი ვდგავარ თქვენ წინაშე, როგორც თქვენი პრეზიდენტი

გამარჯვებაა ის ფაქტი, რომ დღეს მე, იმ ემიგრაციის წარმომადგენელი ვდგავარ თქვენ წინაშე, როგორც თქვენი პრეზიდენტი და თქვენ ხართ სამართალმემკვიდრეები იმ გმირი იუნკრების, რომლებიც ტაბახმელასა და კოჯორში იბრძოდნენ, - ასე მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა იუნკერებს თავდაცვის აკადემიაში შეხვედრაზე.

25 თებერვალი 2020, 14:35

ძალოვნები

თელავში საცხოვრებელ სახლს ცეცხლი უკიდია

თელავში საცხოვრებელ სახლს ცეცხლი უკიდია. ყარალაშვილის ქუჩაზე მდებარე სახლში ხანძარი ცოტა ხნის წინ გაჩნდა. "ქრონიკის " ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამი ჯგუფი მუშაობს და ხანძრის ლოკალიზებას ამ დრომდე ცდილობს.

25 თებერვალი 2020, 14:33

საქართველო

თავდაცვის მინისტრმა იუნკრების მემორიალი გვირგვინით შეამკო

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა 1921 წლის თებერვალში საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლებში დაღუპული იუნკრები კიდევ ერთხელ გაიხსენა. ირაკლი ღარიბაშვილმა კოჯორ-ტაბახმელას ტერიტორიაზე მდებარე მემორიალი გვირგვინით შეამკო და გმირულად დაღუპული ახალგაზრდების ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგო.

მკვლელობა

25 თებერვალი 2020, 14:31

ძალოვნები

ადვოკატი: დედისა და ბებიის მკვლელობის საქმეზე დაკავებული ძალადობის მსხვერპლია

„ამ ბავშვზე წლების განმავლობაში ოჯახის წევრების მხრიდან ფსიქოლოგიური ძალადობა ხორციელდებოდა. ეს გროვდებოდა და ძალიან მძიმედ იმოქმედა მის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე. ფსიქიატრიული ექსპერტიზა დაინიშნება და განისაზღვრება მისი ფსიქიკური მდგომარეობა“, - ამის შესახებ „ქრონიკას“ დაკავებულის ადვოკატმა, თამარ გაჩეჩილაძემ განუცხადა.

ან ლინდე
დავით ზალკალიანი

25 თებერვალი 2020, 14:26

საქართველო

დავით ზალკალიანი შვედ კოლეგას შეხვდა

მინისტრებმა ისაუბრეს შვედეთისა და საქართველოს ურთიერთობის საკითხებზე, ასევე სხვადასვხა საერთაშორისო ფორმატებში წარმატებულ თანამშრომლობაზე. ზალკალიანმა ლინდეს გაეროს ფორმატებში წარდგენილი რეზოლუციების უწყვეტი მხარდაჭერისთვის და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის დამგმობი განცხადებებისთვის მადლობა გადაუხადა.

გიორგი ვოლსკი

25 თებერვალი 2020, 14:25

საქართველო

გიორგი ვოლსკი: სხვა გარანტია, თუ არა ნატოს წევრობა, საქართველოს არ გააჩნია

„პრემიერ-მინისტრი მართალია, რადგან საქართველოს, პატარა ქვეყანას სჭირდება, რომ ჰქონდეს უსაფრთხოების გარკვეული გარანტიები. სხვა გარანტია, თუ არა ნატოს წევრობა, საქართველოს არ გააჩნია“, - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი, ამერიკულ გამოცემა The Washington Times-ში გამოქვეყნებული სტატიას გამოეხმაურა.

25 თებერვალი 2020, 14:24

საქართველო

საქართველოს პრეზიდენტი გორის სამხედრო ბაზას ეწვია

დღევანდელ დღეს თავდაცვის შეიარაღებული ძალების ბაზაზე სალომე ზურაბიშვილმა გენერალ გიორგი კვინიკაძის სახელობის მუზეუმი გახსნა. ამ მუზეუმში ინახება კვინიკაძის ხანჯალი და შინდისის გმირების მუნდირები. ღონისძიების ფარგლებში პრეზიდენტმა ჯარისკაცებს სამახსოვრო საჩუქარი გადასცა, სამხედროებმა კი სალომე ზურაბიშვილს სუვენირი აჩუქეს.

ფეზბურთის ფედერაცია

25 თებერვალი 2020, 14:18

სპორტი

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართა. მთავარ სიახლეს მეოთხე ლიგაში გუნდების რაოდენობის 16-მდე გაზრდა წარმოადგენს, რის შემდეგაც ეს გათამაშება ორ წრედ ჩატარდება.

ტიტეცუ ვატანაბე

25 თებერვალი 2020, 14:09

ტაბლოიდი

მსოფლიოში უხუცესი კაცი გარდაიცვალა

მსოფლიოში ყველაზე მოხუცი მამაკაცი ტიტეცუ ვატანაბე 112 წლისა გარდაიცვალა. თებერვლის დასაწყისში გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნის ვერსიით, ის ოფიციალურად აღიარეს მსოფლიოში ყველაზე მოხუც კაცად. ტიტეცუ ვატანაბე 1907 წლის 5 მარტს ქალაქ ჯეცუში დაიბადა.

25 თებერვალი 2020, 14:05

საქართველო

ევროპის საბჭოს მინისტერიალის ჩატარების ადგილი ხვალ გახდება ცნობილი

ევროპის საბჭოს მინისტერიალის ჩატარების ადგილი ხვალ გახდება ცნობილი, ამის შესახებ „ქრონიკას“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განუცხადა.

ბესო ქვარცხავა

25 თებერვალი 2020, 14:00

ძალოვნები

პროკურორი: განაჩენით დასტურდება, რომ დავით სარალიძეს ჭრილობა ბასრი საგნის გამოყენებით, მიხეილ კალანდიამ მიაყენა

როგორც მოგეხსენებათ, დღევანდელ სხდომაზე სასამართლომ გამოაცხადა განაჩენი, აწ უკვე მსჯავრდებულ მიხეილ კალანდიას სისხლის სამართლის საქმეზე, რა დროსაც სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და გამოკვლეული მტკიცებულებები, - ამის შესახებ ხორავას საქმის პროკურორმა, ბესო ქვარცხავამ სასამართლოს მიერ განაჩენის გამოცხადების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

გიორგი წოწკოლაური; ბესარიონ სიმონიშვილ

25 თებერვალი 2020, 13:54

საქართველო

დევნილთა სამინისტროს წარმომადგენლებმა იუნკერთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ გიორგი წოწკოლაურმა და დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა კოჯორში, იუნკერთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

კორონავირუსი

25 თებერვალი 2020, 13:42

სპორტი

კორონავირუსის საფრთხის გამო „იუვენტუსი“-„ინტერის“ მატჩი გულშემატკივრების გარეშე ჩატარდება

პირველ მარტს იუვენტუსი“-„ინტერის“ მატჩი გულშემატკივრების გარეშე ჩატარდება. იტალიის სპორტის სამინისტრომ ეს გადაწყვეტილება კორონავირუსის საფრთხის გამო მიიღო. ბოლო მონაცემებით, იტალიაში საშიშ ვირუსს 7 ადამიანი ემსხვერპლა, დაავადებულთა რაოდენობამ კი 231-ს მიაღწია.

25 თებერვალი 2020, 13:32

საქართველო

სოფელ ფშავლის ტყეში ხანძარი ჩამქრალია

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ფშაველში ხანძარი ლიკვიდირებულია. ამ წუთებში ტერიტორიას მეხანძრე-მაშველები ტოვებენ. დაიწვა დაახლოებით 10 ჰექტრამდე ფართობის ტერიტორია. ცეცხლის ლოკალიზება გუშინვე მოხდა. ხანძარი სოფლიდან რამდენიმე კილომეტრში ჯერ ხმელ ბალახს გაუჩნდა, შემდეგ კი ტყის მასივზე გავრცელდა.

ირაკლი სესიაშვილი

25 თებერვალი 2020, 13:18

საქართველო

ირაკლი სესიაშვილი: რუსეთისგან პროვოკაციებს მომავალშიც უნდა ველოდოთ

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილი პერევის გამშვებ პუნქტთან არსებულ ვითარებას გამოეხმაურა. „ბოლო პერიოდში რუსეთი აგრძელებს პროვოკაციულ ქმედებებს, მათ შორის ხელოვნურად ქმნის ბარიერებს იმისათვის, რომ ჩვენს თანამოქალაქეებთან ოკუპირებულ ტერიტორიებზე არ გვქონდეს ურთიერთობა. ამ ურთიერთობაში, იქ მცხოვრები ადამიანები უკეთ ხედავენ რეალურად ვინ არის ოკუპანტი და ვის სურს მშვიდობა და თანაცხოვრება“, - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

თენგიზ კალანდია

25 თებერვალი 2020, 13:18

საქართველო

თენგიზ კალანდია: სიმართლის დადგენას ან ომი უნდა, ან რევოლუცია - სხვანაირად არაფერი გვეშველება

საქართველოში არაფრის იმედი გვაქვს, იმიტომ რომ ჩვენ არც სახელმწიფო გვაქვს, არც სასამართლო, არც პროკურატურა. ყველაფერი განადგურებული და ყველაფერი წყალწაღებულია, - ამის შესახებ, სასამართლოს მიერ განაჩენის გამოცხადების შემდეგ მიხეილ კალანდიას მამამ, თენგიზ კალანდიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

ირაკლი სესიაშვილი

25 თებერვალი 2020, 13:12

ძალოვნები

ირაკლი სესიაშვილი: ჯარი საუკეთესო პროდუქტით მარაგდება

შემიძლია გითხრათ, რომ ჯარი საუკეთესო პროდუქტით მარაგდება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი სესიაშვილმა თავდაცვის სამინისტროს ტენდერებთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, თავდაცვის სამინისტრო ყველაფერს აკეთებს, რათა ჯარში რამე დეფიციტი არ შეიქმნას.

ბორის კაკუბავა

25 თებერვალი 2020, 13:08

ძალოვნები

ბორის კაკუბავა: ზაზა სარალიძე მოისყიდა „ნაციონალურმა მოძრაობამ“, რომლებმაც ხელისუფლებაზე ზეწოლა განახორციელეს

ზაზა სარალიძე მოისყიდა „ნაციონალურმა მოძრაობამ“, რომლებმაც ხელისუფლებაზე ზეწოლა განახორციელეს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებულ მიხეილ კალანდიას ბაბუამ, ბორის კაკუბავამ განუცხადა.

25 თებერვალი 2020, 13:02

საქართველო

სტიქიური მოვლენების მონიტორინგი ახალი უპილოტო საფრენი აპარატებით განხორციელდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებით, მათ სპეციალისტებს უპილოტო საფრენი აპარატების მართვაში ტრენინგი ჩაუტარდათ, რომლებიც კლიმატის მწვანე ფონდის (Green Climate Fund) მხარდაჭერითაა შეძენილი.