ევროპის საბჭოს მინისტერიალი სტრასბურგში ჩატარდება
ფოტო: shutterstock.com
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 130-ე სესია თბილისის ნაცვლად სტრასბურგში გაიმართება. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება დღეს სტრასბურგში, მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის სხდომაზე მიიღეს.
„სტრასბურგში მინისტრთა კომიტეტის მოადგილეების სხდომაზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება ევროპის საბჭოს მინისტერიალის სტრასბურგში გადატანის შესახებ. მოგეხსენებათ, 2019 წლის ნოემბერში, როდესაც საფრანგეთისგან თავმჯდომარეობა გადმოვიბარეთ, განვაცხადეთ ჩვენი სურვილის შესახებ, რომ მინისტერიალი ჩატარებულიყო საქართველოში და თბილისი ყოფილიყო მასპინძელი. ეს იყო ჩვენი მართლაც გულწრფელი სურვილი, გვემასპინძლა ასეთი მნიშვნელოვანი, მაღალი დონის ღონისძიებისთვის, რომელიც მართლაც უპრეცედენტო იქნებოდა, რადგანაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში მსგავსი სახის მაღალი დონის ღონისძიებისთვის საქართველოს არ უმასპინძლია. აქედან გამომდინარე, ყველაფერი გავაკეთეთ 2019 წლის ნოემბრიდან დღემდე იმისთვის, რომ ჩვენს პარტნიორებთან, ასევე ევროპის საბჭოს გენერალურ სამდივნოსთან, გენერალურ მდივანთან კონსულტაციების რეჟიმში განგვეხილა ყველა შესაძლო სცენარი, რომ არ დაზიანებულიყო ჩვენი, როგორც ამ ორგანიზაციის თავმჯდომარე ქვეყნის რეპუტაცია და გვემოქმედა ორგანიზაციის წესდების გათვალისწინებით, რადგან ჩვენ გვავალდებულებს, ჩავატაროთ მინისტერიალი ამ ორგანიზაციის წესების შესაბამისად. ამავე დროს არ დაზიანებულიყო ჩვენი კანონმდებლობა“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.
მისივე თქმით, მინისტერიალის თბილისში ჩატარების შემთხვევაში, საქართველოს ღონისძიებაში ყველა ქვეყნის მონაწილეობის უზრუნველყოფა ევალებოდა.
„მოგეხსენებათ, რასთან არის დაკავშირებული ჩვენი კანონმდებლობა. მათ შორის, მხედველობაში მაქვს რუსეთის ფედერაციის მონაწილეობა. ჩვენ გვევალებოდა, უზრუნველგვეყო უკლებლივ ყველა წევრის მონაწილეობა ამ ღონისძიებაში. ამიტომ ვიყავით მუდმივი კონსულტაციის რეჟიმში, რომ ყველა შესაძლო სცენარი განგვეხილა. მინდა, გითხრათ, რომ არსებობს სხვა ქვეყნების პრეცედენტები, როდესაც გამოინახა ამის შესაძლებლობა. ჩვენ, რა თქმა უნდა, ყველა რესურსი გვქონდა გამოყენებული. გუშინაც, ჟენევაში როდესაც შევხდი გენერალურ მდივანს, სწორედ ამ თემებზე გვქონდა საუბარი. მათი მხრიდან არის სრული გაგება იმასთან დაკავშირებით, რომ მინისტერიალი ჩატარდეს სტრასბურგში“, – აღნიშნა დავით ზალკალიანმა.
საქართველოს თავმჯდომარეობის ფარგლებში, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 130-ე სესია მაისში თბილისში უნდა ჩატარებულიყო, თუმცა უთანხმოება გამოიწვია რუსეთის დელეგაციის, მათ შორის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის სესიაში შესაძლო მონაწილეობამ.
ყველა სიახლე
19 სექტემბერი 2026, 10:10
სამართალი
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი თამაზ ბორაშვილი დაზვერვის სააგენტოს თანამშრომლებს პროფესიულ დღეს ულოცავს
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი თამაზ ბორაშვილი დაზვერვის სააგენტოს თანამშრომლებს პროფესიულ დღეს ულოცავს.
19 სექტემბერი 2026, 10:06
ჯანდაცვა
თბილისში „მონაცემები მოქმედებისთვის“ (D4A) ინიციატივის მეორე სამუშაო შეხვედრა გაიმართა
პროექტის მიზანია ჰეპატიტების ელიმინაციის, ვაქცინაციის, ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობის, დაავადებათა გავრცელებისა და სხვა მიმართულებებისთვის მონაცემების სწრაფი და უსაფრთხო დამუშავება.
19 სექტემბერი 2026, 09:51
მსოფლიო
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინისთვის 2,68 მილიარდი დოლარის ღირებულების საჰაერო თავდაცვის სისტემების გაყიდვა დაამტკიცა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების განვითარების მიზნით საჭირო სისტემებისა და შესაბამისი აღჭურვილობისა და მომსახურების მიყიდვის შესახებ გადაწყვეტილება დაამტკიცა. პაკეტის სავარაუდო ღირებულება 2,68 მილიარდი დოლარია.
19 სექტემბერი 2026, 09:34
მსოფლიო
დონალდ ტრამპი: მოხარული ვარ, განვაცხადო, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დანიის სამეფოსა და გრენლანდიასთან შეთანხმებას მიაღწია, რომელიც აშშ-ს გრენლანდიაში უსაფრთხოებასა და ყველა სხვა საჭიროებასთან დაკავშირებით მუდმივ კონტროლს ანიჭებს
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ ამერიკამ დანიასა და გრენლანდიასთან მიაღწია შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც ვაშინგტონი კუნძულის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.
19 სექტემბერი 2026, 09:08
საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი 19 სექტემბერს საქართველოში
19 სექტემბერს ბათუმში წვიმაა მოსალოდნელი, დღისით +22 და ღამით +21 გრადუსი დაფიქსირდება.
19 სექტემბერი 2026, 08:30
მსოფლიო
ტრამპმა რუსეთის წინააღმდეგ ლინდსი გრემის მიერ შემუშავებულ კანონს ხელი მოაწერა
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც რუსეთსა და ირანთან დაკავშირებულ სანქციებს აფართოებს და მათ წინააღმდეგ დამატებითი სავაჭრო შეზღუდვების დაწესებას ითვალისწინებს.
19 სექტემბერი 2026, 08:00
პოლიტიკა
სუვერენიტეტის ფასი გეოპოლიტიკური რყევების ეპოქაში. სად უნდა იღებდნენ გადაწყვეტილებებს საქართველოს შესახებ, თბილისში თუ სხვა ქვეყნების დედაქალაქებში? - დღეს 20:00 საათზე „ღია ეთერი“ „იმედზე“
სუვერენიტეტის ფასი გეოპოლიტიკური რყევების ეპოქაში. სად უნდა იღებდნენ გადაწყვეტილებებს საქართველოს შესახებ, თბილისში თუ სხვა ქვეყნების დედაქალაქებში?
19 სექტემბერი 2026, 00:40
ჯანდაცვა
ჯანდაცვის სამინისტრო: გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსებული ბაღის აღსაზრდელების ოჯახის წევრებს, გაწეული სამედიცინო მომსახურებისთვის, გარკვეული თანხის გადახდა უწევთ, არ შეესაბამება სიმართლეს - ხარჯებს სრულად ფარავს სახელმწიფო
„განვმარტავთ, რომ უკლებლივ ყველა კლინიკა დილიდან ინფორმირებული და გაფრთხილებულია, რომ ბაღის აღსაზრდელების სამედიცინო მომსახურების საფასურის გადახდა არ მოითხოვონ მშობლებისაგან, რადგან სახელმწიფო აღნიშნულ ხარჯებს სრულად ფარავს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
19 სექტემბერი 2026, 00:11
მსოფლიო
POLITICO: ევროპელი მაღალჩინოსნები სულ უფრო მეტად შეშფოთებულნი არიან იმით, რომ მოსკოვმა შესაძლოა ნატოს წევრი ქვეყნების წინააღმდეგ დრონებით ან რაკეტებით დარტყმები განახორციელოს
ევროპელი მაღალჩინოსნები სულ უფრო მეტად შეშფოთებულნი არიან იმით, რომ მოსკოვმა შესაძლოა ნატოს წევრი ქვეყნების წინააღმდეგ დრონებით ან რაკეტებით დარტყმები განახორციელოს, - წერს გამოცემა POLITICO.
18 სექტემბერი 2026, 23:55
მსოფლიო
The Washington Post: პენტაგონის შიდა სტატისტიკაზე წვდომის მქონე ექვსი ამერიკელი ოფიციალური პირის ცნობით, ირანში მიმდინარე ომის დროს ახლო აღმოსავლეთში იმაზე მეტი ამერიკელი სამხედრო დაიღუპა, ვიდრე ამას უწყება ოფიციალურად აცხადებს
პენტაგონის შიდა სტატისტიკაზე წვდომის მქონე ექვსი ამერიკელი ოფიციალური პირის ცნობით, ირანში მიმდინარე ომის დროს ახლო აღმოსავლეთში იმაზე მეტი ამერიკელი სამხედრო დაიღუპა, ვიდრე ამას უწყება ოფიციალურად აცხადებს, - წერს გამოცემა The Washington Post-ი.
18 სექტემბერი 2026, 23:21
მსოფლიო
ტრამპი: სიამაყით ვაცხადებ, რომ დაუყოვნებლივ ვუკრძალავ თეთრ სახლში შესვლას სიყალბის ტირაჟირებაში შემჩნეულ მედიებს, CNN-ს, MSNOW-ს და POLITICO-ს - მედიასაშუალებებს არ უნდა ჰქონდეთ უფლება, უსასრულოდ თხზავდნენ გამოგონილ ამბებსა და ტყუილებს
სიამაყით ვაცხადებ, რომ დაუყოვნებლივ ვუკრძალავ თეთრ სახლში შესვლას სიყალბის ტირაჟირებაში შემჩნეულ მედიებს - CNN-ს, MSNOW-ს და POLITICO-ს, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.
18 სექტემბერი 2026, 22:43
პოლიტიკა
დავით ჩიხელიძე ნატა ფერაძისა და გიორგი ჩუბინიძის დაპირისპირებაზე: გერმანიაში ერთმა აკაცუკმა მეორე აკაცუკს უჩივლა, თან სიამაყით დაამატა, რომ Facebook-ზე შეურაცხყოფა გერმანიაში სისხლის სამართლის დანაშაულია, ანუ ის, რაც საქართველოში „რეპრესიულ კანონად“ ცხადდება, გერმანიაში, თურმე დემოკრატიული სახელმწიფოს მდგენელი ყოფილა
ექსპერტი დავით ჩიხელიძე, სამოქალაქო აქტივისტ ნატა ფერაძისა და ისტორიკოს გიორგი ჩუბინიძის დაპირისპირებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და ყურადღებას ამახვილებს გერმანიაში Facebook-ზე გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადებების სამართლებრივ რეგულირებაზე.
18 სექტემბერი 2026, 22:20
მსოფლიო
გერმანია და ევროკავშირი რუსეთში მიმდინარე საპარლამენტო არჩევნებს აკრიტიკებენ
გერმანიამ და ევროკავშირმა რუსეთში დაწყებული საპარლამენტო არჩევნები მკვეთრად გააკრიტიკეს.
18 სექტემბერი 2026, 22:11
სპორტი
ვილი სანიოლი: ახლა კილიან მბაპესთან და ჰარი კეინთან ერთად, კვარაცხელიაა ერთ-ერთი მთავარი პრეტენდენტია და მჯერა, „ოქროს ბურთს“ ის მოიგებს
„ტრადიციულად, როდესაც მსოფლიო ჩემპიონატი ტარდება, „ოქროს ბურთის“ გამარჯვებულად მისი მონაწილე სახელდება. მაშინ ინტერვიუ მსოფლიო ჩემპიონატის კონტექსტში ჩამომართვეს. იმ დროისთვის ოლისეს ნამდვილად საუკეთესოდ მივიჩნევდი. თუმცა, მერე ტურნირი ჩააგდო და „ოქროს ბურთის“ მოგების ფავორიტი აღარაა. ახლა კილიან მბაპესთან და ჰარი კეინთან ერთად, კვარაცხელიაა ერთ-ერთი მთავარი პრეტენდენტია და მჯერა, „ოქროს ბურთს“ ის მოიგებს.
18 სექტემბერი 2026, 21:54
ეკონომიკა
ავთანდილ კასრაძე: დარწმუნებული ვართ, გაეროს ტურიზმის ორგანიზაციასთან ერთად ძალიან ბევრი ინოვაციური პროექტები განხორციელდება და ქართული სტარტაპები მსოფლიო ტურიზმის ტექნოლოგიურ განვითარებაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანენ
გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანთან შეხვედრაზე ძალიან მაღალ დონეზე წარმოჩინდა ქართული ინოვაციური ეკოსისტემა, - ამის შესახებ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში შაიხა ნასერ ალ ნუვასის ვიზიტისას განაცხადა.
18 სექტემბერი 2026, 21:47
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში გაეროს რეზიდენტ-კოორდინატორს, დიდიე ტღებიუკს შეხვდა
სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს მთავრობასა და გაეროს შორის არსებულ თანამშრომლობას. ამ კონტექსტში, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მდგრადი განვითარების თანამშრომლობის 2026-2030 წლების ჩარჩო დოკუმენტის განხორციელებას.
18 სექტემბერი 2026, 21:40
ეკონომიკა
ქვეყნის ეკონომიკა მეორე კვარტალში 6.9%-ით გაიზარდა - საქსტატის ოფიციალური მონაცემები. „ქრონიკის“ სიუჟეტი
2026 წლის მეორე კვარტალში რეალურმა ეკონომიკურმა ზრდამ 6.9% შეადგინა, ხოლო ქვეყნის მთლიანმა შიდა პროდუქტმა, მიმდინარე ფასებში 28,147მლრდ ლარს მიაღწია. ოფიციალურ მონაცემებს საქსტატი აქვეყნებს.
18 სექტემბერი 2026, 21:40
მსოფლიო
Reuters: პუტინის მთავარი ეკონომიკური წარმომადგენელი და პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ლიდერები მომავალი წლისთვის შეხვედრას გეგმავენ, სადაც ევროპის უდიდეს ეკონომიკაში რუსული ბუნებრივი აირის მიწოდების შესაძლო აღდგენას განიხილავენ
რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მთავარი ეკონომიკური წარმომადგენელი და პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) ლიდერები მომავალი წლისთვის შეხვედრას გეგმავენ, სადაც ევროპის უდიდეს ეკონომიკაში რუსული ბუნებრივი აირის მიწოდების შესაძლო აღდგენას განიხილავენ. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ორ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
18 სექტემბერი 2026, 21:33
სპორტი
წყალბურთის ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე „აპოლომ“ „ბუდვა“ ანგარიშით 19:16 დაამარცხა
საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე თბილისში მიმდინარე წყალბურთის ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე „აპოლოსა“ და „ბუდვას“ შორის გამართულ მატჩს დაესწრო. მატჩი ქართული კლუბის - „აპოლოს“ გამარჯვებით, ანგარიშით 19:16 დასრულდა.
18 სექტემბერი 2026, 21:30
თემა
მართალია თუ არა, რომ ბლოგერები “ოქტობერფესტის” ბრენდის გამოყენებისთვის დაჯარიმდებიან
მიუნხენის ლუდის ფესტივალზე რეკლამის გადაღების მსურველ ნებისმიერ პირს ოქტობერფესტის ბრენდის ხსენებისთვის ჯარიმის გადახდა მოუწევს.


