imedi /  03 იანვარი 2018, 12:58 / სანდო წყარო

თბილისის გენგეგმას დედაქალაქის მერიას დღეს წარუდგენენ

თბილისის მერია

თბილისის მერია

თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმას დედაქალაქის მერიას დღეს წარუდგენენ. ამის შესახებ გეგმაზე მომუშავე ჯგუფის, „სითი ინსტიტუტ საქართველოს“ დირექტორმა მამუკა სალუქვაძემ ipn-თან ინტერვიუში განაცხადა.

„დღეს წარედგინება მერიას ჩვენი პასუხები შენიშვნებთან დაკავშირებით. რაც გასათვალისწინებელი იყო, გათვალისწინებულია, რაც არ იყო გასათვალისწინებელი, პასუხად გვაქვს მიწერილი, რომ ეს არ არის გასათვალისწინებელი და წარმოდგენილი გვაქვს ჩვენი არგუმენტები. მაგალითად, ზონირების საკითხთან დაკავშირებით მათ აქვთ თავიანთი აზრი, ჩვენ - ჩვენი და ვაყენებთ არგუმენტებს, რის გამო უნდა იყოს ისე, როგორც გენგეგმაშია მოცემული. ყველაფერი არის ტექსტში მოცემული და კარგი იქნება, რომ წაიკითხონ არქიტექტურის სამსახურში. მივუთითებთ გვერდებს, სად რა წერია და რამ გამოიწვია ზონების ცვლილება, რომელ ზონაში რა იგულისხმება და ა.შ. 1250-გვერდიანი ტექსტია და ეტყობა, დროის მცირე მონაკვეთში არქიტექტურის სამსახურს ამის გაგება უჭირს. ვდგავართ ახლა და ვუთითებთ. ავუხსენით კიდეც გარკვეული საკითხები შეხვედრებზე“, - განაცხადა სალუქვაძემ. 

მისივე თქმით, „თბილისს მიწათსარგებლობის ძალიან კარგი გეგმა აქვს“. 

"მერიას ჩვენ წინააღმდეგ მიზანმიმართულ ქმედებაში ვერ დავადანაშაულებ, რომ ამ გენგეგმის მიღება არ სურს. გენგეგმის დამკვეთი, არქიტექტურის სამსახურის ხელმძღვანელობა ახალი მოსულია, მაგრამ ჩვენც გვაქვს ჩვენი პრინციპები, რისი ღალატიც არ გვინდა, რომ თითოეული ადამიანი, რომელიც მოვა არქიტექტურის სამსახურის უფროსად, მისი შეხედულებებისამებრ ვაკეთოთ დოკუმენტი. ქალაქის ხელმძღვანელობას ნამდვილად უნდა კარგი დოკუმენტი ჰქონდეს, ეს არაერთხელ განუცხადებია, მაგრამ არის დამკვეთი, რომელსაც გარკვეული პრობლემები აქვს. ჩემთვის ძნელია ამ პრობლემების შესახებ გითხრათ. ეს ალბათ, არქიტექტურის სამსახურმა იცის და მან უნდა თქვას“, - ამბობს სალუქვაძემ. 

25 დეკემბერს თბილისის მერიამ გენგეგმის ჯგუფი 145 600 ლარით დააჯარიმა და ხარვეზების გამოსასწორებლად 10-დღიანი ვადა მისცა

თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მუშაობა 2015 წელს დაიწყო. კომპანია „სითი ინსტიტუტი საქართველო“ მერიის ყოფილმა ხელმძღვანელობამ კონკურსის წესით შეარჩია და ქალაქის მთავარი დოკუმენტის შესაქმნელად 2 800 000 ლარი გამოყო. 

თბილისის განვითარების გენერალური გეგმის პროექტი, რომელიც 2030 წლამდეა გაწერილი, მერიას 18 ივნისს ჩაჰბარდა. მისი შემქმნელების თქმით, ეს დოკუმენტის სამუშაო ვერსიაა და მნიშვნელოვანია პროცესში მოქალაქეთა ჩართვა. თბილისის ახალარჩეული მერმა უკვე დასრულებული გენგეგმა თავიდან შესასწავლად სპეციალურ ჯგუფს გადასცა.

ყველა სიახლე

ნიკოლ ფაშინიანი

24 მაისი 2026, 13:01

მსოფლიო

ნიკოლ ფაშინიანი: თურქეთის რკინიგზა საქართველოს გავლით, უკვე ღიაა სომხური ექსპორტისა და იმპორტისთვის. მადლობას ვუხდი ჩვენს პარტნიორებს თურქეთსა და საქართველოში კონსტრუქციული თანამშრომლობისთვი

„ეს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური ცხოვრებისთვის უმნიშვნელოვანესი მოვლენაა. მადლობას ვუხდი ჩვენს პარტნიორებს თურქეთსა და საქართველოში კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის“, - წერს ფაშინიანი.

24 მაისი 2026, 12:51

საზოგადოება

26 მაისს დაგეგმილ ღონისძიებასთან დაკავშირებით, თბილისის გარკვეულ არეალებში საგზაო მოძრაობის შეზღუდვის შესახებ შსს განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს შეახსენებს, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებასთან დაკავშირებით, 27 მაისის 08:00 საათამდე საგზაო მოძრაობა შეზღუდულია რუსთაველის გამზირზე თავისუფლების მოედნის მიმართულებით, ზურაბ ჭიჭინაძის ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

24 მაისი 2026, 12:45

სამართალი

პოლიციამ თბილისში ჯგუფურად ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით 3 პირი დააკავა

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, თბილისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ფიზიკურად დაუპირისპირდნენ ერთ პირს და ცივი იარაღის გამოყენებით ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენეს.

24 მაისი 2026, 12:45

პოლიტიკა

ქვემო ქართლის პოლიციამ სარეალიზაციოდ გამზადებული 27 შეკვრა ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია ორი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების არაერთგზის უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს.

24 მაისი 2026, 12:43

რეგიონი

საქართველოს პროკურატურის ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრები მარტვილისა და ჩხოროწყუს რაიონის საჯარო სკოლებში გაიმართა

საქართველოს პროკურატურა აგრძელებს ანტინარკოტიკულ კამპანიას. პროკურორებმა მორიგი საინფორმაციო შეხვედრები მარტვილის N2 და ჩხოროწყუს რაიონის სოფელ კირცხის N1 საჯარო სკოლებში გამართეს.

24 მაისი 2026, 12:42

სამართალი

შიდა ქართლის პოლიციამ ელექტროტექნიკის მაღაზიის გაქურდვის ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავა

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, გვიან ღამით უკანონოდ შეაღწია ქალაქ ხაშურში მდებარე ელექტროტექნიკის მაღაზიაში, საიდანაც მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა მობილურ ტელეფონებს, ლეპტოპს, სხვა ელექტრომოწყობილობებსა და სალაროში არსებულ თანხას, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

24 მაისი 2026, 12:34

მსოფლიო

კიევში რუსეთის იერიშს 4 ადამიანი ემსხვერპლა

თავდასხმას გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, რომელმაც დაადასტურა, რომ ქალაქ ბელაია ცერკოვზე იერიშისას რუსეთმა „ორეშნიკი“ ტიპის რაკეტა გამოიყენა. მისივე ცნობით, რუსებმა უკრაინის მიმართულებით ჯამში 90 რაკეტა, მათ შორის 36 ბალისტიკური და 600 დრონი გაუშვეს.

ცოტნე ივანიშვილი

24 მაისი 2026, 12:25

პოლიტიკა

ცოტნე ივანიშვილი: თუ ორი განსხვავებული აზრის მქონე ადამიანს ჯანსაღად, მართლა უყვარს თავისი სამშობლო, მაშინ ყველა თემასთან დაკავშირებით შეუძლია, რომ იმსჯელოს და ამ პოლემიკაში თავისთავად იბადება ჯანსაღი აზრი, მყარი პოზიცია და იბადება სიმართლე, რაც მთავარია

თუ ორი განსხვავებული აზრის მქონე ადამიანს ჯანსაღად, მართლა უყვარს თავისი სამშობლო, მაშინ ყველა თემასთან დაკავშირებით შეუძლია, რომ იმსჯელოს, იკამათოს და ამ პოლემიკაში თავისთავად იბადება ჯანსაღი აზრი, იბადება მყარი პოზიცია და იბადება სიმართლე, რაც მთავარია, - განაცხადა ცოტნე ივანიშვილმა „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის რეგიონულ კონფერენციაზე, რომელიც დღეს რუსთავში გაიმართა.

მარკო რუბიო

24 მაისი 2026, 12:15

მსოფლიო

მარკო რუბიო ირანზე: ვფიქრობ, მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწიეთ

„ჯერ კიდევ გვაქვს გარკვეული სამუშაო შესასრულებელი. არის „კარგი ამბები“, მაგრამ „არა საბოლოო ამბები“, - დასძინა რუბიომ.

გიორგი კანდელაკი

24 მაისი 2026, 11:59

პოლიტიკა

გიორგი კანდელაკის „კვლევაზე“ დაყრდნობით, ამერიკული გამოცემა საქართველოს ტერორისტული ოპერაციების ცენტრად მოიხსენიებს და წერს, რომ თბილისი ირანელთა რეკრუტირების და ტერორისტული ოპერაციების ნაყოფიერ ნიადაგად იქცა“ - კანდელაკს ანტიქართული ბრალდების გასამყარებლად ერთი ფაქტიც კი ვერ მოჰყავს

„ალ-მუსტაფას უნივერსიტეტს საქართველოში სამი კამპუსი აქვს და, მოგეხსენებათ, ირანში ეს სერიოზული ორგანიზაციაა, რომლის წლიური ბიუჯეტი 100 მილიონი დოლარია. სულ მცირე ერთ შემთხვევაში, ალ-მუსტაფას წარმომადგენელი მხილებული იყო მექსიკაში ისრაელის ელჩის მკვლელობის მცდელობის დაგეგმვაში. ასე რომ, ამ ტიპის ადამიანებს და ამ დაწესებულებას, ალ-მუსტაფას უნივერსიტეტს სამი კამპუსი აქვს“, - აღნიშნავს კანდელაკი.

24 მაისი 2026, 11:59

რეგიონი

ზუგდიდმა სტუდენტურ ფესტივალს უმასპინძლა

ზუგდიდმა „სტუდენტურ ფესტივალს უმასპინძლა. ქართული ცეკვის კონკურსში სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები და ანსამბლები მონაწილეობდნენ. გაიმართება 45 კონკურს-შეჯიბრი, როგორც სპორტული, ისე კულტურული და საგანმანათლებლო მიმართულებით.

24 მაისი 2026, 11:58

რეგიონი

თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიისა და სიღნაღის მერიის ორგანიზებით, ვანო სარაჯიშვილის სახელობის ფესტივალი გაიმართა

თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიისა და სიღნაღის მერიის ორგანიზებით, ვანო სარაჯიშვილის სახელობის ფესტივალი გაიმართა. „მომავლის ხმა“ - ასე ჰქვია პრემიას, რომლის ფინალისტები და ლაურეატები ჟიურიმ გამოავლინა.

ესმაილ ბაღაი

24 მაისი 2026, 11:56

მსოფლიო

ესმაილ ბაღაი: შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ შეთანხმებასთან ერთდროულად ახლოსაც და შორსაც ვართ, მაგრამ ისიც უნდა აღინიშნოს, რომ პროცესი ხედვის დაახლოებისკენ მიდის

„გასული კვირის განმავლობაში პროცესი აზრთა სხვადასხვაობის შემცირებისკენ დაიძრა, მაგრამ ჯერ კიდევ რჩება საკითხები, რომლებიც შუამავლობის მონაწილეობით მსჯელობას მოითხოვს. ისღა გვრჩება, დაველოდოთ, რა შედეგებს მოიტანს მომავალი 3-4 დღე. უნდა გვახსოვდეს, რომ ამერიკა-ირანის მტრობა რამდენიმე ათწლეულს ითვლის. რაც შეეხება ბირთვულ პრობლემას, ვერ დავაიგნორებთ იმ ფაქტს, რომ ამერიკას არაერთხელ დაურღვევია აღებული ვალდებულება. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ შეთანხმებასთან ერთდროულად ახლოსაც და შორსაც ვართ, მაგრამ ისიც უნდა აღინიშნოს, რომ პროცესი ხედვის დაახლოებისკენ მიდის“, - განაცხადა ბაღაიმ.

24 მაისი 2026, 11:53

კულტურა

„არა ზღაპარი“ - ამ სახელწოდებით, თბილისის სათამაშოებისა და თოჯინების მუზეუმში გამოფენა გაიხსნა

„არა ზღაპარი“ - ამ სახელწოდებით, თბილისის სათამაშოებისა და თოჯინების მუზეუმში გამოფენა გაიხსნა, რომელიც შთაგონებულია მუზეუმის უნიკალური კოლექციითა და მისი დამფუძნებლის, პედაგოგისა და საბავშვო მწერლის - თინათინ თუმანიშვილის ხელნაწერი ტექსტით.

24 მაისი 2026, 11:52

კულტურა

ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას საპრეზიდენტო ცენტრში, დოკუმენტური ფილმის - „საუნჯის ოდისეა“ ჩვენება გაიმართა

ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას საპრეზიდენტო ცენტრში, დოკუმენტური ფილმის - „საუნჯის ოდისეა“-ს ჩვენება გაიმართა. ავტორი ჟურნალისტი მარიკა ბაკურაძეა, იდეა კი ისტორიკოს გიორგი კალანდიას ეკუთვნის.

ნუგო შოშიაშვილი

24 მაისი 2026, 11:48

პოლიტიკა

ნუგო შოშიაშვილი: რეგიონულმა კონფერენციებმა დაგვანახა, რომ ეს და მსგავსი ღონისძიებები არის უალტერნატივო საშუალება ახალგაზრდებს შორის დისკუსიის აღდგენის და განსხვავებული აზრების გაცვლა-გამოცვლის

„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ბორდის წევრმა ნუგო შოშიაშვილმა რუსთავში, სადაც ახალგაზრდული ორგანიზაციის რიგით მეშვიდე კონფერენცია იმართება, შეხვედრების მნიშვნელობაზე გააკეთა აქცენტი.

მარიამ გრიგოლიშვილი

24 მაისი 2026, 11:45

პოლიტიკა

მარიამ გრიგოლიშვილი: ახალგაზრდების ხმა და მათი განსხვავებული მოსაზრებების ურთიერთმიმოცვლა გახლავთ საფუძველი ქვეყნის დემოკრატიული და პროგრესული განვითარებისთვის

„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ბორდის წევრმა მარიამ გრიგოლიშვილმა რუსთავში, სადაც ახალგაზრდული ორგანიზაციის რიგით მეშვიდე კონფერენცია იმართება, კომენტარი გააკეთა და ხაზი გაუსვა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ახალგაზრდების ხმა.

მარკო რუბიო

24 მაისი 2026, 11:43

მსოფლიო

მარკო რუბიო: ირანს არასდროს უნდა ჰქონდეს ბირთვული იარაღი

„ირანს არასდროს უნდა ჰქონდეს ბირთვული იარაღი, ჰორმუზის სრუტე გადასახადის გარეშე უნდა გაიხსნას. მათ უნდა გადასცენ თავიანთი გამდიდრებული ურანი, განსაკუთრებით მაღალი ხარისხით გამდიდრებული ურანი. ჩვენ ეს საკითხი უნდა მოვაგვაროთ, უნდა მივხედოთ გამდიდრების საკითხსაც. ეს პრეზიდენტის უცვლელი პოზიციაა და ის ასეთი პრობლემების გადაჭრას ყოველთვის მოლაპარაკებებისა და დიპლომატიური შეთანხმების გზით ამჯობინებს. ახლა სწორედ ამაზე ვმუშაობთ“, - განაცხადა რუბიომ.

24 მაისი 2026, 11:43

საზოგადოება

საქართველოს პროკურატურის პირადი ცხოვრების ხელყოფის წინააღმდეგ მიმართული საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში ახალქალაქის, ქარელის, თელავის და რუსთავის საჯარო სკოლებში საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა

საქართველოს პროკურატურა პირადი ცხოვრების ხელყოფის წინააღმდეგ მიმართულ საინფორმაციო კამპანიას აგრძელებს. პროკურორები ახალქალაქის N3, ქარელის N2, თელავის N7 , თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ აკურის და რუსთავის N21 საჯარო სკოლაში მოსწავლეებს შეხვდნენ.

თეკლა თიკანაშვილი

24 მაისი 2026, 11:40

პოლიტიკა

თეკლა თიკანაშვილი: ჩვენი მთავარი ამოცანაა, ახალგაზრდებთან მჭიდრო კომუნიკაციით გავიგოთ, თუ რა სჭირდებათ მათ და ეს პოტენციალი და შესაძლებლობები მათზე მეტად მორგებული გახდეს

რეგიონული შეხვედრები გრძელდება. მიმდინარე ეტაპზე ჩვენ ვიმყოფებით ქალაქ რუსთავში და ვხვდებით ქვემო ქართლელ ახალგაზრდებს, - განაცხადა „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ბორდის წევრმა, თეკლა თიკანაშვილმა.