სითი პარკის გენერალურმა დირექტორმა საგანგებო ბრიფინგი გამართა
ბინიამინ ლაჰავი
ფოტო: სოფო ბერიძე
სითი პარკი თბილისის მერიის მხრიდან უცხოელი ინვესტორის მიმართ არაკანონიერ დამოკიდებულებაზე საუბრობს. საგანგებო ბრიფინგი კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ბინიამინ ლაჰავმა გამართა.
"თბილისის მერმა კახა კალაძემ ტელევიზიით განაცხადა, რომ თბილისის მერიამ ცალმხრივად შეწყვიტა კონტრაქტი შ.პ.ს. სითი პარკთან. გასაგებია, რომ ეს გადაწყვეტილება შესაძლოა სასიხარულო ყოფილიყო იმ მოქალაქეებისთვის, ვინც ერთხელ მაინც დაჯარიმებულა. თუმცა ყველა ევროპულ ქვეყანაში საჯარო მოხელეები პირველ რიგში პატივს სცემენ კანონმდებლობას და საკითხებს უდგებიან სამართლებრივად, თუმცა ჩვენს შემთხვევაში ეს ასე არ ყოფილა.
უცხოელი ინვესტორის მიმართ გამოიყენეს არაკეთილსინდისიერი გზები, კომპანია არის პოლიტიკური გადაწყვეტილების მსხვერპლი და ამის ნათელია დადასტურებაა კონტრაქტის ყოვლად უსაფუძვლო შეწყვეტა, ვიმედოვნებ ქართული სასამართლო მიიღებს სამართლიან გადაწყვეტილებას, წინააღმდეგ შემთხვევაში დარწმუნებული ვარ, რომ არცერთი საერთაშორისო სასამართლო არ მოიწონებს უცხოელი ინვესტორისათვის კონტრაქტის შეწყვეტის ფაქტს ასეთი არასამართლიანი საფუძვლებით", - განაცხადა მან.
მისივე თქმით, მერმა აღნიშნა, რომ სითი პარკის მიერ გამოწერილი ჯარიმების 99% გაუქმდა, მაშინ როდესაც ეს ინფორმაცია მცდარი იყო. წინა წლის განმავლობაში, სითი პარკმა გამოწერა 807 000 ჯარიმა და მათგან მხოლოდ 0,01% (95 ჯარიმა) გააუქმა მერიამ.
ბინიამინ ლაჰავმა დასძინა, რომ კალაძის განცხადებამ გავლენა იქონია სამუშაო პროცესზე და ინსპექტორების უსაფრთხოებაზე.
"მოგიწოდებთ გააკეთოთ მკაფიო განცხადება, რათა უზრუნველყოთ ინსპექტორების უსაფრთხოება რომლებიც ასრულებენ მათზე დაკისრებულ მოვალეობას კანონის სრული დაცვით და საპასუხოდ იღებენ დაუმსახურებელ აგრესიას. კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით ავღნიშნო რომ სითი პარკმა უკვე დაიწყო სამართლებრივი პროცედურები და დარწმუნებულები ვართ რომ სამართლიანი სასამართლოს ფარგლებში ცვენს სიმართლეს დავამტკიცებთ როგორც ადგილობრივ ისე საერთაშორისო დონეზე", - განაცხადა სითი პარკის გენერალურმა დირექტორმა.
თბილისის მერიისა და კომპანია „სითი პარკის“ წარმომადგენლებს შორის დღეს შეხვედრა გაიმართება. ცნობილია, რომ მოლაპარაკება 14:00 საათზე დაიწყება.
თბილისის მერია 2018 წლის 10 აპრილიდან სითი პარკთან კონტრაქტს წყვეტს. ამის შესახებ კალაძემ ბრიფინგზე განაცხადა. სითი პარკთან ხელშეკრულების გაწყვეტის გამო მერია პირგასამტეხლოს არ გადაიხდის.
კომპანია "სითი პარკმა" განაცხადა, რომ თბილისის მერიის გადაწყვეტილება პოლიტიკურად მოტივირებულია. კომპანიაში აცხადებენ, რომ ისინი თავიანთ უფლებებს სამართლებრივი გზით დაიცავენ.
ისრაელი-საქართველოს ბიზნეს პალატის ხელმძღვანელმა იციკ მოშემ განაცხადა, რომ სითი პარკის საქმეს საქართველოსა და ისრაელში არასასიამოვნო ეფექტი ექნება.
ამ განცხადებას კალაძე გამოეხმაურა და თქვა, რომ საქართველოსა და ისრაელს შორის არსებულ ურთიერთობებს ვერავინ და ვერაფერი შეაფერხებს.
კომპანია "სითი პარკსა" და თბილისის მერიას შორის ხელშეკრულება 2007 წელს გაფორმდა და ის ძალაში 2024 წლის 31 დეკემბრამდე უნდა ყოფილიყო.
ყველა სიახლე
29 აპრილი 2026, 15:49
ეკონომიკა
გენადი არველაძე: ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას დაემატა ინვესტიციების თავი, რაც ორმხრივი ინვესტიციების წახალისებას, პროცედურების გამარტივებასა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაზრდას ითვალისწინებს
თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაში შეტანილი ცვლილება წარმოადგენს პასუხს იმ თანამედროვე სავაჭრო ტენდენციებზე, რომლებიც მსოფლიოში 2018 წლის შემდეგ, ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ძალაში შესვლის შემდგომ გლობალურად ვითარდებოდა, - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძე გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას. მინისტრის მოადგილის განმარტებით, ჩინეთ-საქართველოს შეთანხმებაში შეტანილი ცვლილებები ოთხ ძირითად მიმართულებას მოიცავს, მათ შორის პირველად დაემატა ინვესტიციების თავი, რაც ორმხრივი ინვესტიციების წახალისებას, პროცედურების გამარტივებასა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაზრდას ითვალისწინებს
29 აპრილი 2026, 15:46
ჯანდაცვა
მიხეილ სარჯველაძე: ბოლო წლებში მნიშვნელოვნად შემცირდა ბავშვთა სიკვდილიანობა, რაც სწორედ რეპროდუქციული ჯანმრთელობის სერვისების ხარისხის და ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების შედეგია
„პირველადი ჯანდაცვის სისტემის რეფორმის ფარგლებში, რომელიც 2025 წელს დაიწყო, დიდი აქცენტი კეთდება ბავშვთა ადრეული განვითარების ზედამხედველობაზე, პჯდ ექიმების პირდაპირი მოვალეობა ხდება 18 წლამდე ასაკის მოზარდების ინფორმირებულობა ქცევით რისკ-ფაქტორებზე, რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე და ა.შ.“
29 აპრილი 2026, 15:44
ეკონომიკა
გენადი არველაძე: შეიქმნება სპეციალური საინვესტიციო მექანიზმი ჩინეთთან, რაც მოგვცემს შესაძლებლობას, ორმხრივად განვიხილოთ მსხვილი საინვესტიციო ინფრასტრუქტურული პროექტები, ჩინეთი დაგვეხმარება მათ შორის მსხვილ და საშუალო კორპორაციებთან კონტაქტის დამყარების და კონკრეტულ პროექტებში ინვესტიციების მოზიდვის კუთხით
ჩინეთი მაღალ დონეზე იქნება ჩართული ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით, როდესაც სამთავრობო დონეზე, სპეციალური საინვესტიციო მექანიზმის ფორმატის ფარგლებში, საინვესტიციო ინფრასტრუქტურულ პროექტებს განვიხილავთ და მოვიწონებთ,” - ასე შეაფასა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ გადაცემა Business Insider Georgia -ში სპეციალური საინვესტიციო მექანიზმის თაობაზე ჩინეთის მხარესთან მიღწეული შეთანხმება.
29 აპრილი 2026, 15:44
ჯანდაცვა
მიხეილ სარჯველაძე: 2023-2025 წლებში მოსახლეობამ ჯამში 853 მლნ ლარით ნაკლები გადაიხადა მედიკამენტებზე, საშუალოდ 40%-ით ნაკლები
კვლევების მიხედვით დასტურდება, რომ რეფერენტული ფასების რეფორმის შედეგად 2023-2025 წლებში მოსახლეობამ ჯამში 853 მლნ ლარით ნაკლები გადაიხადა მედიკამენტებზე, საშუალოდ 40%-ით ნაკლები“- აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე, ინტერპელაციის წესით გამოსვლისას განაცხადა.
29 აპრილი 2026, 15:43
რეგიონი
ბათუმის მერმა გიორგი ცინცაძემ გაცნობითი შეხვედრა გამართა თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში მუსტაფა თურქერ არისთან
ბათუმის მერმა გიორგი ცინცაძემ გაცნობითი შეხვედრა გამართა თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში მუსტაფა თურქერ არისთან, - ინფორმაციას ბათუმის წყალი ავრცელებს.
29 აპრილი 2026, 15:41
ეკონომიკა
WIPO-სა და საქპატენტის ერთობლივ საერთაშორისო კონფერენციაზე კემბრიჯის უნივერსიტეტის პროფესორი ჯეიმს მოულტრი პრეზენტაციით წარსდგა
მან თავის პრეზენტაციაში ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ წარმატებული დიზაინი ქმნის დამატებით ეკონომიკურ ღირებულებას, რაც აისახება როგორც პროდუქტის ფასის ზრდაზე ისე კომპანიების მოგებაზე. ამ კონტექსტში, დიზაინი განიხილება არა მხოლოდ ვიზუალურ ელემენტად, არამედ როგორც სტრატეგიული ინსტრუმენტი, რომელიც აერთიანებს ტექნოლოგიურ, მარკეტინგულ და მომხმარებელზე ორიენტირებულ კომპონენტებს.
29 აპრილი 2026, 15:34
ჯანდაცვა
მიხეილ სარჯველაძე: ევროპის წამლის სააგენტომ უარი თქვა ელევიდისის პირობით რეგისტრაციაზეც კი. EMA წერს - „კვლევამ ვერ აჩვენა, რომ ელევიდისს 12 თვის შემდეგ რაიმე გავლენა ჰქონდა პაციენტების მოძრაობის უნარზე“
მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა გენურ თერაპიასა და პრეპარატ ელევიდისზე და აღნიშნა, რომ თავდაპირველად ის მართლაც იმედისმომცემად გამოიყურებოდა, თუმცა მოგვიანებით ევროპის წამლის სააგენტომ მას ავტორიზაცია არ მიანიჭა, ხოლო აშშ-ის შესაბამისმა მარეგულირებელმა უწყებამ მკაცრი გაფრთხილებები გასცა.
29 აპრილი 2026, 15:27
ჯანდაცვა
მიხეილ სარჯველაძე: ონკოლოგიის დაფინანსება მზარდი დინამიკით ხასიათდებოდა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში და 2025 წელს ჯამში შეადგინა 400 მილიონზე მეტი
კარგია, რომ შეუნიშნავთ კითხვის ავტორებს და აღიარებენ, რომ ონკოლოგიის დაფინანსება მზარდი დინამიკით ხასიათდებოდა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში. მაინც ვიტყვი მნიშვნელოვან რიცხვებს, რომელიც კორელაციაშია, მათ შორის, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის საკითხთან დაკავშირებით, რომ არავის არ შეექმნას შთაბეჭდილება, რომ თანხა და ფული აქ პირველხარისხოვანი მნიშვნელობის საკითხია.
29 აპრილი 2026, 15:14
მსოფლიო
უკრაინული მედია: ზელენსკის მეგობარი და სკანდალური კორუფციული საქმის მონაწილე ტიმურ მინდიჩი უკრაინელ მაღალჩინოსნებთან თავდაცვის სფეროში მრავალმილიონიან კონტრაქტებს განიხილავდა
უკრაინული გამოცემა „უკრაინსკაია პრავდას“ ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ახლო გარემოცვის წევრი და სკანდალური კორუფციული საქმის მონაწილე ტიმურ მინდიჩი უკრაინელ მაღალჩინოსნებთან თავდაცვის სფეროში მრავალმილიონიან კონტრაქტებს განიხილავდა.
29 აპრილი 2026, 15:10
პოლიტიკა
ზაალ მიქელაძე: არ არსებობს გადაუჭრელი პრობლემები - სახელმწიფოს ვალდებულებაა მოუსმინოს როგორც ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს, ასევე კონსტრუქციულ ოპონენტებს, ექიმებსა და პაციენტებს
„2012 წლიდან დაწყებული რეფორმების მთავარი მიზანი იყო - არცერთი ადამიანი არ დარჩეს მარტო დაავადებასთან ბრძოლაში. სწორედ ერთიანობით და თანამშრომლობით არის შესაძლებელი არსებული პრობლემების გადაჭრა და სისტემის კიდევ უფრო განვითარება“, - განაცხადა ზაალ მიქელაძემ.
29 აპრილი 2026, 14:56
მსოფლიო
Reuters: ირანში ხელისუფლება გუშაგთა კორპუსმა ჩაიგდო ხელში
ირანში ხელისუფლება ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა ჩაიგდო ხელში. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
29 აპრილი 2026, 14:49
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე: არ მომერიდება იმის თქმა, რომ მომავალში ეს სამსახური, გეკა გელაძის ხელმძღვანელობით, კიდევ უფრო გაძლიერდება
მე არ მომერიდება იმის თქმის, რომ მიმაჩნია, რომ მომავალში ეს სამსახური, გეკა გელაძის ხელმძღვანელობით კიდევ უფრო გაძლიერდება,- განაცხადა სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატმა მამუკა მდინარაძემ სუს-ში გეკა გელაძეზე საუბრისას.
29 აპრილი 2026, 14:41
პოლიტიკა
ნინო წილოსანი: უგულავა არის ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ უდგება ოპოზიცია ჩვენს ეკლესიას, ამ რადიკალებს როგორ ეზიზღებოდათ პატრიარქი და როგორ გააკეთებენ ყველაფერს, რომ ახლად არჩეული პატრიარქი შეურაცხყონ
უგულავა არის ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ უდგება ოპოზიცია ჩვენს ეკლესიას, ამ რადიკალებს როგორ ეზიზღებოდათ პატრიარქი და როგორ გააკეთებენ ყველაფერს, რომ ახლად არჩეული პატრიარქი შეურაცხყონ და მას ავნონ, - განაცხადა პარლამენტის ვიცე სპიკერმა ნინო წილოსანმა გიგი უგულავაზე საუბრისას.
29 აპრილი 2026, 14:37
პოლიტიკა
რა კომენტარები კეთდება ქუთაისში გამართულ დახურულ შეხვედრაზე, სადაც ოპოზიცია არასასურველ ადამიანებს დარბაზს ატოვებინებს
ხელისუფლების შეფასებით, ოპოზიციას არ აქვს ხალხთან ურთიერთობის რესურსი. კომენტარები კეთდება ქუთაისში გამართულ დახურულ შეხვედრაზე, სადაც ოპოზიცია რამდენიმე ათეულ ადამიანს შეხვდა.
29 აპრილი 2026, 14:36
პოლიტიკა
ნათია იოსელიანმა დუშეთში ახალგაზრდებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა
ნათია იოსელიანმა განსაკუთრებული ყურადღება დეზინფორმაციის საკითხს დაუთმო და ის საარჩევნო პროცესის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად დაასახელა, ამასთან მან ახალგაზრდებს ამ მიმართულებით საარჩევნო ადმინისტრაციის სტრატეგიაც გააცნო.
29 აპრილი 2026, 14:33
პოლიტიკა
გეკა გელაძე: მადლობა ბატონო მამუკა, რადიკალურად განსხვავებული და ბევრად უფრო გაძლიერებული ინსტიტუცია დაგვხვდა - ამ რეფორმის აღსრულების პროცესის დიდი მხარდამჭერი ვიქნები და ეს ინსტიტუცია კიდევ უფრო გაძლიერდება
„მადლობა პრემიერო, რომ ამ თანამდებობაზე წარმადგინეთ, მადლობა საქართველოს პარლამენტს გუშინდელი მხარდაჭერისთვის, მადლობა ბატონო მამუკა, რადიკალურად განსხვავებული და ბევრად უფრო გაძლიერებული ინსტიტუცია დაგვხვდა და ამისთვის მადლობა თქვენ, თქვენს გუნდსა და თითოეულ თქვენგანს იმ სწორი, სისტემური მიდგომებისა და ნაბიჯებისთვის, რომელიც ამ ინსტიტუციის გაძლიერებისთვის გადაიდგა“.
29 აპრილი 2026, 14:19
მსოფლიო
POLITICO: პორტუგალიის პრემიერმა „დიდი ოცეულის“ სამიტზე პუტინის მიწვევის იდეას მხარი დაუჭირა
პორტუგალიის პრემიერ-მინისტრმა, ლუიშ მონტენეგრომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის აშშ-ში გასამართ „დიდი ოცეულის“ სამიტზე მიწვევის იდეას მხარი დაუჭირა. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.
29 აპრილი 2026, 14:17
პოლიტიკა
თენგიზ შარმანაშვილი: მამუკა მდინარაძის პოლიტიკაში მობრუნება ძალიან არ ესიამოვნა ოპოზიციას, რადგან მათ კარგად იციან რა წონის ფიგურაა, რისი გაკეთება და ორგანიზება შეუძლია და იციან, რომ საქართველოს საკეთილდღეოდ უკან არაფერზე დაიხევს
მამუკა მდინარაძის პოლიტიკაში მობრუნება ძალიან არ ესიამოვნა ოპოზიციას, რადგან მათ ძალიან კარგად იციან რა წონის ფიგურაა, რისი გაკეთება და ორგანიზება შეუძლია, როგორი ანალიზი შეუძლია და საქართველოს საკეთილდღეოდ უკან რომ არაფერზე დაიხევს ესეც იციან, - განუცხადა „ქრონიკას“ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე თენგიზ შარმანაშვილმა.
29 აპრილი 2026, 13:37
ჯანდაცვა
სარჯველაძე: პაციენტებს ვერ უშველის თანხის დახარჯვა; ბავშვს უშველის მხოლოდ სწორი და რეალური წამალი. ერთადერთი განსახილველი საკითხია ის, რამდენად არის ეს პრეპარატი ის, რომელსაც შეუძლია სიკეთის მოტანა ფატალური რისკების გარეშე
მათ გასაგონად ვამბობ, ვინც პაციენტებს ვგულშემატკივრობთ და არა მათთვის, ვინც ამ თემით პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნას ცდილობს - პაციენტებს ვერ უშველის უბრალოდ თანხის დახარჯვა; ბავშვს უშველის მხოლოდ წამალი, სწორი და რეალური წამალი. ერთადერთი განსახილველი საკითხი არის ის, თუ რამდენად არის ეს პრეპარატი ის, რომელსაც შეუძლია სიკეთის მოტანა ფატალური რისკების გარეშე, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ პარლამენტში.
29 აპრილი 2026, 13:36
მსოფლიო
მედია: სომხეთში აზერბაიჯანის ვიცე-პრემიერი ჩავიდა
აზერბაიჯანის ვიცე-პრემიერი, შაჰინ მუსტაფაევი დელეგაციასთან ერთად სომხეთში სამუშაო ვიზიტით ჩავიდა. ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.


