imedi /  13 მაისი 2018, 21:17 / სანდო წყარო

პრემიერი: კატეგორიულად მიუღებელია დაპირისპირება და საზოგადოების გახლეჩა

გიორგი კვირიკაშვილი

პრემიერმინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში საგანგებო ბრიფინგი გამართა. გიორგი კვირიკაშვილი ბოლო 2 დღის განმავლობაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

გიორგი კვირიკაშვილმა აქციის მონაწილეებს მიმართა. მისი თქმით, ის იქნება გარანტი, რომ რომ მათ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას არაფერი დაემუქრება.

პრემიერმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ნარკორეალიზატორების მიმართ პოზიცია მკაცრი იქნება, განსახვავებით მომხარებლებისგან.

"ის, რომ სახელმწიფოს ნარკორეალიზატორების მიმართ მკაცრი პოზიცია ექნება და გაცილებით ჰუმანური იქნება მომხმარებლების მიმართ, არა ერთხელ მაქვს ნათქვამი და კიდევ ვადასტურებ. ჩემო შვილებო, ჩემო მეგობრებო, ჩვენო ახალგაზრდებო. თქვენ ხართ მომავალი თაობა, ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღე. მე პირადად ვარ იმის გარანტი, რომ თქვენი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას არაფერი დაემუქრება. სწორედ ეს არის ერთერთი იმ უდიდესი მონავაპოვართანაგი, რითიც ჩვენი ხელისუფლება ამაყობს და ეს თითოეული თქვენგანის მონაპოვარიც არის. ის, რომ გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფა ჩვენი პრიორიტეტია, გასული საათების განმავლობაშიც დადასტურდა. პოლიცია და სამართალდამცავები ყველაფერს აკეთებენ, რათა თქვენი აზრი დააფიქსიროთ. კატეგორიულად მიუღებელი და დაუშვებელია რაიმე სახის დაპირისპირება და საზოგადოების გახლეჩვის მცდელობა. მოვუწოდებ სამართალმდაცვა ორგანოებს, მაქსიმალურად გააძლიერონ უსაფრთხოების ზომები შესაძლო დაპირისპრების პრევენციის მიზნით. ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება გამოხატოს თავისი აზრი, მაგრამ აზრის გამოხატვისას დაპირისპირება ყოვლად დაუშვებელია. ნუ დავუშვებთ, სიძულვილს განსხვავებული მოსაზრებების გამო. გავერთიანდეს ადამიანების სიცოცხლის და ჩვენი ქვეყნის მომავლის დასაცავად"-განაცხადა პრემიერმა

თბილისში, პარლამენტის შენობის წინ მეორე დღეა თეთრი ხმაურის მოძრაობა საპროტესტო აქციას მართავს, რომელიც კლუბებში „ბასიანსა" და „გალერიში" ჩატარებულ სპეცოპერაციას უკავშირდება, რა დროსაც შსს-ს ცნობით, 8 ნარკორეალიზატორი დააკავეს. რუსთაველზე შეკრებილი აქციის წევრები, სპეცრაზმელების მხრიდან აგრესიულ მოპყრობას აპროტესტებენ და ითხოვენ, რომ მომხდარზე განმარტება პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გააკეთოს.

დღეს თხმ-ის შეკრების კონტრაქციებიც გაიმართა. ერთ-ერთი კონტრაქციის ორგანიზატორი გიორგი გაბედავა კი ცოტა ხნის წინ, პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო დააკავეს.

ბოლო პერიოდში, საქართველოში ალაპარაკდნენ ახალი ნარკოტიკის შესახებ, რომელმაც, არსებული ინფორმაციით, უკვე რამდენიმე ადამიანის, მათ შორის ახალგაზრდების სიცოცხლე იმსხვერპლა.

ყველა სიახლე

12 ივლისი 2026, 11:01

რეგიონი

სტიქიამ თელავში პრობლემები შექმნა

თელავში დილიდან სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ქალაქში ვითარება ღამის სამ საათზე გაუარესდა. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა კავკასიონის ქუჩაზე. გადაუღებელი წვიმის შედეგად თელავის ხევი ადიდდა. მოვარდნილმა ღვარცოფმა, რომელსაც დიდი რაოდენობით ქვა-ღორღი მოჰყვა, ორი ქუჩის დამაკავშირებელი ხიდი მთლიანად დაანგრია. წყალმა კალაპოტი შეიცვალა და მდინარის ძლიერი ნაკადი ამ დროისთვის კავკასიონის ქუჩის ნაწილზე მიედინება.

ლინდსი გრემი

12 ივლისი 2026, 10:25

მსოფლიო

სენატორი ლინდსი გრემი გარდაიცვალა

„სენატორ გრემის ოჯახი მადლობელია ამ წუთებში გამოხატული ლოცვებისთვის და ითხოვს კონფიდენციალურობის დაცვას ამ წარმოუდგენლად რთულ პერიოდში“, - აღნიშნულია განცხადებაში.

12 ივლისი 2026, 09:42

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

თბილისშიც მოღრუბლული დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +33 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +20 გრადუსი იქნება.

12 ივლისი 2026, 09:36

მსოფლიო

აშშ ირანზე ახალ დარტყმებს ახორციელებს, ჰორმუზის სრუტე კი ისევ ჩაკეტილია

ამერიკელმა სამხედროებმა 12 ივლისის ღამეს ირანზე დარტყმების ბოლო ერთი კვირის განმავლობაში უკვე მესამე ტალღა დაიწყეს, - განაცხადა სოციალურ ქსელ X-ში აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალურმა სარდლობამ (CENTCOM). ირანულმა სახელმწიფო ტელეარხმა Press TV-მ გაავრცელა ინფორმაცია თეირანში ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის მუშაობისა და სხვა ქალაქებში აფეთქებების ხმების შესახებ.

მარკო რუბიო

12 ივლისი 2026, 09:20

მსოფლიო

The New York Times: რუბიო ვენესუელაში ფინანსებს, რესურსებსა და ხელისუფლებას სრულად აკონტროლებს

„როდესაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანს დაარტყა ირანს, ვენესუელის საგარეო საქმეთა მინისტრმა ივან ხილმა კარაკასის ძველი მოკავშირის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესია რბილად დაგმო. ტრამპის ადმინისტრაციამ როდრიგესს ამ პოსტის წაშლა მოსთხოვა და გააფრთხილა, რომ აშშ-ის მოწინააღმდეგეებისთვის მხარი საჯაროდ აღარ დაეჭირა. ხილმა პუბლიკაცია გამოჩენიდან რამდენიმე საათში წაშალა“, - ნათქვამია სტატიაში.

12 ივლისი 2026, 09:02

მსოფლიო

ჩინეთს ერთ კვირაში უკვე მეორე ტაიფუნი დაატყდა თავს

მანამდე ტაიფუნმა იაპონიის მოწყვეტილ კუნძულთა ჯაჭვი დააზარალა, შემდეგ კი ტაივანის ჩრდილოეთ ნაწილს ჩაუარა და იქ ძლიერი წვიმა გამოიწვია. კიდევ უფრო ადრე, ამავე შტორმით გამოწვეულმა მეწყრებმა ფილიპინებში, სულ მცირე 17 ადამიანი იმსხვერპლა.

12 ივლისი 2026, 08:43

მსოფლიო

ტორონტოში სროლას მსხვერპლი მოჰყვა

სროლიდან რამდენიმე საათში გამართულ პრესკონფერენციაზე პოლიციამ განაცხადა, რომ ფესტივალზე ორ პირს შორის ორმხრივი სროლა მოხდა. გამოძიება გრძელდება. ამ დროისთვის დაკავებული არავინაა.

ჯეიდენ ადამსი

12 ივლისი 2026, 08:27

სპორტი

მსოფლიო ჩემპიონატიდან დაბრუნებული სამხრეთაფრიკელი ფეხბურთელი გარდაცვლილი იპოვეს

ფეხბურთელის გარდაცვალების მიზეზები ოფიციალურად არ სახელდება. პოლიციამ განაცხადა, რომ გამოძიება მიმდინარეობს. მედიაში გავრცელებული დაუდასტურებელი ინფორმაციით, ფეხბურთელმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

12 ივლისი 2026, 08:14

სპორტი

მსოფლიო ჩემპიონატის ყველა ნახევარფინალისტის ვინაობა ცნობილია⚽

ნახევარფინალური მატჩი არგენტინისა და ინგლისის გუნდებს შორის 15 ივლისს, ატლანტას სტადიონზე გაიმართება. მეორე ნახევარფინალში ერთმანეთს საფრანგეთისა და ესპანეთის ნაკრებები შეხვდებიან. ეს თამაში 14 ივლისს ტეხასში ჩატარდება.

12 ივლისი 2026, 00:55

სპორტი

საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო რაგბის ერთა თასზე სამოას ნაკრები ანგარიშით 33:12 დაამარცხა

საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო რაგბის ერთა თასზე სამოას ნაკრები ანგარიშით 33:12 დაამარცხა

12 ივლისი 2026, 00:35

სპორტი

სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით საქართველოში RAF Georgia-ს ღონისძიება გაიმართა

ისტორიაში პირველად თბილისმა RAF-ის ღონისძიებას უმასპინძლა. ღონისძიებას საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე დაესწრო.

12 ივლისი 2026, 00:02

საზოგადოება

დღეს მართლმადიდებელი ეკლესია პეტრე-პავლობას აღნიშნავს

დღეს მართლმადიდებელი ეკლესია პეტრე-პავლობას აღნიშნავს. სახარების თანახმად, პეტრე ანდრია პირველწოდებულის უფროსი ძმა იყო. უფლის მოწოდებამდე ისინი გალილეის ტბასთან მდებარე პატარა ქალაქ ბეთსაიდის მეთევზეები იყვნენ. პეტრეს სახელად სვიმონი ეწოდებოდა. რწმენის გამო კი მას ქრისტემ პეტრე უწოდა, რაც კლდეს ნიშნავს.

11 ივლისი 2026, 23:28

სპორტი

„ბორჯღალოსნები“ ჩილეში სამოას ნაკრებს უპირისპირდებიან

„ბორჯღალოსნები“ ჩილეში ერთა თასზე სამოას ნაკრებს უპირისპირდებიან. თამაში „ესტადიო საუსალიტოზე“ იმართება.

11 ივლისი 2026, 23:13

სპორტი

მერაბ დვალიშვილმა ამერიკელი მოწინააღმდეგე ჰენრი სეჰუდო დაამარცხა

თბილისში მიმდინარე Raf Georgia-ს მთავარ ბრძოლაში ქართველმა სპორტსმენმა მერაბ დვალიშვილმა ამერიკელი მოწინააღმდეგე ჰენრი სეჰუდო ანგარიშით 11: 8 დაამარცხა.

11 ივლისი 2026, 22:42

სპორტი

ვლადიმერ გამყრელიძე პირველი მძიმე წონის საჩემპიონო ბრძოლაში RAF Georgia-ს ტურნირზე ამერიკელ კაილ დეიკთან დამარცხდა

ვლადიმერ გამყრელიძე პირველი მძიმე წონის საჩემპიონო ბრძოლაში ამერიკელ კაილ დეიკთან დამარცხდა

11 ივლისი 2026, 22:26

სპორტი

ზედიზედ მეორედ კონსტანტინე პეტრიაშვილი ევროპის ჩემპიონია

კონსტანტინე პეტრიაშვილი ევროპის ჩემპიონია.

11 ივლისი 2026, 22:19

სპორტი

ქართველმა სპორტსმენმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა RAF Georgia-ზე ამერიკელი სპორტსმენი კონორ ბიბი 11:0 დაამარცხა

ქართველმა სპორტსმენმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა RAF Georgia-ზე ამერიკელი სპორტსმენი კონორ ბიბი 11:0 დაამარცხა.

11 ივლისი 2026, 21:49

სპორტი

ქართველმა მოჭიდავემ გივი მაჭარაშვილმა RAF Georgia-ს ტურნირზე ამერიკელი მოწინააღმდეგე ზაკ ელამი 7:3 დაამარცხა

ქართველმა მოჭიდავემ გივი მაჭარაშვილმა RAF Georgia-ს ტურნირზე ამერიკელი მოწინააღმდეგე ზაკ ელამი 7:3 დაამარცხა

11 ივლისი 2026, 21:28

სპორტი

ქართველმა მოჭიდავემ გენო პეტრიაშვილმა RAF Georgia-ს ტურნირზე ამერიკელი მეტოქე 10:0 დაამარცხა

ქართველმა მოჭიდავემ გენო პეტრიაშვილმა RAF Georgia-ს ტურნირზე ამერიკელი მეტოქე - ჯეიკ ვარნერი 10:0 დაამარცხა. მძიმე წონაში ქართველმა სპორტსმენმა გამარჯვება მეორე პერიოდშივე მოიპოვა.

11 ივლისი 2026, 21:21

საზოგადოება

პატრიარქი შიო III ტარიელ ჭანტურიაზე: მისი გულწრფელობით, სულიერი სიღრმითა და დახვეწილი პოეტური ენით გამორჩეული შემოქმედება ადამიანს მარადიულ ღირებულებებზე აფიქრებს

„იგი სამუდამოდ დარჩება ჩვენს მეხსიერებაში თავმდაბალ შემოქმედად, რომელიც თავისი ხალასი იუმორითა და სითბოთი ყველას სიყვარულსა და სიკეთეს უზიარებდა“.