მოზარდი, რომელმაც თვითმკვლელობა სცადა, ამბობს, რომ ონლაინ თამაშს თამაშობდა
ფოტო: აჭარის ტელევიზია
მოზარდი, რომელმაც გასულ წელს თვითმკვლელობა სცადა, ადასტურებს, რომ სახიფათო თამაშით იყო დაკავებული. არასრულწლოვანი "აჭარის ტელევიზიასთან" ინტერვიუში ჰყევბა, რომ მეგობრებთან ერთად თამაშის შესახებ მედიის საშუალებით შეიტყო და ამის შემდეგ დაიწყო ინფორმაციის მოძიება. მისივე თქმით, თვითმკვლელობის მცდელობა მხოლოდ თამაშს არ უკავშირდება.
სანადირო თოფით მიყენებული მრავლობითი დაზიანებების ფონზე, არაერთი ოპერაციის შემდეგ, მოზარდის გადარჩენა ექიმებმა მოახერხეს. მძიმე სოციალურ პირობებში მყოფ არასრულწლოვანს ახლა 60 ათასი ლარი ესაჭიროება დამატებითი ოპერაციისთვის. სოციალური მომსახურების სააგენტოში აცხადებენ, რომ ბოლო პერიოდში დაახლოებით 5 მსგავსი შემთხვევა დააფიქსირეს.
გასული წლის 14 ოქტომბერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა სპეციალური განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ მაისში დაწყებული გამოძიების თანახმად, ქართულ ინტერნეტში ონლაინ თამაშის - ეგრეთ წოდებული "ლურჯი ვეშაპის" არსებობა არ დასტურდება.
ყველა სიახლე
10 აგვისტო 2026, 11:28
მსოფლიო
ალექსანდარ ვუჩიჩი: მიპასუხეთ - დავუწესეთ რუსეთს სანქციები? არა. რა დავკარგეთ? აბსოლუტურად არაფერი
„სერბეთი რუსეთის მიმართ ევროკავშირის სანქციებს არ მიუერთდება. თვეების განმავლობაში მეუბნებოდნენ, როგორც ჩავახუტე სერბეთი პუტინს, როგორ გახდა სერბეთი რუსეთის კოლონია. მთელი ჩემი ცხოვრება დავუთმე და მთელი ჩემი ცხოვრება ვიბრძოდი, იმისთვის რომ სერბეთმა სუვერენული და დამოუკიდებელი პოლიტიკა გაატაროს, ასე რომ ისინი მიზეზს ეძებენ არა პოლიტიკური კრიტიკისა და თავდასხმისთვის, არამედ სერბეთის წინააღმდეგ სასტიკი და უაზრო კამპანიისთვის. მიპასუხეთ - დავუწესეთ რუსეთს სანქციები? არა. რა დავკარგეთ? აბსოლუტურად არაფერი“, - აცხადებს ვუჩიჩი.
10 აგვისტო 2026, 11:28
პოლიტიკა
კონკრეტულ მაგალითებს, რომლებზეც ირაკლი კირცხალია რუსოფობიასთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ პოსტში წერს, სატელევიზიო არქივი ინახავს
კონკრეტულ მაგალითებს, რომლებზეც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია რუსოფობიასთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ პოსტში წერს, სატელევიზიო არქივი ინახავს.
10 აგვისტო 2026, 11:20
მსოფლიო
დონალდ ტრამპი: აშშ-ის საზღვაო ბლოკადამ ირანის ეკონომიკური კრიზისი კიდევ უფრო გაამწვავა
„აშშ ირანთან მხოლოდ ნაწილობრივ აწარმოებს მოლაპარაკებებს. ვაკვირდებით ქვეყნის მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობას, მათ შორის მაღალ ინფლაციასა და ფინანსური რესურსების ნაკლებობას. ირანი ეკონომიკურად „ძალიან მძიმე მდგომარეობაშია“ და სამხედროებისთვის ხელფასების გადასახდელადაც კი არ აქვს საკმარისი თანხა. აშშ-ის საზღვაო ბლოკადამ ირანის ეკონომიკური კრიზისი კიდევ უფრო გაამწვავა“, - აცხადებს ტრამპი.
10 აგვისტო 2026, 11:17
მსოფლიო
სეუტაში მიგრაციის კრიზისის მოგვარების მოთხოვნით აქცია გაიმართა
ესპანეთის აფრიკულ ანკლავ სეუტაში ადგილობრივმა მცხოვრებმა მიგრაციის კრიზისის მოსაგვარებლად, გადაწყვეტილების მიღების მოთხოვნით აქცია გამართა.
10 აგვისტო 2026, 11:14
რეგიონი
იმერეთის რეგიონში ტყის აღდგენის ღონისძიებები დამატებით 94 ჰექტარზე განხორციელდება
ეროვნული სატყეო სააგენტო იმერეთის რეგიონში ტყის აღდგენის ღონისძიებებს აგრძელებს. მიმდინარე წელს, სოფელ აჯამეთის მიმდებარე ტერიტორიაზე ტყის აღდგენის პროექტი დამატებით 94 ჰექტარამდე ფართობზე განხორციელდება, რაც ბუნებრივი განახლების ხელშეწყობის ღონისძიებებსაც მოიცავს. პროექტის მიმდინარეობას ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი ბესიკ ამირანაშვილი ადგილზე გაეცნო.
10 აგვისტო 2026, 11:09
მსოფლიო
კანადაში ტყის ხანძრებს მსხვერპლი მოჰყვა
ძლიერი სიცხისა და ქარის გამო კანადის ბრიტანულ კოლუმბიაში ტყის ხანძრები სწრაფად ვრცელდება. გასული ღამის განმავლობაში ცეცხლის ფართობი ორჯერ გაიზარდა. სტიქიის რეგიონში ევაკუაციაა და საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.
10 აგვისტო 2026, 10:56
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია: პროფესიის მიუხედავად, ჩვენს ქვეყანაში გარე ინტერესებს არაერთი ადამიანი ემსახურება. ამის საუკეთესო მაგალითი კი კონკრეტული იმ ე.წ. კულტურის მოღვაწეების ვრცელი სიაა, რომლებიც 2008-2022 წლებში რუსეთში საქმიანობას არ ერიდებოდნენ, თუმცა, უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე, მათი რიტორიკა განსაკუთრებით ანტირუსული გახდა
არც „ნაცმოძრაობა“ და მათი მოკავშირეები, არც „ენჯეოები“ და არც სამოქალაქო აქტივიზმს თუ სამეცნიერო სფეროს ამოფარებული კონკრეტული ადამიანები არც 2008-2012 წლებში და არც დღეს არიან დამოუკიდებლები, ისინი არიან მანევრების გარეშე დარჩენილი აგენტები და ყურმოჭრილი მონები, რომლებიც გარე დავალებებს უსიტყვოდ ასრულებენ, - წერს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ირაკლი კირცხალია, სოციალურ ქსელში.
10 აგვისტო 2026, 10:47
ტექნოლოგიები
სიცილიასთან ასობით ამფორით დატვირთული რომაული გემი აღმოაჩინეს
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კარაბინერთა ქვედანაყოფის პრესრელიზის თანახმად, ხომალდი მაძარა-დელ-ვალოს სანაპიროდან დაახლოებით სამ საზღვაო მილში, 46 მეტრის სიღრმეზე მდებარეობს. მკვლევრებმა მიგნებული ობიექტი წინასწარ ჩვენი წელთაღრიცხვის II-I საუკუნეებს მიაკუთვნეს.
10 აგვისტო 2026, 10:46
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია: არის თუ არა დამთხვევა, რომ კულტურის სფეროს კონკრეტული წარმომადგენლები ზუსტად იმ მოდელის მიხედვით მოქმედებენ, როგორც უცხო ძალების უსიტყვოდ მორჩილი პოლიტიკოსები და „ენჯეოშნიკები“, ამაზე თუ გსურთ ვიმსჯელოთ. პირადად მე, ასეთი დამთხვევების არ მჯერა
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს, რომელშიც კულტურის სფეროს წარმომადგენელთა ნაწილს ორმაგ სტანდარტებსა და პოზიციების ალოგიკურ ცვლილებაზე მიუთითებს.
10 აგვისტო 2026, 10:44
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია: არც „ნაცმოძრაობა“ და მათი მოკავშირეები, არც „ენჯეოები“ და არც სამოქალაქო აქტივიზმს თუ სამეცნიერო სფეროს ამოფარებული კონკრეტული ადამიანები არც 2008-2012 წლებში და არც დღეს არიან დამოუკიდებლები, ისინი არიან მანევრების გარეშე დარჩენილი აგენტები და ყურმოჭრილი მონები, რომლებიც გარე დავალებებს უსიტყვოდ ასრულებენ
არც „ნაცმოძრაობა“ და მათი მოკავშირეები, არც „ენჯეოები“ და არც სამოქალაქო აქტივიზმს თუ სამეცნიერო სფეროს ამოფარებული კონკრეტული ადამიანები არც 2008-2012 წლებში და არც დღეს არიან დამოუკიდებლები, ისინი არიან მანევრების გარეშე დარჩენილი აგენტები და ყურმოჭრილი მონები, რომლებიც გარე დავალებებს უსიტყვოდ ასრულებენ, - წერს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ირაკლი კირცხალია, სოციალურ ქსელში.
10 აგვისტო 2026, 10:44
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია: „სუხიშვილები“, ნიკოლოზ რაჭველი, პაატა ბურჭულაძე 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ უარს არ ამბობდნენ რუსეთთან ურთიერთობაზე და იქ საქმიანობაზე, ხოლო უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, მათში პატრიოტულმა გრძნობებმა გაიღვიძა და „ხმალამოღებულები იბრძვიან“ ჩრდილოელი მეზობლის წინააღმდეგ, რაც, ფაქტობრივად, რუსოფობიამდე მივიდა
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს, რომელშიც კულტურის სფეროს წარმომადგენელთა ნაწილს ორმაგ სტანდარტებსა და პოზიციების ალოგიკურ ცვლილებაზე მიუთითებს.
10 აგვისტო 2026, 10:42
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია: „ნაციონალური მოძრაობის“, მასთან აფილირებული და სხვადასხვა დროს გარიგებული პოლიტიკური ძალების, ასევე მდიდარი ქართული ენჯეოებისთვის, რომლებიც საბოლოოდ „დიფ სთეითის“ ერთიან აგენტურად იქცნენ, რადიკალური ანტირუსული განწყობების გასაღვივებლად საკმარისი არ აღმოჩნდა 2008 წლის ომი
უკრაინაში რუსეთის მხრიდან მეორედ შეჭრის შემდეგ, სხვადასხვა პარტიებსა და ენჯეოებში მიმოფანტული აგენტები დაირაზმნენ და რუსულ ოკუპაციასთან, რუს ტურისტებთან, რუსულ ფულთან და პროდუქციასთან, ერთი სიტყვით, ყველაფერთან, რასაც რუსეთთან შეიძლება კავშირი ჰქონდეს, შეურიგებელ მებრძოლად მოგვევლინნენ, - წერს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ირაკლი კირცხალია, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ გამოქვეყნებულ წერილს ეხმიანება.
10 აგვისტო 2026, 10:33
სამართალი
პოლიციამ თბილისში 40 შეკვრად დაფასოებული სხვადასხვა სახის ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია ორი პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, სხვადასხვა დროს ორი პირი დააკავეს, მათ შორის ერთი უცხო ქვეყნის მოქალაქეა, - ინფორმაციას შსს ავრცელებს.
10 აგვისტო 2026, 10:32
სამართალი
სამართალდამცველებმა ქურდობის ბრალდებით უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ქურდობის ბრალდებით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის 2 მოქალაქე დააკავეს.
10 აგვისტო 2026, 10:30
მსოფლიო
საფრანგეთში ტყის ხანძრებთან დაკავშირებით 400-ზე მეტი ადამიანი დააკავეს
კერძოდ, ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციის, დაკავებულებს შორის166 არასრულწლოვანია. ერთ-ერთ დაკავებულს - 23 წლის კაცს გასულ თვეში სამხრეთ-აღმოსავლეთ ვარის დეპარტამენტში ხუთი დღის განმავლობაში განზრახ 10 ხანძრის გაჩენაში ედება ბრალი. დამნაშავედ ცნობის შემთხვევაში, მას 15 წლით თავისუფლების აღკვეთა და 150 ათასი ევროს ოდენობის ჯარიმა ემუქრება.
10 აგვისტო 2026, 10:15
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია: „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში, იმ ძალების წარმომადგენლებისა და კონკრეტული ადამიანებისგან, რომლებიც დღეს არამხოლოდ ანტირუსული განწყობით გამოირჩევიან, არამედ პირდაპირ რუსოფობიას ავრცელებენ, „ნაცმოძრაობის“ კრიტიკა არ მოგვისმენია
მაშინდელმა ხელისუფლებამ ომის დასრულებიდან მალევე, რუსეთთან კულტურულ-ჰუმანიტარული კავშირების აღდგენაზე დაიწყო საუბარი, ხელი შეუწყო საქართველოს ეკონომიკაში და სტრატეგიულ სექტორებში რუსული კაპიტალის შემოდინებას, მათი ბელადი საზღვარზე პირადად ხვდებოდა რუს ტურისტებს, რის შემდეგაც, რუსეთის მოქალაქეებს სავიზო რეჟიმი ცალმხრივადაც კი გაუუქმეს, ამ ყველაფრით კი სააკაშვილი საერთაშორისო ტრიბუნიდან თავს იწონებდა, - წერს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია.
10 აგვისტო 2026, 10:10
მსოფლიო
ჩინეთში ტაიფუნის გამო მილიონი ადამიანია ევაკუირებული
მეტეოროლოგიური სამსახურების ცნობით, ჯეძიანის პროვინციაში ქარის მაქსიმალური სიჩქარე საათში 150 კილომეტრს აღწევდა. ტაიფუნმა რეგიონში შეაჩერა სატრანსპორტო მიმოსვლა - მხოლოდ შანხაიში 1 400 ფრენა გაუქმდა. ჩინეთის ხელისუფლებამ მანამდე „დოლფინის“ გამო განგაშის უმაღლესი, წითელი დონე გამოაცხადა, თუმცა ორშაბათ დილისთვის ის უკვე ტროპიკულ შტორმამდე შემცირდა.
10 აგვისტო 2026, 09:55
საზოგადოება
სინოპტიკოსების პროგნოზით, დღეს როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში იწვიმებს. თბილისში, უახლოესი დღეების განმავლობაში მოსალოდნელია მცირე ნალექი
დღეს როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში წვიმს. დედაქალაქში წვიმიანი ამინდი სინოპტიკოსების პროგნოზით უახლოეს დღეებშიც შენარჩუნდება. ჰაერის ტემპერატურა კი 32-34 გრადუსი დაფიქსირდება.
10 აგვისტო 2026, 09:43
მსოფლიო
სერბეთში ზელენსკის ოფიციალური ვიზიტის შემდეგ, კოსოვოში უკრაინის დროშა ჩამოხსნეს
კოსოვოში უკრაინის დროშა ჩამოხსნეს, რომელიც რუსეთის ფედერაციის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ სოლიდარობის ნიშნად იყო გამოფენილი. პროტესტის მიზეზი კი სერბეთში ვიზიტის დროს ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ გაკეთებული განცხადება გახდა. პრეზიდენტმა თქვა, რომ უკრაინას კოსოვოს დამოუკიდებლობა არ უღიარებია და ეს პოლიტიკა არ შეცვლილა.
10 აგვისტო 2026, 09:35
მსოფლიო
18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ, დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს
18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.


