imedi /  07 აპრილი 2018, 08:33 / სანდო წყარო

თამაზ ნავერიანი ნინია კაკაბაძის არჩევაზე: საზოგადოებას ვთხოვ, მომიტევოს უნებლიე შეცდომა

თამაზ ნავერიანი

თამაზ ნავერიანი

მარნეულის მაჟორიტარი დეპუტატი თამაზ ნავერიანი მარიამ ჯაშის შემდეგ მეორე დეეპუტატია, რომელიც საზოგადოებას, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში ნინია კაკაბაძის არჩევის გამო, ბოდიშს უხდის. მისი თქმით, ხმაური, რაც ამ ფაქტის გარშემო ატყდა, უმცირესობის დაგეგმილი პროვოკაციაა. ამის შესახებ ის Facebook-ზე წერს.

“ძნელი მისახვედრი არ არის, რომ საქმე გვაქვს სწორედ ასეთ აჟიოტაჟზე გათვლილ პროვოკაციულ მოქმედებასთან საპარლამენტო უმცირესობის მხრიდან, რომელიც ხელოვნურად მანიპულირებდა კანონით მისთვის მინიჭებული კვოტით. უმცირესობა ამაოდ ცდილობს ჩვენს გუნდში განხეთქილების შეტანას და ამ მიზნით თავს გვახვევს იაფფასიან დილემას: უნდა ავირჩიოთ მიუღებელი კანდიდატებიდან ერთ-ერთი და რადგან სასწორის მეორე პინაზე დგას კანონისმიერი ვალდებულება და სახელმწიფო ინტერესები, ჩვენ ვიღებთ გამოწვევას და ვაკეთებთ არჩევანს“, - აცხადებს ნავერიანი.

ნავერიანი განმარტავს, რომ მისთვის ცნობილი იყო კაკაბაძის დამოკიდებულება მართლმადიდებლური ეკლესიის მიმართ, თუმცა, არ ჰქონდა მოსმენილი მისი კონკრეტული განცხადება ილია მეორის მიმართ.

“ნამდვილად არ მქონდა მოსმენილი კაკაბაძის ასე მკვეთრად გამოხატული, უტიფარი განცხადება საქართველოს ეკლესიის მეთაურის მიმართ, რომელიც სცილდება ყოველგვარი ეთიკის ჩარჩოებსაც კი და უკიდურესად შეურაცხყოფს ყველა მომრწმუნე ადამიანის უსპეტაკეს გრძნობებს.

შესაძლოა, ახლა უადგილოა ამაზე საუბარი, მაგრამ მაინც გეტყვით, რომ ის მძაფრი და სულის შემძვრელი გრძნობა, რაც დამეუფლა ამ ქალბატონის ცნობილი განცხადების დაგვიანებით მოსმენის შემდეგ, აუცილებლად იქონიებდა გავლენას ჩემს გადაწყვეტილებაზე კენჭისყრის დროს. საზოგადოებას ვთხოვ, ქრისტიანული სულგრძელობით გაზომოს ჩემი ნაბიჯები და მომიტევოს უნებლიე შეცდომა“, - წერს ნავერიანი.

დეპუტატი არ აკონკრეტებს, ნინია კაკაბაძის უშუალოდ რომელი განცხადება გახდა მისი ბოდიშის მიზეზი, თუმცა სავარაუდოდ ეს ჟურნალისტის მიერ 2015 წელს გამოქვეყნებული პოსტია: "სამებაში პატრიარქის Birthday party-ა მგონი, დილიდან გამაყრუეს ზარებმა", - წერდა სოციალურ ქსელში კაკაბაძე.

ამ პოსტზე მაშინ საზოგადოებას ბოდიში ჟურნალისტის ძმამ, ირაკლი კაკაბაძემ მოიხადა.

საქართველოს პარლამენტში ნინია კაკაბაძე და იზაბელა ოსიპოვა საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრებად 4 აპრილს  დაამტკიცეს. 

კაკაბაძეს მხოლოდ „ქართული ოცნებისა“ და „ევროპული საქართველოს“ წევრებმა დაუჭირეს მხარი. კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას. ოცნების დეპუტატების მიერ ნინია კაკაბაძის მხარდაჭერა მიუღებლად მიიჩნია გედევან ფოფხაძემ და უმრავლესობის რიგები დატოვა

არქივი

20 აგვისტო 2018, 11:01

საქართველო

პრემიერმინისტრმა ახალი გუბერნატორები წარადგინა

თანამდებობები დატოვეს შიდა ქართლის გუბერნატორმა აკაკი მაჭუტაძემ, მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორმა ლევან ზაუტაშვილმა, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ, ქვემო ქართლის გუბერნატორმა გრიგოლ ნემსაძემ და სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორმა კახა სამხარაძემ.

20 აგვისტო 2018, 10:45

საქართველო

ვაჟა-ფშაველაზე სკვერში არსებულ ორმოში 12 წლის მოზარდი ჩავარდა

თვითმხილველების განცხადებით, არასრულწლოვანი სკვერში ე.წ. სკეიდბორდით სრიალებდა. მიწის ჩავარდნას ისინი ძლიერ წვიმას უკავშირებენ. 12 წლის მოზარდი გუშინ იაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს.

20 აგვისტო 2018, 10:42

ეკონომიკა

ე.წ კერძო გამსესხებლებზე მასშტაბური შეზღუდვები ამოქმედდა

კერძო გამსესხებელს აღარ შეუძლია მსესხებლისგან დამატებითი ქონების მოთხოვნა, იმ შემთხვევაში თუ გირაოში ჩადებული ქონებით არსებული მოთხოვნის დაკმაყოფილება ვერ ხდება. ეროვნული ბანკის რეგულირებაში მოქცეული სუბიექტებისთვის კი, განსხვავებული ან დამატებითი წესის შემოღება მარეგულირებლის პრეროგატივა გახდა.

 ვიტალი ვოლოვიჩი

20 აგვისტო 2018, 10:32

კულტურა

რუსი მხატვარი ვიტალი ვოლოვიჩი გარდაიცვალა

მას დიდება შუა საუკუნეების ლიტერატურის ილუსტრაციებმა მოუტანეს როგორებიცაა მაგალითად "რიჩარდ III", "ტრისტანი და იზოლდა". ბოლო დღეებში ვოლოვიჩი მუშაობდა რეტროსპექტულ გამოფენაზე. აღსანიშნავია, რომ ხელოვანი 90 წლის 3 აგვისტოს გახდა.

ბორჯომის ხეობა

20 აგვისტო 2018, 10:29

საქართველო

ბორჯომში ტყის აღდგენისთვის ახალ ნერგებს 144 ჰა ფართობზე დარგავენ

სააგენტოს ცნობით, პროექტის განხორციელებამდე ტყის მასივში გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს, საიდანაც ძირითადად, ხანძრით დაზიანებული და ძირნაყარი ხეები გააქვთ. მაისში პერიმეტრზე ღობის მთლიანობა აღადგინეს, ასევე, ხანძარსაწინააღმდეგო ბილიკების შეკეთდა და გაიწმინდა.

ჯასტინ ტრუდო

20 აგვისტო 2018, 10:18

მსოფლიო

ტრუდო 2019 წლის არჩევნებშიც აპირებს მონაწილეობას

ჯასტინ ტრუდო კანადის პრემიერმინისტრია 2015 წლის 4 ნოემბრიდან, ის ასევე კანადის ლიბერალური პარტიის ლიდერია 2013 წლის 14 აპრილიდან. იგი არის კანადის ყოფილი პრემიერის პიერ ელიოტ ტრიუდოს უფროსი შვილი,

20 აგვისტო 2018, 10:16

ვიდეო

კოჯორში გურამ თუშიშვილის სახელობის ტურნირი გაიმართა

20 აგვისტო 2018, 10:13

ვიდეო

პარიზის გარეუბანში, ობერვილეს კომუნაში ძლიერი ხანძრის შედეგად 22 ადამიანი დაშავდა

20 აგვისტო 2018, 10:09

ვიდეო

საბავშვო ბაგა-ბაღებში დამატებითი რეგისტრაცია იწყება

20 აგვისტო 2018, 10:08

საქართველო

აუდიტი სასჯელაღსრულების სამინისტროში გაცემულ დანამატებზე ინფორმაციას ავრცელებს

„დანამატის“ მუხლით წლის განმავლობაში გაცემულია 6 109 003 ლარი. მაქსიმალური ოდენობის დანამატი კი შეადგენდა 6 250 ლარს. რამდენიმე შემთხვევაში აღნიშნული ოდენობის დანამატი ყოველთვიურად გაიცემოდა დაწესებულების დირექტორებზე, თუმცა აუდიტის ანგარიშში განმარტებულია, რომ 8-დან 7 შემთხვევაში, შვებულებაში ყოფნის გამო, გაცემულია დანიშნულზე ნაკლები ოდენობის დანამატი.

20 აგვისტო 2018, 10:07

ვიდეო

გლდანში 45 წლამდე მაამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს

20 აგვისტო 2018, 10:05

ვიდეო

გურიის გუბერნატორმა თანამდებობა დატოვა

20 აგვისტო 2018, 10:05

მსოფლიო

თალიბებმა ავღანეთში 3 სამგზავრო ავტობუსი მგზავრებიანად გაიტაცეს

ამავე ინფორმაციით, ავღანეთში გატაცებული ტყვეების გათავისუფლების ოპერაცია მიმდინარეობს. ლაპარაკის 170 ადამიანზე. 19 აგვისტოს ავღანეთის პრეზიდენტმა „თალიბანის“ წინააღმდეგ ცეცხლის შეწყვეტის ბრძანება გასცა. პრეზიდენტის გადაწყვეტილება ყურბან-ბაირამის დღესასწაულის დადგომას უკავშირდება.

20 აგვისტო 2018, 09:58

ვიდეო

პრემიერ-მინისტრი ახალ გუბერნატორებს დღეს დაასახელებს

მერაბ ჭანუყვაძე

20 აგვისტო 2018, 09:54

საქართველო

გურიის გუბერნატორმა მერაბ ჭანუყვაძემ თანამდებობა დატოვა

"ჩემო მეგობრებო, მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო თანამდებობა. ამ პერიოდის განმავლობაში მაქსიმალურად ვცდილობდი წარმომეჩინა ჩემთვის განსაკუთრებული მხარე. მინდა მადლობა გადავუხადო მოსახლეობას და ჩემს გუნდს, თქვენი მხარდაჭერა შეუფასებელია ჩემთვის. ვტოვებ თანამდებობას მაგრამ ვრჩები ჩემი ხალხის და ჩემი ქვეყნის სამსახურში,"- დაწერა მან.

20 აგვისტო 2018, 09:43

მსოფლიო

თურქეთში აშშ-ის საელჩოს ცეცხლი გაუხსნეს

ინციდენტი დაახლოებით 5:00 საათზე მოხდა. ცეცხლი მიმავალი ავტომობილად გახსნეს, ინციდენტის შედეგარ არავინ დაშავებულა. ტყვიები დაცვის ჯიხურს მოხვდა. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

20 აგვისტო 2018, 09:39

მსოფლიო

ინდონეზიაში მიწისძვრას მსხვერპლი მოჰყვა

6.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისქვეშა ბიძგები 19 აგვისტოს დაფიქსირდა.მიმდინარე თვის განმავლობაში ინდონეზიაში მიწისძვრა რამდენჯერმე მოხდა. ინდონეზიაში, კუნძულ ლომბოკზე ერთი კვირის წინ მომხდარი მიწისძვრის გამო 436 ადამიანია გარდაცვლილი.

მეგან მარკლი

20 აგვისტო 2018, 09:21

ტაბლოიდი

მეგან მარკლის მამა ტანსაცმლის ხაზის გამოშვებას აპირებს

ამის შესახებ კი მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც მეგან მარკლის ნახევარდა სამანტა გრანტმა Twitter-ში, თავის დახურულ ექაუნთში გამოაქვეყნა, რომ მისტერ მარკლი კაცის ტანსაცმლის კოლექციის გამოშვებას გეგმავს.

20 აგვისტო 2018, 09:15

სპორტი

17-წლამდელთა ნაკრებმა ბანიკოვის ტურნირი წაგებით დაასრულა

ბოლო ორი ტურნირის გამარჯვებული საქართველოს ნაკრები ფინალისა და პრიზების გარეშე დარჩა. ბოლოს ზვიად ჯელაძის გუნდი ლატვიას შეხვდა. გუნდმა ამჯერად გადახალისებული შემადგენლობით ითამაშა მთავარმა მწვრთნელმა ძირითადად სათადარიგო ფეხბურთელები ათამაშა და საქართველო 0:1 დამარცხდა.

20 აგვისტო 2018, 08:51

ეკონომიკა

საბერძნეთმა ევროზონის ფინანსური დახმარების პროგრამა დაასრულა

ბოლო 8 წლის განმავლობაში ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც საბერძნეთს ფინანსურ ბაზრებზე თავისუფლად შეუძლია ფულის აღება. საბერძნეთმა ამ სამი წლის განმავლობაში კრიზისის დასაძლევად 61.9 მილიარდი ევრო მიიღო.