imedi /  05 მარტი 2018, 15:11 / სანდო წყარო

ქართულმა მარშმა თბილისის ქუჩებში "სახალხო პატრულირება“ დაიწყო

ქართული მარში

ქართული მარში

ქართული მარშის სახალხო პატრული თბილისის ქუჩებში უკვე კვირაზე მეტია მოძრაობს. ინფორმაცია  ქართული მარშის ერთ-ერთმა ლიდერმა სანდრო ბრეგაძემ დაადასტურა. ამის შესახებ ლიბერალი წერს.

ბრეგაძის თქმით, ქართული მარშის ახალგაზრდა წევრები ლესელიძის ქუჩაზე, აღმაშენებლის გამზირზე, ვარდების მოედანსადა წინასწარ შერჩეულ სხვა ადგილებში პატრულირებენ, კანონდარღვევების აღმოჩენის მიზნით. 

მისივე თქმით, სახალხო პატრულის წევრებს„ქართული მარშის სიმბოლოს აღმნიშვნელი სამკლაურები უკეთიათ და მაისურები აცვიათ. 

როგორც ქართული მარშის ერთ-ერთი ლიდერი ამბობს, მათ ქუჩებში უკვე აღმოაჩინეს კანონდარღვევის ფაქტები, მაგალითად, არასრულწლოვანთა პროსტიტუტციის და შესაბამისი ვიდეომასალაც გადაიღეს. ხოლო კანონდარღვევების შეკრების შემდეგ, დაახლოებით ერთ თვეში, ამ თემაზე პრესკონფერენციას გამართავენ.

სანდრო ბრეგაძე აბსურდულს უწოდებს შსს-ს პოზიციასაც, რომ ქალაქში წესრიგის დაცვა მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეროგატივაა. ბრეგაძე მიიჩნევს, რომ სახალხო პატრული კანონის ფარგლებში მოქმედებს და ქუჩებში მოძრაობას ხელისუფლება მათ ვერ აუკრძალავს.

მისივე თქმით, სახალხო პატრულის  წევრობის სურვილი 300-მდე ახალგაზრდამ გამოთქვა და მათგან 15-15-კაციან ჯგუფებს შექმნიან.

16 თებერვალს, შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ ე.წ. სახალხო პატრულის მიერ საპოლიციო საქმიანობის მცდელობა უხეშ კანონდარღვევად შეფასდება და მკაცრი რეაგირება მოჰყვება.

"ქვეყანაში მართლწესრიგის დაცვა და დანაშაულის აღკვეთა კანონის საფუძველზე შექმნილი სამართალდამცავი ორგანოების პრეროგატივაა. შესაბამისად კანონით, მხოლოდ აღნიშნულ ორგანოებს აქვთ დამნაშავეთა მიმართ ლეგიტიმური ძალის გამოყენების უფლებამოსილება,"- თქვეს შსს-ში.

ყველა სიახლე

ინდოეთი ჯარი ქალები

17 თებერვალი 2020, 13:58

მსოფლიო

ინდოეთში ქალი სამხედროები სამეთაურო თანამდებობების დაკავებას შეძლებენ

ინდოეთის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ქალებს შეიარაღებულ ძალებში სამეთაურო თანამდებობების დაკავების უფლება მიეცა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეარხი NDTV ავრცელებს.

17 თებერვალი 2020, 13:48

საქართველო

საქართველო ევროპის ამინდის პროგნოზების ცენტრის წევრი ხდება

ვიზიტის ფარგლებში განხილული იქნა საქართველოს ევროპის ამინდის საშუალოვადიანი პროგნოზების ცენტრში გაწევრიანების პროცედურები, რაც საშუალებას მისცემს ქვეყანას, მიიღოს მათი სამეცნიერო ჯგუფის მიერ დამუშავებული სხვადასხვა სინოპტიკური რიცხვითი მოდელი. აღნიშნული თანამშრომლობის საფუძველზე კიდევ უფრო გაიზრდება ამინდის პროგნოზების სიზუსტე ქვეყნის ტერიტორიაზე.

გიორგი შენგელაია

17 თებერვალი 2020, 13:32

კულტურა

რეჟისორი გიორგი შენგელაია გარდაიცვალა

ქართველი კინორეჟისორი, რუსთაველის პრემიის ლაურეატი და საქართველოს სახალხო არტისტი, გიორგი შენგელაია 82 წლის ასაკში გარდაიცვალა. გიორგი შენგელაიას ეკუთვნის ფილმები "სიყვარული ვენახში" და "მიდიოდა მატარებელი".

17 თებერვალი 2020, 13:29

თემა

როგორ ვიპოვოთ ციფრულ სფეროში ახალი პროფესია? ინსტრუქცია

ჯერ უნდა გაერკვეთ, რას ნიშნავს ციფრულ სფეროში მუშაობა. ყველაზე ხშირად აქ ციფრული მარკეტინგი იგულისხმება, რაც ამა თუ იმ კომპანიის ბრენდის ინტერნეტში პოპულარიზაციას ნიშნავს. თუმცა, გაცილებით სწორი იქნებოდა ამ ტერმინის უფრო ფართო პროფესიული სპექტრის კონტექსტში განხილვა (UX-დიზაინერითა და ანალიტიკოსით დაწყებული, ქოფირაითერით დამთავრებული). თითოეული მათგანი სრულიად განსხვავებულ საქმეს აკეთებს. თუმცა, ამისთვის ისინი ციფრულ ინსტრუმენტებს იყენებენ და მათი მეშვეობით კომპანიებს კონკრეტული მიზნის მიღწევაში ეხმარებიან. რა უნდა იცოდეთ, თუ ციფრულ სფეროში მუშაობა გინდათ? კონკრეტულად რითი შეგიძლიათ დაკავდეთ და სად არის შესაძლებელი ამ ყველაფრის სწავლა?

17 თებერვალი 2020, 13:16

საქართველო

ხონში სკოლას სასწავლო პროცესის დროს ცეცხლი გაუჩნდა

ხონში, ჩაისუბნის სკოლა იწვის. ადგილზე სახანძრო-სამაშველო ბრიგადებია მობილოზებული. ცეცხლი სასწავლო პროცესის დროს გაჩნდა და ხანძრის გამო საგაკვეთილო პროცესი შეწყდა.

კახა კუჭავა ენრიკო ვალვო

17 თებერვალი 2020, 13:13

საქართველო

კახა კუჭავა იტალიის ელჩს შეხვდა

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და იტალიის რესპუბლიკას შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობების შესახებ და განიხილეს საპარლამენტო კავშირების გაძლიერების პერსპექტივები.

17 თებერვალი 2020, 13:10

საქართველო

აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახური გაფიცვას გეგმავს

აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახური შესაძლოა, გაიფიცოს. მათი განცხადებით, სარედაქციო დამოუკიდებლობა საფრთხეშია და ტელევიზიიდან არასასურველ კადრებს იშორებენ. შექმნილ ვითარებაზე პასუხიმგებლობას ისინი დირექტორს, ბორდსა და აჭარის უმაღლეს საბჭოს აკისრებენ და გეგმავენ, დიპლომატიურ კორსპუსაც მიმართონ.

17 თებერვალი 2020, 13:01

ძალოვნები

პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო

ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1998 წელს დაბადებული დ.მ. თბილისში, ცინცაძის ქუჩაზე დააკავეს.

ნათია თურნავა

17 თებერვალი 2020, 12:59

ეკონომიკა

ნათია თურნავა ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან ხელშეკრულების აღდგენას გამორიცხავს

„ანაკლიის განვითარების კონსურციუმთან შეწყვეტილი ხელშეკურულება არ აღდგება“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, კონსორციუმის სუვერენული უფლებაა, მიმართოს არბიტრაჟს. თურნავა იმედოვნებს, რომ ეს საკითხი უფრო მშვიდობიანად მოგვარდება.

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები

17 თებერვალი 2020, 12:54

სპორტი

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩებისთვის მზადება დაიწყო

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა შვეიცარიისა და სერბეთის გუნდებან ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩებისთვის მზადება დაიწყო. პირველი ვარჯიში თბილისის სპორტის სასახლეში გუშინ საღამოს გაიმართა, რომელშიც თოთხმეტი კალათბურთელი მონაწილეობდა.

ვალერი გელაშვილი

17 თებერვალი 2020, 12:46

საქართველო

საპროცედურო კომიტეტმა ვალერი გელაშვილის სადეპუტატო უფლებამოსილების ცნობას მხარი დაუჭირა

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა ვალერი გელაშვილის სადეპუტატო უფლებამოსილების ცნობას მხარი დაუჭირა. პროცედურის თანახმად, ამის შემდეგ გელაშვილს კენჭი პარლამენტის სხდომაზე უნდა უყარონ. მეცხრე მოწვევის პარლამენტში გელაშვილი კარლო კოპალიანს ჩაანაცვლებს, რომელმაც პარლამენტი გასულ სასესიო კვირაში დატოვა.

დონალდ ტრამპი

17 თებერვალი 2020, 12:45

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ღმერთი, ოჯახი და ქვეყანაა

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ღმერთი, ოჯახი და ქვეყანაა. CBNNEWS-ის ცნობით, ამის შესახებ ტრამპმა Daytona-500-ის ავტორბოლის გახსნის ცერემონიაზე განაცხადა.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი

17 თებერვალი 2020, 12:41

მსოფლიო

დონალდ ტრამპმა თურქეთის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბარში რუსეთის მიერ ასადის რეჟიმის მხარდაჭერა დაგმო

„აშშ-ის პრეზიდენტმა შეშფოთება გამოთქვა იდლიბში განვითარებული ძალადობის გამო და მადლობა გადაუხადა თურქეთის პრეზიდენტს ჰუმანიტარული კატასტროფის თავიდან აცილების მიზნით გადადგმული ნაბიჯებისთვის“, - წერია განცხადებაში. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, რუსეთმა ასადის დანაშაულებრივი რეჟიმის მხარდაჭერა უნდა შეწყვიტოს.

გიორგი ვაშაძე

17 თებერვალი 2020, 12:35

საქართველო

გიორგი ვაშაძემ აქტივისტებს ხვალინდელ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდა

უნდა მივიდეთ აქციაზე, მშვიდობიანი პროტესტი არის კონსტიტუციით გარანტირებული უფლება, რომელიც ჩვენ გვაქვს, - ამის შესახებ ბრიფინგზე პარტია „ახალი საქართველოს“ თავმჯდომარემ, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რითაც პარლამენტში გენერალური პროკურორის პოსტზე ირაკლი შოთაძის კანდიდატურის განხილვის საკითხს გამოეხმაურა.

ანრი ოხანაშვილი

17 თებერვალი 2020, 12:22

საქართველო

ანრი ოხანაშვილი: ნაცმოძრაობა გაღიზიანებულია იმის გამო, რომ შოთაძემ სისტემური დანაშაულების ჩამდენი პირები პასუხისგებაში მისცა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი სატელიტი პარტიები გაღიზიანებულები არიან იმის გამო, რომ ირაკლი შოთაძემ გაბედა და იმოქმედა კანონის და კონსტიტუციის შესაბამისად და პირებს, ვინც სისტემური დანაშაულებისთვის პასუხისგებაში მიცემას იმსახურებდა, ბრალი წაუყენა.

გრიგოლ ვაშაძე

17 თებერვალი 2020, 12:19

საქართველო

გრიგოლ ვაშაძე: აუცილებელია, ყველა მაჟორიტარულ ოლქში ოპოზიციას ერთი კანდიდატი ჰყავდეს

ყველაზე მთავარი, რაც დღეს ოპოზიციამ უნდა გააკეთოს, ეს არის არჩევნებამდე, არჩევენების დროს და არჩევნების შემდეგ ერთიანობის შენარჩუნება. აუცილებელია, ყველა მაჟორიტარულ ოლქში ოპოზიციას ერთი კანდიდატი ჰყავდეს, რომელსაც სხვა ოპოზიციური პარტიები კონკურენციას არ გაუწევენ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ განუცხადა.

ლებრონ ჯეიმსი იანის ანტეტოკუნმპო

17 თებერვალი 2020, 12:13

სპორტი

NBA-ის ყველა ვარსკვლავის მატჩში ლებრონ ჯეიმსის გუნდმა გაიმარჯვა

ჩიკაგოში ნაციონალური საკალათბურთო ასოციიციის (NBA) ყველა ვარსკვლავის 69-ე მატჩი გაიმართა. ლებრონ ჯეიმსისა და იანისის ანტეტოკუნმპოს გუნდების მატჩში ანგარიშით 157:155 ლებრონის გუნდმა გაიმარჯვა. ინფორმაციას ამის შესახებ CNBC ავრცელებს.

გერმანია პოლიცია

17 თებერვალი 2020, 11:57

მსოფლიო

გერმანიაში დააკავეს რადიკალები, რომლებიც მეჩეთებსა და თავშესაფრის მაძიებლებზე თავდასხმებს გეგმავდნენ

გერმანიაში დააკავეს რადიკალური მემარჯვენე ორგანიზაცია „მყარი ბირთვის“ 12 წევრი, რომლებიც მეჩეთებზე, პოლიტიკოსებსა და თავშესაფრის მაძიებლებზე თავდასხმებს გეგმავდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

17 თებერვალი 2020, 11:52

საქართველო

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოსთან ხმაური იყო

აქციის მონაწილეებმა მათ წინააღმდეგობა გაუწიეს, რასაც ხმაური მოჰყვა. “ვერ შეგვაშინებთ”, „ყველას ვერ დაგვიჭერთ” - სკანდირებდნენ აქციის მონაწილეები. ისინი სოლიდარობას უცხადებენ გაბედეს იმ წევრებს, რომელთა სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს.

ბექა ნაცვლიშვილი

17 თებერვალი 2020, 11:50

საქართველო

ბექა ნაცვლიშვილი: ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურება ერთხელ და სამუდამოდ უნდა მოწესრიგდეს

ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურება, ღამის შრომის ანაზღაურების საკითხი ერთხელ და სამუდამოდ უნდა მოწესრიგდეს, - ამის შესახებ ბპარლამენტში ბრიფინგზე დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ბექა ნაცვლიშვილმა განაცხადა.