თეა წულუკიანმა ანა სუბელიანისა და თამაზ ახობაძის სამსახურში არაღდგენის მიზეზები განმარტა
თეა წულუკიანი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გადაცემაში „პირისპირ“ იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრიდან გათავისუფლებული თანამშრომლების ანა სუბელიანისა და თამაზ ახობაძის არაღდგენის მიზეზები განმარტა. სუბელიანი და ახობაძე მინისტრის გადადგომას ითხოვენ და ამ მიზნით საპროტესტო აქციებსაც აწყობენ.
წულუკიანის თქმით, როგორც მას აღსრულების ეროვნული ბიუროდან აქვს უტყუარი ინფორმაცია, როდესაც ახობაძის აღდგენაზე დაიწყეს მუშაობა, ადამიანმა, რომელმაც ახობაძე ამ პოსტზე ჩაანაცვლა იჩივლა და სასამართლო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ახობაძემ სამივე ინსტანცია მოიგო გაბათილდა და ამ ორ ადამიანს შორის ახლა სამართლებრივი დავა მიმდინარეობს.
"ერთ პოზიციაზე ორი ადამიანი ვერ დასაქმდება. შესაბამისად, სიცრუეა, თითქოს არსებობს აღსასრულებელი გადაწყვეტილება და ის არ სრულდება. მაგრამ მე არაფერი მიკვირს იმ ადამიანებისგან, რომლებმაც აღსრულების ეროვნულ ბიუროში თქვეს, რომ თუ ჩვენ ბოდიშს მოგვიხდით და სასამართლოს მიერ დაკისრებული განაცდურზე კიდევ 12 ათასს ლარს დაგვიმატებთ, საქმე მოგვარებულად ჩაითვლებაო. სასამართლოს გადაწყვეტილებაში წერია აღგენა და განაცდური, მათ მოითხოვეს, რომ დაგვიმატეთ კიდევ ფული ზემოდან და მოიხადეთ ბოდიში. აღსრულების ეროვნული ბიურო არ არის ქუჩა, რომ მოიხადე ბიჭო ბოდიში ეძახოს ვინმემ. აქ სახელმწიფოა, ამიტომაც ეროვნულ ბიუროში შეწყდა მათთან მუშაობა და როდესაც იმ ერთ პოზიციაზე მომუშავე ადამიანმა მოითხოვა ბათილობა ეს მოთხოვნა დაკმაყოფილდა და მიმდინარეობს დავა,"- თქვა წულუკიანმა.
იუსტიციის მინისტრმა ანა სუბელიანის საქმეზეც დეტალურად ილაპარაკა.
"რაც შეეხება სუბელიანს, სამწუხაროდ სასამართლომ გამოსცა გადაწყვეტილება, რომ ის აღგენილიყო იმ თანამდებობაზე, მედიაციის სახლის უფროსად, რომელიც არასდროს არსებობდა და სუბელიანი ამ თანამდებობიდან არ გათავისუფლებულა. შესაბამისად, ჩვენ აღსრულების ფურცელი დავაბრუნეთ და ამ დაბრუნების გადაწყვეტილების შესახებ სუბელიანი სასამართლო დავას აწარმოებს, შესაბამისად, ორივე საქმეზე სასამართლო დავები მიმდინარეობს, ამიტომ პოლიტიკური აჟოოტაჟი ჩემთვის გაუგებარი და დროის ხარჯვაა," - განმარტა წულუკიანმა.
2014 წელს ანა სუბელიანი და თამაზ ახობაძე იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრიდან გაათავისუფლეს. დათხოვნა ოფიციალურად რეორგანიზაციის მექანიზმის გამოყენებით მოხდა. თუმცა, როგორც ისინი ამბობენ, რეალური მიზეზი თანამშრომლების მიერ დანაშაულის პრევენციის ცენტრის ხელმძღვანელის გათავისუფლებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში განთავსებული პოსტები იყო.
მედიაციის სახლის მენეჯერის, ანა სუბელიანისა, და განრიდებისა და მედიაციის პროგრამის მენეჯერის, თამაზ ახობაძის, ინიციატივით საქმის წარმოება სასამართლოში დაიწყო - მომჩივანებმა საქმე იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ სამივე ინსტანციაში მოიგეს. სააპელაციო სასამართლომ 2017 წლის 9 მარტს სრულად დააკმაყოფილა ანა სუბელიანისა და თამაზ ახობაძის სარჩელი. იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრს დაზარალებულთათვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურება დაეკისრა. სასამართლომ უკანანოდ და ბათილად ცნო სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანებები.
2017 წლის დეკემბერში აღსრულების ეროვნულ ბიუროს ოფიციალური სააღსრულებლო ფურცელი ჩაბარდა, თუმცა მომჩივანთა თქმით, გადაწყვეტილება დღემდე აღსრულებული არ არის.
ყველა სიახლე
03 აპრილი 2026, 21:33
სპორტი
საქართველოს წყალბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა „Danube Cup 2026“-ზე კანადის ნაკრები დაამარცხა
საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები მსოფლიო თასის მე-2 დივიზიონის მატჩებისთვის ემზადება. მოსამზადებელი პერიოდის ფარგლებში ეროვნული ნაკრები საერთაშორისო ტურნირში Danube Cup 2026 მონაწილეობს.
03 აპრილი 2026, 21:26
კულტურა
თინათინ რუხაძე ქართველი მხატვრების, იური და ვიკა ბერიშვილების ნამუშევრების გამოფენის - „მამა-შვილის“ გახსნას დაესწრო
სამინისტროს ინფორმაციით, ფერწერული ტილოები წარმოდგენილია „ზარაფხანის“ არტ-დირექტორის, ხელოვან ირაკლი ნასიძის საიუველირო ხელოვნების ნიმუშებთან ერთად.
03 აპრილი 2026, 21:18
პოლიტიკა
დაწესდება თუ არა ფასის ზედა ზღვარი კიდევ 4 ათას მედიკამენტზე - პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომის შედეგები. „ქრონიკის“ სიუჟეტი
მთავარი საკითხი, რომლის გარკვევასაც კომისიის წევრები ცდილობდნენ, მოქალაქეებისთვის მედიკამენტების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაა. არ არის გამორიცხული, რეფერენტული ფასი სამომავლოდ ბავშვთა კვებასაც შეეხოს. განიხილეს დამატებით კიდევ 4 ათას მედიკამენტზე ზედა ზღვრის დაწესების შესაძლებლობაც.
03 აპრილი 2026, 21:10
პოლიტიკა
აქციის დაანონსებიდან ოპოზიციური ალიანსის პირველი ვიზიტი საზღვარგარეთ - რას ემსახურება თურქეთში გამართული შეხვედრები. „ქრონიკის“ სიუჟეტი
საქართველოში მორიგი აქციის ანონსი და საზღვარგარეთ ვიზიტი - ასეთია ოპოზიციური ალიანსის პოლიტიკური სტარტი.
03 აპრილი 2026, 21:01
სამართალი
ყალბი დიაგნოზი, დოკუმენტი და ქრთამი სამხედრო სამსახურისგან თავის დასაღწევად - დაკავებულია ქუთაისის სამედიცინო ცენტრის განყოფილების უფროსი. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ქუთაისში თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის სამედიცინო ცენტრის განყოფილების უფროსი დააპატიმრეს. მას ბრალად ქრთამის აღება ედება.
03 აპრილი 2026, 20:56
სპორტი
სპორტის სამინისტროში 2026 წლის რაგბის მსოფლიოს ჩემპიონატისთვის სამუშაო შეხვედრა გაიმართა
სპორტის სამინისტროში 2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატის შესახებ სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე ხელმძღვანელობდა.
03 აპრილი 2026, 20:52
პოლიტიკა
საქართველოსთან მიმართებით ბრიუსელის დამოკიდებულება სლოვაკეთისთვის მიუღებელია - გზავნილები, რაც პრეზიდენტის ვიზიტს მოჰყვა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
სლოვაკეთისთვის მიუღებელია საქართველოსთან მიმართებით ბრიუსელის დამოკიდებულება. ორმხრივი ინტერესები და ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებისთვის მზადყოფნა - ეს ის გზავნილებია, რაც პრეზიდენტის ვიზიტს მოჰყვა.
03 აპრილი 2026, 20:43
საზოგადოება
ზრუნვა მიუსაფარ ცხოველებზე - სურსათის ეროვნული სააგენტო ახალ კამპანიას იწყებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
რა აჩვენა ბოლო ორი დღის აქტივობამ, ფაქტების გარეშე - მაკუნა აბულაძის სიუჟეტში ნახავთ.
03 აპრილი 2026, 20:37
საზოგადოება
მეუფე ნიკოლოზი: გაფართოებულ კრებაზე, დაახლოებით 2 000 კაცს ველოდებით. ყველა ეპარქიიდან წარმოდგენილი იქნებიან, ოღონდ არა ხმის უფლებით
გაფართოებულ კრებაზე, სადაც წმინდა სინოდის მიერ გამორჩეული პატრიარქობის კანდიდატები იქნებიან წარდგენილნი, 2 000-მდე ადამიანს ელოდებიან, - განუცხადა საპატრიარქოსთან ჟურნალისტებს ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა (ფაჩუაშვილი).
03 აპრილი 2026, 20:29
მსოფლიო
Fox News: დონალდ ტრამპს მიაწოდეს ოპერატიული ცნობა ირანის ტერიტორიაზე აშშ-ის F-15 ტიპის გამანადგურებლის ჩამოგდების შესახებ
Fox News-ის ინფორმაციით, პრეზიდენტ დონალდ ტრამპს პარასკევს მიაწოდეს ოპერატიული ცნობა ირანის ტერიტორიაზე აშშ-ის F-15 ტიპის გამანადგურებლის ჩამოგდების შესახებ.
03 აპრილი 2026, 20:21
საზოგადოება
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2026 წლის „ცნობარი აბიტურიენტებისათვის“ გამოაქვეყნა
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2026 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით საინფორმაციო დოკუმენტი - „ცნობარი აბიტურიენტებისათვის“ - ვებგვერდზე https://www.naec.ge/#/ge/post/3538 გამოაქვეყნა.
03 აპრილი 2026, 20:12
მსოფლიო
AXIOS: აშშ-ის იმ გამანადგურებლის ეკიპაჟის ორი წევრიდან ერთ-ერთი, რომელიც ირანის თავზე ჩამოაგდეს, ამერიკულმა სპეცრაზმმა იპოვა და გადაარჩინა
აშშ-ის იმ გამანადგურებლის ეკიპაჟის ორი წევრიდან ერთ-ერთი, რომელიც ირანის თავზე ჩამოაგდეს, ამერიკულმა სპეცრაზმმა იპოვა და გადაარჩინა, მეორე წევრის ძებნა კი კვლავ გრძელდება. ამის შესახებ გამოცემა AXIOS-ს ისრაელელმა მაღალჩინოსანმა და სიტუაციაში ჩახედულმა მეორე წყარომ განუცხადეს.
03 აპრილი 2026, 20:10
პოლიტიკა
მნიშვნელოვანია, ეკლესიის გადაწყვეტილებებში არავინ ჩაერიოს - მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ მცდელობები უკვე ჩანს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
მმართველ გუნდში იმასაც აღნიშნავენ, რომ მცდელობები უკვე ჩანს.
03 აპრილი 2026, 20:04
საზოგადოება
პატრიარქის ასარჩევად გაფართოებული კრება სამების საკათედრო ტაძარში გაიმართება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
მანამდე სინოდის სხდომა კიდევ ერთხელ თარიღსა და კანდიდატებთან დაკავშირებით შედგება.
03 აპრილი 2026, 19:52
მსოფლიო
The Wall Street Journal: აშშ-ის ოფიციალურმა პირმა დაადასტურა, რომ ირანის თავზე ამერიკული F-15E ჩამოაგდეს და სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს - გამანადგურებლის ბორტზე ეკიპაჟის ორი წევრი იმყოფებოდა
აშშ-ის ოფიციალურმა პირმა დაადასტურა, რომ ირანის თავზე ამერიკული F-15E ჩამოაგდეს და სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The Wall Street Journal-ი ავრცელებს.
03 აპრილი 2026, 19:37
მსოფლიო
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა აშშ-ისა და ისრაელის სამხედრო ოპერაციას ირანის წინააღმდეგ „უკანონო“ უწოდა
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, ლინ ძიენმა აშშ-ისა და ისრაელის სამხედრო ოპერაციას ირანის წინააღმდეგ „უკანონო“ უწოდა და განაცხადა, რომ ომმა შეაფერხა ჰორმუზის სრუტის ნაოსნობის ხაზი.
03 აპრილი 2026, 19:25
საზოგადოება
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური წმინდა სინოდის სხდომის ოქმს აქვეყნებს
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური წმინდა სინოდის სხდომის ოქმს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელდ გთავაზობთ.
03 აპრილი 2026, 19:16
სპორტი
საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით პირველი ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი ჩატარდება
სპორტის სამინსიტროს ინფორმაციით, ფესტივალის შესახებ ოლიმპიურ კომიტეტში გამართულ პრეზენტაციას მინისტრმა შალვა გოგოლაძემ, ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა და სეოკ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ელგუჯა ბერიშვილმა ისაუბრეს.
03 აპრილი 2026, 19:07
მსოფლიო
ნეთანიაჰუ: ჩვენ გავაგრძელებთ ირანის განადგურებას
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ პირობა დადო, რომ ირანზე დარტყმებს გააგრძელებს.
03 აპრილი 2026, 18:58
რეგიონი
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე: ყოველთვის მზად ვართ, სისტემურად, ინკლუზიურად ვიყოთ ჩართული აუტიზმის მქონე ადამიანების უნარების რეალიზაციის ხელშეწყობისკენ მიმართულ ღონისძიებებში
გაეროს რეზოლუციით დღეს აღინიშნება აუტიზმის ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღე. როგორც ცენტრალური, ისე რეგიონული ხელისუფლება, არა მხოლოდ სიტყვით, არამედ საქმით, ყოველთვის მზად ვართ სისტემურად, ინკლუზიურად ვიყოთ ჩართული აუტიზმის მქონე ადამიანების უნარების რეალიზაციის ხელშეწყობისკენ მიმართულ ღონისძიებებში, - აღნიშნა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ცოტნე ანანიძემ საკანონმდებლო ორგანოს 2 აპრილის რიგგარეშე სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.


