კორუფციაში დადანაშაულებულმა მოსამართლემ ფადი ასლის სასამართლო მოუგო
ფადი ასლი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ცნობით, პირველად მართლმსაჯულების ისტორიაში, მოსამართლემ ბიზნესმენის მხრიდან შელახული პატივი და ღირსება სასამართლოს მეშვეობით აღიდგინა, რითაც ეს საქმე პრეცედენტული გახდა.
საქმე შეეხება ბიზნესმენ ფადი ასლის მიერ მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძის კორუფციაში დადანაშაულებას, რაზეც კაკაბაძემ სარჩელი აღძრა.
სავაჭრო, სამრეწველო პალატის პრეზიდენტის მხრიდან მოსამართლის პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახავი ინფორმაციის გავრცელება "ფილიპ მორისსა" და "თბილისის თამბაქოს", ასევე "ომეგა ჯგუფსა და ბრითიშ ამერიქან თობაქოს" შორის ვლადიმერ კაკაბაძის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს უკავშირდებოდა. სასარჩელო განცხადების თანახმად, სასამართლოს გადაწყვეტილებით უკმაყოფილო სუბიექტმა დაუსაბუთებელი განცხადებებით ზიანი არა მხოლოდ კონკრეტული მოსამართლის საქმიან რეპუტაციას მიაყენა, არამედ მიზნად ისახავდა მოსამართლისა და სასამართლოს დისკრედიტაციას, რითაც უხეშად დაირღვა უდანაშაულობის პრეზუმფცია.
მოპასუხე მხარემ (ფადი ასლმა) მის მიერ გაკეთებულ განცხადებებზე თქვა, რომ პირად მოსაზრებებს წარმოადგენს, რომელიც აბსოლუტური პრივილეგიით არის დაცული.
სასამართლომ კი დაადგინა, რომ სიტყვისა და აზრის თავისუფლების საყოველთაო უფლება არ წარმოადგენს აბსოლუტურ უფლებას და მას გააჩნია ზღვარი, როდესაც აღნიშნული თავისუფლება არღვევს სხვათა უფლებებს და ლახავს მათ პატივს, ღირსებასა და საქმიან რეპუტაციას.
სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო განცხადებების ფორმულირება სცდებოდა აზრის გამოთქმის ფარგლებს და წარმოადგენდა კორუფციაში პირის დადანაშაულებას. მსგავსი ბრალდებები კი საჭიროებს შესაბამის რეაგირებას და წარმოადგენს გამოძიების დაწყების საფუძველს.
მოპასუხე ფადი ასლის დაევალა სასამართლოს მიერ დადგენილი ფორმით, მოსამართლის პატივისა და ღირსების აღდგენის მიზნით ცნობის გამოქვეყნება სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ, იმ მედიასაშუალებებში, სადაც სადავო ინფორმაცია მოპასუხის მხრიდან გაჟღერდა. სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა სარჩელი და მორალური ზიანის ასანაზღაურებლად მოთხოვნილი 20 ათასი ლარის ნაცვლად, ფადი ასლის 3 ათასი ლარის გადახდა დააკისრა.
ფადი ასლმა მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე კორუფციაში მარტის ბოლოს დაადანაშაულა.
ყველა სიახლე
16 აპრილი 2026, 17:13
სამართალი
4 ოქტომბრის საქმის ორგანიზატორების ეპიზოდზე მტკიცებულებების გამოკვლევის პროცესი დასრულდა
4 ოქტომბრის საქმის ორგანიზატორების ეპიზოდი ფინალურ ეტაპზე გადადის. მტკიცებულებების გამოკვლევის პროცესი დასრულდა. ბრალდებულები დაიკითხნენ. ბოლო ვინც სასამართლოს ჩვენება მისცა ბრალდებული ლაშა ბერიძეა. ბერიძის თქმით მან არც სცენიდან გაკეთებული განცხადებების შინაარსი იცოდა წინასწარ და არც მოწოდების.
16 აპრილი 2026, 16:54
მსოფლიო
ჰეგსეტი ნატოს ქვეყნებზე: როცა სროლის ხმა გაისმა და მათი დახმარება დაგვჭირდა, ისინი არ იყვნენ
აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ნატოს წევრი ქვეყნები გააკრიტიკა და მათ კიდევ ერთხელ დასდო ბრალი იმაში, რომ ისინი ვაშინგტონს ირანთან ომის დროს გვერდში არ დაუდგნენ.
16 აპრილი 2026, 16:39
მსოფლიო
პიტ ჰეგსეტი ირანს საბრძოლო მოქმედებების განახლებით დაემუქრა
აშშ-ის თავდაცვის მდივანი, პიტ ჰეგსეტი ირანს საბრძოლო მოქმედებების განახლებით დაემუქრა.
16 აპრილი 2026, 16:25
პოლიტიკა
დევიდ ფულფორდი: იმედი მაქვს, მომეცემა შესაძლებლობა, რომ საქართველოსაც გავუზიარო კანადის გამოცდილება ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით
კანადის საჯარო მმართველობის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი დევიდ ფულფორდი 2026 წლის 23-25 ივნისს თბილისში დაგეგმილ საჯარო სერვისების ფორუმთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს.
16 აპრილი 2026, 16:22
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი საბერძნეთის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საბერძნეთის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე იოანის პლაკიოტაკისს შეხვდა. საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი
16 აპრილი 2026, 16:18
საზოგადოება
ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი ელექტროენერგეტიკის რეგულირების მიმართულებით ახალი ტრენინგ კურსს აცხადებს
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი) მიერ დაფუძნებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი აცხადებს ახალ ტრენინგ კურსს „ელექტროენერგეტიკის რეგულირების მექანიზმები და პრაქტიკა“, რომელიც მიზნად ისახავს სექტორის რეგულირების თეორიული და პრაქტიკული ასპექტების შესახებ ცოდნის გაღრმავებას. ინფორმაციას სემეკი ავრცელებს.
16 აპრილი 2026, 16:10
რეგიონი
აჭარის უმაღლესი საბჭოს მორიგ პლენარულ სხდომაზე, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე - ცოტნე ანანიძე უძღვებოდა, მინისტრის საათის ფორმატში, აჭარის კულტურის მინისტრს მოუსმინეს
უმაღლესი საბჭოს მორიგ პლენარულ სხდომაზე, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე - ცოტნე ანანიძე უძღვებოდა, მინისტრის საათის ფორმატში, აჭარის კულტურის მინისტრს მოუსმინეს - ელისო ბოლქვაძე 2025 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიშით, მიმდინარე წლისა და სამომავლოდ დასახული აქტივობების შესახებ ინფორმაციით წარდგა. ინფორმაციას აჭარის უმაღლესი საბჭო ავრცელებს.
16 აპრილი 2026, 16:09
საზოგადოება
ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში იასამნების ყვავილობის დღეები დაიწყო
საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში იასამნების ყვავილობის დღეები გაიხსნა. ბოტანიკური ბაღის იასამნების საკოლექციო ნაკვეთი 700-მდე ეგზემპლარს, 113 ჯიშსა და 10-მდე სახეობას ითვლის.
16 აპრილი 2026, 16:00
პოლიტიკა
ნინო ფოჩხუა: დავიჯერო რევოლუციების გურუმ აკერმანმა ვერაფერი უშველა ამ გასაცოდავებულ ქართულ ოპოზიციას და ვიღაც ჩეხი გააცოცხლებს ამ პოლიტიკურ მკვდრებს? ტყუილად წვალობენ, მამუკა მდინარაძე ეტყობა თვალში ეპატარავებათ
ბევრი იარეს თუ ცოტა, არჩევანი ჩეხეთზე შეაჩერეს, ამჯერად „პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრის“ ერთ-ერთ ლიდერზე იგორ ბლაჟევიჩზე, - წერს ექსპერტი ნინო ფოჩხუა, რითაც ეხმიანება გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ოპოზიციას რევოლუციურ სცენარს ამჯერად ჩეხი იგორ ბლაჟევიჩი უწერს.
16 აპრილი 2026, 15:48
პოლიტიკა
თეა ახვლედიანმა გაეროსთან აკრედიტებულ ელჩებთან შეხვედრა გამართა
სახელმწიფო მინისტრმა ხაზი გაუსვა გაეროსთან აკრედიტებული ქვეყნების მუდმივი წარმომადგენლების საქართველოში ვიზიტისა და გაეროს ფარგლებში ნაყოფიერი თანამშრომლობის მნიშვნელობას. თეა ახვლედიანმა ელჩებს მადლობა გადაუხადა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის.
16 აპრილი 2026, 15:43
პოლიტიკა
კახა კალაძე უფასო სასადილოებზე: ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქეებს კვების პრობლემა არ შეექმნათ, ხალხს მშიერს ვერ დავტოვებთ
თბილისის მერის კახა კალაძის განმარტებით, მუნიციპალიტეტისთვის მნიშვნელოვანია, რომ უფასო სასადილოების ბენეფიციარებს კვების თვალსაზრისით პრობლემა არ შეექმნათ და საკვებით მომარაგების პროცესი უწყვეტად მიმდინარეობდეს.
16 აპრილი 2026, 15:43
საზოგადოება
მდინარე დიღმურაზე არსებული საავტომობილო ხიდის დემონტაჟი დაიწყო
სოფელ დიღომში, მდინარე დიღმურაზე არსებული საავტომობილო ხიდის დემონტაჟი დაიწყო.
16 აპრილი 2026, 15:41
ეკონომიკა
ნათია თურნავა არაბთა გაერთიანებული საამიროების ცენტრალური ბანკის პრეზიდენტს შეხვდა
საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში სებ-ის პრეზიდენტი ნათია თურნავა არაბთა გაერთიანებული საამიროების ცენტრალური ბანკის პრეზიდენტს ხალიდ მოჰამედ ბალამას შეხვდა.
16 აპრილი 2026, 15:39
რეგიონი
რევაზ სოხაძემ კახეთში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები ადგილზე დაათვალიერა
„დღეს კახეთში მოვინახულეთ იმ პროექტების ნაწილი, რომლებსაც ინფრასტრუქტურის სამინისტროს სხვადასხვა საქვეუწყებო ორგანიზაციები ახორციელებენ. დავათვალიერეთ როგორც საგზაო, ისე საგანმანათლებლო მიმართულების მიმდინარე ობიექტები. ბოლო დღეებში რეგიონში აქტუალური იყო სტიქიური მოვლენები, რის გამოც რამდენიმე ლოკაციაზე ვიმყოფებოდით მათი შედეგების შეფასებისა და შემდგომი სამუშაოების დაგეგმვის მიზნით. ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად განვსაზღვრეთ ღონისძიებები, რომლებიც ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში უნდა განხორციელდეს, რათა მომავალში მსგავსი მოვლენების პრევენცია მაქსიმალურად ეფექტიანად მოხდეს. ასევე, დამატებით განვსაზღვრეთ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში წყლის ინფრასტრუქტურის მიმართულებით განსახორციელებელი სამუშაოები“, - განაცხადა მინისტრმა.
16 აპრილი 2026, 15:37
თავდაცვა
თავდაცვის მინისტრმა სლოვაკეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსს უმასპინძლა
საქართველოს ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი სლოვაკეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსს, გენერალ დანიელ ზმეკოს შეხვდა, რომელიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა.
16 აპრილი 2026, 15:34
პოლიტიკა
კახა კალაძე: უფრო მეტი კომუნიკაციაა საჭირო იმისთვის, რომ „ნამახვანჰესის“ ტიპის პროექტები მომავალში განხორციელდეს
თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ „ნამახვანჰესის“ მსგავსი პროექტების განხორციელება ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
16 აპრილი 2026, 15:34
პოლიტიკა
კახა კალაძე პეტერ მადიარის განცხადებაზე საქართველოსთან ურთიერთობის შესახებ: ძალიან მნიშვნელოვანი განცხადებაა - არავის აქვს უფლება ჩაერიოს ქვეყნის შიდა პოლიტიკურ საქმეებში, როგორც ამას ზოგიერთი ევროპული სახელმწიფო ცდილობს
დედაქალაქის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, პეტერ მადიარმა მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა იმის შესახებ, რომ არ აპირებს სხვა ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევას.
16 აპრილი 2026, 15:32
საზოგადოება
ComCom-ი მარტვილში 21 აპრილიდან „ციფრული მხარდაჭერის პროგრამის“ მეორე ეტაპს იწყებს
კომუნიკაციების კომისია 21 აპრილიდან მარტვილის მუნიციპალიტეტში „ციფრული მხარდაჭერის პროგრამის“ მეორე ეტაპს იწყებს, რომელიც დამატებით 15 სამიზნე სოფელს მოიცავს. ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია ავრცელებს.
16 აპრილი 2026, 15:31
საზოგადოება
საქართველოს პროკურატურის ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
საქართველოს პროკურატურის ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში, პროკურორებმა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
16 აპრილი 2026, 15:26
პოლიტიკა
იტალიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში დავით სონღულაშვილი მრავალპროფილური აგროინდუსტრიული კომპანიის „Mazzoni” მფლობელებს და ხელმძღვანელებს შეხვდა
იტალიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი მრავალპროფილური აგროინდუსტრიული კომპანიის „Mazzoni” მფლობელებს და ხელმძღვანელებს შეხვდა.


