სახალხო დამცველი მეტროს მემანქანეთა გაფიცვის შეზღუდვას ეხმაურება
ნინო ლომჯარია
სახალხო დამცველი მეტროს მემანქანეთა გაფიცვის შეზღუდვას ეხმაურება. სპეციალური განცხადება გავრცელდა ომბუდსმენის ოფიციალურ ვებგვერდზე.
ომბუდსმენის განცხადების თანახმად, რომ მეტროს მემანქანეებმა გაფიცვა 2018 წლის 3 მაისს დაგეგმეს, თუმცა, სასამართლოს გადაწყვეტილებით, გაფიცვა მაქსიმალური ვადით – 30 დღით გადავადდა. გაფიცვის დაწყების ახალ თარიღად 3 ივნისი გამოცხადდა, თუმცა, ამჯერად, სასამართლომ მეტროს მემანქანეებს განუსაზღვრელი ვადით შეუზღუდა გაფიცვა „სამუშაო საათებში“.
"პირველ რიგში, ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, რომ გაფიცვა წარმოადგენს დასაქმებულის დროებით ნებაყოფლობით უარს შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების მთლიანად ან ნაწილობრივ შესრულებაზე. სამუშაო საათების შემდეგ შრომითი ვალდებულებები დასაქმებულებს არც ეკისრებათ, რის გამოც „სამუშაო საათების შემდეგ“ ამ ვალდებულებების შეუსრულებლობასა და გაფიცვაზე საუბარი სამართლებრივ ლოგიკას მოკლებულია. გარდა ამისა, ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“ გაფიცვის მხოლოდ ერთჯერადად, მაქსიმუმ 30 დღის ვადით გადადების შესაძლებლობას ითვალისწინებს. ორგანული კანონი უფრო მაღალი სამართლებრივი ძალის მქონე აქტია და ამავდროულად შეიცავს სპეციალურ ნორმებს უშუალოდ გაფიცვის საკითხთან დაკავშირებით. სასამართლო ამ საკითხზე საერთოდ არ იმსჯელა და მიღებული გადაწყვეტილებით კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს გაფიცვის პრაქტიკაში რეალიზებას, ერთგვარად ილუზორულ და განუხორციელებელ უფლებად აქცევს მას.
სასამართლომ გაფიცვის შეზღუდვის გადაწყვეტილება ამჯერად სამოქალაქო საპროცესო ნორმებზე დაყრდნობით, სარჩელის უზრუნველყოფის სახით მიიღო, რასაც წინ უნდა უსწრებდეს ვარაუდი, რომ სარჩელი (გაფიცვის უკანონოდ ცნობა) დაკმაყოფილდება. თუმცა, სასამართლო არ მსჯელობს, თუ რას ემყარება აღნიშნული ვარაუდი და გაფიცვის უკანონობის შესახებ სარჩელის დაკმაყოფილების მოლოდინი, რის გამოც კითხვის ნიშნები ჩნდება მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, გადაწყვეტილებაში საუბარია[2] გაფიცვის 30 დღის ვადით გადადების განჩინების ზედა ინსტანციის სასამართლოს მიერ გაუქმებისა და მეტროპოლიტენის პარალიზების ალბათობაზე, რაც სრულიად უგულებელყოფს ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სავალდებულოობის პრინციპს და ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ პირველი ინსტანციის მოსამართლე სწორედ სააპელაციო სასამართლოს არასასურველი გადაწყვეტილების შედეგების თავიდან აცილებას ისახავს მიზნად.
ზემოაღნიშნული გარემოებების საფუძველზე, სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ მეტროს მემანქანეებისათვის გაფიცვის უფლების განუსაზღვრელი ვადით შეზღუდვა წინააღმდეგობაშია მოქმედ კანონმდებლობასთან და არღვევს გაფიცვის უფლების არსს,"- წერია განცხადებაში.
2018 წლის 21 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ, ამჯერად განუსაზღვრელი ვადით შეზღუდა პროფესიულ გაერთიანების წევრი მეტროს მემანქანეების გაფიცვაში მონაწილეობის მიღების უფლება „სამუშაო საათების განმავლობაში“.
თბილისის მეტროპოლიტენის მემანქანეები საათობრივი ანაზღაურების გაზრდას 2 აპრილიდან ითხოვენ. თბილისის მერმა არაერთხელ განაცხადა, რომ მეტროპოლიტენის მემანქანეებს ხელფასს არ გაუზრდის.
ყველა სიახლე
20 მაისი 2026, 20:35
პოლიტიკა
სად გადის ზღვარი შეურაცხყოფასა და სიტყვის თავისუფლებას შორის - რას ელის ხელისუფლება შსს-ს ახალი სამმართველოსგან. „ქრონიკის“ სიუჟეტი
სად გადის ზღვარი შეურაცხყოფასა და სიტყვის თავისუფლებას შორის - შსს-ს სპეციალური სამმართველო დაპირისპირების გაღვივების კამპანიების მონიტორინგსა და კანონის აღსრულებაზე იქნება ორიენტირებული.
20 მაისი 2026, 20:29
პოლიტიკა
უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანება და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარება - სასამართლო სუსის მიერ დაკავებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს. „ქრონიკის“ რეპორტაჟი
ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოში“ გაერთიანებული საქართველოს მოქალაქეებისთვის, აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შესახებ სასამართლო მსჯელობს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ტერორისტული საქმიანობისთვის უცხო ქვეყნიდან მითითებების მიმღები სამი ადამიანი, პანკისის ხეობაში გამოავლინა.
20 მაისი 2026, 20:29
პოლიტიკა
ბრიტანეთი რუსული ნედლი ნავთობისგან დამუშავებულ პროდუქტზე იმპორტს აღარ კრძალავს - ლონდონი თავისთვის დასაშვებს საქართველოსთვის დაუშვებლად მიიჩნევს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ბრიტანეთი, რომელიც საქართველოს რუსეთისთვის სანქციების დაწესებას აძალებდა, რუსული ნედლი ნავთობისგან დამუშავებულ პროდუქტზე იმპორტს აღარ კრძალავს.
20 მაისი 2026, 20:26
მსოფლიო
კალასი: მტკიცებები იმის შესახებ, თითქოს ბალტიისპირეთის ქვეყნები უკრაინას საკუთარი საჰაერო სივრცის გამოყენების უფლებას აძლევენ, სრული აბსურდია და რუსეთმა ეს იცის
მტკიცებები იმის შესახებ, თითქოს ბალტიისპირეთის ქვეყნები უკრაინას საკუთარი საჰაერო სივრცის გამოყენების უფლებას აძლევენ, სრული აბსურდია და რუსეთმა ეს იცის, - განაცხადა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა, კაია კალასმა.
20 მაისი 2026, 20:21
პოლიტიკა
ჩინეთში საქართველოს დელეგაციის ვიზიტი დასრულდა. რა შეთავაზებით ბრუნდება მმართველი გუნდი? „ქრონიკის“ სიუჟეტი
საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ ჩინეთში ვიზიტი დაასრულა. პარლამენტის თავმჯდომარესა და დეპუტატებს პეკინსა და ქალაქ სიანში უმასპინძლეს. შალვა პაპუაშვილი ჩინელ კოლეგას, ამჯერად საქართველოში ელის.
20 მაისი 2026, 20:20
პოლიტიკა
სოციალურ ქსელში შეურაცხყოფა, გამოხატვის თავისუფლებით არ მართლდება - სტრასბურგის სასამართლომ ქართული მართლმსაჯულების კიდევ ერთი გადაწყვეტილება დაადასტურა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
სოციალურ ქსელში შეურაცხყოფა გამოხატვის თავისუფლებით არ მართლდება - სტრასბურგის სასამართლომ ქართული მართლმსაჯულების კიდევ ერთი გადაწყვეტილება დაადასტურა.
20 მაისი 2026, 20:15
პოლიტიკა
26 მაისთან დაკავშირებით, პარლამენტის შენობაზე საზეიმო ბანერები განთავსდა
ფასადზე გამოიფინა საქართველოს დროშა, კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორისა და საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ბანერები.
20 მაისი 2026, 20:12
პოლიტიკა
როგორ ამართლებს კოპენჰაგენი დემონსტრანტების წინააღმდეგ ხელკეტებისა და ძაღლების გამოყენებას - „ქრონიკამ“ დანიიდან წერილი მიიღო. „ქრონიკის“ სიუჟეტი
როგორ ამართლებს კოპენჰაგენი დემონსტრანტების წინააღმდეგ ხელკეტებისა და ძაღლების გამოყენებას? - „ქრონიკის“ კითხვას სამჯერ გადამისამართების შემდეგ, დანიის ეროვნულმა პოლიციამ უპასუხა.
20 მაისი 2026, 20:04
მსოფლიო
პოლონეთის თავდაცვის მინისტრი უკრაინას მოუწოდებს, სამიზნეები უფრო დიდი სიზუსტით შეარჩიოს - „მიუხედავად იმისა, რომ გვესმის უკრაინის ტაქტიკური ამოცანები ამ ომში, მან ნატოს წევრი ქვეყნების ტერიტორია უნდა დაიცვას“
ესტონეთის თავზე დრონთან დაკავშირებული ინციდენტის შემდეგ, პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა უკრაინას მოუწოდა, სამიზნეები უფრო დიდი სიზუსტით შეარჩიოს. ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშის განცხადებით, მსგავსი შემთხვევები შესაძლოა რუსეთის ინტერესებში შედიოდეს.
20 მაისი 2026, 19:36
მსოფლიო
უკრაინული გამოცემა The Kyiv Independent: ევროკავშირი 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის ნაწილის გაცემას უკრაინის მიერ ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების პირობას დაუკავშირებს
ევროკავშირი 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის ნაწილის გაცემას უკრაინის მიერ ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების პირობას დაუკავშირებს, - წერს უკრაინული გამოცემა The Kyiv Independent-ი.
20 მაისი 2026, 19:10
რეგიონი
ფოთის მერმა მე-12 კლასელებს სკოლის დამთავრება მიულოცა
ფოთის მერმა, ბექა ვაჭარაძემ კურსდამთავრებულებს სკოლის დამთავრება მიულოცა და წარმატებული მომავალი უსურვა.
20 მაისი 2026, 19:05
მსოფლიო
ბრიტანეთის „კონსერვატიული პარტიის“ ლიდერი კირ სტარმერის პოლიტიკაზე: ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს საბჭოელებმა გაიმარჯვეს
ბრიტანეთის „კონსერვატიული პარტიის“ ლიდერმა, კემი ბადენოკმა პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი მკაცრად გააკრიტიკა და მისი საგარეო თუ ეკონომიკური კურსი საბჭოთა კავშირის მეთოდებს შეადარა.
20 მაისი 2026, 19:03
საზოგადოება
კობა კობალაძე ოფიციალური ვიზიტით ამერიკაში იმყოფება
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გაიმართა აშშ-ის შრომის სახელმწიფო დეპარტამენტში, რომელსაც ესწრებოდნენ აშშ-ის შრომის სახელმწიფო დეპარტამენტის, ვეტერანთა დასაქმებისა და გადამზადების სამსახურის (VETS) ხელმძღვანელი და აშშ-ს შრომის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ჯერემი ვორქმენი, მისი მოადგილე ენდრიუ აუერბახი, ვეტერანთა შრომის სახელმწიფო დეპარტამენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარშალ აშერი, ეროვნული პროგრამების დირექტორი აივან დენტონი, აშშ-ის შრომის სახელმწიფო დეპარტამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და საერთაშორისო ბიუროს წარმომადგენლები და ამერიკაში საქართველოს სრულუფლებიანი ელჩის მოადგილე, ოთარ გრიგოლია.
20 მაისი 2026, 18:58
ეკონომიკა
საქართველოსა და სერბეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკებების პირველი რაუნდი სერბეთში გაიმართა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს მხრიდან მომლაპარაკებელ ჯგუფს ხელმძღვანელობდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, სერბეთის მხრიდან კი - სერბეთის შიდა და საგარეო ვაჭრობის მინისტრის მოადგილე ოლივერა იოციჩი.
20 მაისი 2026, 18:52
საზოგადოება
საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ Routes Europe 2026-ზე საქართველოს საავიაციო პოტენციალი საერთაშორისო პარტნიორებს გააცნო
იტალიის ქალაქ რიმინიში გამართული ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საავიაციო ფორუმი Routes Europe 2026 დასრულდა. ფორუმში საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ფორუმზე კომპანია TAV Georgia-სთან ერთად ერთობლივი სტენდით მონაწილეობდა და საერთაშორისო ავიაბაზარზე ქვეყნის საავიაციო და ტურისტული შესაძლებლობები წარადგინა.
20 მაისი 2026, 18:50
პოლიტიკა
კოტე ჟღენტი: ევროკავშირთან დიალოგის მზაობა მუდმივად ხაზგასმულია. მთავრობის მხრიდან მუდმივად იმაზეა საუბარი, რომ მზად ვართ თანასწორი და ურთიერთსასარგებლო დიალოგისთვის, ამიტომ ვერავინ დაგვაბრალებს, რომ ჩვენ დიალოგი არ გვინდა
მან კომენტარი გააკეთა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ევროპელი ლიდერებისთვის განკუთვნილ ღია წერილზე და ამასთან დაკავშირებით გაკეთებულ ოპოზიციის განცხადებებსაც გამოეხმაურა. კერძოდ, ჟღენტმა უარყო ოპოზიციის განცხადებები, რომ პრემიერის ღია წერილი მხოლოდ შიდა მოხმარებისთვის იყო განკუთვნილი. ჟღენტმა აღნიშნა, რომ ეს იყო იმისთვის, რომ საზოგადოებას დაენახა და მოესმინა ირაკლი კობახიძის პასუხი და ასევე იმისთვის, რომ ევროპის ლიდერებსა და ევროკავშირის ბიუროკრატიამ მოისმინონ ჩვენი პოზიცია.
20 მაისი 2026, 18:43
მსოფლიო
ტრამპი პუტინის ჩინეთში ვიზიტზე: არ ვიცი, იყო თუ არა დახვედრის ცერემონია ისეთივე ბრწყინვალე, როგორიც ჩემი
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა პეკინში სი ძინპინისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა შეაფასა.
20 მაისი 2026, 18:33
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი: 26 მაისს დაანონსებული აქციის ორგანიზატორები ამბობენ, რომ ქვეყნის დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი უნდა გადავცეთ რაღაც საერთაშორისო გაერთიანებას. მათთვის საქართველოს დამოუკიდებლობა ევროკავშირზე დამოკიდებულებაა
26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი ღონისძიებების პარალელურად რადიკალური ოპოზიციის მიერ დაანონსებულ საპროტესტო აქციას „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი, დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი მედიასთან საუბარში გამოეხმაურა.
20 მაისი 2026, 18:29
საზოგადოება
გივი მიქანაძემ ბოლო ზარის აღსანიშნავ ღონისძიებებში მიიღო მონაწილეობა
პირველ ექსპერიმენტულ და თბილისის 127-ე საჯარო სკოლებში ბოლო ზარის აღსანიშნავი ღონისძიებები გაიმართა, სადაც მე-12 კლასელებს სწავლის დასრულება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიულოცა.
20 მაისი 2026, 18:28
პოლიტიკა
კოტე ჟღენტი: პასუხის გარეშე არ უნდა დავტოვოთ ჩვენ მიმართ გამოვლენილი ორმაგი სტანდარტი თუ უსამართლო დამოკიდებულება, რადგან ადრინდელისგან განსხვავებით ახლა შემდგარი სახელმწიფო ვართ, თანმიმდევრული და პროგნოზირებადი პოლიტიკა გვაქვს
ყოველთვის ასე იყო და იქნება, რომ მცირე სახელმწიფოები დამოკიდებულები იქნებიან იმ პროცესებზე, რაც გლობალურ პოლიტიკაში განვითარდება, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ მრჩეველმა, დიპლომატმა კოტე ჟღენტმა.


