ნარკოპოლიტიკის კანონპროექტის განხილვა კიდევ 2 თვით გადავადდა
აქცია ნარკოპოლიტიკის შეცვლის
მოთხოვნით
ფოტო: თეთრი ხმაური
ნარკოპოლიტიკის კანონპროექტის საკომიტეტო განხილვა კიდევ 2 თვით გადავადდა. გადაწყვეტილება დღეს ბიუროს სხდომაზე მიიღეს. კანონპროექტის განხილვის გადავადების შესახებ წინადადება სხდომაზე უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ წამოაყენა. ინფორმაციას "ლიბერალი" ავრცელებს.
"შეიძლება ითქვას, რომ მიღწეულია შეთანხმება ჩვენს გუნდშიც. პირველი, ეს არის პრევენციის მექანიზმის გაძლიერება, რათა დავიცვათ მომავალში ნარკოტიკების ზიანისგან ჩვენი შვილები და ახალგაზრდები, მომავალი თაობა; მეორე - ხელი შევუწყოთ სამართალდამცავ უწყებებს, ებრძოლონ ნარკოტიკებით უკანონო ვაჭრობას, ორგანიზებულ ნარკოდანაშაულს; მესამე - ნარკოდამოკიდებული პირებისთვის შევქმნათ უკეთესი მარეგულირებელი გარემო და ხელი შევუწყოთ ამ ადამიანებს, რომ მკურნალობის რეაბილიტაციასა და ზიანის შემცირების სერვისი მიიღონ შეუფერხებლად, და მეოთხე მიზანი - შეიქმნას ეფექტიანი მექანიზმი, სადაც ნარკოპოლიტიკის სფეროში არსებული მონაცემები, ინფორმაცია მოიყრის თავს. მოხდება ამის ანალიზი და მომავალში გადაწყვეტილებები ამაზე იქნება დაფუძნებული.
თუმცა ამ საკითხების გარშემო არაერთი ტექნიკური საკითხია, რაზეც ჯერჯერობით შეთანხმება არ არის სრულად მიღწეული, ამიტომ პირადად მე მიმაჩნია, რომ კარგი იქნება, თუ კანონპროექტის განხილვამდე კიდევ ავიღებთ 2-თვიან ვადას და საბოლოოდ შევაჯერებთ იმ თემებს. ასევე, განვიხილავთ საბიუჯეტო მაჩვენებელსაც, თუ რა რესურსი დასჭირდება პრევენციისა და სერვისების გაფართოებას. გთავაზობთ, რომ საკომიტეტო განხილვის ვადა გადავწიოთ ამ პერიოდით“, - განაცხადა თალაკვაძემ.
ნარკოპოლიტიკის კანონპროექტის შესახებ მსჯელობა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმდჯომარის ეკა ბესელიას თხოვნით თებერვალში სამი კვირით გადაიდო.
პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტმა ნარკოტიკების მოხმარების დეკრიმინალიზაციის საკანონმდებლო ინიციატივას პრინციპების დონეზე მხარი გასული წლის 27 დეკემბერს დაუჭირა. თუმცა მას შემდეგ კანონპროექტის განხილვა რამდენჯერმე გადაიდო. ცნობილია, რომ უმრავლესობის ნაწილი ნარკოპოლიტიკის კანონპროექტის მხარდაჭერას არ აპირებს.
2017 წლის 26 ივლისს პარლამენტმა მესამე მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა საკანონმდებლო პაკეტს, რომლითაც მარიხუანასა და მცენარე კანაფთან დაკავშირებით კანონის ლიბერალიზაცია იგეგმება. 2017 წლის 29 ივლისს მარიხუანის მცირე ოდენობით მოხმარებისთვის პატიმრობის გაუქმებაზე ნორმა ძალაში შევიდა.
ყველა სიახლე
28 აგვისტო 2026, 09:21
პოლიტიკა
საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის ელჩმა, ფაბიენ ვასერმანმა, რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური პროტოკოლის დირექტორატის დირექტორს, ზურაბ დარჩიაშვილს
საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის ელჩმა, ფაბიენ ვასერმანმა, რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური პროტოკოლის დირექტორატის დირექტორს, ზურაბ დარჩიაშვილს.
28 აგვისტო 2026, 09:17
პოლიტიკა
საქართველოში ნორვეგიის სამეფოს ახლად დანიშნულმა ელჩმა, ლისე სინოვე ნორდგორდმა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური პროტოკოლის დირექტორატის დირექტორს, ზურაბ დარჩიაშვილს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა
საქართველოში ნორვეგიის სამეფოს ახლად დანიშნულმა ელჩმა, ლისე სინოვე ნორდგორდმა რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური პროტოკოლის დირექტორატის დირექტორს, ზურაბ დარჩიაშვილს.
28 აგვისტო 2026, 09:14
მსოფლიო
სკოტ ბესენტის განცხადებით, ირანის ბლოკადა ისლამური რესპუბლიკის ეკონომიკას გაანადგურებს
აშშ-ის ხაზინის მდივანმა სკოტ ბესენტმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ ირანის ბლოკადა გრძელდება და ის ჩამოშლის პირას მყოფ ეკონომიკას გაანადგურებს.
28 აგვისტო 2026, 09:13
მსოფლიო
ბაღდათის მუნიციპალიტეტში უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა
უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა, ბაღდათის მუნიციპალიტეტში. დაიტბორა სახლები, ეზოები და სახნავ-სათესი სავარგულები. ძლიერმა წვიმამ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საავტომობილო გზების დაზიანება გამოიწვია, როგორც ქალაქ ბაღდათში, ასევე სოფლებში. საგანგებო რეჟიმში მუშაობს ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურები, მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები გზებზე.
28 აგვისტო 2026, 09:05
საზოგადოება
საქართველოს პრეზიდენტის მიერ შეწყალებულებმა საპატიმროები გუშინ დატოვეს
საქართველოს პრეზიდენტის მიერ შეწყალებულებმა საპატიმროები წუხელვე დატოვეს. მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით მიხეილ ყაველაშვილმა, 226 პირი შეიწყალა. შეწყალება შეეხო 217 საპატიმრო და 6 არასაპატიმრო სასჯელის მქონე პირს, ხოლო 3 პირს ნასამართლობა მოეხსნა.
28 აგვისტო 2026, 09:00
მსოფლიო
მედია: კიევში ერთ დღეში საჰაერო განგაში 13-ჯერ გამოცხადდა. ეს ომის დაწყებიდან ყველაზე მაღალი მაჩვენებელია
კიევში გასული 24 საათის განმავლობაში საჰაერო განგაში 13-ჯერ გამოცხადდა, რაც უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ დედაქალაქისთვის ერთ დღეში დაფიქსირებული ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
28 აგვისტო 2026, 00:55
მსოფლიო
უკრაინული გამოცემა The Kyiv Independent: რუსეთის მხრიდან უკრაინულ საწარმოებზე განხორციელებული უპრეცედენტო შეტევების ფონზე უკრაინის ეკონომიკის სამინისტრომ მიმდინარე წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 1.3%-დან 0.5%-მდე შეამცირა
რუსეთის მხრიდან უკრაინულ საწარმოებზე განხორციელებული უპრეცედენტო შეტევების ფონზე უკრაინის ეკონომიკის სამინისტრომ მიმდინარე წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 1.3%-დან 0.5%-მდე შეამცირა, - წერს უკრაინული გამოცემა The Kyiv Independent-ი.
28 აგვისტო 2026, 00:23
მსოფლიო
პოლონეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე: პოლონეთს საკუთარ ტერიტორიაზე მოკავშირეთა ბირთვული იარაღის განთავსება არ სურს
პოლონეთს საკუთარ ტერიტორიაზე მოკავშირეთა ბირთვული იარაღის განთავსება არ სურს. ქვეყნის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, პაველ ზალევსკის ეს განცხადება იმ ფონზე გაჟღერდა, როდესაც ნატოს ალიანსზე რუსეთის შესაძლო თავდასხმის შიში სულ უფრო იზრდება.
28 აგვისტო 2026, 00:03
საზოგადოება
მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით, უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში წირვას აღავლენს
ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულზე, უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III წირვას თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში აღავლენს.
28 აგვისტო 2026, 00:00
საზოგადოება
დღეს მარიამობაა
მართლმადიდებელი სამყარო ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა შესრულდება.
27 აგვისტო 2026, 22:21
მსოფლიო
ტრამპი: ჩვენ გვაქვს ამერიკის ყურე, გვაქვს ამერიკის ტბა - ახლა მხოლოდ ოკეანე გვაკლია
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხუმრობით განაცხადა, რომ შესაძლოა ატლანტისა და წყნარი ოკეანეების სახელწოდებები შეიცვალოს.
27 აგვისტო 2026, 22:03
მსოფლიო
დონალდ ტრამპის განცხადებით, ვლადიმირ პუტინი ნატოს ტერიტორიაზე თავდასხმას არ გეგმავს
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან კარგი საუბრები ჰქონდა და იგი ნატოს წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე თავდასხმას არ აპირებს.
27 აგვისტო 2026, 21:49
მსოფლიო
დონალდ ტრამპის განკარგულებით, ონტარიოს ტბას „ამერიკის ტბა“ ეწოდა
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხუთშაბათს ხელი მოაწერა აღმასრულებელ განკარგულებას ონტარიოს ტბისთვის სახელის შეცვლისა და მისთვის „ამერიკის ტბის“ (Lake America) წოდების შესახებ. ტრამპის განცხადებით, ცვლილება ძალაში დაუყოვნებლივ შედის.
27 აგვისტო 2026, 21:42
მსოფლიო
ტრამპი ნატოს წინააღმდეგ რუსეთის სავარაუდო პროვოკაციებზე: საერთოდ არ ვშფოთავ, პრობლემას ვერ ვხედავ
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხუთშაბათს გამოცემა AXIOS-თან სატელეფონო ინტერვიუში განაცხადა, რომ ნატოს ქვეყნებზე რუსეთის შესაძლო თავდასხმა მას არ აღელვებს.
27 აგვისტო 2026, 21:35
მსოფლიო
Euronews: ევროპის ოთხმა სახელმწიფომ ხელახლა წამოწია რუსული გაყინული აქტივების ათვისების საკითხი - ინიციატივის მიზანია უკრაინის სამხედრო და საბიუჯეტო დახმარების უზრუნველყოფა
ევროპის ოთხმა სახელმწიფომ ხელახლა წამოწია რუსული გაყინული აქტივების ათვისების საკითხი - ინიციატივის მიზანია უკრაინის სამხედრო და საბიუჯეტო დახმარების უზრუნველყოფა მანამ, სანამ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ყურადღება საკუთარ შიდაპოლიტიკურ არჩევნებზე გადაერთვება, - წერს Euronews-ი.
27 აგვისტო 2026, 21:29
რეგიონი
წყალთაშუა-კურორტი საირმის გზის მე-3 კმ-ზე მოძრაობა გზის ერთ სამოძრაო ზოლზე აღდგა
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის წყალთაშუა-კურორტი საირმის საავტომობილო გზის მე-3 კმ-ზე, სადაც მიწის მასა ჩამოვიდა და მოძრაობა დროებით შეზღუდული იყო, მოძრაობა ნაწილობრივ აღდგა.
27 აგვისტო 2026, 21:25
სპორტი
საქართველოს საკალათბურთო ნაკრები გადამწყვეტი რაუნდის პირველი მატჩისთვის ემზადება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ისტორიული შანსი და გზა მსოფლიო ჩემპიონატისკენ - საქართველოს საკალათბურთო ნაკრები გადამწყვეტი რაუნდის პირველი მატჩისთვის ემზადება.
27 აგვისტო 2026, 21:23
ეკონომიკა
ამბროლაურის აეროპორტი „ფუძეობას“ განსაკუთრებული პროგრამით შეუერთდა
ამბროლაურში სახალხო დღესასწაული „ფუძეობა 2026“ გაიმართა. ღონისძიებას წელს პირველად შეუერთდა ამბროლაურის აეროპორტიც, სადაც სპეციალურად მოწყობილ სივრცეში პატარებს სხვადასხვა გასართობი პროგრამა, თამაშები და სახალისო აქტივობები დახვდათ.
27 აგვისტო 2026, 21:14
ჯანდაცვა
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ავტოპარკი განახლდა - სიახლის მიზანია, რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სერვისები კიდევ უფრო ოპერატიული და თანაბრად ხელმისაწვდომი გახდეს
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ავტოპარკი განახლდა - მაღალი გამავლობის ავტომობილები ცენტრის გურიის, რაჭისა და სამეგრელოს განყოფილებებს, ასევე აჭარისა და იმერეთის რეგიონულ სამმართველოებს გადაეცათ.
27 აგვისტო 2026, 21:07
პოლიტიკა
გამოაშკარავებული ოპოზიცია. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ეროვნული სუვერენიტეტის დაცვა გარე ზეწოლისა და ოპოზიციის სიყალბისგან - „ქართული ოცნება“ ოპონენტებს კიდევ ერთხელ ამხელს.


