დიმიტრი ლორთქიფანიძე პოლიტიკიდან სამოქალაქო სექტორში მიდის
დიმიტრი ლორთქიფანიძე
ფოტო: Facebook
დიმიტრი ლორთქიფანიძემ პოლიტიკურ ტაიმაუტი აიღო, - ინფორმაციას “დემოკრატიული მოძრაობის“ პრესსამსახური ავრცელებს. ამის შესახებ სააგენტო "ინტეპრესნიუსი" წერს.
“ვფიქრობ, ამ ეტაპზე პოლიტიკაში ტაიმაუტის აღება ყველაზე სწორი გადაწყვეტილებაა. ეს გადაწყვეტილება ჩემი ინდივიდუალური პასუხისმგებლობით მივიღე. საქმიანობას სამოქალაქო სექტორში გავაგრძელებ. ჩემი აზრით, იქ უფრო ნაყოფიერი იქნება ჩემი მუშაობა. პოლიტიკიდან შორს ყოფნას დიდხანს არ ვაპირებ, თუმცა, ამ ეტაპზე მეტს ვერაფერს დავაკონკრეტებ", - განაცხადა დიმიტრი ლორთქიფანიძემ.
დიმიტრი ლორთქიფანიძე “დემოკრატიული მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრი იყო. მანამდე მან პოლიტიკური კარიერა 2008 წლის პარლამენტში დაიწყო, როდესაც გაერთიანებული ოპოზიციის სიით შევიდა. ის იყო ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე. ორჯერ ჰქონდა მცდელობა ყოფილიყო სახალხო დამცველი.
“მიუხედავად იმისა, რომ დიმიტრი ლორთქიფანიძეს საკმაოდ დიდი საზოგადოებრივი მხარდაჭერა ჰქონდა, მისდამი მაღალი ნდობის ფაქტორი არსებობდა, სახელისუფლო კანდიდატი არ ყოფილა და საპარლამენტო უმრავლესობამ ომბუდსმენად არ აირჩია. მიუხედავად ამისა, დიმიტრი ლორთქიფანიძე ცნობილია, როგორც უფლებადამცველი, განსაკუთრებით პოლიტიკური პატიმრების უფლებებს იცავდა. აღსანიშნავია, რომ 2014 წლის ადგილობრივ არჩევნებში დედაქალაქის მერობის კანდიდატი “დემოკრატიული მოძრაობიდან" იყო და 12,8% აიღო. 2017 წლის ადგილობრივ არჩევნებში კი საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი გახლდათ. რა პოზიციებისთვის იბრძოლებს, მომავალში დიმიტრი ლორთქიფანიძე, ჯერჯერობით გაურკვეველია“, - ნათქვამია “დემოკრატიული მოძრაობის“ პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ყველა სიახლე
09 აპრილი 2026, 10:36
სამართალი
ცენტრალური კრიმინალური პოლიციის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით უკრაინის მოქალაქე დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, უკრაინის მოქალაქე, 2006 წელს დაბადებული ბ.რ. ბათუმში დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
09 აპრილი 2026, 10:32
კულტურა
უნგრეთში ვარაუდობენ, რომ ვან გოგის უცნობი ნამუშევარი აღმოაჩინეს
გამოცემა Blikk-ის ინფორმაციით, ნამუშევარი ბუდაპეშტში იმ ექსპონატებს შორის აღმოაჩინეს, რომლებიც უცხოელმა კოლექციონერმა ექსპერტიზისთვის გადასცა. საუბარია ნახატის „საცეკვაო დარბაზი არლში“ ვერსია, რომლის ორიგინალიც ორსეს მუზეუმში ინახება.
09 აპრილი 2026, 10:32
სამართალი
სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების საქართველოში შემოტანის ფაქტი აღკვეთეს - დაკავებულია უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის აჭარის მთავარი სამმართველოსა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს.
09 აპრილი 2026, 10:31
პოლიტიკა
სიტყვიერი დაპირისპირება 9 აპრილის მემორიალთან - აქციებისას დაკავებულების მშობლები და მათი მხარდამჭერები 9 აპრილის მოვლენების მონაწილეებს დაუპირისპირდნენ
სიტყვიერი დაპირისპირება 9 აპრილის მემორიალთან. აქციებისას დაკავებულების მშობლები და მათი მხარდამჭერები 9 აპრილის მოვლენების მონაწილეებს დაუპირისპირდნენ. დაპირისპირების მიზეზი კი მედიასაშუალებებისთვის მიცემული ინტერვიუები გახდა.
09 აპრილი 2026, 10:30
მსოფლიო
ტრამპი: წარუმატებელმა New York Times-მა და ყალბი ამბების შემქმნელმა CNN-მა გამოაქვეყნეს ირანთან მოლაპარაკებების სრულად გაყალბებული ათპუნქტიანი გეგმა, რომლის მიზანი სამშვიდობო პროცესში მონაწილე ადამიანების დისკრედიტაცია იყო
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში გამოცემა The New York Times-ი და ტელეკომპანია CNN კიდევ ერთხელ გააკრიტიკა.
09 აპრილი 2026, 10:25
სამართალი
ქვემო ქართლის პოლიციამ განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 1 პირი ცხელ კვალზე დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 2001 წელს დაბადებული რ.ა. დააკავეს.
09 აპრილი 2026, 10:18
პოლიტიკა
ისრაელის საელჩო: 9 აპრილს პატივს მივაგებთ ქართველი ხალხის სიმტკიცეს თავისუფლებისა და ეროვნული ღირსების დაცვის გზაზე. თავისუფლება და სახელმწიფოებრიობა ის ფუნდამენტური ღირებულებებია, რომლებიც ჩვენს ორ ერსა და ისტორიებს აერთიანებს
საქართველოში ისრაელის საელჩო სოციალურ ქსელში 1989 წლის 9 აპრილის მოვლენებს ეხმაურება.
09 აპრილი 2026, 10:18
სამართალი
საპატრულო პოლიციამ თბილისსა და ბათუმში ნარკოტიკული საშუალებები ამოიღო - დაკავებულია 3 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით 1991 წელს დაბადებული ა.ს., 2005 წელს დაბადებული წარსულში ნასამართლევი გ.ო. და უცხო ქვეყნის მოქალაქე 1998 წელს დაბადებული ა.გ. სხვადასხვა დროს თბილისსა და ბათუმში დააკავეს.
09 აპრილი 2026, 10:15
პოლიტიკა
აშშ-ს საელჩო: ვიხსენებთ საბჭოთა არმიის მიერ 1989 წელს ჩადენილ სისასტიკეს. 37 წლის შემდეგ, პატივს მივაგებთ იმ 21 დაღუპულ ქართველს და ასობით დაშავებულს, ვინც საქართველოს თავისუფლებისთვის მშვიდობიან დემონსტრაციაში მონაწილეობდა
ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში სოციალურ ქსელში 9 აპრილის შესახებ წერს.
09 აპრილი 2026, 10:15
ტაბლოიდი
გერმანიაში თევზის ყველაზე გრძელი ბუტერბროდი მოამზადეს🥪
საფეხბურთო კლუბმა „ჰანზა როსტოკმა“ და ქეითერინგულმა კომპანიამ w.Holz, როსტოკის „ოსტზეეშტადიონზე“ ტრადიციული ჩრდილოგერმანული თევზის სენდვიჩი მოამზადეს. მასში თევზთან ერთად სალათის ფოთლები, კიტრი, ხახვი და სოუსი რემულადი იყო გამოყენებული.
09 აპრილი 2026, 10:14
ეკონომიკა
ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 2026 წლის 3 თვის ბიუჯეტი 107.4 %-ით შეასრულა
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 2026 წლის 3 თვის სახელმწიფო ბიუჯეტი 107.4%-ით ანუ 30.5 მილიონი ლარის გადაჭარბებით შეასრულა. სახელმწიფო ბიუჯეტის საკასო ხარჯმა შეადგინა 441.3 მილიონი ლარი, რაც გეგმაზე (410.8 მლნ ლარი) 30.5 მილიონი ლარით მეტია. ინფრასტრუქტურის მინისტრის რევაზ სოხაძის განცხადებით, სამინისტროს მიერ მიღწეული შედეგი აქტიური მუშაობის შედეგია. მისი თქმით, პირველი კვარტლის გეგმა გადაჭარბებით შესრულდა და ათვისებულმა თანხამ დაახლოებით 442 მილიონ ლარს მიაღწია. მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ უწყებას კიდევ უფრო ამბიციური გეგმები აქვს, განსაკუთრებით მეორე და მესამე კვარტალში, როდესაც ძირითადი ინფრასტრუქტურული პროექტების მნიშვნელოვანი ნაწილი დაიწყება.
09 აპრილი 2026, 09:54
მსოფლიო
FBI-მ აშშ-ის სპეცოპერაციების სარდლობის თანამშრომელი მედიისთვის საიდუმლო მასალების გადაცემის ბრალდებით დააკავა
აშშ-ის გამოძიების ფედერალურმა ბიურომ (FBI) სპეცოპერაციების სარდლობის თანამშრომელი მედიისთვის საიდუმლო მასალების გადაცემის ბრალდებით დააკავა. ინფორმაციას FBI-ს დირექტორი, კეშ პატელი ავრცელებს.
09 აპრილი 2026, 09:47
რეგიონი
ფარავნის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების (ქარბუქი და შეზღუდული ხილვადობა) გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ110 (ფარავნის უღელტეხილი) მონაკვეთზე, დროებით აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ამავე საავტომობილო გზის კმ110-კმ146 მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
09 აპრილი 2026, 09:44
პოლიტიკა
ზვიად შალამბერიძე გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე საქართველოს შესახებ მოძველებულ ინფორმაციაზე: ადრე თუ გვიან მათ მოუწევთ ამ ინფორმაციის შეცვლა
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ზვიად შალამბერიძე აფასებს იმ ფაქტს, რომ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე საქართველოს შესახებ მოძველებული ინფორმაციაა განთავსებული და უწყება მონაცემებს არ აახლებს.
09 აპრილი 2026, 09:37
პოლიტიკა
მაია ბითაძე: ვიმედოვნებთ, რომ საბოლოო ჯამში გერმანიის მთავრობა გაიაზრებს, რომ საქართველოს და მის ხელისუფლებას გერმანია პატივისცემით უნდა მოეპყროს
პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე საქართველოს შესახებ ინფორმაციის არგანახლებას აფასებს.
09 აპრილი 2026, 09:33
მსოფლიო
ტრამპი: აშშ-ის ყველა გემი, თვითმფრინავი და სამხედრო დამატებითი აღჭურვილობით, შეიარაღებით და ყველაფრით დარჩება თავის პოზიციაზე ირანში და მის გარშემო რეალური შეთანხმების სრულ აღსრულებამდე
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ამერიკული ჯარი თავისი შეიარაღებითა და აღჭურვილობით დარჩება ირანში და მის გარშემო მანამ, სანამ ისლამურ რესპუბლიკასთან მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის ყველა პირობა შესრულებული არ იქნება.
09 აპრილი 2026, 09:22
პოლიტიკა
დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები 1989 წლის ტრაგიკული მოვლენების დროს დაღუპულთა ხსოვნას 9 აპრილის მემორიალთან პატივს მიაგებენ
მემორიალი გვირგვინით შეამკო ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ალან პერსელმა. რუსთაველის გამზირზე იმყოფებოდნენ ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის საელჩოების წარმომადგენლებიც.
09 აპრილი 2026, 09:08
პოლიტიკა
მიხეილ ყაველაშვილი: 9 აპრილი გვახსენებს, რომ თავისუფლებისა და სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტის დაცვა დღესაც მტკიცე ერთობას, პასუხისმგებლობის მძაფრ შეგრძნებასა და ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის მუდმივ ბრძოლას მოითხოვს
9 აპრილი გვახსენებს, რომ თავისუფლებისა და სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტის დაცვა დღესაც მტკიცე ერთობას, პასუხისმგებლობის მძაფრ შეგრძნებასა და ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის მუდმივ ბრძოლას მოითხოვს, ამ გზის ღირსეულად გაგრძელება კი თითოეული ქართველის ვალია, - წერს საქართველოს პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.
09 აპრილი 2026, 09:01
მსოფლიო
დონალდ ტრამპი: როცა გვჭირდებოდა, ნატო გვერდში არ დაგვიდგა. კიდევ ერთხელ რომ დაგვჭირდეს, მაინც არ დაგვიდგება გვერდში
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში ნატო კიდევ ერთხელ გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ, როცა ვაშინგტონს დახმარება დასჭირდა, ალიანსი მას გვერდში არ დაუდგა.
09 აპრილი 2026, 08:59
სპორტი
საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის ემზადება
საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის ემზადება. ავთანდილ ასათიანის გუნდი დღეს აზერბაიჯანის ნაკრებს დაუპირისპირდება. საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები აზერბაიჯანის ნაკრების წინააღმდეგ სულ ორ ამხანაგურ თამაშს ჩაატარებს.


