ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს დასრულდება
დღეს აბიტურიენტები ფიზიკისა და სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების გამოცდას აბარებენ. ამით ერთიანი ეროვნული გამოცდები დასრულება. დღეს საგამოცდო ცენტრში დარეგისტრირებულ აბიტურიენტთა 95%-ზე მეტი გამოცხადდა.
ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისს დაიწყო. საქართველოს მასშტაბით სულ 22 საგამოცდო ცენტრი იყო გახსნილი. ერთიან ეროვნულ გამოცდებში 39 000-მდე აბიტურიენტი მონაწილეობდა.
გამოცდები ხვალ სტუდენტთა საგრანტო კონკურსითა და საერთო სამაგისტრო გამოცდით გაგრძელდება.
ყველა სიახლე
26 სექტემბერი 2026, 16:43
მსოფლიო
The Guardian: კიევი ფრონტისპირა ქალაქად იქცა
The Guardian-ი უკრაინაში არსებული ვითარების შესახებ სტატიას აქვეყნებს. გამოცემის ჟურნალისტმა უკრაინის დედაქალაქში იმოგზაურა და გახშირებული რუსული თავდასხმების ფონზე დაასკვნა, რომ კიევი სულ უფრო ემსგავსება ფრონტისპირა არსებულ ქალაქს.
26 სექტემბერი 2026, 16:25
მსოფლიო
The Washington Post: 14 სენატორი ტრამპს მოუწოდებს, პუტინის მიწვევა „დიდი ოცეულის“ სამიტზე გააუქმოს
აშშ-ის სენატის ორივე პარტიის 14-მა წევრმა პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მოუწოდა, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი დეკემბერში მაიამიში დაგეგმილ „დიდი ოცეულის“ სამიტზე აღარ მიიწვიოს. ინფორმაციას The Washington Post-ი ავრცელებს.
26 სექტემბერი 2026, 16:11
მსოფლიო
BBC: ჰაკერებმა FBI-ის ათასობით სპეციალური აგენტის კონფიდენციალური სამედიცინო მონაცემები ჩაიგდეს ხელში
ჰაკერებმა ამერიკის გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) ათასობით სპეციალური აგენტის კონფიდენციალური სამედიცინო მონაცემები ჩაიგდეს ხელში. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
26 სექტემბერი 2026, 15:42
კულტურა
ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში „თანაარსებობა“ - თბილისის ახალგაზრდული სახელოვნებო ბაზრობის პირველი გამოფენა გაიმართა
ღონისძიება ახალგაზრდა და დამოუკიდებელ ხელოვანებს, გალერეებს, კოლექციონერებს, კულტურის ინსტიტუციებსა და ხელოვნების სფეროს საერთაშორისო პროფესიონალებს აერთიანებს.
26 სექტემბერი 2026, 15:31
საზოგადოება
ზაქარია მხარგრძელის ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია დასრულების ეტაპზეა
სამგორის რაიონის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, 4 500 კვადრატულ მეტრ ფართობზე დაიგო ასფალტის ორფენიანი საფარი, მოეწყო ტროტუარები და მოწესრიგდა მიწისქვეშა კომუნიკაციები. პროექტის ჯამური ღირებულება 500 000 ლარს შეადგენს.
26 სექტემბერი 2026, 15:22
საზოგადოება
საბურთალოს რაიონის გამგეობამ ოთარ ონიაშვილის ქუჩის რეაბილიტაციის სამუშაოები დაასრულა
საბურთალოს რაიონის გამგეობის ინფორმაციით, ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, 9 000 კვ.მ. ფართობზე დაიგო ასფალტის ორფენიანი საფარი, ასევე, მოეწყო ბორდიურები. საგზაო სამუშაოების მიმდინარეობისას გამოიცვალა გაზის მილიც. ქუჩაზე სხვლა-ფორმირება ჩაუტარდა ხეებს. პროექტის დასრულების შემდეგ, ონიაშვილის ქუჩაზე საგზაო მოძრაობა სრულად აღდგება, რაც აქამდე, პროექტის მიმდინარეობის გამო, შეზღუდული იყო.
26 სექტემბერი 2026, 15:17
რეგიონი
„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის მხარდაჭერით ლენტეხის სპორტულ სკოლებს სპორტული ინვენტარი გადაეცათ
ღონისძიებას ორგანიზაციის თავმჯდომარე ვარლამ ლიპარტელიანი, ტიტულოვანი სპორტსმენი ავთანდილ ჭრიკიშვილი, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ალუდა თუთისანი და ლენტეხის მერი, გიორგი გაზდელიანი ესწრებოდნენ.
26 სექტემბერი 2026, 15:14
სპორტი
კახა კალაძე: ვილი სანიოლის სახელთან მუდამ იქნება დაკავშირებული დღე, როცა საქართველომ პირველად მოიპოვა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე თამაშის უფლება - სანიოლი და მისი სამწვრთნელო გუნდი სამუდამოდ დარჩება ჩვენი ქალაქის, ქვეყნისა და ფეხბურთის ისტორიის განუყოფელ ნაწილად. მადლობა!
თბილისის მერი ვილი სანიოლის მადლობას უხდის. კახა კალაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ სანიოლიმ საქართველოს ეროვნულ ნაკრებში საკუთარი კვალი დატოვა.
26 სექტემბერი 2026, 15:10
სპორტი
27-30 სექტემბერს თბილისი მაგიდის ჩოგბურთში მსოფლიოს ახალგაზრდული სერიის საერთაშორისო ტურნირს - WTT Youth Contender Tbilisi 2026 უმასპინძლებს
საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერითა და საქართველოს მაგიდის ჩოგბურთის ფედერაციის ორგანიზებით, თბილისი მაგიდის ჩოგბურთში მსოფლიოს ახალგაზრდული სერიის საერთაშორისო ტურნირს - WTT Youth Contender Tbilisi 2026 უმასპინძლებს.
26 სექტემბერი 2026, 14:58
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: ცოტა ხნის წინ ALDE-მ არ გამოიყენა შესაძლებლობა, რომ გამიჯვნოდა ლელოს ტერორისტ თანაგუნდელს. ვნახოთ, ახლა მაინც თუ აღმოჩნდება ALDE მის მიერვე ქაღალდზე დეკლარირებული ღირებულებების ერთგული და გაემიჯნება ქსენოფობიას
ცოტა ხნის წინ ALDE-მ არ გამოიყენა შესაძლებლობა, რომ გამიჯვნოდა ლელოს ტერორისტ თანაგუნდელს,- წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.
26 სექტემბერი 2026, 14:55
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი: სამარცხვინოცაა, როდესაც რომელიმე ქვეყანა ეძახის გიგაურისნაირ აგენტებს თავის ქვეყანაში, რომ თითქოს, საქართველოსა და ქართველი ხალხის სახელით უნდა ილაპარაკონ. ძალიან სამწუხაროა, რომ ამ შემთხვევაში ამ როლში საფრანგეთი აღმოჩნდა
ძალიან კარგია, რომ „ნაცები“ ერთმნეთს აბულინგებენ. ჩვენ გვახსოვს, რომ ბოლოს არასამთავრობოებმა სააკაშვილი პოლიტპატიმრების სიაში აღარ შეიყვანეს, - ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი ეკა გიგაურის მიერ მიხეილ სააკაშვილის პოლიტპატიმრად მოეხსენიების საკითხს.
26 სექტემბერი 2026, 14:50
მსოფლიო
ტრამპი აცხადებს, რომ წლის ბოლომდე ჩინეთის ლიდერს კიდევ ორჯერ შეხვდება
ვაშინგტონში ჩინეთის ლიდერის სი ძინპინის ვიზიტის შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ წელს ჩინელ კოლეგასთან კიდევ ორ შეხვედრას გამართავს.
26 სექტემბერი 2026, 14:36
მსოფლიო
მასუდ პეზეშკიანი: შეერთებულმა შტატებმა უნდა აჩვენოს, რომ ირანში ხელისუფლების ძალისმიერი გზით შეცვლას არ ცდილობს
შეერთებულმა შტატებმა უნდა აჩვენოს, რომ ირანში ხელისუფლების ძალისმიერი გზით შეცვლას არ ცდილობს, განაცხადა ირანის პრეზიდენტმა მასუდ პეზეშკიანმა CBS News-თან ინტერვიუში.
26 სექტემბერი 2026, 14:20
მსოფლიო
უკრაინული მედია: რუსეთის თავდასხმებს უკრაინაში ექვსი ადამიანი ემსხვერპლა, 45 კი დაშავდა - კიევზე იერიშები მეორე დღეა, გრძელდება
რუსეთის თავდასხმებს უკრაინის სხვადასხვა რეგიონში ბოლო 24 საათის განმავლობაში ექვსი ადამიანი ემსხვერპლა, 45 კი დაშავდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
26 სექტემბერი 2026, 14:16
პოლიტიკა
თამარ ჩერგოლეიშვილი: პაატა ბურჭულაძესთან თუ ვინმეს კავშირი გაქვთ, გადაეცით, რომ სრულიად უპასუხისმგებლო, დელუზიურ, პოლიტიკური პროცესის უმეცარ ბრიყვად ვთვლით. იკმაროს, რაც დააშავა
თამარ ჩერგოლეიშვილი, პაატა ბურჭულაძეს უპასუხისმგებლო და პოლიტიკური პროცესის უმეცარ ბრიყვს უწოდებს, რომელმაც უნდა იკმაროს რაც დააშავა. სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდებისა და ბლოკირების მცდელობაში მსჯავრდებულმა ბურჭულაძემ ციხიდან დაწერა, რომ გასული წლის 4 ოქტომბერს, მათი ქმედებებით ხელისუფლების გადარჩევა შეძლეს.
26 სექტემბერი 2026, 14:14
საზოგადოება
ლევილის მამულის ახალი სიცოცხლე - რეაბილიტირებული ქართველთა მამული დღეს პირველ სტუმრებს უმასპინძლებს
10-წლიანი სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულდა და ლევილის ქართველთა მამული დღეს ოფიციალურად საზეიმოდ გაიხსნება. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვა პრემიერ-მინისტრი.
26 სექტემბერი 2026, 13:45
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: ერთი წარუმატებელი მატჩის ან თუნდაც, წარუმატებლობის სისტემური ტენდენციის გამო, მთელი ქვეყნისთვის „უკურნებელი დიაგნოზის“ გამოტანა განსხვავებული რეალობების შეგნებულად ერთმანეთში არევას ნიშნავს
ახალგაზრდული გარემო არაა მხოლოდ ფეხბურთი, უნივერსიტეტი და პოლიტიკა. ეს არის შესაძლებლობა, ადამიანმა საკუთარი საქმე იპოვოს: ხელოვანმა გამოფინოს საკუთარი ნამუშევარი, მწერალი შეხვდეს სხვა ქვეყნების ავტორებს, სპორტსმენი საერთაშორისო ყინულზე გამოვიდეს, - წერს პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი, სოციალურ ქსელში.
26 სექტემბერი 2026, 13:30
მსოფლიო
The Washington Post: თეთრმა სახლმა CNN-ს ტრამპთან ერთად თვითმფრინავში მგზავრობა აუკრძალა
თეთრმა სახლმა CNN-ს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ერთად საპრეზიდენტო თვითმფრინავით ტენესის შტატის ქალაქ ნოქსვილში შაბათს დაგეგმილ ვიზიტზე გამგზავრება აუკრძალა. ინფორმაციას The Washington Post-ი ავრცელებს.
26 სექტემბერი 2026, 13:25
ჯანდაცვა
მიხეილ სარჯველაძე გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში პანდემიების პრევენციის, მზადყოფნისა და რეაგირების საკითხებზე გამართულ შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა
ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში, პანდემიების პრევენციის, მზადყოფნისა და მათზე რეაგირების საკითხებზე გამართულ მაღალი დონის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და სიტყვით გამოვიდა.
26 სექტემბერი 2026, 13:14
კულტურა
ბათუმის საერთაშორისო არტ-ჰაუს კინოფესტივალი დასასრულს მიუახლოვდა
ბათუმის მეოცე საერთაშორისო არტ-ჰაუს კინოფესტივალის კინოჩვენებები დღეს ქართული ანიმაციის კლასიკით და ბერნარდ მაკმაჰონის დოკუმენტური ფილმით „როგორ შეიქმნა ლედ ზეპელინი“ დასრულდება. გუშინ კი ბოლო ჩვენება ევროპის მოედანზე გაიმართა.


