imedi /  25 სექტემბერი 2017, 18:02 / სანდო წყარო

ომბუდსმენი ჩაბუქთან დაკავშირებული გადაწყვეტილების გაბათილებას ითხოვს

მუსტაფა ემრე ჩაბუქი

მუსტაფა ემრე ჩაბუქი

სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, ომბუდსმენი დევნილთა სამინისტროსგან მუსტაფა ემრე ჩაბუქისა და მისი ოჯახის წევრების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და საქმისწაროების განახლებას მოითხოვს.

აპარატის ინფორმაციით, საქმის მასალების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ გადაწყვეტილების მიღების ეტაპზე სამინისტრომ "ყოველმხრივ და ამომწურავად არ გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელოვანი ყველა გარემოება, რის შედეგადაც, მიღებული გადაწყვეტილება არ იყო სათანადოდ დასაბუთებული, რაც მისი ბათილად ცნობის საფუძველია. სამინისტრომ სრულყოფილად არ შეაფასა თურქეთის რესპუბლიკაში ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობა, რომელსაც პირდაპირი კავშირი ჰქონდა გადასაწყვეტ საკითხთან. კერძოდ, ადმინისტრაციულმა ორგანომ მხედველობაში არ მიიღო ისეთი გარემოებები, როგორებიცაა: წამებისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტების გამოუძიებლობა, თურქეთის ხელისუფლების მიერ გაცხადებული სიკვდილით დასჯის სავარაუდო აღდგენის საკითხი, ოპოზიციურად განწყობილი მოსახლეობის მიმართ ანტიტერორისტული კანონის გამოყენება, თავად აღნიშნული კანონმდებლობის ხარვეზები, სამართლიანი სასამართლოს ხელმისაწვდომობის პრობლემა, გამოხატვის თავისუფლების კუთხით არსებული სირთულეები და ა. შ.

რეკომენდაციაში აღნიშნულია, რომ თავშესაფრის მაძიებელთა მიმართ გადაწყვეტილების მიღებისას  განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიქცეს წარმოშობის ქვეყნის (მოცემულ შემთხვევაში თურქეთის რესპუბლიკის) შესახებ ინფორმაციას, რომელსაც უნდა შეუპირისპირდეს თავშესაფრის მაძიებლის მიერ სამინისტროსათვის მიწოდებული მონაცემები. საქმის მასალების შესწავლამ გამოავლინა, რომ მიღებული გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კანონმდებლობასთან, რის გამოც დღის წესრიგში დგება მისი ბათილობის საკითხი", - წერია ომბუდსმენის განცხადებაში.

13 სექტემბერს დევნილთა სამინისტრომ მუსტაფა ემრე ჩაბუქის სარჩელის შესაგებელი გამოაქვეყნა.

დემირელის სკოლის მენეჯერი მუსტაფა ემრე ჩაბუქი საქართველოში 24 მაისს დააკავეს. დემირელის კოლეჯის ხარისხის მართვის მენეჯერს თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასაექსტრადიციო სამთვიანი პატიმრობა შეუფარდა. მას ბრალად შეიარაღებული ტერორისტული ორგანიზაციის წევრობა ედება.

7 ივლისს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ ჩაბუქს ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარი უთხრა. 2 აგვისტოს დაკავებულის ადვოკატებმა ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მიერ გამოცემული აქტი გაასაჩივრეს, რომლის საფუძველზეც ჩაბუქს და მის ოჯახის წევრებს, მათ შორის ორ მცირეწლოვან შვილს, ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარი ეთქვათ. შესაბამისი საჩივრით ადვოკატებმა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მიმართეს.

ყველა სიახლე

17 აპრილი 2026, 20:25

პოლიტიკა

პრემიერი: მოხარული ვარ, რომ შევხვდი თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს ორმხრივი ურთიერთობების და უფრო მჭიდრო თანამშრომლობის შესაძლებლობების განსახილველად, საქართველო აფასებს თურქეთთან მრავალწლიან სტრატეგიულ პარტნიორობას

„მოხარული ვარ, რომ შევხვდი თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს ორმხრივი ურთიერთობების და უფრო მჭიდრო თანამშრომლობის შესაძლებლობების განსახილველად. საქართველო აფასებს თურქეთთან მრავალწლიან სტრატეგიულ პარტნიორობას და საერთო ინტერესების ყველა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების იდეის ერთგულია“, - აღნიშნავს პრემიერი.

შალვა პაპუაშვილი

17 აპრილი 2026, 20:13

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილმა თურქეთში ვიზიტი დაასრულა

პარლამენტი თავმჯდომარემ დელეგაციასთან ერთად საპარლამენტთაშორისო კავშირის ასამბლეაში მონაწილეობდა. 157 ქვეყნის წარმომადგენლები სტამბოლში, ურთიერთკავშირების გაღრმავებასთან ერთად, მსოფლიო გამოწვევებზეც მსჯელობდნენ.

დონალდ ტრამპი

17 აპრილი 2026, 20:12

მსოფლიო

ტრამპის განცხადებით, ჰორმუზის სრუტეში ნაღმებისგან გაწმენდის პროცესი მიმდინარეობს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტების სერიით განაცხადა, რომ ირანი ჰორმუზის სრუტეში საზღვაო ნაღმებისგან გაწმენდის პროცესს აწარმოებს. პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა იმ ქვეყნებს, რომლებიც აშშ-სა და ირანს სპარსეთის ყურეში ცეცხლის შეწყვეტის მიღწევაში ეხმარებიან.

ირაკლი კობახიძე
 რეჯეფ თაიფ ერდოღანი

17 აპრილი 2026, 20:01

პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა

შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის პოზიტიურ დინამიკაზე და ერთობლივი რეგიონული პროექტების როლზე. მათ შორის აღინიშნა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის, ასევე ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენისა და ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენისა და სამხრეთის გაზის დერეფნის მნიშვნელობა როგორც რეგიონისა და ევროპის დაკავშირების, ისე ევროპის ენერგოუსაფრთხოების განმტკიცების მიმართულებით.

კაია კალასი

17 აპრილი 2026, 19:50

მსოფლიო

კალასი: ევროკავშირი მზად არის, გაგზავნოს დამატებითი სამხედრო ხომალდები ახლო აღმოსავლეთში ნაოსნობის დასაცავად და ჰორმუზის სრუტის ღიად შესანარჩუნებლად, როგორც კი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ამოქმედდება

ევროკავშირი მზად არის, გაგზავნოს დამატებითი სამხედრო ხომალდები ახლო აღმოსავლეთში ნაოსნობის დასაცავად და ჰორმუზის სრუტის ღიად შესანარჩუნებლად, როგორც კი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ამოქმედდება, - განაცხადა პარასკევს გაერთიანების უმაღლესმა დიპლომატმა, კაია კალასმა.

17 აპრილი 2026, 19:30

საზოგადოება

ცესკოს თავმჯდომარე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებსა და რექტორს შეხვდა

გიორგი კალანდარიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ საარჩევნო სამართლის კურსი, ისევე როგორც მსგავსი ტიპის საჯარო ლექციები, მნიშვნელოვან როლს ასრულებს ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებაში, საარჩევნო კულტურის განვითარებასა და მათი აქტიური ჩართულობის ხელშეწყობაში. ამგვარი ინიციატივები კი თავის მხრივ ხელს უწყობს ახალგაზრდების დაინტერესებას საარჩევნო პროცესებით და მათ ინფორმირებულ მონაწილეობას დემოკრატიულ პროცესებში.

17 აპრილი 2026, 19:27

რეგიონი

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ორგანიზებით სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა

ღონისძიების გახსნაზე, სააგენტოს ხელმძღვანელმა ლაშა მიქელაძემ ისაუბრა კონფერენციის მნიშვნელობაზე, ხაზი გაუსვა არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და შენარჩუნების აუცილებლობას, როგორც ეროვნული იდენტობის მნიშვნელოვან კომპონენტს. ასევე ყურადღება გაამახვილა ამ სფეროში არსებული გამოწვევების გააზრებისა და შესაბამისი სტრატეგიული მიდგომების შემუშავების საჭიროებაზე.

დონალდ ტრამპი

17 აპრილი 2026, 19:21

მსოფლიო

ტრამპი ამერიკულ მედიაზე: რატომ არ შეუძლიათ უბრალოდ თქვან საჭირო დროს - „სამუშაო შესანიშნავად შესრულებულია, ბატონო პრეზიდენტო!“ და დაიწყონ საკუთარი რეპუტაციის აღდგენა?

წარუმატებელმა New York Times-მა, „ფეიკ-ნიუს“ CNN-მა და სხვებმა უბრალოდ არ იციან, რა ქნან - ისინი სასოწარკვეთილად ეძებენ მიზეზს, რათა პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანის სიტუაციის გამო გააკრიტიკონ, მაგრამ ვერაფერს პოულობენ, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.

17 აპრილი 2026, 19:18

პოლიტიკა

პარლამენტში ხვალ მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის საერთაშორისო სამდივნოს სხდომა გაიმართება

როგორც პარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სხდომაზე მისასალმებელი სიტყვით წარდგებიან: მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის გენერალური მდივანი მაქსიმოს ხარაკოპულოსი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი ირაკლი ქადაგიშვილი.

გივი მიქანაძე

17 აპრილი 2026, 19:06

საზოგადოება

გივი მიქანაძე: დაუსწრებელსა და დასწრებულზე სწავლებისას სტუდენტები ერთნაირ კვალიფიკაციას იღებდნენ, მაგრამ რადგან დასწრებულზე სწავლება 4-წლიანი იყო, ენიჭებოდა საბაკალავრო ხარისხი, ხოლო 5-წლიან დაუსწრებელზე - სამაგისტრო ხარისხი

განათლების მინისტრმა, გივი მიქანაძემ „დღის ქრონიკაში“ ისაუბრა უმაღლესი განათლების შესახებ კანონში ცვლილებების კანონპროექტზე, რომლითაც 2010 წლამდე გაცემული დიპლომების საკითხი უნდა გადაიჭრას. მინისტრმა განმარტა რატომ გახდა საჭირო კანონპროექტში ცვლილებები და აღნიშნა, რომ ერთსაფეხურიანი სწავლა მიმდინარეობდა დასწრებულზე 4-წლიან ფორმატში, დაუსწრებელზე 5-წლიან ფორმატში და ერთი და იგივე კვალიფიკაციას იღებდნენ, მაგრამ რადგან სწავლება 4-წლიანი იყო, ენიჭებოდა საბაკალავრო ხარისხი, ხოლო დაუსწრებელი რადგან 5-წლიანი იყო, ენიჭებოდა სამაგისტრო ხარისხი.

დონალდ ტრამპი

17 აპრილი 2026, 18:57

მსოფლიო

ტრამპი: ირანი დათანხმდა, რომ ჰორმუზის სრუტეს აღარასოდეს ჩაკეტავს - იგი აღარ იქნება გამოყენებული, როგორც იარაღი მსოფლიოს წინააღმდეგ

ირანი დათანხმდა, რომ ჰორმუზის სრუტეს აღარასოდეს ჩაკეტავს - იგი აღარ იქნება გამოყენებული, როგორც იარაღი მსოფლიოს წინააღმდეგ, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.

გივი მიქანაძე

17 აპრილი 2026, 18:56

საზოგადოება

განათლების მინისტრი: მინდა სრული პასუხისმგებლობით ვთქვა, რომ თითოეულ ოჯახს შვილის ჩაცმულობა რამდენჯერმე იაფი დაუჯდება, ვიდრე უჯდებოდა მაშინ, როდესაც სასკოლო ფორმა არ არსებობდა

არანაირ დამატებით ხარჯზე საუბარი არ არის, ეს არის წმინდა წყლის სიცრუე, - ასე პასუხობს ოპოზიციის კრიტიკას სასკოლო ფორმებთან დაკავშირებით განათლების მინისტრი, გივი მიქანაძე „დღის ქრონიკაში“. მინისტრის თქმით, სახელმწიფო დაარეგულირებს ფასს, უზრუნველყოფს უმაღლესი ხარისხის სასკოლო ფორმას.

დონალდ ტრამპი

17 აპრილი 2026, 18:50

მსოფლიო

ტრამპი: ისრაელი ლიბანს აღარ დაბომბავს, მათ ამას აშშ უკრძალავს - საკმარისია, რაც იყო

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, როგორც ჩანს, უარყოფს გამოცემა AXIOS-ის ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, აშშ ირანთან აწარმოებს მოლაპარაკებებს შეთანხმებაზე, სადაც თეირანი მაღალგამდიდრებული ურანის მარაგებს გადასცემს აშშ-ს, სანაცვლოდ კი 20 მილიარდი დოლარის ღირებულების გაყინულ ირანულ აქტივებს დაიბრუნებს.

მარიამ ლაშხი

17 აპრილი 2026, 18:36

პოლიტიკა

განათლების კომიტეტმა განიხილა ცვლილებები, რომელიც ზოგადი განათლების ფარგლებში უცხოეთში მიღებული განათლების აღიარებას შეეხება

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებები პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა.

გივი მიქანაძე

17 აპრილი 2026, 18:36

საზოგადოება

მიქანაძე უმაღლესი განათლების შესახებ კანონში ცვლილებებზე: არიან კონკრეტული პირები, რომლებიც ცდილობენ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ და საზოგადოების ინტერესებზე ორიენტირებული კანონპროექტი დაამახინჯონ

განათლების მინისტრმა, გივი მიქანაძემ „დღის ქრონიკაში“ განათლების სფეროში მიმდინარე სიახლეებზე ისაუბრა. გივი მიქანაძე შეეხო უმაღლესი განათლების შესახებ კანონში ცვლილებების კანონპროექტს, რომლითაც 2010 წლამდე გაცემული დიპლომების საკითხი უნდა გადაიჭრას.

გივი მიქანაძე

17 აპრილი 2026, 18:31

საზოგადოება

გივი მიქანაძე: შევთანხმდით, რომ პროექტში, რომელიც სან დიეგოს უნივერსიტეტსა და საქართველოს 3 სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის არსებობს, ქუთაისის და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტებიც ჩავრთოთ

ამერიკის განათლების დეპარტამენტის მდივნის მოადგილესთან შევთანხმდით, რომ პროექტში, რომელიც სან დიეგოს უნივერსიტეტსა და საქართველოს 3 სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის არსებობს, ქუთაისის და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტებიც ჩავრთოთ, - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ „დღის ქრონიკაში“, სადაც აშშ-ში ვიზიტი შეაჯამა.

რევაზ სოხაძე

17 აპრილი 2026, 18:31

რეგიონი

რევაზ სოხაძე სამეგრელოს რეგიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს ადგილზე გაეცნო - განმუხურის სანაპირო ზოლის აღდგენა აქტიურ ფაზაშია

ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე სამეგრელოს რეგიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს ადგილზე გაეცნო. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ განმუხურში მიმდინარე ნაპირდაცვის მასშტაბურ სამუშაოებს, რომლებიც აქტიურ ფაზაშია.

17 აპრილი 2026, 18:26

სპორტი

სპორტის კომიტეტის სხდომაზე საქართველოს ფიგურული ციგურაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტს მოუსმინეს

სპორტის კომიტეტის სხდომაზე ფიგურული ციგურაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა მაკა გიორგობიანმა ფიგურულ ციგურაობაში არსებულ მდგომარეობაზე, საერთაშორისო წარმატებებსა და განვითარების ხელშემწყობ ღონისძიებებზე ისაუბრა.

17 აპრილი 2026, 18:22

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ანტალიის დიპლომატიური ფორუმის ფარგლებში შევხვდი ეუთოს გენერალურ მდივან ფერიდუნ სინირლიოღლუს, განვიხილეთ დემოკრატიული პრინციპებისა და ადამიანის უფლებებისადმი საქართველოს ერთგულება

ანტალიის დიპლომატიური ფორუმის ფარგლებში შევხვდი ეუთოს გენერალურ მდივანს, ფერიდუნ სინირლიოღლუს, - წერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძემ სოციალურ ქსელ X-ში.

17 აპრილი 2026, 18:22

სამართალი

საქართველოს პროკურატურაში HELP-ის პროგრამის სასწავლო კურსების იმპლემენტაციის ღონისძიება გაიმართა

საქართველოს პროკურატურისა და ევროპის საბჭოს თანამშრომლობის ფარგლებში, HELP პროგრამის ორი ახალი სასწავლო კურსის - „ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლა“ და „არასათანადო მოპყრობის აკრძალვა“ იმპლემენტაციის ღონისძიება გაიმართა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურის პრესსამსახური ავრცელებს.