imedi /  17 ივლისი 2018, 17:29 / სანდო წყარო

მიხეილ ბატიაშვილმა სამინისტროში რეორგანიზაცია და შტატების შემცირება გამოაცხადა

მიხეილ ბატიაშვილი

მიხეილ ბატიაშვილი

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა რეორგანიზაციის შესახებ ბრძანება გამოსცა.მიხეილ ბატიაშვილის შესაბამისი ბრძანება განათლების სამინისტროს ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

„საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, განხორციელდეს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს რეორგანიზაცია 2018 წლის 12 ივლისიდან, რომელსაც შესაძლოა, მოყვეს შტატებისა და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირების შემცირება. საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსლიებისა და საქმიანობის წესის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე 2018 წლის 5 ივლისის საქართველოს კანონის ამოქმედებამდე არსებულ შესაბამის სამინისტროებში დასაქმებული პროფესიული საჯარო მოხელეები და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირები 2018 წლის 12 ივლისიდან ჩითვალონ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში დასაქმებულ პირებად, შეუნარჩუნდეთ თანამდებობრივი სარგოები და გააგრძელონ სამსახურებრივი უფლებამოსილებების განხორციელება რეორგანიზაციის პროცესის დასრულებამდე“, -  ნათქვამია მინისტრის ბრძანებაში.

მთავრობაში განხორციელებული სტრუქტურული ცვლილებების შედეგად, განათლებისა და კულტურის სამინისტროები გაერთიანდნენ. გაერთიანებული უწყების მინისტრად კი, მიხეილ ბატიაშვილი დაინიშნა.

პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის ახალი სტრუქტურა 26 ივნისს წარადგინა.

ყველა სიახლე

21 ივნისი 2019, 04:10

საქართველო

ბახტაძე: პარლამენტზე და პოლიციის ძალებზე შტურმს ხელმძღვანელობდნენ დესტრუქციული პოლიტიკური ძალები

მამუკა ბახტაძის თქმით, პარლამენტზე და პოლიციის ძალებზე შტურმს ხელმძღვანელობდნენ დესტრუქციული პოლიტიკური ძალები, რომლებმაც კიდევ ერთხელ ისარგებლეს ჩვენი თანამოქალაქეების გულწრფელი ემოციით.

საპროტესტო აქცია

21 ივნისი 2019, 04:03

საქართველო

აქციის მონაწილეთა რაოდენობა მცირდება, დარჩენილები კი ბარიკადებს აკეთებენ

რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეთა რაოდენობა შემცირდა, დარჩენილი დემონსტრანტები კი ბარიკადებს აკეთებენ და ქვებს, სხვადასხვა ნივთებს ესვრიან სამართალდამცველებს. მათ სპეცრაზმთან მიახლობა სცადეს, თუმცა სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეების მიმართულებით ცრემლსადენი გაზი გაუშვა, რის გამოც მათ უკან დაიხიეს.

21 ივნისი 2019, 04:01

საქართველო

რესპუბლიკურ საავადმყოფოში აქციაზე დაშავებული 13 ადამიანი შეიყვანეს

"ძირითადად ეს რეზინის ტყვიებით მიყენებული სხვადასხვა დაზიანებაა, გაზით მოწამლულია ერთი გოგო,“- განაცხადა დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ლევან გოფოძემ. ღუდუშაურის კლინიკის დირექტორის მარინა გელანტიას ინფორმაციით, სტაციონარში აქციაზე დაშავებული რვა ადამიანი განაგრძობს მკურნალობას.

გიორგი გახარია

21 ივნისი 2019, 03:50

საქართველო

შს მინისტრი რუსთაველის გამზირზე გავიდა

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია რუსთაველის გამზირზე გავიდა. "მაესტროს" ინფორმაციით, მინისტრმა სპეცდანიშნულების რაზმებს მადლობა გადაუხადა. ცოტა ხნის წინ რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ ვითარება ისევ დაიძაბა. აქციის მონაწილეების ნაწილი სპერაზმს დაუპირისპირდა.

ღუდუშაურის კლინიკა

21 ივნისი 2019, 03:48

საქართველო

ღუდუშაურის კლინიკაში რუსთაველზე აქციაზე დაშავებული 8 ადამიანი რჩება

ღუდუშაურის კლინიკის დირექტორის მარინა გელანტიას ინფორმაციით, სტაციონარში აქციაზე დაშავებული რვა ადამიანი აგრძელებს მკურნალობას. კლინიკაში 11 პაციენტი ერთი ქალი და ათი მამაკაცი შევიდა. მათგან 3 უკვე გაეწერა.

21 ივნისი 2019, 03:36

ძალოვნები

პარლამენტთან აქციის მონაწილეებსა და სპეცრაზმს შორის მორიგი დაპირისპირებაა

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ ვითარება კვლავ დაიძაბა. აქციის მონაწილეების ნაწილი სპერაზმს ისევ დაუპირისპირდნენ. ამ დროისთვის პოლიცია პროტესტის მონაწილეების დაშლას წყლის ჭავლით, რეზინის ტყვიებითა და ცრემლსადენი გაზით ცდილობს.

21 ივნისი 2019, 03:21

საქართველო

ინგოროყვას კლინიკაში რუსთაველზე აქციაზე დაშავებული 28 ადამიანი რჩება

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციაზე დაშავებული 35 ადამიანიდან ინგოყვას კლინიკაში 28 რჩება. ბოლო მონაცემებით 7 პაციენტი კლინიკიდან გაეწერა, ხოლო 3 ადამიანს ოპერაცია უკეთდება.

საპროტესტო აქცია

21 ივნისი 2019, 03:19

საქართველო

დრონით გადაღებული კადრები რუსთაველის გამზირიდან

რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეთა მცირე ნაწილი ისევ რჩება, სპეცრაზმი კი კვლავ იყენებს ცრემლდენ გაზს მათ შესაჩერებლად და დასაშლელად. საპროტესტო აქციაზე რამდენიმე ადამიანი დააკავეს. დღევანდელ აქციაზე ბოლო მონაცემებით 38 სამართალდამცველი და 14 დემონსტრანტი დაშავდა.

21 ივნისი 2019, 02:51

საქართველო

რუსთაველის გამზირზე ვითარება ისევ დაძაბულია

რუსთაველის გამზირზე კვლავ დაძაბული ვითარებაა. საპროტესტო აქციის დაშლის მიზნით სპეცრაზმმა ცრემლსადენი გაზი კიდევ ერთხელ გამოიყენა. ამასთან, საპროტესტო აქციაზე რამდენიმე ადამიანი დააკავეს.ამ დროისთვის პოლიცია პროტესტის მონაწილეების დაშლას წყლის ჭავლით, რეზინის ტყვიებითა და ცრემლსადენი გაზით ცდილობს. ადგილზე მობილიზებილია პოლიცია.

აქცია

21 ივნისი 2019, 02:39

საქართველო

ნაციონალები სამოქმედო გეგმაზე სხვა პოლიტიკური პარტიის ლიდერებთან ერთად იმსჯელებენ

"ნაციონალური მოძრაობის" განცხადებით, დღევანდელი ხელისუფლების მხრიდან ჩადენილია არნახული დანაშაული. როგორც რომან გოცირიძემ თქვა, ოპოზიციას იმედი ჰქონდა ამ კრიზისის პოლიტიკური გზით განმუხტვის. რომან გოცირიძის თქმით, ისინი ერთ-ერთი პარტიის ოფისში შეიკრიბებიან და სამოქმედო გეგმას გაწერენ.

გიორგი ვაშაძე

21 ივნისი 2019, 02:23

საქართველო

რუსთაველზე აქციის დროს დაშავებულმა გიორგი ვაშაძეს მიმართა

რუსთაველის გამზირზე, მას შემდეგ რაც სპეცრაზმმა აქციის დასაშლელად ცრემლდმდენი გაზი, რეზინის ტყვიები და წყლის ჭავლი გამოიყენა, ადგილზე გიორგი ვაშაძე მივიდა. ის "იმედის" ეთერში განცხადებას აკეთებდა, როდესაც აქციაზე დაშავებული მოქალაქე მიუახლოვდა და პრეტენზიებით მიმართა.

21 ივნისი 2019, 02:22

საქართველო

ქარტია დაშავებულ ჟურნალისტებზე: პოლიცია მათ რეზინის ტყვიებს დამიზნებით ესროდა

"ქარტია ასევე მოუწოდებს საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, მაქსიმალური ზეწოლა მოახდინონ ხელისუფლებაზე რათა არ მოხდეს საპროტესტო აქციაზე მყოფი ჟურნალისტებისა და მოქალაქეების კონსტიტუციური უფლებების დარღვევა,"- წერია განცხადებაში.

გიორგი ბარამიძე

21 ივნისი 2019, 02:21

საქართველო

ბარამიძე: პარლამენტში შეჭრაზე გადაწყვეტილება არ ყოფილა მიღებული, ხალხმა ეს სპონტანურად გააკეთა

„პარლამენტში შეჭრაზე გადაწყვეტილება არ ყოფილა მიღებული. ხალხმა ეს სპონტანურად თვითონ გააკეთა. ხალხი არის გაბრაზებული და ერთობლივი გადაწყვეტილება არავის არ მიუღია“-ეს განცხადება „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ბარამიძემ ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში გააკეთა.

21 ივნისი 2019, 02:10

საქართველო

აქციაზე რამდენიმე მედიასაშუალების ჟურნალისტი დაშავდა

საქართველოს პირველი არხის სამი ოპერატორი და ერთი ჟურნალისტი დაშავდა. ორ მათგანს სამედიცინო დახმარება ადგილზე გაუწიეს, ორი კი კლინიკებში გადაიყვანეს. მათ საშუალო სიმძიმის დაზიანებები აღენიშნებათ.

საქართველოს საპატრიარქო

21 ივნისი 2019, 02:00

საქართველო

საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საპატრიარქო რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. საპატრიარქო ხელისუფლებას მოუწოდებს მაქსიმალურად თავშეკავებულად იმოქმედონ ხალხთან მიმართებაში და მოერიდონ მკვეთრ ძალისმიერ ფორმებს.

21 ივნისი 2019, 01:57

საქართველო

ესტონეთის საელჩო საქართველოში: ყველა მხარეს ვურჩევთ შეინარჩუნონ სიმშვიდე

„ვაღიარებთ იმ ტკივილს, რომელსაც დღეს ბევრი ადამიანი განიცდის. ვურჩევთ ყველა მხარეს, შეინარჩუნონ სიმშვიდე, აჩვენონ თავშეკავება და ყოველთვის იმოქმედონ სამართლის და კონსტიტუციის ფარგლებში“-ამის შესახებ საქართველოში ესტონეთის საელჩოს გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

ინგოროყვას კლინიკა

21 ივნისი 2019, 01:57

საქართველო

აქციაზე დაშავებულ სამ პაციენტს ინგოროყვას კლინიკაში ოპერაცია უტარდება

"დანარჩენები სტაციონარში შემდგომი მკურნალობის მიზნით რჩებიან სტაბილურ მდგომარეობაში. ყველა მათგანს შესაბამისი მომსახურება უტარდება. სხვადასხვა სახის მსუბუქი ზედაპირული ტრავმებია, რამდენიმე ინტოქსიკაცია. ქირურგიული ოპერაცია ფეხის მიდამოს ტრავმებია სამივე შემთხვევაში“,- განაცხადა ნინო ქოჩორაშვილმა.

21 ივნისი 2019, 01:49

ძალოვნები

სპეცრაზმმა წყლის ჭავლი გამოიყენა

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან სპეციალური დანიშნულების რაზმი გამოვიდა, მეორე მხარეს აქციის მონაწილეები არიან. სპეცრაზმი ისვრის რეზინის ტყვიებს და იყენებს წყლის ჭავლს.

აქცია

21 ივნისი 2019, 01:44

საქართველო

აქციის მონაწილეები სამართალდამცველებს ხელკეტებით და ქვებით დაუპირისპირდნენ. ვიდეო

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ აქციის ძირითადი ნაწილი დაშლილია, თუმცა ნაწილი ისევ ადგილზეა. ისინი სამართალდამცველებს ხელკეტებით და ქვებით დაუპირისპირდნენ. აქციის მონაწილეებმა დაშალეს ჯებირები და სპეცრაზმის მიმართულებით ისვრიან.

ლევან ვასაძე

21 ივნისი 2019, 01:38

ძალოვნები

ლევან ვასაძის გამოკითხვა დასრულდა

ლევან ვასაძის პოლიციის მთავარ სამმართველოში მისვლამდე სამართალდამცველებმა გურამ ფალავანდიშვილი პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს. თუმცა რამდენიმე საათის წინ ფალავანდიშვილი გათავისუფლდა, სასამართლო პროცესი კი რამდენიმე დღით გადაიდო.