პარლამენტში სექსუალური შევიწროების საკითხზე მომზადებულ პეტიციაზე მსჯელობენ
კომიტეტის სხდომა
ფოტო: გიორგი ხუხია
პარლამენტში, სექსუალური შევიწროების საკითხზე, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მომზადებულ პეტიციაზე, მსჯელობენ. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე განიხილავენ, არის თუ არა მიზანშეწონილო ამ ინიციატივის კანონად ქცევა.
"მეორე მნიშვნელოვანი საკითხია ქალთა მიმართ ძალადობის საკითხი. მართალია ტექნიკური ცვლილება შედის კანონში, მაგრამ მნიშვნელოვანია უფრო კოორდინირებულად მოქმედებდნენ უწყებები და ამისთვის უნდა შეიქმნას საკანონმდებლო ბაზა, რომელიც მთავრობის კანონქვემდებარე აქტის საფუძველზე მოაწესრიგებს უწყებებს შორის უკეთეს კოორდინირებას. ამიტომ, ჩემი აზრით ეს ქალთა ძალადობის წინააღმდეგ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი იქნება", - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძემ.
სექსუალური შევიწროების აკრძალვის შესახებ პარლამენტში პეტიცია 24 ოქტომბერს შევიდა.
დღეს საქართველოში სექსუალური შევიწროება არ ისჯება და არ განისაზღვრება დისკრიმინაციად. პეტიციის ხელმომწერები მოითხოვენ, პარლამენტმა დაუყოვნებლივ მიიღოს საკანონმდებლო ცვლილებები შრომის კოდექსში და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, რათა სექსუალური შევიწროება აიკრძალოს როგორც დასაქმების ადგილზე, ისე საჯარო სივრცეში.
საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, სექსუალური შევიწროება არის არასასურველი სექსუალური შინაარსის მქონე ნებისმიერი ქმედება.
პეტიციის ავტორები ამბობენ, რომ მათი წინადადება კიდევ ერთი შეხსენებაა საქართველოს პარლამენტისთვის, რომ საჭიროა სექსუალური შევიწროების რეგულირება.
გაზაფხულზე აქტიურად მიმდინარეობდა კამპანია “რა მოხდა ქუჩაში”, რომელიც ამავე თემას ეხებოდა, ხოლო ახლა მიმდინარეობს კამპანია #მეც, რომელიც ეხმიანება მსოფლიო კამპანიას #metoo.
ყველა სიახლე
05 მაისი 2026, 17:26
ეკონომიკა
დავით სონღულაშვილმა ბაქოში, საერთაშორისო აგროგამოფენაზე CASPIAN AGRO 2026 წარმოდგენილ საქართველოს პავილიონში აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს უმასპინძლა
გახსნის ღონისძიების დასრულების შემდეგ, დავით სონღულაშვილმა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერითა და სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით აგროგამოფენაზე CASPIAN AGRO 2026 წარმოდგენილ საქართველოს პავილიონში აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს უმასპინძლა.
05 მაისი 2026, 17:25
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი: ზელენსკიმ და მისმა ადმინისტრაციამ ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვეს საქართველოსთან მიმართებაში, მაგრამ თუ გაიაზრებენ ამ ყველაფერს და ეცდებიან შეცდომების გამოსწორებას, მომავალზე უნდა ვიფიქროთ
ზელენსკიმ და მისმა ადმინისტრაციამ ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვეს საქართველოსთან მიმართებაში, მაგრამ თუ გაიაზრებენ ამ ყველაფერს და ეცდებიან შეცდომების გამოსწორებას, მომავალზე უნდა ვიფიქროთ, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე, ლევან მაჭავარიანმა „ქრონიკასთან“.
05 მაისი 2026, 17:24
პოლიტიკა
ზურაბ გირჩი ჯაფარიძე ოპოზიციურ ელექტორატს: ვკითხულობ 26 მაისის აქციაზე, „რა არის მიზანი“, „ასჯერ გამოვედით და რა“, „ოპოზიცია არ ვარგა“ - ყველა უნიჭო და უ@რაკო ამას იმეორებს, თითქოს მე ან ვინმეს, ვალდებულებები გვქონდეს, რომ სასწაულები ჩავიდინოთ
„ოპოზიციური ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, 26 მაისს დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში გაჟღერებულ სხვადასხვა კრიტიკულ მოსაზრებას ეხმიანება და აცხადებს, რომ ეს გზავნილები უკვე კლასიკაა, რომელთა ავტორებიც უნიჭოები არიან.
05 მაისი 2026, 17:23
პოლიტიკა
ლაშა დარსალია: ვისაუბრეთ არსებულ ვითარებაზე, იმ გამოწვევებზე, რის წინაშეც მთელი რეგიონი დგას და ვისაუბრეთ იმ პროცესებზე, რომელიც მიმდინარეობს რეგიონული თანამშრომლობის და დაკავშირებადობის თვალსაზრისით
ვისაუბრეთ არსებულ ვითარებაზე, იმ გამოწვევებზე, რის წინაშეც მთელი რეგიონი დგას და ვისაუბრეთ იმ პროცესებზე, რომელიც მიმდინარეობს რეგიონული თანამშრომლობის და დაკავშირებადობის თვალსაზრისით, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ.
05 მაისი 2026, 17:21
მსოფლიო
CNN: ისრაელი აშშ-თან ერთად ირანის წინააღმდეგ მოკლევადიანი სამხედრო კამპანიისთვის ემზადება
ისრაელი აშშ-თან ერთად ირანის წინააღმდეგ სამხედრო ღონისძიებებს გეგმავს, რადგან ჰორმუზის სრუტეში დაძაბულობის მზარდი ესკალაცია ირანთან ზავს საფრთხის ქვეშ აყენებს. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
05 მაისი 2026, 17:18
პოლიტიკა
სომხეთში საერთაშორისო კონფერენცია „ერევნის დიალოგი 2026“ იმართება
ღონისძიება სომხეთის პრემიერ- მინისტრმა გახსნა. სიტყვით გამოვიდნენ საფრანგეთის პრეზიდენტი და ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი. კონფერენციაში მონაწილეობს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე.
05 მაისი 2026, 17:09
ჯანდაცვა
მიხეილ სარჯველაძე: ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას როგორც მედიკამენტების შეფასების, ისე - სოციალური საკითხების მოწესრიგების მიმართულებით
„ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას როგორც მედიკამენტების შეფასების, ისე - სოციალური საკითხების მოწესრიგების მიმართულებით“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მედიკამენტებზე ჟურნალისტებთან.
05 მაისი 2026, 17:09
მსოფლიო
POLITICO: კირ სტარმერი ჯოჯოხეთური კვირისთვის ემზადება
გამოცემა POLITICO-ს ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, კირ სტარმერს ჯოჯოხეთური კვირა ელოდება.
05 მაისი 2026, 16:52
სამართალი
პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე ორ პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა
გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ მეორე ბრალდებულმა უკანონოდ შეიძინა და ინახავდა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით, 11,85 გრ. ნარკოტიკული საშუალება „ალფა-პვპ“-ს, რომელიც 40 ცალად დააფასოვა. აღნიშნული ნარკოტიკული ნივთიერება სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოიღეს.
05 მაისი 2026, 16:51
მსოფლიო
აშშ-ის შეიარაღებული ძალების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის ხელმძღვანელი: მედესანტეები მზად არიან დაეშვან ირანში და საკვანძო პოზიციები დაიკავონ, როგორც ეს მეორე მსოფლიო ომის დროს სიცილიასა და ნორმანდიაში გააკეთეს
აშშ-ის შეიარაღებული ძალების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის ხელმძღვანელის, გენერალ დენ კეინის განცხადებით, ამერიკელი მედესანტეები მზად არიან და ელოდებიან ბრძანებას, რათა დაეშვან ირანის ტერიტორიაზე და საკვანძო პოზიციები დაიკავონ.
05 მაისი 2026, 16:49
რეგიონი
ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ ბერიძემ მოადგილეებთან ერთად სამსახურის უფროსებთან სამუშაო თათბირი გამართა
ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ ბერიძემ მოადგილეებთან ერთად სამსახურის უფროსებთან სამუშაო თათბირი გამართა.
05 მაისი 2026, 16:44
პოლიტიკა
ჩიხელიძე: ჯაშუშობის ბრალდებით ადამიანის დაკავება, მამუკა მდინარაძის პერიოდში დაწყებული გამოძიების დაგვირგვინებაა. სწორედ იმ ეტაპზე დაიწყო სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედი პირების მიმართ შეურიგებელი ბრძოლა
სუს-მა ჯაშუშობის ბრალდებით კიდევ ერთი პირი დააკავა, როგორც წესი მსგავსი მასშტაბის საქმეები სწრაფად და ზედაპირულად არ კეთდება, ამას სჭირდება თვეების განმავლობაში დაუღალავი შრომა, კომპლექსური გამოძიება და მტკიცებულებების ეტაპობრივი შეგროვება - წერს ექსპერტი, დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.
05 მაისი 2026, 16:33
მსოფლიო
რუმინეთის პარლამენტმა მთავრობას უნდობლობა გამოუცხადა
რუმინეთის პარლამენტმა ქვეყნის მთავრობას, პრემიერ-მინისტრ, ილიე ბოლოჟანის ხელმძღვანელობით, უნდობლობა გამოუცხადა და გადააყენა. ინფორმაციას რუმინული მედია ავრცელებს.
05 მაისი 2026, 16:20
პოლიტიკა
მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი საქართველოში UNICEF-ის წარმომადგენელს შეხვდა
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენელს საქართველოში იზაბელა კასტროჯოვანის შეხვდა.
05 მაისი 2026, 15:58
ჯანდაცვა
ჯანდაცვის სამინისტრო: ელექტროენერგიის ახალი ტარიფის განსაზღვრის შემდეგ, სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახებისთვის, გაზრდილი ხარჯის სუბსიდირებას, სახელმწიფო საკუთარ თავზე იღებს
ელექტროენერგიის ახალი ტარიფის განსაზღვრის შემდეგ, სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახებისთვის, გაზრდილი ხარჯის სუბსიდირებას სახელმწიფო საკუთარ თავზე იღებს, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ.
05 მაისი 2026, 15:50
რეგიონი
ზურაბ პატარაძემ პოეტ ზურაბ გორგილაძის ხსოვნას პატივი მიაგო
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ, რეგიონის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, პოეტის ოჯახის წევრებთან, მეგობრებთან და ფართო საზოგადოებასთან ერთად, პატივი მიაგო ზურაბ გორგილაძის ხსოვნას და მონაწილეობა მიიღო პოეტის დაბადებიდან 89 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში.
05 მაისი 2026, 15:47
ეკონომიკა
თამარ იოსელიანი: საქართველოს რკინიგზამ დაასრულა მუშაობა სარკინიგზო ინფრასტრუქტურის დიზაინზე, რომელიც ძირითად მაგისტრალს ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურთან აკავშირებს
ჩვენს სატრანსპორტო დერეფანში ტვირთბრუნვა გაზრდილია. 2030 წლისთვის ველოდებით ამ მაჩვენებლის გაორმაგებას და სწორედ ამიტომ ვახორციელებთ მსხვილ ინვესტიციებს ძირითად ინფრასტრუქტურაში, როგორც სარკინიგზო, ასევე საპორტო მიმართულებით, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
05 მაისი 2026, 15:41
სამართალი
ჯაშუშობის ბრალდებით სუს-ის მიერ დაკავებული პირი გიორგი უძილაურია
„იმედინიუსმა“ გაარკვია, რომ ჯაშუშობის ბრალდებით სუს-ის მიერ დაკავებული პირი გიორგი უძილაურია, უძილაური ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ერთ-ერთი სამმართველოს უფროსი იყო.
05 მაისი 2026, 15:21
ჯანდაცვა
მიხეილ სარჯველაძე დიუშენის სამკურნალო პრეპარატებზე: ეს საკითხი აუცილებლად საჭიროებს ყოველმხრივ შეფასებას. ამით არის დაკავებული დღეს ევროპის არაერთი სახელმწიფო კი არა, პრაქტიკულად, ყველა სახელმწიფო
„ეს საკითხი აუცილებლად საჭიროებს ყოველმხრივ შეფასებას. ამით არის დაკავებული დღეს ევროპის არაერთი სახელმწიფო კი არა, პრაქტიკულად, ყველა სახელმწიფო, რომლისთვისაც თანაბრად აქტუალურია, რა თქმა უნდა, ეს საკითხი. კიდევ ერთხელ გავიმეორებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ნათქვამს – არც ერთი თანხა არ იქნება დაზოგილი და არ დაგვახევინებს უკან, როდესაც საუბარია რეალურად არსებულ, უსაფრთხო და ეფექტიან სამკურნალო საშუალებაზე“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის საკითხზე.
05 მაისი 2026, 15:20
ეკონომიკა
შალვა პაპუაშვილი: ჩვენთვის მნიშვნელოვანი არის, რომ ანაკლიის პორტი აშენდეს და ჰქონდეს დატვირთვა. ამ პორტს მნიშვნელობა აქვს ევროპისთვის და აზიისთვის, ვინაიდან მთავარი დატვირთვა იქნება სწორედ ევროპისა და აზიის ერთმანეთთან დაკავშირება
ჩვენთვის მთავარია, რომ ის პორტი, რომელიც უნდა აშენდეს, საქართველოს სახელმწიფოს ექნება 51% წილი მთლიან პორტში, რაც გულისხმობს, რომ ეს იქნება საქართველოს საკუთრება, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ანაკლიის პორტზე საუბრისას.


