ადვოკატი შსს-სგან ზვიად დევდარიანის სასწრაფოდ გამოკითხვას ითხოვს
დიმიტრი გაბუნია
ზვიად დევდარიანის ადვოკატი დიმიტრი გაბუნია ფიქრობს, რომ კონკრეტულმა ჯგუფებმა ზვიად დევდარიანის წინააღმდეგ კამპანია ააგორეს, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად მის შესაძლო არჩევას უკავშირდებოდა. ამის შესახებ მან პრესკოფერენციაზე თქვა. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.
ადვოკატმა კონკრეტიკისგან თავი შეიკავა და აღნიშნა, რომ საქმის აღძვრის მოთხოვნით, ხვალ მიმართავს პროკურატურას.
“ეს ადამიანი მოძალადედ გამოაცხადეს. მეტსაც გეტყვით, როდესაც მისი უფროსი შვილი გავიდა ეზოში, უთხრეს, იცით, რა არის მამაშენი? ასეთია თურმე, პატარა ბავშვებზეა საუბარი, ვინ აგებს პასუხს ასეთი ტიპის განცხადებაზე? როდესაც ხელში გიჭირავს მტკიცებულება გამოძიებიდან გამომდინარე, რომ ზვიად დევდარიანი არის მოძალადე, გაქვს უფლება გააკეთო განცხადება. ხვალ-ზეგ, მე ან თქვენ დაზღვეული ვართ მსგავსი ტიპის შანტაჟისგან? ან ჩვენი შვილები არიან დაზღვეული? ბავშვებმა რა დააშავეს? აქ უცებ წარმოიშობა შეკითხვა, რომ მაშინ ეფიქრა ზვიად დევდარიანს რომ როცა რა? რას აკეთებდა ისეთს, რომელსაც ნებისმიერი ჩვენგანი არ აკეთებს? ზოგადად ვამბობ, მიმოწერაზეა საუბარი. თუ ავკრძალოთ ქვეყანაში პირადი მიმოწერა და კომუნიკაცია. სად გადის ზღვარი დანაშაულსა და კერძო პრივატულ ურთიერთობებს შორის, ეს არის დასადგენი და არა ის, რომ ზვიად დევდარიანი გამართლდება თუ გამტყუნდება. ამას ფართო ხასიათი აქვს და ეს არ დამთავრდება ამით. მე ვარ ზვიად დევდარიანის ადვოკატი და ვაპირებ, მისი კანონით გათვალისწინებული უფლებები იყოს დაცული. ერთხელ და სამუდამოდ დამკვიდრდეს დევდარიანის სახით ის პრეცედენტი, რომ ჩვენ ვიცოდეთ, რა შეიძლება, რა არ შეიძლება და როგორ უნდა გავაკეთოთ. ამ ადამიანის რეაბილიტაცია უნდა მოხდეს”, – განაცხდა გაბუნიამ.
დიმიტრი გაბუნიას შეფასებით, მომხდარი არ არის მხოლოდ ზვიად დევდარიანის ან მისი ოჯახის უფლებების დაცვა, არამედ ამით წითელი ხაზი უნდა გაივლოს შანტაჟს, მუქარასა და შესაძლო დანაშაულებრივ ქმედებას შორის.
ადვოკატი მიმართავს შინაგან საქმეთა სამინისტროს, დაუყოვნებლივ დაიბარონ მისი დაცვის ქვეშ მყოფი საგამოძიებო უწყებაში.
„ჩვენ მივმართავთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომელმაც ფაქტზე ადევნების მუხლით აღძრა საქმე, დაუყონებლივ მოგვიწვიოს საგამოძიებო უწყებაში თუნდაც დღეს, თუნდაც ხვალ, ჩვენ მზად ვართ გასაუბრებისთვის, ნებისმიერი სამართლებრივი პროცედურისთვის, რათა დავასაბუთოთ ჩვენი პოზიცია. საკმაო ხანია გასული, რაც ფაქტზე საქმეა აღძრული და მოთმინებით ველოდებოდით, რომ გამოჩნდებოდნენ კონკრეტული სუბიექტები, რომლებიც მიმართავდნენ განცხადებით მათი ე.წ. შელახული უფლებების დაცვის მოთხოვნით“, – განაცხადა გაბუნიამ.
ორგანიზაცია CIDA-ს ყოფილი დირექტორი, სექსუალურ ძალადობაში დადანაშაულებული ზვიად დევდარიანი სამართლებრივ ბრძოლას იწყებს. მან ადვოკატთან ერთად პრესკონფერენცია გამართა.
ზვიად დევდარიანის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებთან დაკავშირებით, შსს-მ 2018 წლის 23 მარტს გამოძიება სსკ-ის 151-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ადევნებას გულისხმობს.
17 მარტს ინტერნეტში გამოქვეყნდა 4 ქალის ნაამბობი, რომლებმაც ზვიად დევდარიანი სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულეს. მანამდე კი დევდარიანი სექსუალურ ძალადობაში ქალთა მოძრაობამ დაადანაშაულა და სახალხო დამცველს პარლამენტიდან მისი კანდიდატურის გამოწვევა სთხოვა. დევდარიანი საზოგადოებრივი მაუწყებლის მეურვეთა კონკურსს თავად გამოეთიშა.
ამ სკანდალის გამო, 22 მარტს ზვიად დევდარიანმა ორგანიზაცია CIDA-ს ხელმძღვანელის თანამდებობა დატოვა.
ყველა სიახლე
26 მაისი 2026, 21:08
რეგიონი
აბაშა-გაღმა კოდორი-გულეისკირი-ჯაპანას გზის კმ10-კმ13 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის აბაშა-გაღმა კოდორი-გულეისკირი-ჯაპანას საავტომობილო გზის კმ10-კმ13 მონაკვეთზე მდინარე რიონის ადიდების შედეგად, დაიტბორა საავტომობილო გზა, რის გამოც, აღნიშნულ მონაკვეთზე დროებით იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
26 მაისი 2026, 21:07
საზოგადოება
თამარ იოსელიანმა ფოთში საზღვაო თემატიკის მიხედვით მოწყობილი შემეცნებით-გასართობი სივრცეები დაათვალიერა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად, 26 მაისს ქალაქ ფოთში საზღვაო თემატიკის მიხედვით შექმნილი შემეცნებით - გასართობი სივრცეები დაათვალიერა, - ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
26 მაისი 2026, 21:01
მსოფლიო
POLITICO: ვაშინგტონმა მოკავშირეებს აცნობა, რომ ნატოსთვის განკუთვნილი სტრატეგიული ბომბდამშენების, გამანადგურებლების, დრონების, წყალქვეშა ნავებისა და სამხედრო ხომალდების რაოდენობას ეტაპობრივად შეამცირებს
ვაშინგტონმა მოკავშირეებს აცნობა, რომ ნატოსთვის განკუთვნილი სტრატეგიული ბომბდამშენების, გამანადგურებლების, დრონების, წყალქვეშა ნავებისა და სამხედრო ხომალდების რაოდენობას ეტაპობრივად შეამცირებს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა POLITICO ავრცელებს.
26 მაისი 2026, 21:01
საზოგადოება
გარდაბნის მუნიციპალიტეტში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე და ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილე საზეიმოდ აღინიშნა
გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, ცენტრალურ პარკში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. წლევანდელი 26 მაისი განსაკუთრებული ისტორიული მნიშვნელობისაა, რადგან დამოუკიდებლობის დღესთან ერთად, საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის საიუბილეო თარიღიც აღინიშნა, - ინფორმაციას გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
26 მაისი 2026, 20:59
პოლიტიკა
მმართველი გუნდი ოპოზიციას 2011 წლის 26 მაისს განვითარებულ მოვლენებს ახსენებს - „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
მაშინ ხელისუფლებაში,ის პოლიტიკოსებიც იყვნენ, ვინც ახლა ოპოზიციაშია. „ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ საზოგადოებას უნდა ახსოვდეს აქციის სისხლიანი დარბევა და ის მოვლენები, რაც სააკაშვილის რეჟიმმა საკუთარ ხალხს მოუწყო.
26 მაისი 2026, 20:56
საზოგადოება
დავით სონღულაშვილი ფოთში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს დაესწრო
საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, ქალაქ ფოთში, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ მოწყობილი სივრცეები დაათვალიერა, - ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
26 მაისი 2026, 20:52
საზოგადოება
ეკა სეფაშვილი 26 მაისის აღნიშვნისას რელიგიური თემატიკის გამოყენებაზე: ჩვენ ძალიან დიდ პატივს ვცემთ ეკლესიას, ეს არის ჩვენი მორალური ღირებულებების შენარჩუნების და გადარჩენის ძალიან მნიშვნელოვანი ინსტიტუცია და ამის ხაზგასმა გადაჭარბებული ნამდვილად არ არის
მე არ მიმაჩნია გადამეტებულად ამის ხაზგასმა და თუ ზოგიერთები ამას ნეგატიურად აფასებენ, ისევ და ისევ, ეს არის გარე ძალებიდან მომდინარე დაკვეთა, რომ დააკნინონ ეკლესიის როლი, - განაცხადა „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა ეკა სეფაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას, როცა კომენტარები გააკეთა ოპოზიციის ბრალდებებზე იმასთან დაკავშირებით, რომ დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა წელს, ზედმეტად რელიგიური იყო.
26 მაისი 2026, 20:50
ეკონომიკა
ITB China 2026-ის ტურისტული გამოფენა საქართველოს სტენდით გაიხსნა. „ქრონიკის“ რეპორტაჟი
აზიაში ერთ-ერთ უდიდეს ტურისტულ გამოფენაზე საქართველო წელს პარტნიორი ქვეყნის სტატუსით მონაწილეობს. ექსპოზიციაზე 30-მდე ქართული კომპანიაა წარმოდგენილი. კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, პავილიონში სპეციალურ პროგრამას ანსამბლი „რუსთავი“ წარადგენს.
26 მაისი 2026, 20:49
ეკონომიკა
ბაქოდან თბილისში პირველი მატარებელი ჩამოვიდა
6 წლიანი პაუზის შემდეგ, დღეს დილით 08:41-ზე ბაქოდან თბილისში პირველი მატარებელი ჩამოვიდა, - ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.
26 მაისი 2026, 20:48
პოლიტიკა
ოპოზიციური ალიანსი მხარდამჭერებთან ერთად აქციას მართავს
ამ წუთებში ოპოზიციური ალიანსი მხარდამჭერებთან ერთად აქციას მართავს. აქცია მიხეილ სააკაშვილის ბანერების ფონზე მიმდინარეობს და აქციის მონაწილეები მის გათავისუფლებას ითხოვენ. ოპოზიციას მსვლელობა 19:00 საათზე უნდა ეწყო, თუმცა, მსვლელობა დაახლოებით ერთი საათის დაგვიანებით დაიწყო. აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობისკენ მიემართებიან
26 მაისი 2026, 20:44
ჯანდაცვა
ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე მცხეთაში 26 მაისისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებს დაესწრო
მცხეთაში 26 მაისის საზეიმო თარიღი განსაკუთრებული მასშტაბით აღინიშნა, რაც ქვეყნის გაქრისტიანებიდან 1700 წლის საიუბილეო თარიღსაც უკავშირდება, - ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
26 მაისი 2026, 20:39
პოლიტიკა
მსოფლიო საქართველოს ულოცავს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
„ეს წელი ახალ შესაძლებლობებს იძლევა ამერიკელ და ქართველ ხალხს შორის მეგობრული კავშირების განსაახლებლად”- წერს მიხეილ ყაველაშვილს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი.
26 მაისი 2026, 20:33
საზოგადოება
როგორ აღნიშნავენ 26 მაისს რეგიონებში? მასშტაბური ღონისძიებები ყველა დიდ ქალაქში ჩატარდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
როგორ აღნიშნავენ 26 მაისს რეგიონებში? მასშტაბური ღონისძიებები ყველა დიდ ქალაქში ჩატარდა. თითოეულ მათგანში სხვადასხვა სამინისტრო იყო წარმოდგენილი და შესაბამისად, მთავარი მასპინძელიც. რეგიონებში იმყოფებოდა პრემიერ-მინისტრი. დამოუკიდებლობის დღის ზეიმს გალა-კონცერტები დაასრულებს.
26 მაისი 2026, 20:27
საზოგადოება
„რწმენა გვაძლიერებს-სიყვარული გვაერთიანებს“. წელს პირველად, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ახლად გამორჩეულმა პატრიარქმა მიულოცა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
„რწმენა გვაძლიერებს-სიყვარული გვაერთიანებს“. წელს პირველად, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ახლად გამორჩეულმა პატრიარქმა მიულოცა.
26 მაისი 2026, 20:21
პოლიტიკა
საგარეო უწყება საკანონმდებლო ცვლილების პროექტზე: ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილების მიზანია არსებული სამართლებრივი ხარვეზის აღმოფხვრა და საერთაშორისო პრაქტიკასთან შესაბამისობაში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დიპლომატიური თანამდებობის პირად განსაზღვრა
ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილების მიზანია არსებული სამართლებრივი ხარვეზის აღმოფხვრა და საერთაშორისო პრაქტიკასთან შესაბამისობაში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დიპლომატიურ თანამდებობის პირად განსაზღვრა, - განუცხადეს „ქრონიკას“ საგარეო საქმეთა სამინისტროში „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილების პროექტის შესახებ.
26 მაისი 2026, 20:14
საზოგადოება
საქართველო დამოუკიდებლობის დღეს ზეიმობს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
საქართველო დამოუკიდებლობის დღეს ზეიმობს. წვევამდელების ფიცი უძველეს ეკლესია-მონასტრებთან და სამხედრო ტექნიკის გამოფენა თბილისსა და 20 ქალაქში.
26 მაისი 2026, 20:12
პოლიტიკა
ბაჩო ოდიშარია: ამ საუკუნეში, თუ ქვეყნის გადარჩენა და დამოუკიდებლობის მოპოვება ვინმესთან ასოცირდება, ეს ბიძინა ივანიშვილია, რომელმაც, ქართველ ხალხთან ერთად დაამარცხა ცხრაწლიანი, დიქტატურაში გარდამავალი ავტორიტარიზმი და 1991 წლის შემდეგ, საბჭოთა იმპერიისგან გათავისუფლებული საქართველო, გარე ძალების მიერ მართული სისხლისმსმელი აგენტურის კლანჭებიდან იხსნა
ამ საუკუნეში, თუ ქვეყნის გადარჩენა და დამოუკიდებლობის მოპოვება ვინმესთან ასოცირდება, ეს ბიძინა ივანიშვილია, რომელმაც, ფატალური რისკების მიუხედავად, ქართველ ხალხთან ერთად დაამარცხა ცხრაწლიანი, დიქტატურაში გარდამავალი ავტორიტარიზმი და 1991 წლის შემდეგ, საბჭოთა იმპერიისგან გათავისუფლებული საქართველო, გარე ძალების მიერ მართული სისხლისმსმელი აგენტურის კლანჭებიდან იხსნა, - წერს კინომცოდნე, ბაჩო ოდიშარია ოპოზიციის მიერ ატეხილ მორიგ ისეტერიაზე “ტვ იმედის“ მიერ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 35 წლისთავთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ ფოტოზე, რომელზეც მერაბ კოსტავა, ზვიად გამსახურდია და ბიძინა ივანიშვილი არიან გამოსახულები.
26 მაისი 2026, 20:05
მსოფლიო
CNBC: დონალდ ტრამპი და მისი კაბინეტის წევრები კემპ-დევიდში შეიკრიბებიან
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი და მისი კაბინეტის წევრები ოთხშაბათს კემპ-დევიდში შეიკრიბებიან. ამის შესახებ თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა სამშაბათს CNBC-ს განუცხადა.
26 მაისი 2026, 19:55
რეგიონი
ხულოში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებები მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა
ხულოში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებები მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.
26 მაისი 2026, 19:50
საზოგადოება
ახალქალაქსა და მარნეულში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე საზეიმოდ აღინიშნა
ახალქალაქსა და მარნეულში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე საზეიმოდ აღინიშნა, - ინფორმაციას სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.


