სოფო კილაძე: პოლიციელებისთვის ახალი სამხრე კამერების შეძენა იგეგმება
სოფო კილაძე
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის სოფო კილაძის ინფორმაციით, შს სამინისტრო პოლიციელებისთვის ახალი სამხრე კამერების შეძენას გეგმავს. ამის შესახებ დღეს დეპუტატმა ნუცუბიძის ფერდობზე, საპატრულო პოლიციის მიერ დაკავებისას გარდაცვლილი პაატა პავლიაშვილის საქმის კომენტირებისას ჟურნალისტებთან ისაუბრა.
„დღეს არსებული კამერები თავიანთი ტექნიკური მონაცემებით, დროის ძალიან დიდ მონაკვეთს ვერ იღებენ. როგორც ვიცი, შინაგან საქმეთა სამინისტროში დაგეგმილია ახალი კამერების შეძენა, თუმცა ესეც დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. შინაგან საქმეთა სამინისტრო მაქსიმუმს ცდილობს, რომ შესაბამისი ტექნიკური მონაცემების კამერები შეიძინოს. ეს იქნება უკეთესი როგორც მოქალაქეების დაცულობის, ასევე თავად პოლიციელებისთვის, რადგან როცა პოლიციელს ედავებიან, თუ ის მართალია, ადვილად შეუძლია დაამტკიცოს სიმართლე, თუ კამერები მუდმივად ჩართული იქნება“, - განაცხადა დღეს სოფო კილაძემ.
გასული წლის 25 ოქტომბერს, ნუცუბიძეზე 33 წლის პაატა პავლიაშვილი იმ დროს გარდაიცვალა, როცა მას სამართალდამცველები ადმინისტრაციული წესით აკავებდნენ. საქმეზე გამოძიება 26 ოქტომბერს დაიწყო. საქმის ძიების პროცესში გაირკვა, რომ პავლიაშვილის დაკავებისას პოლიციელებს სამხრე კამერები ჩართული არ ჰქონდათ.
გუშინ კი პავლიაშვილის ოჯახის ადვოკატმა ლევან ვეფხვაძემ განაცხადა, რომ პოლიციელების მხრიდან შესაძლო უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე დაწყებული გამოძიება შეწყდება.
ყველა სიახლე
18 ივნისი 2026, 16:51
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: საერთაშორისო შეფასებები სტაბილურად ასახავს პროგრესს და წარმოაჩენს კანონის უზენაესობის, გამჭვირვალობისა და საჯარო სამსახურში კეთილსინდისიერების კუთხით მიღწეულ წარმატებებს. სტატისტიკისა და ოფიციალური ანგარიშების მიღმა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი რამ დგას - რწმენა იმისა, რომ პატარა სახელმწიფოსაც კი შეუძლია მნიშვნელოვანი და მდგრადი ცვლილებების მიღწევა თანმიმდევრული და პრინციპული რეფორმების განხორციელების გზით
საერთაშორისო შეფასებები სტაბილურად ასახავს პროგრესს და წარმოაჩენს კანონის უზენაესობის, გამჭვირვალობისა და საჯარო სამსახურში კეთილსინდისიერების კუთხით მიღწეულ წარმატებებს. სტატისტიკისა და ოფიციალური ანგარიშების მიღმა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი რამ დგას - რწმენა იმისა, რომ პატარა სახელმწიფოსაც კი შეუძლია მნიშვნელოვანი და მდგრადი ცვლილებების მიღწევა თანმიმდევრული და პრინციპული რეფორმების განხორციელების გზით, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.
18 ივნისი 2026, 16:35
სამართალი
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულს 17 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
თელავის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებული დამნაშავედ ცნო.
18 ივნისი 2026, 16:21
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის გენერალური დირექტორი: ვგეგმავთ, რომ მომდევნო 10 წლის განმავლობაში მხარს დავუჭერთ 40 მლრდ ლარზე მეტ ინვესტიციას ქართულ ეკონომიკაში
საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის გენერალური დირექტორის, ირაკლი გაბრიაძის ინფორმაციით, კორპორაცია ეკონომიკის და ადგილობრივი კერძო სექტორის მხარდაჭერის კუთხით რამდენიმე მიმართულებით იმუშავებს.
18 ივნისი 2026, 16:20
ეკონომიკა
დავით სონღულაშვილი: საოჯახო მეურნეობების განვითარება ცენტრალური ხელისუფლების ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. წლის ბოლომდე 5 000 ბენეფიციარის მხარდაჭერა ნიშნავს 5 000 ახალ შესაძლებლობას ფერმერებისთვის, რაც მნიშვნელოვანი წვლილია როგორც რეგიონის, ისე ქვეყნის ეკონომიკური განვითარების საქმეში
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძესთან და აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრ დენის სალუქვაძესთან ერთად, ღონისძიებაში „სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა აჭარაში“ მიიღო მონაწილეობა.
18 ივნისი 2026, 16:15
ეკონომიკა
ირაკლი ნადარეიშვილი: ეკონომიკის განვითარების კორპორაცია მონაწილეობას მიიღებს უმნიშვნელოვანესი მიმართულებების განვითარებაში, მათ შორის, როგორიცაა - ენერგეტიკა, ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარება და მთელი რიგი დარგების მხარდაჭერა ახალი ინსტრუმენტებით
საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ტრანსფორმაციის და მისი მანდატის გაზრდის თაობაზე, დაკავშირებულია სწორედ იმ ეკონომიკური ზრდის ტემპის შენარჩუნების ამოცანებთან, ასევე მთელ რიგ გამოწვევებთან - როგორც შიდა, ასე გარე ფაქტორების გათვალისწინებით, სადაც ეკონომიკის განვითარების კორპორაციამ უმნიშვნელოვანესი როლი უნდა ითამაშოს სხვადასხვა მიმართულებით, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა კორპორაციის მნიშვნელობასა და ამოცანებზე საუბრისას.
18 ივნისი 2026, 16:11
რეგიონი
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში საგაზაფხულო სესია პლენარული სხდომით დაიხურა
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მორიგ პლენარულ სხდომაზე, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე - ცოტნე ანანიძე უძღვებოდა, დეპუტატებმა უმაღლესი საარჩევნო კომისიის (უსკო) თავმჯდომარედ პაატა კეშელავა 13 ხმით აირჩიეს.
18 ივნისი 2026, 15:50
საზოგადოება
ჯივიპი მოსახლეობას: 18 ივნისიდან მოსალოდნელია მდინარე არაგვის კალაპოტში წყლის ნაკადის მატება, გთხოვთ, განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინოთ აღნიშნულ პერიოდში მდინარე არაგვის კალაპოტთან გადაადგილებისას
„2026 წლის 18 ივნისიდან მოსალოდნელია მდინარე არაგვის კალაპოტში წყლის ნაკადის მატება, რაც გამოწვეულია მცხეთა-მთიანეთის რაიონში მოსული უხვი ნალექითა და შესაბამისად ჟინვალის წყალსაცავში წყლის უხვი შემოდინებით.
18 ივნისი 2026, 15:46
პოლიტიკა
ცოტნე ანანიძე ჟორჟოლიანზე: ნანუკა „კრიზისმენეჯერად“ - ნაცების კრიზისის ქრონიკულ ფაზაში გადაყვანაა
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატის, ნანუკა ჟორჟოლიანის განცხადებას, რომ კრიზისში მყოფ „ნაცმოძრაობას“ კრიზისმენეჯერი სჭირდება, სოციალურ ქსელში აფასებს.
18 ივნისი 2026, 15:45
სამართალი
სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს უფროსი: წვრილმან ხულიგნობასთან დაკავშირებული მუხლის დისპოზიცია იმგვარად არის ფორმულირებული, რომ რეაგირების მოსახდენად კონკრეტული პირის მხრიდან მომართვა არ არის სავალდებულო
შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს ხელმძღვანელის თამთა ქიმბარიშვილის განმარტებით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში წვრილმან ხულიგნობასთან დაკავშირებული მუხლის დისპოზიცია იმგვარად არის ფორმულირებული, რომ არ არის სავალდებულო სამინისტროსთვის კონკრეტული პირის მხრიდან მიმართვა, რათა ადამიანის ღირსების შემლახველ და სიძულვილის ენის შემცველ საჯაროდ გავრცელებულ განცხადებაზე ადმინისტრაციული წარმოება დაიწყოს.
18 ივნისი 2026, 15:44
რეგიონი
ქუთაისის მერი დავით ერემეიშვილი წარმატებულ ახალგაზრდა ქუთაისელ სპორტსმენებს შეხვდა
ქუთაისის მერი დავით ერემეიშვილი წარმატებულ ახალგაზრდა ქუთაისელ სპორტსმენებს შეხვდა
18 ივნისი 2026, 15:39
მსოფლიო
ტრამპი: სულელები, რომლებიც ფიქრობენ, რომ მე ირანს საკმარისად მკაცრად არ მოვექეცი, როცა საფონდო ბირჟამ რეკორდულ მაქსიმუმს მიაღწია, ხოლო ნავთობზე ფასები „ეცემა“, ან შურიანები, ან ცუდი ადამიანები, ანდა ჩლუნგები არიან
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თავის სოციალურ ქსელში იმ ადამიანების კრიტიკას გამოეხმაურა, რომლებიც მას ბრალს სდებენ იმაში, რომ ის ირანს საკმაოდ მკაცრად არ მოექცა.
18 ივნისი 2026, 15:31
მსოფლიო
კაია კალასი ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრს პასუხობს - ევროკავშირმა დაგმო დასავლეთ სანაპიროზე ისრაელის მიერ განხორციელებული უკანონო დასახლებების გაფართოება
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრს გიდეონ საარს, რომელმაც მასთან ოფიციალური კონტაქტების გაწყვეტის შესახებ განაცხადა, მიმართა და აღნიშნა, რომ ბრიუსელმა დაგმო დასავლეთ სანაპიროზე ისრაელის მიერ განხორციელებული უკანონო დასახლებების გაფართოება.
18 ივნისი 2026, 15:28
რეგიონი
დავით სონღულაშვილი აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს ზურაბ პატარაძეს შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი აჭარის რეგიონში ვიზიტის ფარგლებში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძეს შეხვდა.
18 ივნისი 2026, 15:16
მსოფლიო
Euractiv: უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების ოცნებას რეალობასთან შეჯახება ელის
გამოცემა Euractiv-ის ინფორმაციით, ბრიუსელში დღეს დაგეგმილ სამიტზე, როცა ევროპელი ლიდერები უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდებიან, კამერების წინ, სავარაუდოდ, ღიმილს, მეგობრულ განწყობასა და ურთიერთქებას არ დაიშურებენ.
18 ივნისი 2026, 14:47
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის ხელმძღვანელი ირაკლი გაბრიაძე თანამშრომლებს წარუდგინა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის გენერალური დირექტორი ირაკლი გაბრიაძე თანამშრომლებს წარუდგინა.
18 ივნისი 2026, 14:36
სამართალი
თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ბრალდებული პოლიტიკოსების პროცესი მიმდინარეობს, დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის შვიდი მოწმე დაიკითხება
თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ბრალდებული პოლიტიკოსების პროცესი მიმდინარეობს, დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის შვიდი მოწმე დაიკითხება
18 ივნისი 2026, 14:33
სამართალი
სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს, - ინფორმაციას შსს ავრცელებს.
18 ივნისი 2026, 14:30
ტაბლოიდი
შოტლანდიის ნაკრების გულშემატკივრებმა ბოსტონში ლუდის მარაგი ამოწურეს🍻⚽
ტელეკომპანია NBC News-ის ცნობით, 14 ივნისს შოტლანდიისა და ჰაიტის ნაკრებებს შორის მატჩი გაიმართა. შეხვედრა შოტლანდიელთა გამარჯვებით, ანგარიშით 1:0 დასრულდა. ამ გამარჯვების წყალობით შოტლანდიამ 3 ქულა მოიპოვა და C ჯგუფში ლიდერის პოზიცია დაიკავა.
18 ივნისი 2026, 14:30
პოლიტიკა
ლევან მახაშვილი ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე: სრულფასოვანი პოლიტიკური დიალოგი აუცილებელია, რადგან არის იმ ტიპის, ფორმისა და შინაარსის საკითხები, რაზეც შორიდან საუბარი სასურველი არ არის
სრულფასოვანი პოლიტიკური დიალოგი აუცილებელია, რადგან არის იმ ტიპის, ფორმისა და შინაარსის საკითხები, რაზეც ასე შორიდან საუბარი სასურველი არ არის, - განუცხადა „ქრონიკას“ ბრიუსელში საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა.
18 ივნისი 2026, 14:29
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი: „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი ამოცანაა, რომ საზოგადოება რადიკალური ოპოზიციის ჭრილში დაკონცენტრირდეს ამ კინკლაობაზე, ალიანსზე, თვითონ „ნაციონალურ მოძრაობაზე“ და ავტომატურად მათთვის გამიჯნული გახდეს „ლელო“ და „გახარია საქართველოსთვის“, რადგან ახლა ასე აწყობთ მათ გარე პატრონებს
რაც უფრო მეტი ქაოსი იქნება და რაც უფრო მეტი ასეთი არასერიოზული გადაწყვეტილებები და კინკლაობა იქნება, საზოგადოების ყურადღება უფრო იქნება გადატანილი, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა ნანუკა ჟორჟოლიანის „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარედ დანიშვნაზე საუბრისას.


