imedi /  17 მარტი 2018, 16:53 / სანდო წყარო

სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულებულმა ზვიად დევდარიანმა განცხადება გაავრცელა

ზვიად დევდარიანი

ზვიად დევდარიანი

ქალთა მოძრაობის მიმართვის პასუხად, რომელმაც ის რამდენიმე ქალის სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის ერთ-ერთმა კანდიდატმა, CiDA-ს დირექტორმა, ზვიად დევდარიანმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ ის ხსნის საკუთარ კანდიდატურას საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობიდან. დევდარიანი ამ პოზიციაზე 16 მარტს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ წარადგინა.

“გუშინ მთელი ღამის განმავლობაში პირადად ჩემზე, ჩემს ოჯახსა და ორგანიზაციის თანამშრომლებზე მიმდინარეობდა ზეწოლა და შანტაჟი, რაც დღეს ქალთა მოძრაობის მიერ გავრცელებული განცხადებით გაგრძელდა, რომელიც ლახავს ჩემს რეპუტაციას, ანგრევს ჩემს ოჯახს, დარტყმას აყენებს სახალხო დამცველსა და მთლიანად სამოქალაქო სექტორს. 

ამ პირობებში ძალიან მიმძიმს ემოციების გვერდზე გადადება, თუმცა გამოწვევა სერიოზულია და რისკები მხოლოდ პიროვნულად მე არ მიკავშირდება. 

მინდა ხაზი გავუსვა, რომ მთლიანად ამ დისკუსიასა და განცხადებაშიც არეულია მორალისა და „დანაშაულის“ შემადგენელი. ვიღაცას შეიძლება მე პიროვნულად არ მოვწონდე, ან ჩემი თავისუფლება არ მოსწონდეს, თუმცა ჩემი თანამდებობა და გავლენა, რაც იყო ნახსენები განცხადებაში,ბოროტად არასდროს გამომიყენებია.

დღეს გავრცელებული განცხადება პირდაპირაა დაკავშირებული სახალხო დამცველის მიერ ჩემი კანდიდატურის მხარდაჭერასთან, რამაც გააჩინა შესაძლებლობა საბჭოში პოლიტიკურად მიუკერძოებელი, დამოუკიდებელი და კვალიფიციური კადრი ყოფილიყო წარმოდგენილი. 

იმის გათვალისწინებით, რომ პირდაპირ მივიღე შეტყობინება ქალთა ჯგუფების მხრიდან, რომ მომეხსნა ჩემი კანდიდატურა, წინააღმდეგ შემთხვევაში გავრცელდებოდა ღია წერილი, ვთვლი, რომ არის მიზანმიმართული შანტაჟი.

წლებია ქალთა მოძრაობის წევრებთან საქმიანი ურთიერთობები მაკავშირებს და ერთად ბევრი მნიშვნელოვანი საქმეც გვიკეთებია ქალთა უფლებების სფეროში. ამ ფონზე ისმის ძალადობასა და დანაშაულზე დაუსაბუთებელი ბრალდებები, რაზეც განცხადებაშია საუბარი და რაც არანაირ შესაძლებლობას არ მაძლევს ჩემი პოზიცია გამოვხატო კონკრეტულ შემთხვევებზე.

მე არასდროს გამჭირვებია შეცდომის აღიარება, როდესაც ჩემთვის ნათელია საკუთარი გადაცდომა და ამისთვის ყოველთვის მზად ვარ. 

თუ ეს ბრალდებები გაცდება ზოგად განცხადებებს, ასევე სოციალური ქსელებსა და ჯგუფებს, მე მზად ვარ სამართლებრივი გზებით გავაგრძელო დავა.

ჩემი თვითმიზანი არ არის რომელიმე თანამდებობის დაკავება და ჩემი აქტივიზმი ყოველთვის საერთო საქმის ინტერესებითაა ნაკარნახევი. იმის გამო, რომ არ მიადგეს ჩრდილი სახალხო დამცველის გადაწყვეტილებას, საზოგადოებრივი მაუწყებლის საბჭოს დაკომპლექტებას და ზოგადად დემოკრატიულ პროცესს, ვხსნი ჩემს კანდიდატურას საბჭოს წევრობიდან.

აქვე, მადლობა მინდა გადავუხადო იმ ადამიანებს, რომლებსაც სჯერათ ჩემი, ვინც ამ რთულ მომენტში მინიმუმ კითხვის ნიშანს სვამს ამ საქმესთან დაკავშირებით და ამავე დროს, კითხვის ნიშნის ქვეშ არ აყენებს ქალთა უფლებების მნიშვნელობას“, - წერს დევდარიანი.

ცოტა ხნით ადრე, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობაზე უარი განაცხადა უფლებადამცველმა ბაია პატარაიამაც.

ქალთა მოძრაობა საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრად ომბუდსმენის მიერ წარდგენილ კანდიდატს, არასამთავრობო ორგანიზაცია  CIDA-ს დირექტორს, ზვიად დევდარიანს ქალთა მიმართ სექსუალურ შევიწროვებაში ადანაშაულებს და ამის შესახებ სპეციალურ მიმართვას უგზავნის პარლამენტს და სახალხო დამცველს.

ყველა სიახლე

21 აპრილი 2026, 15:07

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო უსაფრთხოების გენერალ-მაიორის უმაღლესი სპეციალური წოდება მიენიჭა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს, მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო უსაფრთხოების გენერალ-მაიორის უმაღლესი სპეციალური წოდება მიენიჭა.

მიხეილ სარჯველაძე

21 აპრილი 2026, 15:07

ჯანდაცვა

მიხეილ სარჯველაძე დიუშენის მკურნალობაზე: რა ვადაში იქნება ნაპოვნი კონკრეტული პასუხი - ჩემთვის მითუმეტეს შეუძლებელია იმის ფონზე, რომ ამას ვერ ამბობს ინგლისის ხელისუფლება, ვერ ამბობს EMA

ჯანდაცვის მინისტრმა დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის თემაზე ბრიფინგი გამართა. მინისტრმა ჟურნალისტებს ევროპისა და ამერიკის წამლის მარეგულირებელი ორგანიზაციების დასკვნები გააცნო.

21 აპრილი 2026, 14:49

სამართალი

დაკავებულია პირი, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურისგან თავის არიდებაში ეხმარებოდა

დაკავებულია პირი, რომელიც, დანაშაულებრივ კავშირში მყოფ პირებთან ერთად, გარკვეული ფინანსური სარგებლის სანაცვლოდ, ყალბი ჯანმრთელობის მდგომარეობის ამსახველი სამედიცინო დოკუმენტების გამოყენებით, დახმარებას უწევდა საქართველოს მოქალაქეებს წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურისგან თავის არიდებაში, - აღნიშნულის შესახებ საქართველოს თავდაცვის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილემ, არჩილ ნიკოლეიშვილმა განაცხადა.

ვოლოდიმირ ზელენსკი

21 აპრილი 2026, 14:42

მსოფლიო

ზელენსკი უპატივცემულობას უწოდებს იმ ფაქტს, რომ უკრაინის სამშვიდობო პროცესში დონალდ ტრამპის წარმომადგენლები მოსკოვში ჩადიან და კიევში - არა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი უპატივცემულობას უწოდებს იმ ფაქტს, რომ უკრაინის სამშვიდობო პროცესში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლები მოსკოვში ჩადიან და კიევში კი არა.

21 აპრილი 2026, 14:34

საზოგადოება

მიცვალებულთა ხსენების დღესთან დაკავშირებით, მეუფე შიომ სიონის საპატრიარქო ტაძარში დიდი პანაშვიდი გადაიხადა

დღეს მიცვალებულთა ხსენების დღეა. საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ სიონის საპატრიარქო ტაძარში დიდი პანაშვიდი გადაიხადა.

თენგიზ შარმანაშვილი

21 აპრილი 2026, 14:32

პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი ოპოზიციაში დაპირისპირებაზე: ეს არის მკვდრადშობილი გაერთიანება, ეზიზღებათ ერთმანეთი. ჩემზე შეიძლება უფრო პიარულად თქვან ცუდი, ვიდრე თავის ე.წ. თანამებრძოლზე, მაგრამ შინაგანად ის უფრო ეზიზღება

ეს არის მკვდრადშობილი გაერთიანება, ეზიზღებათ ერთმანეთი. ჩემზე შეიძლება უფრო პიარულად თქვან ცუდი, ვიდრე თავის ე.წ. თანამებრძოლზე, მაგრამ შინაგანად ის უფრო ეზიზღება, - ასე ეხმაურება პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი ოპოზიციაში არსებულ დაპირისპირებას.

21 აპრილი 2026, 14:31

სპორტი

ბათუმში ძალოსნობის ლეგენდარული ქართველი მწვრთნელის, ივანე გრიქუროვის წიგნის „ვარსკვლავების ჩრდილში“ პრეზენტაცია გაიმართა

ბათუმში ძალოსნობის ლეგენდარული ქართველი მწვრთნელის, ივანე(ვანო) გრიქუროვის წიგნის „ვარსკვლავების ჩრდილში“ პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციას საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე დაესწრო.

ირაკლი ქადაგიშვილი

21 აპრილი 2026, 14:23

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: სააკაშვილი მოითხოვს, რომ ის იყოს ყველა მხრიდან უპირობოდ აღიარებული. სანამ ეს ასე არ იქნება, მანამდე ის ერთგვარ შოლტს გადაუჭერს ხოლმე მის მიერ გაზრდილ ურჩებს

ვფიქრობ, რომ სააკაშვილი-ბოკერია-გვარამიას არც ერთობას და არც ცალკე ყოფნას, საქართველოში, პოლიტიკაში რაიმე რეალური სასიკეთო პერსპექტივა არ გააჩნია, - განაცხადა პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა.

არჩილ გორდულაძე

21 აპრილი 2026, 14:22

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე ოპოზიციაში დაპირისპირებაზე: ვიცით, რომ ამ ადამიანებს ერთმანეთი ეზიზღებათ, შიდა კონკურენცია აქვთ, მათ შორის იმასთან დაკავშირებით, ვინ უფრო მაღალ თანამდებობას დაიკავებს

ვიცით, რომ ამ ადამიანებს ერთმანეთი ეზიზღებათ, შიდა კონკურენცია აქვთ, მათ შორის იმასთან დაკავშირებით, ვინ უფრო მაღალ თანამდებობას დაიკავებს და ვინ უფრო უკეთ შეეცდება მიღებული დავალების შესრულებას, - განაცხადა „ქრონიკასთან“ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ.

21 აპრილი 2026, 14:21

პოლიტიკა

ლუქსემბურგში ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომა მიმდინარეობს, სადაც გერმანიისა და საფრანგეთის ინიციატივით საქართველოს საკითხიც განიხილება

ლუქსემბურგში ევროკავშირს წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომა მიმდინარეობს. შეხვედრაზე გერმანიისა და საფრანგეთის ინიციატივით საქართველოს საკითხიც განიხილება. მინისტრთა ნაწილი ისევ სანქციებზე ამახვილებს ყურადღებას. საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა და შეხვედრის მონაწილეებმა კომენტარებიც გააკეთეს.

თენგიზ შარმანაშვილი

21 აპრილი 2026, 14:19

პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი ევრობიუროკრატებზე: ჩვენ ვეუბნებით, რომ ნებისმიერ დროს ჩამოვალთ ბრიუსელში სალაპარაკოდ, ოღონდ არა აღქმებზე, ფაქტებზე სალაპარაკოდ. გამოიყენონ პრემიერის ეს შეთავაზება და „გვამხილონ“, რომ რასაც ჩვენ ვამბობთ არის ტყუილი

პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი, ლუქსემბურგში ევროკავშირს წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომის დაწყებამდე გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება.

21 აპრილი 2026, 14:19

პოლიტიკა

ოპოზიციაში ისევ დაპირისპირებაა, ამჯერად ოპოზიციური ალიანსის კრიტიკის სამიზნე მიხეილ სააკაშვილი და მის მიერ დაწერილი სტატუსი გახდა

ოპოზიციაში ისევ დაპირისპირებაა. ამჯერად ოპოზიციური ალიანსის კრიტიკის სამიზნე მიხეილ სააკაშვილი და მის მიერ დაწერილი სტატუსი გახდა

21 აპრილი 2026, 14:01

კულტურა

თინათინ რუხაძემ, საფრანგეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ლევილის ქართველთა მამულში განხორციელებული და მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა

საქართველოს კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ, საფრანგეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ლევილის ქართველთა მამულში განხორციელებული და მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.

21 აპრილი 2026, 13:59

მსოფლიო

ilga Europe: ევროკავშირის სასამართლომ დაადგინა, რომ უნგრეთის ანტი-ლგბტ კანონი ევროკავშირის ხელშეკრულებებს არღვევს

ევროკავშირის სასამართლომ დაადგინა, რომ უნგრეთის მიერ მიღებული ანტი-ლგბტ კანონი ევროკავშირის რამდენიმე ხელშეკრულებას არღვევს. ინფორმაციას Ilga Europe ავრცელებს.

21 აპრილი 2026, 13:56

რეგიონი

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილი სამუშაოები მოინახულა

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით კარგარეთელმა, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულ ილია ჯალაღანიასთან ერთად, გარდაბნის მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილი სამუშაოები მოინახულა.

ირაკლი ნადარეიშვილი

21 აპრილი 2026, 13:48

ეკონომიკა

ირაკლი ნადარეიშვილი: ტურისტული ვიზიტების ზრდის კვალდაკვალ სექტორში შემოსავლების რეკორდული ზრდა დაფიქსირდა

„2026 წლის იანვარ-მარტში ტურისტული ვიზიტების ზრდის პარალელურად ტურიზმის სექტორში შემოსავლების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ტურისტული ვიზიტების ზრდის კვალდაკვალ შემოსავლების მაჩვენებელი შეჯამდა, რომელიც რეკორდულად გაიზარდა. ეს არის დაახლოებით 830 მლნ ამერიკული დოლარის ჯამურად გენერირებული შემოსავალი ტურიზმის ინდუსტრიაში. ამ ფონზე, მნიშვნელოვანია კიდევ ერთხელ გავუსვათ ხაზი ტურისტული ბაზრების დივერსიფიკაციას, რაც ამ დარგთან მიმართებით ჩვენი პოლიტიკის ერთ-ერთი ფუნდამენტია“, - ასე შეაფასა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა 2026 წლის პირველ კვარტალში ტურიზმის სექტორის რეკორდული შემოსავლები.

გიორგი ფხაკაძე

21 აპრილი 2026, 13:48

ჯანდაცვა

გიორგი ფხაკაძე: ყველაზე დიდი შეცდომაა ის, რომ საზოგადოებას ეუბნებიან ფასს და იმედს, მაგრამ არ ეუბნებიან რისკებს. მედიცინაში რისკის დამალვა ყველაზე დიდი საფრთხეა - დიუშენის მკურნალობა არ არის უსაფრთხო, მარტივი ან ერთჯერადი გადაწყვეტილება

ყველაზე დიდი შეცდომა დღეს არის ის, რომ საზოგადოებას ეუბნებიან მხოლოდ ფასს და „იმედს“, მაგრამ არ ეუბნებიან რისკებს. მედიცინაში რისკის დამალვა — არის ყველაზე დიდი საფრთხე. მთავარი ფაქტი (რაც აუცილებლად უნდა იცოდეს საზოგადოებამ), დიუშენის მკურნალობა არ არის უსაფრთხო, მარტივი ან ერთჯერადი გადაწყვეტილება, - წერს ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე 7 აპრილს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებილ პოსტში.

21 აპრილი 2026, 13:35

საზოგადოება

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მხარდამჭერი ტრენინგების ახალი ციკლი დაიწყო

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა დაიწყო ტრენინგების ახალი ციკლი, რომლის მიზანია სკოლების მხარდაჭერა მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის ფარგლებში საჭიროებების სისტემურ შესწავლასა და შეფასების კომისიების ეფექტიანი ფუნქციონირების უზრუნველყოფაში.

21 აპრილი 2026, 13:32

ეკონომიკა

მაია ომიაძე: ტურიზმიდან მიღებული პირველი კვარტლის შემოსავლები რეკორდულია

2026 წლის იანვარი-მარტის მონაცემებით, ტურისტული ვიზიტების ზრდასთან ერთად, გაზრდილია მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები და რეკორდულ მაჩვენებელს, 829.8 მილიონ აშშ. დოლარს შეადგენს.

მარტა კოსი

21 აპრილი 2026, 13:26

მსოფლიო

მარტა კოსი: ვხედავთ, თუ რა მოწყვლადები ვართ, როცა ჩრდილოეთში, რუსეთზე გამავალი სავაჭრო გზები დარღვეულია, ხოლო სამხრეთში მდებარე სავაჭრო გზები ირანში ომის გამოა დარღვეული. შესაბამისად, ახლა ხელმისაწვდომია ის გზა, რომელსაც ვავითარებთ

გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა შავი ზღვის სტრატეგიაზე საუბრისას აღნიშნა, რომ ევროპას ცენტრალური აზიის ქვეყნებთან თურქეთი, სომხეთი და აზერბაიჯანი აკავშირებენ.